რატომ არ კვდებიან ადამიანები ტკივილით?

დედაჩემის მერე ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა  ქართულის მასწავლებელმა მოახდინა.  როგორ განსაკუთრებულად მიყვარს ეს სხვა ამბავია, ამაზე სხვა დროს დავწერ. ბევრი წლის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს, დიდხანს ვისაუბრეთ და როცა მოვუყევი ჩემს განცდებზე  მითხრა- ,,სალომე, ერთ დღესაც ყელში ამოგივა ეს თეთრი საყელო“. გავიღიმე და არაფერი ვთქვი.  თუმცა დიდხანს ვფიქრობდი მის სიტყვებზე. მიხეილ ჯავახიშვილის ,,თეთრი საყელო“ მისი რჩევით წავიკითხე და დღემდე მახსოვს ის განცდა, მთაში რომ მიდის და თეთრი პერანგები ენატრება.  უნივერსიტეტში სწავლისას ყველაზე მეტად ,,white-collar crime“ ე.წ. ,,თეთრ საყელოიანთა“ დანაშაული მომწონდა, განათლებული დამნაშავეები, რომლებიც სხვა კრიმინალებისგან იმით გამოირჩეოდნენ, რომ თეთრი პერანგები ეცვათ.

არ ვიცი რატომ ამოვიჩემე  თეთრი პერანგები.  როცა გადავწყიტე აღარ მეფიქრა ამაზე, სწორედ მაშინ გამოჩნდა ჰერტა მიულერის წიგნი ,,გულის მხეცი“- ,,რთული იქნება, მამაკაცს პერანგი მუდმივად თეთრად შუნახო. ის იქნება ჩემი სიყვარული, როდესაც ოთხი წლის მერე ჩემთან ერთად სოფლის გვალვაში დაბრუნდება. თუკი ის თავის ქათქათა პერანგებით სოფელში ამვლელ-ჩამვლელთა დაბრმავებას შესძლებს, ის ჩემი სიყვარული გახდება“.

ჰერტა მიულერის წიგნი- ,,მეფე დაიხრება და კლავს“ ერთმა ბიჭმა მაჩუქა და  მითხრა- ზუსტად ვიცი ჰერტა შენი საყვარელი მწერალი გახდებაო და ასეც მოხდა. ჰერტას მოთხრობები და ნოველები ქართულად თითქმის არ არის თარგმნილი, შემთხვევით წავაწყდი  ერთ მოთხრობას ,,Niederungen- ცხოვრების ბნელი მხარეები“  როცა წავიკითხე გამცრა. პირზე ხელები ავიფარე, რომ არ მეყვირა.

herta-muler

მაგრამ ,,გულის მხეცი“ მაინც განსაკუთრებული აღმოჩნდა. ჰერტასთან სიმართლე ალუბლის კურკას ჰგავს- ,,ენაზე მხოლოდ სიმართლე რჩება, როგორც ალუბლის კურკა, რომელსაც არ უნდა რომ გადაყლაპონ. სანამ ხმა ლაპარაკისას ყურში შეაღწევს, ხმა სიმართლეს ელოდება, მაგრამ დუმილის მერე, ყველაფერი უმალვე ტყუილი ხდება, რადგან სიმართლე ყელშია გადამცდარი.“

,,დედა ამბობს- როდესაც ცხოვრებას გაუსაძლისად ჩათვლი, კარადა დაალაგე. ამ დროს შენი დარდები ხელებიდან გაიფანტება და თავი გაგინთავისუფლდება. პადრე ლუკასი კი ამბობს- ახლა ისეთი დროა, იესოც კი არ არის თავის სახლშიო.“ ისეთი დროა ფრანკფურტის ზამთარში, საერთო საცხოვრებლის მეხუთე სართულიდან გეორგი ფანჯრიდან ხტება. გუბე, რომელშიც გეორგს თავი ჰქონდა ჩაყოფილი,  ცას ირეკლავდა. კურტი თავის ბინაში მკვდარი იპოვნეს, თოკზე თავი ჩამოიხრჩო. მთავარი გმირი კი ფიქრობდა პალტო ქვებით აევსო და მდინარეში შესულიყო, მხოლოდ ერთი პატარა ნაწილი არ ნებდებოდა, შეიძლება ეს სწორედ გულის მხეცი იყო. და დგება ცხოვრებაში წუთი, როცა ზეცა არის ცარიელი და მიწა ცივი და ეს გოგო ერთი წამით ჭერში აიხედავს, თეთრი ჭერი ცად ხომ არ გადაიქცაო.

