ლ ი ს ა ბ ო ნ ი- ყვითელი ოცნება

რობერტ ბოშის ფონდმა პროექტების კონკურსი გამოაცხადა 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არასრულწლოვანთა თემებზე მუშაობენ. ბევრი არ მიფიქრია, დავწერე პროექტი და გავაგზავნე, რადგან შეხვედრის ადგილი იყო კვერცხის გულივით, მზესავით, ფორთოხალივით ყვითელი ოცნება- ლ ი ს ა ბ ო ნ ი.

lisbon

რამდენიმე დღეში მომწერეს, გილოცავთ რობერტ ბოშის სტიპენდიანტი გახდითო და ლისაბონის ბილეთები გამომიგზავნეს. აღმოჩნდა, რომ  5 წელია ეს კონკურსი ტარდება და მე ვარ ერთადერთი ქართველი მონაწილე 5 წლის მანძილზე.

დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან, შვედეთიდან, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან და წელს პირველად საქართველოდან 25 მონაწილე აარჩიეს. ძალიან ჭკვიანი, განათლებული, წარმატებული, სიცოცხლით სავსე, მოტივირებული, მეგობრული და უბრალოდ კარგი ადამიანები გავიცანი, რომლებიც საოცარ პროექტებს ახორციელებენ და ძალიან დიდი სიკეთე მოაქვთ არასრულწლოვნებისთვის. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმხელა ძალა და ენერგია მომცეს ამ ადამიანებმა, ასე მგონია  მათ უკვე ვიცნობდი წინა ცხოვრებაში.

ერთ-ერთ მონაწილეს პრინსტონის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, რამდენიმე ოქსფორდში სწავლობდა და როცა ერთმა გოგომ თქვა ჰარვარდში ვსწავლობდიო (ყავას ვსამდი და კინაღამ გადამცდა) მაშინ მივხვდი რა იყო მწუხარება სხვისა სიკეთეს ზედა ანუ სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით-შური. თეთრი, შავი თუ ლისაბონის თრემივით ყვითელი ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეს ნამდვილი შური იყო. ვუთხარი ჩემი აუხდენელი ოცნებაა ჰარვარდში სწავლა, აუხდენელი რატომ აგიხდებაო დამამშვიდა და ზუსტად ამ დროს მეგობრისგან (გულმა უგრძნო ალბათ) მესიჯი მომივიდა- ნუ გადაგვაყოლე ამ შენს წიგნებს და  სწავლა-განათლებას მალე ჩამოდი.

ლისაბონში დილით ჩავფრინდით, საოცრად ლურჯი ცა დაგხვდა, თბილი ამინდი, მცხუნვარე მზე. სასტუმროში შევიკრიბეთ და გამოვაცხადე- აკვარიუმში მივდივარ და ვინ წამომყვებით მეთქი. გზა თუ იციო მკითხეს (გულში გავიფიქრე, გზა საიდან უნდა ვიცოდე პირველად ვარ ლისაბონში) გავშალე რუკა, გადავთვალე გაჩერებები- სასტუმროდან მეტროს მწვანე ხაზი-7 გაჩერება,  წითელი ხაზი- 6 გაჩერება და მერე ფეხით ვივლით 15 წუთი, მოკლედ გზა ვიცი მეთქი გამოვაცხადე. ერთმა მკითხა იქ რა უნდა ვნახოთო,   თ ე ვ ზ ე ბ ი – ისეთი სახით ვთქვი, მეტი შეკითხვა აღარ დაუსვამს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამე მოვფრინავდით და არ მეძინა, საშინლად დაღლილი და სევდიანი ვიყავი, როგორც კი ფეხი შევდგი აკვარიუმში და თევზები დავინახე- მაშინვე ბედნიერება ვიგრძენი. ასეთი აკვარიუმი მარტო ფილმებში მინახავს, ოკეანის უზარმაზარი და ულამაზესი თევზები წყვილ-წყვილად და მარტო დაცურავდნენ. თუ სადმე თევზების სამოთხე არსებობს  ეს – Oceanario de Lisboa.

