უმეცრებაზე

,,მზერას ორი სხვადასხვა მიზეზი ამღვრევს- როცა სინათლიდან სიბნელეში გადავდივართ, ანდა  პირიქით, სიბნელიდან-სინათლეში. იგივე ითქმის შემცბარ და დაბნეულ სულზეც. დავუფიქრდეთ-უფრო ნათელი ყოფიდან მოვიდა და მისთვის უჩვევმა სიბნელემ დაუვსო თვალი, თუ პირიქით, სრული უმეცრებიდან ამაღლებულს თვალი მოსჭრა სინათლის ასეთმა უჩვევმა ბრწყინვალებამ.“ პლატონი  ,,სახელმწიფო“

შშმ პირებზე ტრენინგს ფსიქოლოგი გვიკითხავდა. საინტერესო ტრენინგი იყო, თუმცა რამდენიმე კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე, გონებრივ ჩამორჩენილობაზე და ინტელექტუალურ შეზღუდვაზე ვიკამათეთ (როცა რაღაცის დამტკიცება მინდა ხმამაღლა და ხელებით ვსაუბრობ). ჩემი კომენტარებიდან მიხვდა, რომ ვერ დამარწმუნა და მითხრა- თქვენ ისევ თქვენს პოზიციაზე რჩებით ალბათო. მერე ვკითხე-დენიელ კიზის ,,ყვავილები ელჯერნონისთვის“ წაკითხული გაქვთ? დაბნეულმა შემომხედა- არა, ეს რამეს ცვლის თქვენთვის? დიახ! – ვთქვი და გავუღიმე. ახლა ვნანობ, რომ ტრენინგის დასრულების შემდეგ  ეს წიგნი არ ვაჩუქე.

CHARLY

 

დენიელ  კიზი  ,,ყვავილები  ელჯერნონისთვის“

დენიელ კიზის წიგნის წაკითხვამდე მეგონა კარგი ადამიანი ვიყავი, შემეძლო თანაგრძნობა, თანადგომა, ემპათია. გვიან მივხვდი, რომ  გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანებს არ სჭირდებათ შეცოდება და თანაგრძობა, მათ ერთადერთი სურვილი აქვთ- მათში დაინახონ პიროვნება, რომელიც ფიქრობს, გრძნობს, განიცდის, სტკივა და უხარია.

წიგნის მთავარი გმირის გონებრივად ჩამორჩენილი ჩარლის (ჩარლი ჩემთვის ნამდვილად გმირია)  IQ- ექსპერიმენტის საცდელ თაგვზე ელჯერნონზე დაბალი იყო, ჩარლის  საკუთარი სახელის დაწერაც არ შეეძლო სწორად. ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ ჩარლი გახდა გენიოსი. ისწავლა 20 უცხო ენა, გააანალიზა უახლესი სამეცნიერო მიღწევები.

ORANGE

ჩარლიმ დაიწყო წიგნების წაკითხვა, იმდენს კითხულობდა ბიბლიოთეკაში ცალკე ოთახი გამოუყვეს.  წაიკითხა ჩოსერის მოთხრობები, თეოდორ დრაიზერის ,,ამერიკული ტრაგედია“, სკოტ ფიცჯერალდის ,,დიდი გეტსბი“, თომას ვულფის ,,სახლს მოხედე ანგელოზო“, სერვანტესის ,,დონ კიხოტი“ და მიხვდა- სამყარო ფორთოხალივით პატარა არ იყო. რაც უფრო მეტი წაიკითხა, მით უფრო მკაფიოდ გააცნობიერება-   უ მ ე ც რ ე ბ ა . ჩარლის სიტყვების შემდეგ ,,ღმერთო, გევედრები, გევედრები წერა-კითხვას ნუ დამავიწყებ“, წიგნი დავხურე და 3 დღე ვეღარ გავაგრძელე კითხვა.

აგოტა კრისტოფი წერდა-მას შემდეგ რაც აზროვნებას დაიწყებ ცხოვრებას ვერ შეიყვარებო. ჩარლიც მიხვდა, რომ აზროვნება ყველაზე მძიმე ჯვარია. ერთბაშად შეეჩეხა ადამიანურ სისასტიკეს- მეგობრები მტრებად იქცნენ, მკურნალი ექიმები კონკურენტებად. მიხვდა, რომ ადამიანებს შეეშინდათ უმეცრებიდან, დიდი სიბნელიდან სინათლეში გამოსული ახალი ჩარლის. მიხვდა და ეტკინა. ისე ეტკინა, ინატრა ნეტავ ისევ გონებაშეზღუდული ვყოფილიყავიო.

,,თქვენს უნივერსიტეტებში ინტელექტს, განათლებას, ცოდნას ეთაყვანებით, მაგრამ მთავარი გამოგრჩათ მხედველობიდან- ინტელექტსა და განათლებას ადამიანური სითბოს, სიყვარულის გაცემისა და მიღების უნარის  გარეშე  გახვრეტილი გროშის ფასიც არ აქვს.“

ჩარლის ცხოვრებაში ყველაზე მძიმედ გადასატანი ოჯახის მხრიდან უარყოფა აღმოჩნდა. დედამ სახლიდან გააგდო და არა მარტო გააგდო დანით მოსაკლავად გამოეკიდა, რადგან მან ოჯახი შეარცხვინა და საკმარისად ჭკვიანი ვერ გახდა. და ყველგან ამბობდა,  ჩარლი ჩემი ნამდვილი ძმა არ არის, ჩარლი აყვანილია და ამიტომ არის გონებაშეზღუდულიო. მამა კი უბრალოდ ბედს  შეურიგდა. შეცვლილი ჩარლის შეხვედრა მშობლებთან, თმის შეჭრა და მამასთან საუბარი  ყველაზე მძაფრი და ემოციური ეპიზოდებია დენიელ კიზის წიგნში.

