ზამთარი ჩემი გულია- გული, რომელიც თეთრად სკდება…

წიგნის დღეები

ღამის 11 საათზე,  სამსახურიდან სახლში მისულს  უფროსის მესიჯი დამეწია- ,,სალომე, პრემია დაგერიცხა. იცოდე წიგნები არ იყიდო. ეგენი ისედაც გაქვს.“ გამეცინა და მივწერე წიგნებს არ ვიყიდი  წავალ და საათს ვიყიდი-მეთქი. კარგი საათი არასდროს არის ზედმეტი. მეორე დღეს წიგნის ფესტივალზე წავედი და აღარ მახსოვდა ჩემი პირობა- არ მეყიდა წიგნები, რომლებიც ისედაც მაქვს.

თბილისის წიგნის დღეები  „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში 27 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. თუმცა მკითხველისთის, რომელიც მუდმივად დადის წიგნის ფესტივალზე, წიგნის  ბაზრობაზე  და ახალი წიგნები გამოცემისთანავე სახლში აქვს, საინტერესო და ახალი არაფერი ყოფილა. ძალიან ცოტა გამომცემლობა იყო წარმოდგენილი და დაანონსებული ფასდაკლებებიც არსად ჩანდა. ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ  შესვლა ფასიანი იყო.  ფრედერიკ ბეგბედერი ამბობდა ყველაფერი იყიდებაო, მაგრამ წიგნის დათვალიერებაც თუ იყიდებოდა ეს ნამდვილად არ ვიცოდი.

კარლო კაჭარავა

 

მანქანა წიგნებით

 

პატარა ქალაქის ზღაპრებიწიგნის ფესტივალზე ცოტა მკითხველი იყო, ალბათ იმიტომ რომ გამომცემლობები ძალიან არაორგანიზებულად იყვნენ, რაღაცნაირად დაბნეულები და ყველა წიგნზე, რომელზეც ვკითხეთ  პასუხი იყო- არ გვაქვს, 2 საათში გვექნება, გაიყიდა და ა.შ. იმედგაცრუებულმა ვცადე რამე მაინც მეყიდა. წიგნის ფესტივალიდან წიგნის გარეშე წამოსვლა ვერ წარმომედგინა. დიდი ხანი ვფიქრობდი წამეკითხა თუ არა გოგი გვახარიას ,,ცრემლიანი სათვალე“ და ეს წიგნი ვიყიდე. კიდევ ასტრიდ ლინდგრენის ,,მაწანწალა რასმუსი“, გურამ პეტრიაშვილის ,,პატარა ქალაქის ზღაპრები“ და სელმა მანდინის ,,უთვალავი კოცნა“.   ზინიკომ კიდევ ერთი კლიმტის წიგნი მაჩუქა- Klimt is always good Idea for Salitoo დააყოლა. ზიკი ჩემსავით იმედგაცრუებული არ ჩანდა და მან უფრო მეტი წიგნი შეარჩია. წამოვედით წიგნის ფესტივალიდან, დავსხედით მყუდროდ, ვსაუბრობდი გამორჩეულად საყვარელ მეგობრებთან ერთად და ჩემთვის ვფიქრობდი, რომ წიგნები და მეგობრები ყველაზე კარგი გამოგონებაა ამქვეყნად.

 

მაწანწალა  რასმუსი

,,ყველაფერი რიგზეა- თქვა კაცმა, რომელსაც თავზე ცეცხლი ეკიდა.“ ეს არის ფრაზა ასტრიდ ლინდგრენის წიგნიდან ,,მაწანწალა რასმუსი“, რომელიც ერთმა ადამიანმა მირჩია მას შემდეგ რაც ვუთხარი, რომ მეც თავზე ცეცხლი მეკიდა, მაგრამ ყველაფერი რიგზე იყო… ჰოდა სწორედ მაგისთვის არის ეს ფრაზა, რომ ეგეთ დროს, როცა თავზე ცეცხლი გიკიდია გადარჩეო. მერე დაამატა- ისე, სანამ თავზე და გულზე ცეცხლი გვიკიდია, მანამ ვცოცხლობთ, თორემ დადგება 100 წლის მერე დრო, როცა აღარაფერი მოგვეკიდებაო. ჯერ მარტო თავზე, გულზე არა-მეთქი ვუპასუხე. მასთან საუბრის შემდეგ ყველა ჩემი დაწყებული წიგნი გვერდზე გადავდე და მაწანწალა რასმუსი წავიკითხე. მერე რა, რომ ამ წიგნს ყდაზე აწერია- ,,10 წლიდან“.  როცა თავზე ცეცხლი გიკიდია დაგვიანებული არაფერია.

