მომწონს, რომ ჩემით არა ხართ ავად

გაციება, ისევე როგორც სიყვარული არ არის მარადიული

გაციებას ვერ  ვიტან. პირდაპირ ნერვულ სისტემას მინადგურებს. ჩემს საშინელ გაციებას დაემთხვა  ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები ექსპერტებთან, რეპორტის კომენატრები,  კონფერენციები, დაუსრულებელი შეხვედრები, წერილები და როცა გადავწყვიტე ერთი დღე მაინც სახლში გამეტარებინა, უნივერსიტეტიდან დამირეკეს ლექციები დაიწყოო.

სალომე, გაციება კი არა სიყვარულიც არ არის მარადიული,  წაისვი  შენი შანელის პომადა და წადი ლექციაზე -ვუთხარი საკუთარ თავს. გზაში ვფიქრობდი იმაზე, რომ არ შემდგარი ფილოლოგი ვარ და რა კარგი იქნებოდა სტუდენტებს დანაშაულის და სასჯელის ნაცვლად წიგნებზე და ლიტერატურაზე ვესაუბრებოდე. უფრო კარგი იქნებოდა სადოქტორო თემის შეცვლა რომ შემეძლოს. ტონი მორისონივით დავწერდი -,,სუიციდის თემა უილიამ ფოლკნერის და ვირჯინია ვულფის შემოქმედებაში”.

I LOVE YOU

ავად ყოფნა კარგია, ფიქრისთვის ბევრი დრო გრჩება. რაღაცეებს სხვანაირად აღიქვამ, შეგრძნებები უფრო გიმძაფრდება. შენი პირადი ამბებიც იცვლის ფერს, სუნს და გემოს. ჰოდა ამ გაციების დროს გამახსენდა ყველა ბიჭი, ვისაც როდისმე ვუყვარდი. გადავახვიე წარსულის ყველა კადრი, გავიხსენე მათი სიტყვები, დამოკიდებულებები, წლების მიხედვით გავიხსენე ემოციები, განცდები, ,,გადამალული თუ მოხუფული სიყვარულები“. მერე ვფიქრობდი როგორი ,,ავად ყოფნა“  ვიყავი მათთვის. ზოგისთვის უბრალოდ გაციება, ზოგისთვის გაციება გართულებით (ფილტვების ანთებით), ზოგისთვის ფეხის მოტეხვა (კისრის მოტეხვა არავისთვის), ზოგისთვის ჭრილობა (დარჩენილი ნაიარევით), ერთისთვის კიდურების ამპუტაცია (ბევრი წელი გავიდა, შეიძლება  პროთეზი გაიკეთა). უკურნებელი სენი არავისთვის.

მარინა  ცვეტაევა

,,მე  ვიცხოვრებდი  თქვენთან  ერთად  პატარა ქალაქში, სადაც  მუდმივი ბინდია და მუდმივი ზარები“ .

მარინა ცვეტაევას და ბორის პასტერნაკი რომანი წერილებით და კოცნის გარეშე 10 წელს გაგრძელდა. წლების შემდეგ  როცა ერთმანეთს შეხვდნენ, მათ შორის აღარ იყო  არც ვნება,  არც წერილებში განცდილი სიყვარული. ისხდნენ, ჩაის სვამდნენ და ლიტერატურაზე საუბრობდნენ. სადღაც წავიკითხე მარინა ცვეტაევამ თავი სწორედ იმ თოკით ჩამოიხრჩო, რომელიც პასტერნაკმა გადასცა ბარგის ჩასალაგებლადო. ცვეტაევა შვილს  ბოლო წერილში წერდა „მაპატიე, მაგრამ მომავალი უარესი იქნებოდა. მე ძლიერ ავად ვარ, მე უკვე მე აღარა ვარ. მიყვარხარ სიგიჟემდე. გამიგე, რომ აღარ შემეძლო მეტი ცხოვრება, ჩიხში მოვხვდი.“

tolling-bell

მარინა  ცვეტაევას ლექსებიდან  ყველაზე მეტად ,,Мне нравится, что вы больны не мной“    მიყვარს. გამომცემლობა ,,ინტელექტმა“ გამოსცა ცვეტაევას  შედევრის ოცი ქართული თარგმანი-  ,,მე მომწონს ის, რომ  თქვენ არ ხართ სნეული ჩემით“. მე განსაკუთრებით ორი თარგმანი  მომწონს.

