დეკემბრის ბოლო სუსხიანი დღეები

რატომ არ თხოვდებიო როცა მეკითხებიან (და აუტანლად ხშირად მეკითხებიან) დისერტაციას ვწერ-მეთქი ვპასუხობ. იმდენად მოულოდნელია ხოლმე ჩემი პასუხი, გაოცებულები მიყურებენ და ვერაფერს მეუბნებიან. სტრასბურგში ერთი წლით შემეძლო წასვლა, მაგრამ არ წავედი. უფროსმა შემომითვალა განაცხადი შემოიტანეო, ხომ არ ვეტყოდი იცით, ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი მაქვს, ასე მგონია ჰაერში გამოვეკიდე, ნაწილ-ნაწილ ვიშლები… დისერტაციას ვწერ-მეთქი ვუპასუხე. დისერტაციის გამო სტრასბურგში როგორ არ მიდიხარო გაუკვირდა.

cant-kkep-calm

სკოლის არდადეგების შემდეგ ზამთარში დასვენება არ მქონია, დეკემბრის ბოლოს პირველად ავიღე ზამთრის შვებულება და დისერტაციის წერა გავაგრძელე. ღამეების თენება, ასობით  წიგნის წაკითხვა, თარგმნა, წერა, გაუთავებელი ნერვიულობა, რომ ვერ მოასწრებ და ვერ დაწერ, მუდმივი ძიება,  კვლევა,  თავიდან დაწყება…  ერთმა კარგმა ლექტორმა თქვა სადოქტორს პირველივე წელს დაწერთ და დანარჩენი ორი წელი არის- ,,Revising, Revising and Revising!“. ყველაზე მძიმე და აუტანელი სწორედ ეს ,,Revising“ აღმოჩნდა. დისერტაციას როცა დავამთავრებ თუ ცოცხალი გადავრჩი, ცალკე წიგნი უნდა დავწერო- როგორ დავწეროთ დისერტაცია.

keep-calm-and-write-your-damn-dissertation

დანტე ალიგიერს ალბათ დოქტორანტურაში არ უსწავლია, თორემ ჯოჯოხეთის კარიბჭის ნაცვლად უნივერსიტეტის კარზე მიაწერდა- ,,თქვენ, აქ მოსულნო,იმედები დატოვეთ ყველა!როცა ჩავაბარეთ ერთმა ჭკვიანმა ლექტორმა გვირჩია, ყველაზე მეტად რაც გაინტერესებთ და გიყვართ დისერტაცია იმ თემაზე დაწერეთ, სამი წლის შემდეგ მაინც გული აგერევათ და სჯობს ეს სამი წლის მერე მოხდესო.

ღამის 12 საათზე, ჩემს ოთახში ვწერდი და თან ვფიქრობდი, პირველ ზამთრის შვებულებას რომელიმე თბილ ქვეყანაში უნდა ვატარებდე, გემრიელად ვსვამდე ყავას და ქალაქის ხედებით ვტკბებოდე, ამის ნაცვლად ვზივარ და გაუგებარ  წიგნებს  ვთარგმნი-მეთქი. უცებ ნაცნობი ხმა გავიგონე, ფანჯარაში გავიხედე და Coca-Cola-ს მანქანები საშობაო სიმღერებით ნელა მიდიოდნენ ქუჩაში. ყველა ფანჯარაში ერთდროულად აინთო სინათლე და ფანჯრებიდან ბედნიერი ადამიანები იყურებოდნენ. გამახსენდა, ბავშვობაში ყოველ წელს ველოდებოდი Coca-Cola-ს მანქანებს, ახალი წელი მათთან ერთად მოდიოდა. ჩაიარეს Coca-Cola-ს საშობაო მანქანებმა, რაღაცნაირი პატარა სიხარული დამიტოვეს.

coca-cola

დეკემბრის ბოლო სუსხიანი დღეებიც გავა, დისერტაციას და ,,რატომ არ თხოვდების“ ეშველება, მთავარია შობის ღამეს მოვიდეს თოვლი… თოვლთან ერთად შობამ მოიტანოს სასწაულები და წაიღოს სევდა ახალი წლის დღეებში ჩიტის ფეხებივით პატარა და ღრმა კვალს რომ ტოვებს…

christmas

 

 

6 responses to “დეკემბრის ბოლო სუსხიანი დღეები

  1. სალომეა წარმატებებს გისურვებ! გული მიგრძნობს, რომ შენი დისერტაცია საუკეთესო იქნება!

    ოოო.. შობის ღამეს თოვლის საოცარი მოლოდინი მაქვს ხოლმე მეც… შარშან საშობაოდ ისეთი ქათქათა, სადღესასწაულო დღეები გვქონდა ბათუმში, უკეთესს ვერც ვინატრებდით… წელსაც მინდა, მაგრამ მგონი არ იქნება თოვლი…. ;-(

    რა ზუსტად და ლამაზად ამბობ – ,,თოვლთან ერთად შობამ მოიტანოს სასწაულები და წაიღოს სევდა ახალი წლის დღეებში ჩიტის ფეხებივით პატარა და ღრმა კვალს რომ ტოვებს…”

    იცი, ძალიან მიხარია რომ გიცნობ, ვირტუალურად და შორიდან, მაგრამ მაინც.. ❤ reader -ში გამოჩენილი შენი თითოეული ახალი პოსტი მახარებს.. მინდა სულ ბედნიერი იყო, სულში ვარსკვლავები გქონდეს და სულ გეწერებოდეს….

    Liked by 1 person

    • რუსა,
      ბათუმში მოვა თოვლი და შობა მოიტანს სასწაულებს შენთვისაც❤️❤❤ ❤

      მადლობა შენ რომ მთელი წელი კითხულობდი სალომეას ბლოგს. კარგი გოგოები კარგად უნდა იყვნენ ❤ ბედნიერება და კარგი ამბები ახალ წელს ❤

      Liked by 1 person

  2. ,,ნეტავი დიდხანს ითოვოს, ღმერთო!
    რომ გაყინული ჭრილობა შეთბეს”

    Like

    • დიდი მადლობა^_^
      ბედნიერი და სიხარულით სავსე დღეები შენც 2017 წელს:***

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s