სტრასბურგი, ლუქსემბურგი, ქარის ელექტროსადგურები და დიდი მწვანე მინდვრები

Frankfurt  Airport . January 20. 2015.  weather 2°C.  Local Time- 17:07

ბლოგისთვის პოსტის წერა ფრანკფურტის აეროპორტში დავიწყე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ აეროპორტში  36 საათს გავატარებდი  და  თბილისში ჩამოფრენილი ნისლის გამო  ისევ უკან გავფრინდებოდი.  36 უძილო საათის შემდეგ, როცა ჰაერი კატასტროფულად გაიშვიათდა და სუნთქვა თითქმის აღარ შემეძლო, მარკესის სიტყვები გამახსენდა- ცხოვრება  განვლილი დღეები არ არის, ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს და რაც შეგიძლია მოჰყვეო. მოსაყოლი ბევრი მაქვს ქალაქებზე, რომლებიც ვნახე და ადამიანებზე, რომლებიც გავიცანი. ფრანკფურტი- ზაარბრიუკენი- სტრასბურგი- ლუქსემბურგი- როგორც ამბობენ  ,,Every city has its secret“  მთავარია აღმოაჩინო. ადამიანებიც  ქალაქებს  ჰგვანან, ისინი არ გიყვარდება  ან  სამუდამოდ ივიწყებ.

სტრასბურგი- ადამიანის  უფლებათა  ევროპული  სასამართლო-ECHR

ოცნებებზე ვსაუბრობდით  და ფაქტიურად  ყველა ჩემი ოცნება ახდა.  ბოლო ახდენილი    ოცნება- სტრასბურგის სასამართლო იყო. ჩემთვის სტრასბურგის სასამართლო არის ის ადგილი, სადაც 10-15 წლის შემდეგ დიდი სიამოვნებით  ვიმუშავებ.  ძალიან მინდოდა სტრასბურგის სასამართლოში პროცესს დავსწრებოდი. 14 იანვარს წავედით სტრასბურგში. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო,  გამოვიდა სასამართლოს მოხელე და ფრანგულად გამოაცხადა-,,La Cour“ ,,სასამართლო”,  უცებ ყველა წამოდგა ფეხზე და გაისმა სკამების აკეცვის ხმა. ეს ხმა ახლაც ყურში ჩამესმის. მსოფლიოში ყველაზე მაგარ სასამართლოში შემოვიდა შავ მანტიებში გამოწყობილი 17 მოსამართლე და დაიწყო დიდი პალატის მიერ საქმის მოსმენა – Murray v. the Netherlands. სამწუხაროდ ქართველი მოსამართლე საქმის განხილვაში მონაწილეობას  არ იღებდა. ქვევით კი პირველ სართულზე სტენდზე იდო ქართულ ენაზე თარგმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია.

IMG_0639

სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ წავედით ევროპის საბჭოს ოფისში, ისეთი წვიმა წამოვიდა სულ დავსველდით. განსაკუთრებით საამაყო იყო ევროპის საბჭოს შენობის წინ ქარში მოფრიალე  საქართველოს დროშა.  სტრასბურგში ძალიან ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ მაინც მოვასწარით სტრასბურგის ულამაზესი კათედრალის დათვალიერება და ქუჩებში სეირნობა.

DSC_1060

 

ლუქსემბურგი- ევროკავშირის  სასამართლო – ECJ

რა თქმა უნდა იურისთვის ევროკავშირის სასამართლოში მუშაობაც საოცნებოა, მაგრამ სტრასბურგი ჩემთვის მაინც  პირველი სიყვარულია. ლუქსემბურგში ძალიან უვართ შავი ფერი. სასამართლო მთლიანად შავ ფერშია გადაწყვეტილი და რაღაცნაირად დამთრგუნველია. უზარმაზარი შავი შენობა, სადაც ყველაფერი ლამაზია, მაგრამ აბსოლუტურად შავია.  ქალაქი ძალიან მომეწონა. პრაღას ჰგავდა, პრაღა თუ წითელ სახურავეებიანი ქალაქია, ლუქსემბურგი შავ საურავეებიანი აღმოჩნდა. ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული პატარა სახლები, შავი სახურავეებით  გროტესკულ, იდუმალ და საშიშ იერს აძლევდა ქალაქს.