fish

fissh

ლისაბონი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა ყვითელი ქალაქი, ფერადი სახლებით, ფერადი ადამიანებით, ყვითელი შენობებით, ყვითელი თრემებით, ოკეანით, პორტებით, გემებით, ნავსადგომებით, წითელ სახურავეებიანი სახლებით (რაღაცით პრაღასაც ჰგავს) ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით, იმდენად ვიწრო, რომ გგონია გამვლელი გვერდს ვერ აგიქცევს და შეგეჯახება. ლისაბონში ძალიან უყვართ ყვითელი, ფორთოხლისფერი სინათლის ფერები და თევზები. ყველგან თევზები ჰყავდათ-რესტორანში, კაფეში, სახლებზე, კედლებზე  თევზებია მიხატული ან სუვენირებია მიმაგრებული. ლისაბონში აუცილებლად უნდა დავბრუნდე და  კიდევ ერთხელ უნდა შევიგრძნო ყვითელი ბედნიერება.

lisbon-view

იოგის გაკეთება ყოველთვის მინდოდა და  როცა ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, ვისაც გინდათ დილით 8 საათზე შევიკრიბოთო, ზუსტად 8 საათზე სასტუმროს წინ ვიდექი. ღია ცის ქვეშ დავსხედით  წრეზე. ბალახი იყო დანამული, ჯერ კიდევ სველი. თვალები დავხუჭე და დიანას ხმას ვუსმენდი. დიანამ გვითხრა იოგაში ყველაზე მნიშვნელოვანი  სწორი სუნთქვაა, ჩვენ დაბადებიდან ვსუნთქავთ, ყოველ წუთს, ყოველ წამს, თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. არასდროს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ გვჭირდება ჟანგბადი.

ცა იყო ლურჯი, ვიჯექი მწვანე ბალახზე, ვგრძნობდი მიწის სუნს, მზე მიწვავდა სახეს, შორს ჩანდნენ სიმინდის დიდი, თვალუწვდენელი მინდვრები, რომლებიც სადღაც უსასრულობაში მთავრდებოდნენ. ჩასუნთქვის დროს ვგრძნობდი, როგორ გადიოდა ჟანგბადი ჩემს გულს, ფილტვებს, ნეკნებს, ხერხემალს და მიდიოდა ღვიძლამდე (ინდოელი გურუს სიტყვები გამახსენდა- ,,გაიღიმე ღვიძლითაც“).

fieldd

და ამ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის დროს ყველაზე მნიშვნელოვანს მივხვდი, არ უნდა ისუნთქო სხვისთვის ან სხვის გამო, უნდა ისუნთქო მხოლოდ საკუთარი თავისთვის, კარგად ყოფნისთვის. ერთი საათის მედიტაციის შემდეგ როცა თვალები გავახილე, ცა კიდევ უფრო ლურჯი იყო, მზეს  ნამიანი ბალახი გაეშრო და სახეს მიწვავდა, ირგვლივ გამთბარი მიწის სუნი იდგა, წყლის სარწყავები თანაბრად რწყავდნენ სიმინდის თვალუწვდენელ მინდვრებს, ჩიტები ერთად მიფრინავდნენ სადღაც უსასრულობისკენ და სწორედ მაშინ საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. სიმშვიდე, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი და  ლისაბონში ვიპოვნე…

birds

 

ერიხ მარია რემარკი- ლისაბონის ღამე

,,მზის შუქზე ლისაბონი მნახველს აჯადოებს და ატყვევებს. ღამით კი ჰგონია, რომ სადღაც ზღაპარში მოხვდა. უამრავი ლამპიონით განათებულ გზებს თითქოს უსასრულობისკენ მიჰყავხარ“.

