ჩემო მიხაელ

მე და მიხაელი ჟენევაში ერთად წავედით. ჩემმა სხეულმა სამაგიერო გადამიხადა გათენებული ღამეებისთვის, ,,მეჩქარება“ დღეებისთვის, განცდებისთვის, სამსახურში გატარებული ყველა შაბათ-კვირისთვის. მთელი დღეები ვიწექი სასტუმროს ნომერში. ოთახიდან არ გამოვსულვარ. ჟენევის ტბას ფანჯრიდან მოვკარი თვალი. შეკითხვა_საით მიდიან იხვები როცა ტბა იყინება, ისევ უპასუხოდ დარჩა.

მიხაელი მოთმინებით მიცდიდა_წამიკითხეო. კითხვა არ შემეძლო. ხანასავით მეც ჭკუიდან გადავყავდი მიხაელს. რა კაცი ხარ შენ მიხაელ გონენ? სულ ეს შეკითხვა მიტრიალებდა თავში. ამ კითხვაზე პასუხი თავად მიხაელსაც არ ჰქონდა. ხანას უნდოდა თავისზე ძლიერ კაცს გაჰყოლოდა ცოლად. მიხაელი არ იყო მასზე ძლიერი კაცი. მიხაელი საერთოდ არ იყო ძლიერი კაცი.

,,სიბნელეში მთავარი გზატკეცილის მიმართულებით გავწიეთ. მიხაელი ჩემს მარცხნივ მოაბიჯებდა. მდუმარედ. ერთი სიტყვაც ვერ ეპოვნა ჩემთვის სათქმელად. უცხო იყო და მეც უცხო ვიყავი მისთვის. დრო რიტმული და თანაბარი მდინარე აღარ იყო. რამდენიმე ნერვულ ნაკადად გაიხლიჩა. ქურთუკის საყელო ნიკაპამდე აეწია.  განგებ ჩამოვრჩი ცოტა. მას არც კი შეუმჩნევია. მე ნამდვილი ვარ მიხაელ, მცივა და არ შემიძლია ასეთი სიჩქარით სირბილი_ შევძახე მთელი ხმით. ცოტაც, ცოტაც და გაჩერებას მივაღწევთ, მოითმინე_ მომიგდო მიხაელმა. ყელში ბურთი მომაწვა, თვალებიც ამევსო. შეურაცხყოფილი ვიყავი, დამცირებული. მიხაელ, ჩემი ფეხსაცმელები წყლითაა სავსე, ისე მტკივა, თითქოს ფეხშიშველა დავდიოდე ეკლიან ველზე. მიხაელი მოულოდნელად მკვეთრი, საშიში მოძრაობით შემობრუნდა. სახეზე თავისი სველი ლოყა მომახეთქა. სახე ცივი და სველი ჰქონდა. ქურთუკის ღილები შეიხსნა, შიგნით შემიყუჟა. მის სუნს ვისუნთქავდი. ნამდვილები ვიყავით“.

%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%94%e1%83%9a

მერე იყო ქორწილი, მთვრალი სტუმრებით, თეთრ საქორწილო კაბაზე გადასხმული ღვინით, ხმაურით. ნათესავების მონახულება, ნაქირავები ბინა, სიღატაკე, ერთფეროვანი, სევდით სავსე დღეები, უძილო გადასატანი ღამეები, დასაძინებელი აბები.

ხანას ჩანაწერები ისეთი ნამდვილია, თითქოს  ნაქირავებ ბინაში შენც მათთან ერთად იყავი და შენი თვალებით უყურებდი როგორ უყვიროდა ხანა მიხაელს-მძულხარ, გული მერევა შენ რომ გხედავო. უყვიროდა იქამდე, ვიდრე ყელის ძარღვები არ დაეჭიმებოდა. ხანას უნდოდა  მიხაელის სიმშვიდე დაერღვია. მიხაელი კი დუმდა. უსიტყვოდ იტანდა ხანას ჭირვეულობას. მიხაელი არ იყო ძლიერი კაცი.