ჰერტა მიულერს 25-მდე ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, მათ შორის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ნობელის პრემიაა. “ლიტერატურის დარგში ნობელის 2009 წლის პრემია მიენიჭა გერმანელ ავტორს, ჰერტა მიულერს, რომელიც ინტენსიური პოეზიითა და გულახდილი პროზით აღწერს უპოვართა სამყაროს”. ინტენსიური პოეზია და გულახდილი პროზა არ ვიცი და ტკივილს ისე აღწერს გული გიჩერდება. ჰერტას თვალები მიყვარს. დიდი, მწვანე, შეშლილი თვალები. არ მიყვარს ის ფოტოები, სადაც ჰერტას წითელი პომადა უსვია და იღიმება. ჰერტას ღიმილი არ უხდება. ჰერტას ტკივილი უხდება.

Muller

წიგნის სახლში ,,ლიგამუსი“ გაიმართა შეხვედრა ანა კორძაია-სამადაშვილთან. შეხვედრას სამწუხაროდ ვერ დავესწარი, მაგრამ ,,Youtube”-ზე დევს სრული ჩანაწერი-„კვლავ შიშის დრო – ჰერტა მიულერი.” ანას გარდა სხვა ასე ზუსტად ვერ აღწერდა ჰერტას ტკივილებს.

წელს ოსკარი პაველ პავლიკოვსკის პოლონურმა ფილმმა ,,Ida”-მ აიღო. იდა მონასტერში დატოვეს მშობლებმა, სანამ აღთქმას დადეს და მონაზონი გახდება მონასტრიდან სახლში გაუშვებენ, რათა ნახოს ერთადერთი ნათესავი, რომელიც ცოცხალი გადარჩა. იდას დეიდა ძალიან ჰგავს ჰერტას. განსაკუთრებით მძაფრია ის კადრები, სადაც საფლავს თხრიან და ძვლებს ყელსახვევში ახვევენ, როცა ტკივილს ვეღარ უძლებს, ფანჯარას აღებს და ხტება.  მოკლედ ამ ფილმში ბევრი ტკივილია და ცოტა ლაპარაკი. რადგან ტკივილი ჩუმად ყოფნას გასწავლის.

IDA

ida-agata-kulesza-agata-trzebuchowska

Ida, with Dawid Ogrodnik and Agata Trzebuchowska
იდა გზაში გაიცნობს ბიჭს, მასთან მხოლოდ ისაუბრებს და მეტი არაფერი. მაგრამ როცა მონასტერში დაბრუნდება იესოს ქანდაკებასთან მივა და ეტყვის ,,მაპატიე, მე მზად არ ვარ“. ყველა აღიკვეცება მონაზვნად, იდა არა. იდა ბრუნდება ამ ბიჭთან, პირველად მოწევს სიგარეტს, პირველად დალევს არაყს, პირველად იცეკვებს, პირველად აკოცებს და ღამე დარჩება მასთან. ფილმში უკიდურესად ცოტას ლაპარაკობენ. ბოლო დიალოგი  ყველაზე ნამდვილია:

Ida-movie_163734

-What are you thinking about? რაზე ფიქრობ?

-I’m not thinking.-არაფერზე.

-Ever been to the seaside?- ყოფილხარ როდისმე ზღვაზე?

-I haven’t been anywhere. – მე არსად არ ვყოფილვარ.

-Come along, then…You’ll listen to us play,we’ll walk on the beach. მაშინ წამომყევი… შენ მოგვისმენ როგორ ვუკრავთ, ზღვის ნაპირზე ვისეირნებთ.

-And then? და მერე?

