ნასესხები სიცოცხლე

რემარკი- ნასესხები  სიცოცხლე

რემარკს აქვს ერთი წიგნი – ,,ნასესხები სიცოცხლე“. ერთ გოგოზეა, რომელიც შვეიცარიის მთებში იძულებით ცხოვრობს. ლილიანი ახალგაზრდა ლამაზი გოგოა, რომელსაც სიცოცხლე უნდა, მაგრამ იცის რომ მალე მოკვდება.  ლილიანს უყვარს კლერფე და ეშინია მარტოობის. ისე ეშინია, რომ სასტუმროს ნომერში ახალ ნაყიდ კაბებს გამოფენს და ადამიანებივით ესაუბრება. სიკვდილზე ფიქრში ლილიანი მიხვდება, რომ ბედნიერება არ არის ძვირად ღირებულ ნივთებში, ბედნიერებას სხვა სუნი და გემო აქვს.

,,ადამიანი, რომელსაც ხანგრძლივი სიცოცხლე ელის, დროს არავითარ ყურადღებას არ აქცევს. იგი ფიქრობს, რომ მის წინ მთელი მარადისობაა. ხოლო შემდეგ, როდესაც აჯამებს და ანგარიშობს სინამდვილეში რამდენი იცხოვრა, აღმოჩნდება, რომ სულ რაღაც რამდენიმე დღეს ანდა, უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე კვირას უცხოვრია.“

წიგნს კითხულობ და მოლოდინი გაქვს, რომ ლილიანი მოკვდება და მისი ნასესხები სიცოცხლე დამთავრდება, მაგრამ ლილიანზე ადრე კვდება კლერფე. ალბათ ეს არის ჯოჯოხეთი, როცა შენი საყვარელი ადამიანი კვდება შენზე ადრე და მერე უკვე ყველაფერი სულერთი ხდება.

,,იქნებ სიცოცხლე იმ დანაშაულთა სასჯელად მოგვეცა, რომელიც სადღაც, სხვა სამყაროში ჩავიდინეთ? იქნებ სწორედ ჩვენი ცხოვრებაა ჯოჯოხეთი და ეკლესიის მსახურები სცდებიან, როცა  სიკვდილის  შემდეგ  ჯოჯოხეთურ  წამებას  გვიწინასწარმეტყველებენ?“

 sal

სალომეს  ნასესხები  სიცოცხლე

სალომე მოკვდა შეყვარებულთან ერთად. 13 თებერვალს, შაბათ საღამოს უბრალოდ მოიწერეს საერთო ჩატში, რომ სალომე აღარ არის.  საერთო მეგობრებს სულ ვერეოდით ერთამანეთში. ერთ ოთახში ვისხედით და რომ დაიძახებდნენ სალომეო, ხან მე გავრბოდი, ხან სალომე. გვარით და მეტსახელებით გვანსხვავებდნენ. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ სიკვდილის დროსაც ავერიეთ. მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ როგორ ვიყავი და მე არ ვიცოდი რა მეპასუხა.

როგორი იყო სალომე, ყველა რაღაც ამბავს იხსენებდა მასზე, ბოლოს როდის ნახეს, რას ამბობდა. მერე ყველაფერმა ერთბაშად დაკარგა აზრი. მე სულ მის მაგიდასთან გამოკრული წარწერა მახსენდება-  ‘’What don’t kill u makes u  stronger.“

მთელი საქართველო ფეხით მოიარა, ყველაზე საშიში და სახიფათო გზებით და ბილიკებით, ნეპალშიც კი წავიდა ჰიმალაის მთებში სახეტიალოდ. სულ დადიოდა, დადიოდა, დადიოდა არ ჩერდეობოდა, თითქოს ყველაფრის ნახვა და მოსწრება უნდოდა. ცოტა იყო სიცოცხლე, ძალიან ცოტა. ყველაზე დიდი უსამართლობაა კვდებოდე ასეთი ახალგაზრდა, როცა ასე საშინლად გიყვარს სიცოცხლე.

სულ იმაზე ვფიქრობ რა იგრძნო ბოლო წუთებში, მიხვდა თუ არა რომ მისი ნასესხები სიცოცხლე დამთავრდა, ბედნიერი იყო თუ არა. რაღაცნაირი სიმშვიდე მოდის, როცა მახსენდება, რომ ბოლოს ის ადამიანი დაინახა, ვინც უყვარდა. ალბათ მის გვერდით აღარ ეშინოდა სიკვდილის.

,,რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას, რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი “მიყვარხარ”, თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი“…

ცხოვრება გრძელდება… ისევ ისე დავდივართ სამსახურში, ვიცინით, ვყვებით ამბებს, გეგმებს ვაწყობთ. სინამდვილეში კი ადამიანები ფარვანებს ვგავართ, რომლებიც ფანჯრებს იქამდე აწყდებიან, სანამ ფანჯარაში სინათლე ანთია. არავინ იცის, როდის  ჩაქრება სინათლე და როდის ამოტრიალდებიან  ცის ტაფაში ვარსკვლავები.

,,მომწერე შენი არაბული ჭრელი სიზმარი

რომ მე უკუღმა წავიკითხო მზეცა და მთვარეც

და ვარსკვლავები ცის ტაფაში უკუღმა ეწყოს

კეცონ და კეცონ ვაშლის ხემდე გზები აკეცონ

და საფლავიდან შინ სადილად მეწვიონ დები.

მომწერე შენი არაბული ჭრელი სიზმარი

რომ იქ დავბრუნდე

სადაც შენ ჯერ გიყვარდი არც კი

ხელი ვკრა ჟანგის მოტკბო წვნიანს და

გადმოვღვარო

ხელი ვკრა წვნიანს და მაჯიდან წამომცდეს

სისხლი

და სიყვარული აღარასდროს აღარ წამომცდეს. ‘’

 

 

 

5 responses to “ნასესხები სიცოცხლე

  1. ეჰ…😦 ვერ წარმიდგენთ როგორ მენატრება.. რამდენჯერაც გამახსენდება სულ მეტირება… უკანასკნელ წუთებში ნამდვილად დაინახავდა ლევანს რადგან სალო ადგილზე არ მომკვდარა.. 20 წუთი იცოცხლა როგორც მითხრეს.. ცდილობდა ამოესუნთქა თუმცა კისერი ქონდა მოტეხილი…

    Like

  2. ,,იქნებ სიცოცხლე იმ დანაშაულთა სასჯელად მოგვეცა, რომელიც სადღაც, სხვა სამყაროში ჩავიდინეთ? იქნებ სწორედ ჩვენი ცხოვრებაა ჯოჯოხეთი და ეკლესიის მსახურები სცდებიან, როცა სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთურ წამებას გვიწინასწარმეტყველებენ?“😦

    Liked by 1 person

  3. …და სალომეას
    თან გული მოაქვს, თან სული მიაქვს
    შენს სალომეას, ჩემს სალომეას,
    არეულია სამზარეულო,
    ხან დოა სოლი, ხან სოლი მია,
    სანდოა ჩემი ძველი რვეული:
    — სალამი, მზეო, სალამი, ია,
    ეს ნაპირი კი უსალამოა
    ო, სოლე მიო! ო, სალომეა…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s