IMG_1175

საღამოს წავედით ლონგვიშში, პატარა დასახლებაში საოჯახო ტიპის რესტორანი ჰქონდათ ცოლ-ქმარს. ქმარი თავის გაკეთებულ ღვინოს გვასინჯებდა და თან ისტორიებს ყვებოდა, ცოლი კი გემრიელ პიცის მსგავს ფრანგულ საჭმელს გვიცხობდა. ბუხარში გიზგიზებდა ცეცხლი, ყველა მაგიდაზე ეწყო ცოცხალი ყვითელი ვარდები, ენთო სანთლები და  ამაზე ლამაზი  და მშვიდი ვახშამი  წარმოუდგენელი იყო გვენატრა.

IMG_8951

ზაარბრიუკენი

Europa-Institut Saarbrücken- ში გაიმართა Winter School in European Integration: “Democracy and Human Rights in the European Union”, სადაც საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან და ბელარუსიიდან  35  დოქტორანტი იღებდა მონაწილეობას. ლექციები გვქონდა ყოველ დღე დილიდან საღამომდე, ფაქტობრივად ვერ ვახერხებდით ქალაქის დათვალიერებას. ამიტომ ერთი სული გვქონდა, როდის მოვიდოდა კვირა, რომ ცოტა დაგვესვენა.

საშინელი სიცივე  იყო კვირა დილას. მეცვა ძალიან თხელი კაბა  საღამოს სიმფონიური  ორკესტრის  კონცერტზე უნდა წავსულიყავით   და გამოვიპრანჭე.  ისე მციოდა ვგრძნობდი   როგორც შედიოდა სიცივე სხეულში და გარეთ გამოდიოდა, გამჭვირვალე გავხდი.  გიდი მთელი მონდომებით გვიხსნიდა  თითოეულ ღირსშესანიშნაობას, არაფერი მახსოვს რაც ილაპარაკა. თბილისი და ზაარბრიუკენი დაძმობილებული ქალაქები ყოფილან 1975 წლიდან. ზაარბრიუკენში არის თბილისის მოედანი და რესტორანი ,,თბილისი“, თბილისშიც გვაქვს ზაარბრუკენის მოედანი,  ყოფილი ვორონცოვის მოედანი.

IMG_1260

კათოლიკურ ტაძარში მესა მიდიოდა. შევედით გაყინულები. მორწმუნეები ისხდნენ სკამებზე და უსმენდნენ გალობას.  ორღანი უკრავდა ძალიან სევდიან  მუსიკას. მოხუცმა კაცმა შემომხედა, მობუზული ვიდექი კართან და ისე თბილად გამიღიმა უცებ გავთბი. ვუსმენდი ორღანს და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ღმერთი ერთია, უბრალოდ ჩვენ ადამიანებმა გამოვიგონეთ ჩვენ-ჩვენი ღმერთი.

როგორც იქნა დაამთავრა გიდმა  ახსნა და სტარბაქსს შევაფარეთ თავი. სტარბაქსის ყავამ და ჩიზქეიქმა ვენა გამახსენა. ცხელმა ყავამ ძარღვებში სისხლის გამითბო და ისევ დამიბრუნდა ბედნიერების შეგრძნება. დაგეგმილი მქონდა მთელი დღე ბიბლიოთეკაში გამეტარებინა და  ჩემი სადოქტორო თემისთვის წიგნები მომეძებნა, მაგრამ  დაიჟინეს გინდა თუ არა საფრანგეთში გადავიდეთო. წავედით საფრანგეთში თრემით, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია, ზუსტად 10 წუთში კვეთს ორი სახელმწიფოს საზღვარს და გერმანიიდან პირდაპირ საფრანგეთში ამოვყავით თავი. ძალიან ლამაზი პატარა ქალაქი იყო Sarreguemines. ულამაზესი პატარა ქუჩებით და სახლებით. კვირა დღე იყო და ყველაფერი დაკეტილი იყო. ამიტომ ცოტა ხანში ისევ უკან დავბრუნდით. განსაკუთრებით მისტიკური იყო მატარებლის გაჩერებაზე საათი, რომლის ისრები უკან მიდიოდა. თავი ფანტასტიკურ ფილმში მეგონა.

