ხმაური მძვინვარების გარეშე

                                                                               

”სიცოცხლე  ჩრდილია  მოარული, საბრალო მსახიობი
ვისაც ერთი საათიღა უხდება სცენაზე მანჭვა და გრეხა
და მერე არსაით ხმა, ეს ამბავი მონათხრობი  ვიღაც იდიოტის

აღსავსე ხმაურით და მძვინვარებით
მეტი  არაფრით.”

         უილიამ  შექსპირი ’’მაკბეტი“ 5.5

 

რა უნდა ქნა როცა იტანჯები? გაჩუმდე და სიტყვები შიგნით ჩაიბრუნო, თუ პირიქით, ისე იღრიალო მთელი დედამიწა გადააქუხო შენი ყვირილით? ამ კითხვაზე პასუხი არც ათი წლის წინ მქონდა, როცა უილიამ ფოლკნერის ‘’ხმაური და მძვინვარება“ პირველად წავიკითხე და არც ახლა მაქვს, როცა ხელახლა მივუბრუნდი.

კვენტინს თავი რომ არ მოეკლა თავის არდაბადებულ შვილს კედის დაარქმევდა (ხეების სუნი ექნებოდა კედის) და როცა იტყოდნენ ‘’აღსდექითო“ უთოები არ ამოტივტივდებოდნენ. არ იქნებოდა ხმაური და არ იქნებოდა მძვინვარება. არც ცხოვრება იქნებოდა იდიოტის ენით მოყოლილი ამბავი…

კედის და ბენჯის ამბავზე მეტად, ეს კვენტინის სულის ამბავია. ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი, კვენტინ კომპსონი ვერ ეგუება ოჯახის შერცხვენას, დის უბედურებას, იდიოტ ძმას, კომპსონების საშინელ მოდგმას და ხიდიდან ხტება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტში ‘’The Charles River“-ის ხიდზე  ასეთი წარწერაა:

“QUENTIN COMPSON
Drowned in the odour of honeysuckle.
1891-1910”

მიუხედავად იმისა, რომ ‘’ხმაური და მძვინვარება“ უპირობოდ მიყვარს, არავისთვის მირჩევია წაიკითხე-მეთქი. უმრავლესობისთვის მოსაწყენი, გაუგებარი, რთული, მტანჯველი და ძნელად წასაკითხი წიგნია. თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები ვიცი, ვისაც ‘’ხმაური და მძვინვარება“ ჩემსავით უყვარს და ეს ამბავი, პირიქით უფრო მახარებს. რაც უფრო ცოტანი ვიქნებით, მით უფრო ნამდვილი იქნება სიყვარული.

უილიამ ფოლკნერმა რომანის სათაური ‘’ხმაური და მძვინვარება“ უილიამ შექსპირის ‘’მაკბეტიდან“ აიღო. ფოლკნერს  თავისი რომანებიდან გამორჩეულად უყვარდა ეს რომანი   – ‘’ხმაური და მძვინვარება” რომ დავწერე, მე კითხვა ვისწავლე და კიდევაც დავანებე თავი კითხვას. მას მერე არც წამიკითხავს რამე’’ -წერდა ფოლკნერი.

ფოლკნერმა ამ რომანში ‘’ცნობიერების ნაკადი“ ე.წ. ‘’შინაგანი მონოლოგები“ გამოიყენა, ისევე როგორც მარსელ პრუსტმა ‘’დაკარგული დროის ძიებაში“, ჯეიმს ჯოისმა ‘’ულისეში“, ვირჯინია ვულფმა ‘’მისის დალოვეიში“, სემუელ ბეკეტმა ‘’მოლოიში“, კნუტ ჰამსუნმა ‘’მისტერიებში“.

ნობელის პრემიის მიღებისას,  1950 წლის 10 დეკემბერს, სტოკჰოლმში უილიამ ფოლკნერმა ასეთი სიტყვა წარმოსთქვა- ‘’ასე მგონია, მე კი არა, ჩემს შემოქმედებას აჯილდოვებენ-მეთქი. შემოქმედებას, ანუ მთელი ცხოვრების მოწამეობრივ გარჯას, არა სახელის მოსახვეჭად, ან მითუმეტეს, გამორჩენისთვის, არამედ იმისთვის, რომ ადამიანური სულისგან რაღაც მანამდე არარსებული შემექმნა. მჯერა, რომ ადამიანი არა მარტო გაუძლებს, გაიმარჯვებს კიდეც. ადამიანი უკვდავია, იმიტომ რომ სული აქვს მომადლებული. სული, რომელსაც თანაგრძნობის, თავგანწირვისა და ამტანობის უნარი შესწევს.“

ფოლკნერს ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა ‘’ხმაური და მძვინვარება“ სამჯერ წავიკითხე, მაგრამ ვერ გავიგე და რას მირჩევთო? ფოლკნერმა გაიღიმა და უპასუხა- მეოთხედაც  წაიკითხეთო.