%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%94%e1%83%9a

მიხაელი ხანას გამო ღამეებს ათენებდა, იატაკს რეცხავდა, ოთახს ჰგვიდა, საჭმელს აკეთებდა, ნავთის საყიდლად საათობით იდგა რიგში. ყველაფერს იკლებდა, ოღონდ ფული დაეზოგა. და მაინც ხანა არ იყო ბედნიერი ქალი მიხაელის გვერდით. მიხაელი არ იცნობდა ხანას სულს. მიხაელმა არ იცოდა, რატომ იდგა ხანა ფანჯარასთან, მუდმივად მომზირალი სივრცეებისა… მიხაელს ამის გაგება არ შეეძლო.

ამოს ოზი წერდა ,,ჩემო მიხაელის“ გამო უამრავი წერილი მივიღე მკითხველი ქალებისგან, გაოცებულნი მეკითხებოდნენ, საიდან იცოდიო. და ასევე ბევრი წერილი მომდიოდა სხვა მკითხველი ქალებისგან, რომლებიც მსაყვედურობდნენ, არაფერი შენ არ გცოდნიაო.

ხანა, როგორ მოხდა, რომ სწორედ მე გამომარჩიე ყველა შენით დაინტერესებულ მამაკაცთაგან რომლებსაც შეხვედრილხარ?- ჰკითხა მიხაელმა ხანას. ხანამ ჩიტებს თვალი გააყოლა. წამით დაირღვევა განზომილებები. მოეჩვენა, რომ ჩიტები კი არ იყვნენ ცაში აჭრილები, არამედ ის ეცემოდა, ძირს ენარცხებოდა.

%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98

ხანასთვის დღეები ერთმანეთს ჰგავდა. მწუხარებით სავსე ლურჯ საღამოს ხანა წავიდა და თმა მოკლედ შეიჭრა. სახლში დაბრუნებულს მიხაელმა გაკვირვებულმა ჰკითხა- რა არ გასვენებს ხანა, ვერ ვხვდები რა არ გასვენებს.

ხანა საშიშ სიზმრებს ხედავდა. სიზმარში ის დანციგის პრინცესა იყო, ციხე-დარბაზის კოშკში გამომწყვდეული, სანამ გაიღვიძებდა უკვე იცოდა, რომ არც ერთი ხომალდს არ ძალუძს მივიდეს ქალაქამდე, რომელიც კარგა ხანია აღარ არსებობს.

ხანა ოცნებობდა ეცხოვრა იერუსალიმში, ზღვის პირას თეთრ სახლში, აქაფებული ტალღების პირისპირ, სახლის წინ ყვავილების კვალი გაეშენებინა, ყოველ დილით სანაპიროზე ნიჟარები შეეგროვებინა და ფანჯარაში მთელ დღეს მარილიან ქარს ექროლა.  მიხაელს არ შეეძლო ხანას ოცნებების ახდენა.  მიხაელი არ იყო ძლიერი კაცი.

,,ჩემო მიხაელ“ სათაურიც ირონიული, ცივი, სასტიკი და შორეულია. მწერალი წერდა გამომცემელი მირჩევდა წიგნისთვის ,,ხანას დღიურები“ დამერქმია, თუმცა სათაური ხანამ შთამაგონა და  მე არ შემეძლო ხანას წინააღმდეგ წავსულიყავიო.

%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90

ბოლო ფურცლებზე ეწერა ხანა კაცს არ ეძლეოდა, არჩევდა ეცხოვრა მარადიული ცხოვრებით სხეულს მიღმა, დროისა და ადგილის მიღმაო-ეს სიტყვები ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს ხანას სიძლიერეს. ქალის, რომელიც გამუდმებით ფანჯარასთან იდგა და სივრცეებს გაჰყურებდა.

,,მშვიდობით იარე, მიხაელ. მე დავდგები ფანჯრის მიღმა ღია დაორთქლილ მინაზე თითით ფიგურებს გამოვიყვან. შეგიძლია იფიქრო, რომ ხელს გიქნევ. შეცდომას არ გაგისწორებ. ჩვენ ორნი ვართ და არა ერთი. არაფერი ყოფილა დამოკიდებული შენზე ან ჩემზე. მე და შენ სხვა ვართ, როგორც ქვა და წყალი. ფიჭვი და ქარი. მოძრაობა და ჩრდილი. მშვიდობით,  ჩემო მიხაელ.“

 

4 responses to “ჩემო მიხაელ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s