პატარა თეთრი ტყუილები- Les Petits Mouchoirs

ურთიერთობები… ზედაპირული, ღრმა, მოჩვენებითი… საუკეთესო მეგობრებთან თამაში, როგორი წარმატებული, შეძლებული, საქმიანი და კარგი ადამიანები ვართ. გვყავს ოჯახი – მეუღლე (რომელიც გვიყვარს), შვილები (რომლებსაც საუკეთესო მაგალითს ვაძლევთ). ერთი ზაფხული, ერთად დასვენება ყველა საიდუმლოს გაამჟღავნებს. ამ ფილმს ფრაგულად ,,Les petits mouchoirs ,,პატარა საიდუმლოებები“  ჰქვია, ინგლისურად ,,Little white Lies” ,,პატარა თეთრი ტყუილები“ შეიძლება ითარგმნოს.

სანამ შემოდგომაა და მაკონდოსავით გადაუღებლად წვიმს… სანამ ჩემს ცხოვრებაში ისეთი პერიოდია, რომელიც მინდა გადავახვიო ან გამოვტოვო, მთელი თვეა ერთ წიგნს ვკითხულობ, მარტო ერთ სიმღერას ვუსმენ და დაუსრულებლად ერთ ფილმს ვუყურებ.

les-petits

 

les-petits-mouchoirs

,,ჟულიეტ, აქ დავრჩები.  ერთი ღამე გვაქვს მოსაფიქრებლად. თუ 7 საათისთვის არ გამოხვალ, მორჩა, ყველაფერი დამთავრდება. ამიტომ გადადი მანქანიდან და როცა კარებს მოხურავ რაღაც გააკეთე ჩემთვის- კარებთან რომ მიხვალ გაიხსენე, რაც ჩვენს შორის იყო და როცა კარებს გააღებ საკუთარ თავს ჰკითხე- გინდა თუ არა ყველაფრის დასრულება.“

les-p

les-pet

,,მან მიმატოვა. იმიტომ, რომ ეგოისტი ნაბიჭვარი ვარ.  ერთადერთმა ქალმა, ვისაც ვუყვარდი მიმატოვა. ახლა ვინ ვარ მისთვის? ყველაფერი გავაფუჭე. იმიტომ, რომ იდიოტი ვარ. მართალია, მას არ ვიმსახურებ! 60 წლის რომ ვიქნები, მაშინაც 20 წლის გოგოებს გამოვეკიდები“.

little-white-lies

,,უკაცრავად, მაგრამ თავის მოჩვენება არ შემიძლია, სამაგიეროდ თქვენ იქცევით ასე. სხვას არაფერს აკეთებთ, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ატყუებთ. ტყუილი ხელოვნებად აქციეთ. გული ისეთივე გაქვთ, როგორც სხვა დანარჩენებს და ფულით ვერ განაახლებთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საკუთარ თავსაც ატყუებთ. ყოველი თქვენგანი, ერთმანეთის ტყუილს იჯერებთ. საკუთარ თავს მეგობრებს ეძახით? დაფიქრებულხართ იმაზე, რა არის მეგობრობა?“

mariion

mariionn

marrion

ცხოვრებაში დადგება დრო როცა მარტო დარჩები საკუთარ თავთან, გაცხადდება ყველა დაფარული საიდუმლო, ყველა პატარა თეთრი ტყუილი და  იგრძნობ, რომ შენი ცხოვრება (წარმატებული კარიერის, ოჯახის, მეგობრების, შეყვარებულების, დროებითი თუ მუდმივი პარტნიორების მიუხედავად) არანამდვილი და საშინლად ცარიელია…

7 responses to “პატარა თეთრი ტყუილები- Les Petits Mouchoirs

  1. იშვიათად ხდება, როდესაც ჩემს პირად მეილზე მოსული ახალი ბლოგპოსტი ამდენად ეხმიანება ჩემს პირადს )) თვალებიც კი მოვიფშვნიტე, ხომ არ მეჩვენება რასაც ვკითხულობ მეთქი ))

    Liked by 1 person

  2. ბოლო ერთი თვეა ერთ ძალიან გამოცდილ და ჭკვიან ქალს ვუსმენ, მისი (გამოცდილებიდან) მოსაზრება საკითხზე “ოჯახი – მეუღლე რომელიც გვიყვარს, შვილები რომლებსაც საუკეთესო მაგალითს ვაძლევთ” არის შემდეგი, რაც უფრო გონიერია მამაკაცი მით უფრო ტოლერანტულია სხვა ქალების მიმართ, აინტერესებს მთელი მსოფლიო და აკვირდება სხვა გონიერ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ეს ქალი ამბობს რომ მესაკუთრეობა ახალგაზრდა ქალების სენია, სინამდვილეში კაცის ბუნება პოლიგამიურია, ამის გარეშე მას არ შეუძლია და ამას წინ ვერ აღუდგები. მთავარი კი ის არის რომ როდესაც ის სხვებითაც ინტერესდება, უნდა შეეძლოს თანაბრად გაანაწილოს ენერგია და ინტერესები, ოჯახშიც და “სხვაგანაც”. თუ ამას ვერ შეძლებს რა თქმა უნდა ან ერთი მხარე დაიღლება, ან მეორე.
    საკუთარ მაგალითზე ყვება,მიუხედავად იმისა რომ მისი მეუღლეც რა თქმა უნდა ასეთია, მათ ერთმანეთისთვის მაინც უდიდესი ბედნიერება მოაქვთ და კარგად გრძნობენ თავს.
    სასტიკი, რთული, მაგრამ ნამდვილი!

    ეს კი მეორე ქალი, ამ საკითხის მოგვარების და შეგუების გზებზე საუბრობს: https://youtu.be/P2AUat93a8Q
    🙂

    Like

    • მონოგამიაზე ბიოლის ,,კლოუნის თვალთახედვა” იყო ყველაზე ძლიერი ნაწარმოები რაც წამიკითხავს.

      მაგრამ…

      ,,პატარა, თეთრი ტყუილები” ბედნიერ ან უბედურ წყვილებს არ ეძღვნება, არც პოლიგამიას და მონოგამიას. არც იმას ,,კაცებს რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ”.

      ტყუილებზეა… ეს ტყუილები ხან პატარა და თეთრია, ხან ძალიან დიდი და ნაცრისფერი.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s