უილიამ   შექსპირი  “მაკბეტი“

ოთარ ჭილაძე შექსპირზე წერდა- რაც არ უნდა კარგი პრემიერ მინისტრი აირჩიოს ინგლისმა, შექსპირზე უკეთესად ვერ წარმოაჩენს და ვერ დაიცავს ინგლისსო. შექსპირით იწყება და მთავრდება ლიტერატურა, მაგრამ ‘’მაკბეტი“, სხვა ტრაგედიებისგან განსხვავებით თავის დროზე გულსგარეთ წავიკითხე. ფოლკნერმა ‘’მაკბეტს“ სხვა სიცოცხლე მიანიჭა.

tumblr_npguqvrwyw1qiuc6yo1_500

2015 წელს გამოვიდა ფილმი ‘’მაკბეტი“, ძალიან მინდოდა ფილმის ინგლისურ ენაზე ნახვა, მაგრამ არც ერთ საიტზე არ იდო. დაახლოებით სამი თვე ინტენსიურად ვეძებდი და ვერ ვიპოვნე. მერე, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, მაგრამ უცნაური გრძნობა მქონდა. როცა რაღაც მთელი გულით გინდა და არ გამოვა, დროის გასვლის შემდეგ სიმძაფრე ეკარგება. მიუხედავად იმისა, რომ  ნაპოვნი მქონდა, ‘’მაკბეტი“ რამდენიმე თვის შემდეგ ვნახე.

მთლიანობაში კარგი ფილმი გამოვიდა. იგრძნობა შექსპირის მთავარი სათქმელი- მაკბეტმა გაიარა უკანმობრუნების წერტილი, საიდანაც აღარ ბრუნდებიან, რადგან უკან მობრუნება  შეუძლებელია.

marrion

საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ შექსპირმა  მაკბეტზე მთავარი როლი მაკბეტის ცოლს მისცა. ლედი მაკბეტი- ქალი, რომელიც დედოფლობის გამო ყველაფერზე წავიდა. ლედი მაკბეტის როლს მერიონ კოტილარდი თამაშობს. წიგნშიც და ფილმშიც  მთავარი ეპიზოდი ლედი მაკბეტის სიკვდილია.

ცხოვრება ხან ხმაური და მძვინვარებაა, ხან ხმაური მძვინვარების გარეშე და ხან აუტანელი, გაუსაძლისი  სიჩუმე.

‘’To-morrow, and to-morrow, and to-morrow,
Creeps in this petty pace from day to day
To the last syllable of recorded time,
And all our yesterdays have lighted fools
The way to dusty death. Out, out, brief candle!
Life’s but a walking shadow, a poor player
That struts and frets his hour upon the stage
And then is heard no more: it is a tale
Told by an idiot, full of sound and fury,
Signifying nothing.“

‘’Macbeth“ (William Shakespeare)

 

‘’ხვალე, ხვალე  და  ხვალე
პაწაწინა  ნაბიჯებით  დღე  მისდევს  დღეს
ვიდრე  არ  დაჰკრავს  უკანასკნელი  ჟამი,
და  ყოველი  ჩვენი  გუშინ  უნათებს  მხოლოდ  სულელთ
სიკვდილისკენ მიმავალ მტვრიან გზას.

გაქრი, გაქრი, პატარა სანთელო!
სიცოცხლე  ჩრდილია  მოარული, საბრალო მსახიობი
ვისაც ერთი საათიღა უხდება სცენაზე მანჭვა და გრეხა
და მერე არსაით ხმა, ეს ამბავი მონათხრობი  ვიღაც იდიოტის

აღსავსე ხმაურით და მძვინვარებით
მეტი  არაფრით.”

marrion

 

macbethscene

 

?????????????????????????????????????????????????????????

6 responses to “ხმაური მძვინვარების გარეშე

  1. ახლა ვკითხულობდი ფოლკნერის “სული რომ ამომდიოდა”, მერე დავიქანცე ერთბაშად და რიდერს მივაშურე.
    და შენც ფოლკნერს “მახვედრებ”?! :))

    Liked by 1 person

    • ,,სული რომ ამომდიოდა” უნდა წამეკითხა მეც, მაგრამ ისევ პირველ სიყვარულს-კვენტინს მივუბრუნდი❤

      Like

  2. იოკნაპათოფაში არ არსებობს ცნება იყო, არსებობს მხოლოდ არის🙂

    მადლობა სალო. 2015 წლის მაკბეტი არ მინახავს, ვნახავ აუცილებლათ❤

    Liked by 1 person

    • ქართულადაც თარგმნეს, თუმცა კარგი თარგმანი არ არის და ინგლისურად ნახე, მოგეწონება, მერიონი სასწაული გოგოა❤

      ”იოკნაპათოფაში არ არსებობს ცნება იყო, არსებობს მხოლოდ არის”- ამას ვერ მივხვდი:(

      Like

  3. მადლობა სალო,
    “სული რომ ამომდიოდა” და “ხმაური და მძვინვარება” მაქვს წაკითხული. პირველად იმდენად პირქუში მეჩვენა რომ, როგორც შენ წერხოლმე, გაოცებისგან პირზე ხელი ავიფარე🙂
    მერე კიდევ რომ წავიკითხე, ნაკლებად პირქუში გახდა, მივხვდი რომ მოთხრობილი ერთი ისტორა თან წარსულია და თან აწმყო. სხვადასხვა პერსონაჟის მიერ სხვადასხვაგვარად, მაგრამ ცნობიერად, მოვლენების მიმდინარეობაზე დაკვირვებით და თან აწმყოში, მაგრამ წარსულის მოგონებებით :))
    მოკლეთ იმის თქმა მინდოდა, რომ ისევ შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ :))

    Liked by 1 person

    • ”აბესალომ, აბესალომ!” წაიკითხე კიდევ, ოღონდ დრო რომ გავა.
      ასე ერთბაშად ფოლკნერის წაკითხვა კანის დასერვას ჰგავს.

      ”სული რომ ამომდიოდა” მინდა წავიკითხო და გული მეკუმშება წინასწარ❤

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s