პარიზი – განუყრელი დღესასწაული

ერთ-ერთ სემინარზე მონაწილეების გაცნობის დროს, ყველა მონაწილე რაღაც ამბავს ყვებოდა საკუთარ თავზე. როცა ჩემი თავის წარდგენის დრო მოვიდა, მხოლოდ ეს ვთქვი- ,,გამარჯობა, მე ვარ სალომე საქართველოდან. არც მთელი, არც ნახევარი ფრაგმენტი“. შესვენების დროს ერთი ფრანგი ბიჭი მოვიდა და მითხრა- ყველაზე მეტად თქვენი წარდგენა მომეწონაო. რემარკი გიყვართ?- ისე მკითხა პასუხი უკვე იცოდა. ლანჩის დროს რემარკზე ვსაუბრობდით. ვუთხარი, რომ რემარკის წიგნებიდან ყველაზე მეტად ,,ტრიუმფალური თაღი“ მიყვარდა. ბოლოს მკითხა საფრანგეთში თუ ხარ ნამყოფიო. სტრასბურგში ვარ ორჯერ ნამყოფი, სტრასბურგში არა, პარიზში თუ ყოფილხარო- გამიმეორა შეკითხვა. პარიზში არა-მეთქი. პარიზი თუ არ გინახავს, საფრანგეთი არ გინახავსო.

Eiffel

ამ ამბიდან რამდენიმე თვეში სამსახურში მითხრეს, რომ პარიზში მივდიოდი. პარიზი სიყვარულის ქალაქია, მაგრამ არ მეგონა რომის შემდეგ რამე თუ მომეწონებოდა და ასეთ მძაფრ განცდებს დამიტოვებდა. სინამდვილეში პარიზმა რომი დამავიწყა. თუ სულთა გადასახლება არსებობს,  წინა ცხოვრებაში  ფრანგი გოგო ვიყავი ალბათ.

ჰემიგუეი წერდა პარიზი განუყრელი დღესასწაულიაო. პარიზი ნამდვილი სასწაული აღმოჩნდა. პარიზში წვიმდა, ასეთი წვიმა არც ერთ ქალაქში არ მინახავს. ნამდვილი მაკონდო იყო გადაუღებელი წვიმებით. წვიმა ბოლომდე გასველებდა და გრძნობდი, რომ თმის თითოეული ღერით, კანის ყველა უჯრედით სველი იყავი, მერე მოულოდნელად გადაიღებდა და ჰაერში წვიმის სუნი დგებოდა.

პირველ დღეს ლუვრში წავედით. ლუვრის ბილეთები წინასწარ ვიყიდე. ლუვრში ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი. ყველაზე მეტად ცნობილი მხატვრების ნახატების თვალიერება მიყვარდა,  ალბომებს დღემდე ატყვია ჩემი და ჩემი ძმის მიხატული რაღაცეები. ბავშვობაში ნანახი ყველა ნახატი ლუვრში იყო გამოფენილი. საოცარი განცდა მქონდა ლეონარდო და ვინჩის, რაფაელის, კარავაჯოს, მიქელანჯელოს, დელაკრუას ნახატებმა  ჩემი ბავშვობის მოგონებები გააცოცხლა.

Mona Lisa

ლეონარდო და ვინჩის ,,მონა ლიზა“ ძალიან პატარა ნახატი აღმოჩნდა. არ მესმის რატომ  იკლავენ ადამიანები თავს ამ ნახატის გამო ან რატომ იზიდავთ მისი იდუმალი ღიმილი. ,,ჯოკონდას ღიმილი“ ჩემთვის უსიამოვნო, დამცინავი ღიმილია. ნეგატიური ენერგეტიკა მოდიოდა.

ლუვრში განსაკუთრებით მინდოდა ,,Venus de Milo“-ის ნახვა. სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთს-აფროდიტეს ქანდაკებას კიდურები არ აქვს. სიყვარულიც ხომ კიდურების საკუთარი ნებით მოჭრას ჰგავს. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, მუდმივად გტკივა მოკვეთილი კიდურები და სიცარიელე, რომელსაც ვერაფერი ავსებს.

Venus de Milo

ერთ-ერთ ნახატთან მასწავლებელი იჯდა იატაკზე, გვერდით მოსწავლეები ჰყავდა შემომსხდარი და  ხატვის ტექნიკას ასწავლიდა. გული დამწყდა, საქართველოში არასდროს მინახავს  ასეთი  მასწავლებლები.

The Louvre

ლუვრის დასათვალიერებლად და ბოლომდე შესაგრძნობად რამდენიმე საათი კი არა, რამდენიმე კვირაც არ არის საკმარისი, მაგრამ ლუვრზე მეტად  ორსეის მუზეუმი შემიყვარდა. თუ სადმე არსებობს სამოთხე იმპერსიონისტების მოყვარულთათვის, ეს სამოთხე Musée d’Orsay-ია პარიზში. ეკო ამბობდა ,,Alice In Wonderland”-ში მეგონა თავიო და მეც მინდოდა საკუთარი თავისთვის მეთქვა ,,Salome, Wake up! Wake up!” ვან გოგის, პოლ გოგენის, კლოდ მონეს, ედუარდ მანეს, პიკასოს, სეზანის, დეგას, პისაროს, მატისეს, სისლეის ნახატების ნახვა ნამდვილი  ბედნიერებაა, აღარაფერს ვამბობ ოგიუსტ როდენის ,,Porte de l’Enfer“-ზე. დევიდ უეისმა ოგიუსტ როდენის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დაწერა ძალიან კარგი წიგნი- ,,შიშველი მოველ ამქვეყნად“, გამახსენდა ის ეპიზოდები, როგორ მუშაობდა როდენი ჯოჯოხეთის კარიბჭეზე.