ჩარლის ყვავილები მიჰქონდა ელჯერნონისთვის, მე კი ძალიან მომინდა უორენის თავშესაფარში ყვავილები მიმეტანა ჩარლისთვის და მეთქვა- ნუ გეშინია ჩარლი,  ჩვენ ყველანი უმეცრები  ვართ.

FLOWERS

FLOWERSS

გია ყანჩელის  სულის  მუსიკა

ერთი წლის წინ გია ყანჩელის კონცერტზე ვიყავი. ყანჩელის მუსიკა ძალიან მიყვარს და თითქმის ყველა კონცერტზე დავდივარ. ეს კონცერტი იმით იყო განსაკუთრებული, რომ თავად ყანჩელი ესწრებოდა მეუღლესთან ერთად. საოცარი კონცერტი იყო სევდით, მუსიკით, სიმშვიდით სავსე. მახსოვს თვალები  დავხუჭე და გაქრნენ ადამიანები, საკონცერტო დარბაზში კი არ ვიჯექი, ასე მეგონა ვიყავი შორს, ადამიანებისგან შორს და ხელებზე ყვავილები ამომდიოდნენ.

IMG_4177

კონცერტიდან ლიფლეტი წამოვიღე. ერთი წელი გავიდა თითქმის, მაგრამ ამ ლიფლეტს ვერ შეველიე, ვერ შევინახე. ყოველ დღე ვუბრუნდები და თავიდან ვკითხულობ. უმეცრებაზე ამაზე კარგი არაფერი წამიკითხავს-

,,არასდროს გამჩენია სურვილი მუსიკის საშუალებით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება იმ უმეცრების მიმართ, რომელიც თან ახლავს ეპოქების მონაცვლეობას  და კაცობრიობის ისტორიაში არსებული შემზარავი მაგალითების მიუხედავად დღესაც არ კარგავს აქტუალობას. კარგად მესმის რომ ხელოვნება სამყაროს უკეთესობისკენ ვერ შეცვლის, ამიტომაც ვცდილობ დავუპირისპირო: უმეცრებას – არა აზვირთებული მდინარე, არამედ “დუმილი”, რომელიც ვიზუალურად უძრავი წყლის ზედაპირს ჰგავს.

პერმანენტულ ტერორისტულ აქტებსა და დაუმთავრებელი კონფლიქტებით გამოწვეულ უარყოფით ემოციებს – სიმშვიდე და მოთმინება, ვინაიდან მხოლოდ ასეთ ვითარებაში მიმაჩნია შესაძლებლად ფიქრი სილამაზის ისეთ ხარისხზე, რომელსაც ძალუძს წინ აღუდგეს უმეცრებას.

უფრო და უფრო მზარდ ხმაურიან გარემოს – ჟღერადობა, რომელიც სიჩუმის ზღვარს უახლოვდება. ცხოვრებისა და ყოფის უფრო და უფრო აჩქარებულ რიტმს – უტრირებულად ნელი ტემპები. ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი შემოქმედება მომავალში (თუკი ის დავიწყებას არ მიეცემა) აღიქმება, როგორც მცდელობა თავის გაღწევისა სიბნელიდან სინათლისკენ”.
 
გია  ყანჩელი

იერუსალიმში რიჰარდ ვოლფის პრემიით დაჯილდოვების ცერემონიალზე წარმოთქმული სიტყვიდან

7 responses to “უმეცრებაზე

  1. პირველად რომ ,,ყვავილები ელჯერნონისთვის” წავიკითხე, მთელი 1 კვირა ჩუმი შოკი მქონდა..განვიცადე, ვიგრძენი, ვიფიქრე, მეტკინა და მეწყინა..ლამის ტირილამდე მივედი..ბოლოს იმას მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სიბრალულის გამო მქონდა.. ძალიან საინტერესო პოსტია, სიამოვნებით გადავიკითხე🙂

    Liked by 1 person

  2. დედასთან შეხვედრის მომენტია კარგი. საუკეთესოც კი მთელს წიგნში.

    Like

    • მამასთან შეხვედრის მომენტი არის საუკეთესო, თმის შეჭრის…

      Like

      • Sheidzleba vacharbeb magram prusts gavs ragacit, kerdzod ertidaigive movlenis xedvis sxvadasxva perspeqtivit. Gonebrivi ganvitarebis ert safexurze erti qceva misagebi da dadebitia, meore etapze ki igive qceva amazrzenia.

        Like

  3. მარსელ პრუსტი სხვა სიმაღლეა.
    ჩარლის ფოლკნერის პერსონაჟს ბენჯის ადარებენ ,,ხმაური და მძვინვარებიდან”, თუმცა მგონი შედარებები ძალიან პირობითია.

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s