%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a6%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94

რემარკის ,,ლისაბონის ღამე“ ლისაბონში წავიკითხე. რემარკის გმირი იოზეფ შვარცი სიყვარულის და მარტოობის ამბავს უყვება უცნობ ადამიანს ლისაბონში. წიგნში აღწერილია მეორე მსოფლიო ომი, საკონცენტრაციო ბანაკები, სისასტიკე, ღალატი, დრო, როცა ადამიანი, ფეხით გასრესილ ჭიანჭველაზე ნაკლებად ფასობს. ყველაზე მძაფრი ეპიზოდი ჩემთვის საკონცენტაციო ბანაკში ჰელენის სტუმრობაა. საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც ხალხი წამებით სიკვდილს ელოდება, საჭმელი არ აქვთ და შიმშილით იხოცებიან, ჰელენი იოზეფს მიუტანს კონიაკს, ჭიქას და ეტყვის- გთხოვ, კონიაკი ჭიქით დალიე. სანამ უნარი შეგვწევს, ცივილიზებულ ადამიანებად უნდა დავრჩეთ.

?????????????????????????????????????????????????????????

ბევრი წიგნი წავიკითხე საკონცენტრაციო ბანაკის საშინელებაზე, ვნახე მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, მოვუსმინე ტყვეებს, რომლებიც ცოცხლები გადარჩნენ და მაინც ჩემთვის საკონცენტრაციო ბანაკების მთელი სისასტიკე ამ ერთ ფოტოში ეტევა, სადაც დაშორებული შეყვარებული წყვილების  ნიშნობის ბეჭდებია ასახული.

rings

Night Train to Lisbon

ამ ფილმით შემიყვარდა ლისაბონი და  დაიწყო ყვითელი ოცნება ლისაბონზე. Night Train to Lisbon გადაღებულია შვეიცარიელი მწერლის პასკალ მერსიერის რომანის მიხედვით. ჯერემი აირონსის გმირი გადაარჩენს ქალს, რომელიც წვიმაში ხიდიდან გადახტომას აპირებს. უცნობი ქალის წითელი პალტოს ჯიბეში კი იპოვნის ცნობილი პორტუგალიელი ექიმის ამედეო პრადოს წიგნს და ლისაბონის მატარებლის ბილეთს. შვეიცარიაში მიატოვებს  ყველაფერს და ლისაბონში მიდის. აქედან იწყება ნამდვილი ამბავი, მგზავრობს ყვითელი თრემით, ათვალიერებს ლისაბონის ულამაზეს ხედებს და ცდილობს საიდუმლოს ამოხსნას.

Mercedes-Benz 280 SE im Kinofilm Nachtzug nach Lissabon

train-lisbon

–  ლისაბონის ნახვა ასე ძალიან რატომ გინდა? მკითხა ერთხელ მეგობარმა.

–  ყვითელი თრემი უნდა ვნახო.

–  ყვითელი თრემის სანახავად 5 000-ზე მეტ კმ. გაივლი? სიგიჟეა- მითხრა გაკვირვებულმა.

–  ყვითელი სიგიჟე- ვუპასუხე ღიმილით.

ამ საუბრიდან 2 წლის მერე  როცა ლისაბონში ყვითელმა თრემმა გვერდით ჩამიარა, საკუთარ თავს ვუთხარი- შენი ყვითელი ოცნებაც ახდა.

yellow-tram

ocean

fishhh

fishh

penguin

fields

horse

dinner-2

dinner

5 responses to “ლ ი ს ა ბ ო ნ ი- ყვითელი ოცნება

  1. შუა ნაწილი მძიმე და შავი იყო, დასაწყისი და დასასრული კვერცხის გულივით თუ მზესავით ყვითელი და თბილი❤

    Liked by 1 person

    • hom^_^
      ყვითელი, შავი და ისევ ყვითელი გამოვიდა.

      ორი კვირაა ჩამოვედი, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ლისაბონში ვცხოვრობ ისევ. საათიც ლისაბონის დროით მაქვს, არ გამისწორებია:)))

      Liked by 2 people

  2. დასაწყისშივე იმის მითითება, რომ ადამიანი 30 წლამდეა ახალგზარდა……..
    ნუ 29 დან 30 მდე ბევრი არაა დარჩენილი…..
    ვნახოთ, ვნახოთ

    Like

    • 30 წელს ბევრად გადაცილებულებისათვის არ იყო აღნიშნული პროექტი, ასე რომ გული არ დაგწყდეთ😀

      29 არა 27 გეთაყვა:D:D

      27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27 27

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s