Starry Night

ამბობენ ეიფელის კოშკი ღამე განსაკუთრებით ლამაზიაო, მაგრამ მე დღის სინათლეზე ვნახე.  ფრანგი მწერალი გი დე მოპასანი ეიფელის კოშკს ვერ იტანდა და მიუხედავად ამისა ყოველ დღე სადილობდა ეიფელის კოშკში მდებარე რესტორანში, ეს ერთადერთი ადგილია პარიზში, საიდანაც ეიფელის კოშკი არ ჩანსო. რამდენიმე წლის წინ წაღვერთან, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზზე ვნახე ალექსანდრე გუსტავ ეიფელის დაპროექტებული ხიდი. საქართველოში ეიფელის კოშკი არა, მაგრამ ეიფელის ხიდი ნამდვილად გვაქვს.

ტრიუმფალურ თაღთან რემარკის ჟოანის და რავიკის ამბავი თავიდან განვიცადე. წარმოსახვით ვხედავდი, როგორ მიდიოდა ჟოანი რავიკისგან. მიდიოდა ისე, თითქოს  არასდროს  ჰყვარებია.

?????????????????????????????????????????????????????????

პარიზში ყველაზე მეტად ,,Notre Dame de Paris“- პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ვიგრძენი, რომ  პარიზი სიყვარულის ქალაქია. წვიმდა გადაუღებლად, ვიდექი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წინ, ჰაერში სიყვარულის და წვიმის სუნი იდგა. ზარებს რეკავდნენ. თვალები დავხუჭე.  ჰიუგოს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე“ ვფიქრობდი, ჰიუგოს რომანმა უკვდავება შესძინა მისტიკურ ნოტრ-დამს.

Notre Dame de Paris

პარიზში ნატამ ჩამომაკითხა. გადავწყვიტეთ, როცა დავბერდებით ჩვენი შეხვედრების ალბომი გავაკეთოთ და მერე ჩვენს შვილიშვილებს მოვუყვეთ, რომ ერთმანეთს ევროპის ყველა ლამაზ ქალაქში შევხვდით.

მონმარტზე და შანზ-ელიზეზე გასეირნება, პარიზის საკასაციო სასამართლოში შეხვედრები, უგემრიელესი სტეიკი, ფრანგული პური, ჟოლოს ჩიზქეიქი, დილით ყავით და ფრანგული კრუასანებით საუზმობა ცალკე მოსაყოლი ამბებია. საკასაციო სასამართლოში ერთგან ეწერა ,,დრო ყველაფერს ანადგურებს კანონი კი რჩება“. დრო მართლა ყველაფერს ანადგურებს, მოგონებების გარდა. დრო ვერ გაანადგურებს მოგონებებს პარიზზე, რადგან პარიზი განუყრელი  დღესასწაულია.

Arc de Triomphe

 

France

 

Seine River

 

Paris

 

Notre Dame de Pariss

 

 

Van Gogh

 

Vincent van Gogh

 

paintings

 

Paul Gauguin

 

Edgar Degas

 

Fish

 

flowers

 

books

Eiffel Tower

 

Chanel

 

 

 

 

8 responses to “პარიზი – განუყრელი დღესასწაული

  1. სტრასბურგში ვყოფილვარ, მაგრამ არასდროს გამჩენია სურვილი პარიზში წასვლის და თუკი ვინმე, ჩემს ირგვლივ, პარიზს სწვევია, შთაბეჭდილებები ღრმა და ამოუწურავი ჰქონიათ. თქვენი პოსტის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აუცილებლად უნდა ვნახო!🙂 არაჩვეულებრივად საინტერესო პოსტია, ვისიამოვნე🙂

    Liked by 1 person

    • სტრასბურგი მოსაწყენი ქალაქი მგონია პარიზთან შედარებით ^_^
      თუმცა ყველა ქალაქს აქვს თავისი განსაკუთრებული ხიბლი:)

      Liked by 1 person

  2. რიფელის დაპროექტებულია ქუთაისში თეთრი ხიდი.🙂

    Like

  3. ვიტე, ზეზემანი და პერეპი არიან მითითებული ,,თეთრი ხიდის” პროექტის ავტორებად:)) არა მგონია ეიფელი ყოფილიყო

    Like

  4. წითელი ხიდი!

    პირველი რკინის ხიდი,რომელიც წითელი ხიდის სახელით არის ცნობილი ექსპლუატაციაში 1862 წლის მაისში გეშვა.ამბობენ,რომ წითელი ხიდისათვის საჭირო მასალა იმ ფაბრიკიდან ჩამოითანეს სადაც თავის დროზე ეიფელის კოშკი აიგო.ეს დადასტურებული არ არი მაგრამ ცხადია რომ მასალა საფრანგეთში შეუკვეთეს.
    პ.ს. შენ მართალი ხარ, სულ სხვა ხიდზეა საუბარი და ისიც არა პროექტი არამედ მასალაო.. ))))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s