საფრანგეთი – ,,საწამლავი ორისათვის“

იანვარში  გერმანიიდან  დავბრუნდი  და აღარ მინდოდა  არსად  წასვლა.  ბოლო  ერთი  წლის მანძილზე ხუთ  ქვეყანაში  ვიყავი.   It was   too  much…  too   much…  ,,enough! enough!“ –  ვუმეორებდი   ჩემს თავს. თან ისეთი პერიოდი დაემთხვა,  ფრჩხილებქვეშ ნემსებს  რომ გრძნობ. როცა არ ხარ და მორჩა. სტრასბურგში ტარდებობდა ტრენინგი და სამსახურიდან ამარჩიეს. ვერ წავალ-მეთქი გამოვაცხადე. რატომო მკითხეს? ვერ ავხსნიდი, რომ სტრასბურგს ჩემი ოთახი მერჩივნა, მინდოდა მთელი სამყაროსთვის კარი მიმეხურა. ჩუმად ყოფნა მინდოდა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ  სტრასბურგზე  უარს ვიტყოდი.  მეგობარს რომ მოვუყევი გაეღიმა- ასეთია ცხოვრება  ოცნებები არათუ ხდება არამედ ჩვევად და რუტინადაც კი იქცევა ხოლმეო. აღარ შევეკამათე.  მართალი იყო. ცამდე მართალი.

,,ცდება, ვინც ამბობს,

რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს

მე ჩემმა ახდენილმა ოცნებამ მომკლა“.

photo

სტრასბურგი- გამეორებით

სტარსბურგში წელს მეორედ ვიყავი და მივხვდი, ეს არის ერთადერთი ქალაქი, სადაც დავრჩებოდი, დავრჩებოდი საცხოვრებლად. საერთოდ საფრანგეთი  მიყვარს.  ფრანგული  კრუასანებით, ულამაზესი ფრანგული ენით.  ფრედერიკ ბეგბედერის, ფრანსუაზა საგანის, შარლ  ბოდლერის, პიერ პეჟუს, ალბერ კამიუს, ემილ  ზოლას, სიმონ დე ბოვუარის, ანტუან დე სენტ ეგზიუპერის, პროსპერ მერიმეს,  გი დე მოპასანის, სტენდალის, ჰიუგოს, ბალზაკის  საფრანგეთი მიყვარს.

თამუნა მასწავლიდა ფრანგულს. ინგლისური ფრანგულით როცა რამეს ვიტყოდი, მაშინვე შემისწორებდა  ფრანგულად სწორად გამოთქვი, ფრანგები ასე არ ლაპარაკობენო. ამიტომ სანამ ფრანგულად ვიტყოდი თამუნას ველოდებოდი, როგორც თამუნა იტყოდა, ისე ვიმეორებდი.  თამუნა ძალიან შეეცადა ფრანგული კერძები მომწონებოდა, მაგრამ ამაოდ და ძალიან გაუკვირდა, როცა ფრანგულ ღვინოზე უარი ვთქვი. თამუნა ამბობდა წინა ცხოვრებაში უეჭველი ფრანგი გოგო იყავი, ყველას ისე თბილად უღიმი, წარმოუდენელია, რომ არ გაგიღიმონო და თუ დაინახავდა ვინმე უცნობი გვესალმებოდა და გვიღიმოდა მომიტრიალდებოდა- შენ გაუღიმე ხო? :))))  ფრანგები ძალიან განსხვავდებიან ქართველებისგან, დილით ყველა გესალმება, გიღიმის, სასიამოვნო დღეს გისურვებს  ,,Bonjour Madame“, ,,Merci Madame“. ჩვენთან ისეთი იშივათია ღიმილი, ნერვებმოშლილი დადიან  და ცდილობენ თავიანთი უარყოფითი ემოცია და განწყობა გადმოგდონ.

ჰო კიდევ იმაზე ვფიქრობდი, როგორ ცოცხლობდა ბალახი მატარებლის ბორბლებ ქვეშ?  ,,დახეთქილი აქვს ნორჩ ბალახს ასფალტი მოღიამწვანოდ“ და მაინც ცხოვრება ასეთია- ასფალტზე ბალახი არ ამოდის…

IMG_9491

ტრეინინგის მერე ბევრს დავდიოდით ფეხით სტრასბურგის ქუჩებში. მივირთმევდით გემრიელ ფრანგულ კრუასანებს, საღამოს ფრანგულ რესტორანში ვახშმობდით და ვყვებოდით  პირად ამბებს. სასტუმროში დაბრუნებული გამუდმებით ვფიქრობდი ყველაზე გამორჩეულ ფრანგ წყვილზე-ალენ  დელონზე  და რომი შნაიდერზე.

 alain delon Romy Schneider

,,საწამლავი  ორისათვის“

შეიძლება გიყვარდეს და  სიყვარული საწამლავად იქცეს. ალენ დელონის და რომი შნაიდერის სიყვარულიც ასეთი იყო. მხოლოდ 5 წელი იცხოვრეს ერთად. დანიშნულები იყვნენ, მაგრამ არ დაქორწინდნენ. ,,ჩვენ საერთოდ არ გვაქვს დრო ერთმანეთისთვის და ერთმანეთს მხოლოდ აეროპორტში ვხვდებით. გიბრუნებ თავისუფლებას და გიტოვებ ჩემს გულს”- ამ სიტყვებით მიატოვა  ალენმა  რომი.   შემდეგ რომი თავის დღიურში წერდა: “ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მას არასოდეს მივატოვებდი, ძალიან მიყვარდა და ყველაფერს ვაპატიებდი”.

რომის  სიკვდილის შემდეგ ალენ დელონი  ამბობდა -“რა არის სიყვარული? ჩემთვის სიყვარული რომი შნაიდერია”. ალენის გამოსათხოვარი წერილი- ,,მშვიდობით, ჩემო თოჯინა“  ყველაფერს ამბობს  მათ სიყვარულზე.

43mxicss3wiw3sii

cdfkf

განსაკუთრებული იყო ბოლო ვახშამი. მე და თამუნა წავედით ფრანგულ რესტორანში. ჩვენს გვერდით ისხდნენ მოხუცი ფრანგი წყვილი, ბებია-ბაბუა, შვილიშვილთან და მის შეყვარებულთან ერთად. თბილად გაგვიღიმეს და სასიამოვნო საღამო გვისურვეს. ორივეს გული გვწყდებოდა, რომ  უკან ვბრუნდებოდით. ჩემი სასტუმრო რესტორნის გვერდით იყო. ავედი მარტო ოთახში. ფანჯრებიდან გადავწიე ფარდა. განსაკუთრებით ლამაზი იყო ღამის სტრასბურგი. შეყვარებული წყვილები სეირნობდნენ ქუჩაში,  ჩავრთე  Patrick  Bruel  ,,Adieu“   მივხვდი, რომ  სიყვარული საწამლავია და  ალენი  მართალი  იყო  როცა  რომის  მისწერა- ,,თუ  ანათებ, მხოლოდ  იმიტომ  რომ თვითონ  იწვი“.

 

IMG_9523

IMG_9248

IMG_9586IMG_9293

IMG_9420

IMG_9395


IMG_9533

IMG_9371

6 responses to “საფრანგეთი – ,,საწამლავი ორისათვის“

  1. Ra ucnauri shegrdzneba yofila ocnebis chvevad gadaqcevA,me jer isev
    molodinis processhi var )))) gansakutrebit sasiamovno wasakitxi iyo posti
    radgan franguli surnelit iyo gajgentili. Mgoni mec wina cxovrebashi frangi
    gogo viyavi

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s