-Then we’ll buy a dog… Get married, have children…Get a house. მერე ჩვენ ვიყიდით ძაღლს… დავქორწინდებით… გვეყოლება შვილები… ვიყიდით სახლს…

-And then? და მერე?

-The usual hassles. Life. მერე ჩვეულებრივი ყოველდღიური  მძიმე ცხოვრება.

იდა ჩუმდება და როდესაც სძინავს ამ ბიჭს, ტოვებს მას, იცმევს ისევ მონაზვნის კაბას და ბრუნდება მონასტერში. ყოველდღიურობაა რაც გვკლავს და ბოლოს გვიღებს.

ჰერტა ახლა გერმანიაში ცხოვრობს, დიდი მწვანე თვალებით ტკივილს დაატარებს, ნერვიულად ეწევა სიგარეტს და ახალ წიგნებზე ფიქრობს. გერმანიაში თუ როდისმე შევხვდები ჰერტას, მხოლოდ ამას ვკითხავ- რატომ არ კვდებიან ადამიანები ტკივილით?

Herta

14 responses to “რატომ არ კვდებიან ადამიანები ტკივილით?

  1. ახალი პოსტი რომ გვხდება ყოველთვის კარგია, მაგრამ სალომეას პოსტი თუ გხვდება-სასწაული🙂

    Liked by 1 person

  2. salo chems gulsac “xvdeba” sheni postebi. zalian mainteresebs mec -ratom ar kvdebian adamianebi tkivilit? tanac tkivilis dros eg ertadertia risi survilic gaqvs… da kidev, isic martalia tkivili chumad yofnas gvascavlis

    Liked by 1 person

  3. ნინ კარგი გოგო ხარ:*** კარგ გოგოებს უფრო სტკივათ ხოლმე, მაგრამ როგორც ოთარ ჭილაძემ თქვა- ,,ყველა ტკივილი იძინებს ბოლოს”…

    ტკივილი ჩუმად ყოფნას და ცხოვრებას გვასწავლის: )))

    Like

  4. შეიძლება იყოს. თუმცა ,,ბიბლუსს” მე ,,ლატერნა” მირჩევნია
    (თბილისი, ც. დადიანის N7, სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”, II სართული). ჰერტა მიულერის ,,გულის მხეცი” ,,ლატერნაში ვნახე: ))

    Like

  5. ადამიანები ტკივილით რომ კვდებოდნენ, ყველანი დავიხოცებოდით…

    Like

  6. მხოლოდ მას, ვინც საკუთარ სულში ტკივილს ინახავს, შეუძლია გაიგოს ტკივილი სხვა ადამიანისა….. ტკივილით არ კვდენიან,რადგან როცა გტკივა,სწორედ მაშინ ხარ სულიერად ძლიერი და მტკიცე….ძალიან საინტერესოა თქვენი ჩანაწერების კითვა…სამწუხაროდ,”გულის მხეცი” არ წამიკითხავს,თუმცა წავიკითხე “სუნთქვის საქანელა”,რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა….თქვენი პოსტის შემდეგ, შეუძლებელია” გულის მხეცი” არ წაიკითხოს ადამიანმა….მადლობა გულითადი რჩევებისთვის….

    Liked by 1 person

  7. ,,სუნთქვის საქანელა” ქართულ და ინგლისურ ენაზე არ შემხვედრია, რუსულად და გერმაულად არის მხოლოდ და ჯერ არ წამიკითხავს, თუმცა რევიუები წავიკითხე და სასწაული წიგნი იქნება დარწმუნებლი ვარ: )))) მიხარია, რომ ჰერტა გიყვართ: )))

    Like

  8. როგორ მიხარია ხოლმე შენი ახალი პოსტების ნახვა! როგორ დამაინტერესე.. როგორ მიყვარს ასე ღრმა, უხმო ტკივილით და სევდით სავსე მწერლები.. ვიცი, მეც შემიყვარდება, როცა მისი გაცნობის ბედნიერება მექნება ..

    Liked by 1 person

  9. შეგიყვარდება ჰერტა დარწმუნებული ვარ:****
    წიგნის დღეს გილოცავ რუსა. დღეს ჩვენი დღეა:****

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s