ზაარბრიუკენში რამდენიმე კარგი წიგნის მაღაზიაა, განსაკუთრებით ერთი მომეწონა, სამ სართულზე ყველგან წიგნები იყო, მარტო ამ მაღაზიაში ჰქონდათ პაულო კოელიოს ,,Adultery“. ყველგან ვეძებდი ამ წიგნს ინგლისურად და როგორც იქნა მივაგენი.

IMG_8454

მაიკომ აღმოაჩინა, რომ ზაარბრიუკენის ოპერაში ტარდებოდა სიმფონიური ორკესტრის კონცერტი. მე, მაიკო და კახა წავედით. ჩვენ ყველაზე ახალგარდები ვიყავით. უმეტესწილად 70 წელს გადაცილებული წყვილები იყვნენ.  გამოპრანჭული მოხუცი ქალბატონები მაკიაჟით და სამკაულებით თავიანთ კავალერებთან ერთად ხელჩაკიდებული დადიოდნენ. ბეთხოვენის მე-5 სიმფონიაზე ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრუანტელმა, თვალები დავხუჭე და გაქრა ყველაფერი. დარჩა მხოლოდ მუსიკა, მუსიკა და არაფერი მუსიკის გარდა. საოცარი საღამო იყო შამპანურით, შოკოლადებით, მოხუცი წყვილებით და ბევრი  ბეეეევრი მუსიკით.

IMG_1420

ბოლო ვახშამზე გერმანელ ორგანიზატორებს ქართული სტუმარ-მასპინძლობა რომ გაეგოთ ქართული ღვინო და ზაარბრიუკენში მდებარე  რესტორან ,,თბილისის“ მოსაწვევი ვაუჩერი გადავეცით საჩუქრად, ქართული კერძები დააგემოვნეთო. გერმანელებს ძალიან გაუხარდათ და დაგვპირდნენ აუცილებლად წავალთ და ფოტოებს გამოგიგზავნითო.

თითქმის 5 დღე გავიდა, მაგრამ თვალებში სულ ეს კადრები მაქვს- მივდივართ ავტობუსით, ფანჯრებიდან ჩანს ლუქსემბურგის დიდი, მწვანე მინდვრები, ქარის ელექტროსადგურები და ჩვენ ვუსმენთ Fools  Garden-ის  Dreaming. ეს არის ის მოსაყოლი ცხოვრება, მარკესმა რომ თქვა- იცხოვრე, რათა მოჰყვეო.

IMG_8663

IMG_0642

DSC_1020

IMG_8539

IMG_0836

IMG_8544

IMG_8759

IMG_8921

IMG_1259

IMG_8925

IMG_8812

IMG_8422

Europa_RZ_7

9 responses to “სტრასბურგი, ლუქსემბურგი, ქარის ელექტროსადგურები და დიდი მწვანე მინდვრები

  1. ეკატერინე მეცნო. მერე მის სურათებზე მონიშნული ხალხი თქვენი ნაწერის მიხედვით ხელთავიდან შევათვალიერე🙂 უფრო საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე უბრალოდ სურათის ნახვა ან ბლოგის კითხვა :))

    Liked by 1 person

      • ხო, ყველა ვერ ამოვიცანი :)) მაგალითად, სალომეაა ვეძებე და არ იყო, ან მე ვერ მივხვდი :))

        Like

  2. ვაიჰ, როგორი არასაჩემო თემებია, სასამართლო და მსგავსნი მისნი🙂
    მაგრამ აი მოგზაურობა და ახალი, საინტერესო ადამიანები….
    სხვა მრავალი :*

    Liked by 1 person

    • მაგა შორს შორს სასამართლო შენგან:))) მოგზაურობა, საინტერესო ადამიანები და სიმშვიდე შეენსკენ :*

      Like

  3. Pingback: რესტორანი "Tbilissi" გერმანიაში | Ratatouille - რატატუი·

  4. tamagii- ჩემი ფოტოები არ იძებნება, არ იგუგლება და ა.შ. დეფიციტური ვარ: )))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s