გულგამოცლილთათვის

‘’ჩვენ ვინც ვიცით რომ სიყვარული მოკვეთილი კიდურებით არ იზომება“

კატო ჯავახიშვილი

სადმე, სადაც გულგამოცლილები დგებიან ხოლმე
და უცხოობის ნაცნობი სურნელი
დარიჩინიანი თითებით მოაქვთ
თითო ჯერზე საკუთარი თავის გამოტოვებით სუნთქავენ
და მხრებზე ძველი სკივრიდან ამოღებული
დაობებული სინანული სცივათ
სადაც
ლურსმნებივით ჩაჭედებული პატარა, ცივი თითები
მოგონებების ცარიელ უჯრებს
როგრიგობით აღებენ და ხურავენ
რომ წასასვლელი სიტყვა
სიცარიელეში დარჩენილებმა
თაფლის და დარიჩინის ნარევივით გამოლოკონ
და უჟანგბადო დღეებიდან ტანში დავიწყება შეისახლონ, –
მე ვიხდი ჩემ თავს,
ენაზე დარიჩინინიანი შაქარლამის ნამცეცებს
პილპილმოყრილი თანაგრძნობით ვიყრი

მე ვზომავ შენს კარს
დამტვრეულ ნივთებს და დაბზარულ კედლებს
მე ვიცვამ შენს სახლს,
უფანჯრო კედლებიდან ტოტებივით გამოშვერილი ხელებით ვდგები,
რომ
ყველა დამტვრეული ნივთისა და დაბზარული კედლის გამო
ყველა მოპარული ნამცხვრისა და გადაცდენილი სიტყვის გამო
ყველა დავიწყებული ადამიანის გამო
ადგე და ნიადაგი გამიფხვიერო –

და სადმე, სადაც საკუთარ თავებს დაბადებას ვერ პატიობენ
სადაც მუდმივად გვალვაა და დასაწყლულებლად
წვეთ-წვეთობით ვიცლებით
იქ დავდგეთ ჩვენ

ჩვენ
ვინც ვიცით რომ სიყვარული
მოკვეთილი კიდურებით არ იზომება.

hurt

 

ეკატერინობას  გილოცავ

სიყვარულით ❤

One response to “გულგამოცლილთათვის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s