Мне нравится, что вы больны не мной,
Мне нравится, что я больна не вами,
Что никогда тяжелый шар земной
Не уплывет под нашими ногами.
Мне нравится что можно быть смешной –
Распущенной – и не играть словами,
И не краснеть удушливой волной,
Слегка соприкоснувшись рукавами.

Мне нравится еще, что вы при мне
Спокойно обнимаете другую,
Не прочите мне в адовом огне
Гореть за то, что я не вас целую.
Что имя нежное мое, мой нежный, не
Упоминаете ни днем, ни ночью – всуе…
Что никогда в церковной тишине
Не пропоют над нами: аллилуйя!

Спасибо вам и сердцем и рукой
За то, что вы меня – не зная сами! –
Так любите: за мой ночной покой,
За редкость встреч закатными часами,
За наши не-гулянья под луной,
За солнце, не у нас над головами, –
За то, что вы больны – увы! – не мной,
За то, что я больна – увы! – не вами!

მომწონს, თქვენ ჩემით (რომ  ჩემს გამო) არა ხართ ავად,
მომწონს, რომ არც მე დავსნეულდი – თქვენი შემყურე,
რომ ვერასოდეს  დრო ხომ იცით, გაივლის  გავა
ეს დედამიწა ვერ დაითვლის ჩვენს ნაფეხურებს.

მომწონს, რომ თავაშვებული ვარ და  სასაცილოდ
თუ გეჩვენებით – არა უშავს… ნუ შეფერხდებით…
სიტყვებით  სხვებმა ითამაშონ  მე აღარ ვცდილობ,
რომ  არ გავწითლდე – უნებლიედ თუ შეგეხებით.

მომწონს, ჩემს თვალწინ, თუკი ვინმეს გულში ჩაიკრავთ,
ეს  საქციელი თქვენი მხრიდან  აღარ მაოცებს,
და  მიხარია, გუდა-ნაბადს თუ არ ამიკრავთ
ჯოჯოხეთისკენ, თქვენს  წინაშე  სხვას თუ ვაკოცებ.

მომწონს, ჩემს სახელს ერთხელაც რომ არ გაიხსენებთ,
ეს დღეები და ღამეები ირგვლივ უვლიან
ტაძრის სიჩუმეს, რომლის კარიც არ გაიხსნება
ჩვენთვის – იქ  არვინ იგალობებს  ალილუიას.

გმადლობ, რომ გადაწყვიტეთ ხელს არ მიშლიდეთ,
რომ  აღარ ვითვლით შეხვედრამდე – წუთებს, საათებს…
რომ  ახლა ჩემი ღამეები თვლემენ სიმშვიდით
და  თქვენზე ფიქრში ამ ღამეებს აღარ გავათევ.

რომ  არასოდეს  ვისეირნებთ  მთვარიან  ღამით
არც მზის ამოსვლას შევესწრებით, ჩვენ ხომ საერთო
მხოლოდ ის დაგვრჩა, რომ  ცუდად ვართ ათასი რამით,
მაგრამ  ცალ-ცალკე (ძვირფასო) და  უერთმანეთოდ.

letters

მხიბლავს, რომ ჩემით აღარ სნეულობთ,

მხიბლავს, რომ არც მე ვსნეულობ თქვენით,

რომ დედამიწის  მძიმე სამყარო

არ მოგვერთმევა არავის ხელით.

მხიბლავს, რომ თითქოს ისევ ვიცინი,

აღარ ვთამაშობ გრძნობებზე სიტყვით,

და სიყვარულის ტკბილი ალმური

არ მოედება გულს თქვენზე ფიქრით.

მხიბლავს, ძვირფასო, მშვიდად ჩემს თვალწინ

როგორ ეხვევით სხვა ქალის სხეულს,

ნუღარ  გამკიცხავთ დღეს სხვასთან წასვლით

თუ  ვუღალატე  სიყვარულს  ჩვეულს.

მხიბლავს, რომ აღარ მიხსენებთ ღამით,

არ გესახებით ცხოვრების ლანდად,

და ეკლესიის საკურთხეველთან

ჯვარს არ დაგვწერენ არასდროს ალბათ.

მადლობელი ვარ მთელი არსებით,

ასე გულწრფელად რომ შემიყვარეთ,

შებინდებისას რომ არ ხართ ჩემთან,

ღამით სიმშვიდეს რომ მაზიარეთ,

რომ სავსე მთვარის ვერცხლისფერ შუქზე

აღარ ვსეირნობთ ტრფობით რხეულნი,

გმადლობ, რომ აღარ სნეულობთ ჩემით

და მეც განმკურნეთ თქვენით სნეული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s