კოცნის გარეშე

იშვიათად ემთხვევა ჩემი ფრენა დღისით. გამიმართლა ვენაში ფრენა დღისით დაემთხვა და ჩემი ადგილი თვითმფრინავში ფანჯარასთან აღმოჩნდა. ძალიან დაღლილი და უძილო თვალებით ვუყურებდი ფანჯრიდან როგორ ავფრინდით ღრუბლებში. თეთრმა ღრუბლებმა დაფარა  ყველაფერი და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ არ უნდა ვინერვიულო სამსახურის საქმეებზე, საყვარელ ადამიანებზე, მნიშვნელოვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან ამბებზე, რადგან როცა ცაში ხარ გამოკიდებული და თეთრი ღრუბლების  გარდა ვერაფერს ხედავ  ყველაფერი უმნიშვნელოდ გეჩვენება.

საკუთარ თავს პირობა მივეცი- არ ვინერვიულებდი იმაზე, რომ ჩემი მეგობრის დედამ ოპერაცია გაიკეთა, მე კი არ შემეძლო საავადმყოფოში მივსულიყავი. არ ვინერვიულებდი იმაზე, რომ მთელი კვირა ისე გავიდა, ვერ ვნახე ჩემი ძმისშვილი, რომელიც ჩემი კარის მეზობელია და ერთ კედელს ვიყოფთ. არც იმაზე ვინერვიულებდი,  დილის 5 საათზე ფრენა მქონდა, მე კი ღამის 12 საათზე ძლივს გამოვედი სამსახურიდან. ბოლო დროს სამსახურში კი არ ვმუშაობდი ვცხოვრობდი. როცა საკუთარ თავთან პირობას ვდებდი, ზუსტად ვიცოდი პირობას დავარღვევდი და მაინც ვინერვიულებდი ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ამბავზე, რადგან სიმშვიდე, ერთადერთია  რაც  არასდროს  მქონია. არასდროს.

ვენაში  ქარი  თმას მიშლიდა და გამახსენდა- ,,ჩემს სულს ისე არაფერი უხდება როგორც ქარი…“  ჩანთიდან  ვენის რუკა ამოვიღე და ნაცნობი ადგილები მოვნიშნე. ჩემი რუკები მიყვარს, ყველა ქალაქში, სადაც ვყოფილვარ რუკაზე ვინიშნავდი ადგილებს, ამინდს, განწყობას, შეგრძნებებს… ვენის რუკაზე წინა წელს მონიშნული ადგილებს ახალი ლოკაციები მივამატე. პირველად ვიყავი მარტო და მომეწონა მარტო ყოფნა. სხვა გემო ჰქონდა  სასტუმროში  მარტო საუზმობას, ქუჩაში მარტო ხეტიალს, მარტო ყოფნას ქალაქში, სადაც შენი საყვარელი ნახატი გელოდება.

KLIMT

StarBucks-ში   შევედი და ჩემი საყვარელი ყავა და ჩიზქეიქი შევუკვეთე. გამეღიმა და გავიფიქრე დედა რომ მხედავდეს აუცილებლად მეტყოდა-რატომ ხარ ყველაფერში უცნაური? ვენაში უამრავი გემრიელი ნამცხვარი და ტკბილეული იყო, მაგრამ მე მხოლოდ ჩიზქეიქის ვჭამდი ერთი წლის წინ, ერთი წლის მერეც და ზუსტად ვიცოდი, მესამედაც რომ ჩამოვიდოდი, მარტო  ჩიზქეიქს შევჭამდი.

ჩემი სასტუმროს წინ წითელი თრემი მოძრაობდა. ღამე ჩამესმოდა მატარებლის ხმა, ვკითხულობდი საოცრად კარგ წიგნს და ბედნიერების შეგრძნებას მხოლოდ აიფონი მიფუჭებდა, რომელიც  გაუჩერებად წკაპუნობდა  და გამუდმებით მახსენებდა  სამსახურის საქმეებს.

red tram

 

კლიმტი- მარადიული სიყვარული

მთელი დღეები კონფერენციაზე ვიჯექი და ვფიქრობდი კლიმტის ,,კოცნაზე“, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ  ვნახე ვენაში. რაღაცნაირი შეგრძნება იყო- თან მიხაროდა, რომ დრო  არ მქონდა წავსულიყავი ბელვედერში და კიდევ ერთხელ მენახა, თან გული მწყდებოდა. ,,კოცნის“ ყველა რეპროდუქცია მაქვს და თუ სადმე, რაიმე ნივთზე შეიძლებოდა მისი გადატანა ყველა ნივთი მაქვს. საითაც არ უნდა გაიხედო ჩემს სახლში ყველგან და ყველაფერში  ,,კოცნაა“. Enough. too much. too much- ვუმეორებ საკუთარ თავს, მაგრამ არ მშველის. მესამე დღეს კონფერენცია ადრე დამთავრდა და ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო, მაშინვე ლეოპოლდის მუზეუმში გავიქეცი, კლიმტის ჯერ კიდევ უნახავი ნახატების სანახავად. მუზეუმთან კედელზე ეწერა – ,,Born in Stars, We Live on Earth as Poets’’.

Death and Life

ლეოპოლდის მუზეუმში კლიმტის რამდენიმე ნახატია დაცული, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი ,,სიცოცხლე და სიკვდილია“. მხოლოდ კლიმტს შეუძლია სიკვდილიც ასეთი ფერადი და საოცრად ლურჯ მოზაიკურ ფერებში დახატოს. ვგიჟდები ამ კაცზე, ვგიჟდები.  ეგონ შილეს ნახატების ნახვისას აუტანელი ტკივილის შეგრძნება დამეუფლა. არ ვიცი როგორ ხატავდა ასეთ ნახატებს, ცოცხლად გატყავებულ ადამიანებს, ნაწილ-ნაწილ დაშლილს, დაქუცმაცებულებს, თითქოს ხელები, ფეხები, თავი განაცალკავეს და მერე ნაწილ-ნაწილ ააწყვესო. არაადამიანური ტკივილი ჩანს შილეს ნახატებში. ძვლებიდან კანის აძრობას ჰგავს. დიდხანს ყურება არ შემეძლო. რამდენიმე ნახატთან ჟრუანტელმა დამიარა და  თვალები დავხუჭე.

ვენიდან ისე წამოვედი ,,კოცნა“ არ მინახავს. ისევ ფანჯარასთან ვიჯექი. ამჯერად ღამე იყო, ვარსკვლავები არ ჩანდა. ჩვენ ვარსკვლავებზე მაღლა მივფრინავდით.  კიდევ ერთხელ გაგვიმეორეს უკვე დაზეპირებული ფრაზა ,,Please Fasten Your Seat-belt’’, გამახსენდა ჩემი თავისთვის მიცემული პირობა, არ მენერვიულა არავისზე და არაფერზე. თვალები დავხუჭე.  ვფიქრობდი ვენაში გატარებულ დღეებზე ამჯერად ,,კოცნის“ გარეშე…

 

hof

Flags

 

Leopold Fish

 

Leopold M

 

K&SH

 

EGon

 

SChiel

 

Heart

 

HE

 

MUNCH

 

KISS

5 responses to “კოცნის გარეშე

  1. უჰ, თითქოს მეც ვიხეტიალე ჩემი ოცნების ქალაქში.

    იმედია, ამ ზაფხულს მაინც შევხვდები შილეს…

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s