 

 ნინო ჩაკვეტაძის სევდა

,,მე მოვედი,

დავხუჭე ორივე თვალი

და ვთქვი:

გამოიცანი, რომელშია სევდა…“

ზიკისთვის ძალიან მინდოდა ნინოს ნახატი მეჩუქებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ძვირი ღირდა. მერე მივედი ქარვასლაში და ვთხოვე რეპროდუქცია გაეკეთებინათ. მითხრეს ნინოს დავურეკვათ არავინ მოსულა ასეთი თხოვნითო. დაურეკეს ნინოს. ნინომ თქვა, რადგან ასე უყვარს ჩემი ნახატები გავაკეთოთ და ხელს მოვაწერო. ეს ნახატი სპეციალურად ზიკიტოსთვის შეიქმნა და  ახლა მასთან ცხოვრობს.

ზიკიტოს ზამთარი

მე და ზიკიტო ნინოს ნახატების არც ერთ გამოფენას არ ვტოვებთ. ,,ასეც ცხოვრობდნენ“ ასე ერქვა გამოფენას, რომელიც საქართველოს თეატრის, მუსიკის კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. ძალიან ლამაზი იყო იქაურობა,  იჯდა ნინო ლამაზი კაბით,  იყო ძალიან მშვიდი და არაამქვეყნიური. ნახატებთან ერთად ეწყო თეთრი და ყვითელი ვარდები, ლამაზი ჩაის სერვისი…

თვალები სევდიანი გამიხდა, სევდა მწმენდს- ასე მემართება ნინოს ნახატებზე. განსაკუთრებით ნინოს ზამთარი მიყვარს, თოვლი, ხეებზე შემომსხდარი ბუები და უხილავი მფარველი ანგელოზები.  ყოველ ზამთარს ვამბობ- /,, ზამთარი ჩემი გულია, გული რომელიც თეთრად  სკდება, რომელიც ჯერ არ დანებებია უიმედობას. და თუკი მოგვისწრო თოვლმა. მე ვიტყვი, რომ გადარჩენა არასოდეს არ არის გვიან.“/

ნინო ჩაკვეტაძე

სალომეს სიყვარულით

სამი წითელი მზე

love

ზამთარი

ზამთარი (2)

 

 

13 responses to “ზამთარი ჩემი გულია- გული, რომელიც თეთრად სკდება…

  1. შენი უფროსის მესიჯზე ვიხალისე )))
    რაც შეეხება წიგნის ფესტივალს, უჰ, იმდენ რამეს ვიყიდიდი, არადა სულ უფულობის პერიოდი მემთხვევა ფესტივალებზე და ბოლოს ვერაფერს ვყიდულობ😀 ეგ არაფერი, ამბობენ დეკემბრის ბოლოს, საახალწლოდ უფრო გრანდიოზული წიგნის დღეები გაიმართებაო…იმედია, უფრო ორგანიზებულიც, თუ ესეც პრობლემა იყო უკვე ჩავლილზე.
    ნინოს სევდა კი ყველაზე ადამიანური და ამავდროულად, ყველაზე თბილია😦❤

    Liked by 1 person

    • მაგა გული არ დაგწყდეს ნამდვილად არ იყო კარგი ფესტივალი: ((( ნინოს სევდა ადამიანურია და უფრო მეტიც: ))) საოცარი სიკეთე და სითბო მოდის მისი ნახატებიდან: ))

      Liked by 1 person

  2. რა კარგი პოსტიაა, წიგნები , წიგნები, კიდე სურათები და ზამთარი , თუნდაც ,,ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”

    Liked by 1 person

    • ჯონ სტაინბეკის ,,ზამთარი ჩვენი მღელვარებისა” რაღაცით ჰგავს ნინოს ზამთრებს: )))

      Liked by 1 person

  3. თუ რამე არ არის ზედმეტი, ეს წიგნებია. განსაკუთრებით, ისეთი წიგნები, ფოტოებზე რომ ვხედავ 😀 აი, წიგნის დღეები კი მართლაც არ იყო ისეთი, როგორიც გაზაფხულზე – არც ამინდით, არც სიახლეებით და არც შენაძენებით.

    Liked by 1 person

    • წიგნები არასდროს არის ზედმეტი: ))) ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე უნდა წავიდე მომავალ წელს, იქ ნამდვილად არ გამიცრუვდება იმედი: )))

      Liked by 1 person

  4. Salome,yoveltvis didi siamovnebit vkitxulob shens blog.. arachveulebrivi adamiani da bloggeri xar.”წიგნები და მეგობრები ყველაზე კარგი გამოგონებაა ამქვეყნად”-getanxmebi salome.dzalian momenatre.gisurveb warmatebebs… @Naili NNaili

    Liked by 2 people

    • მადლობა თქვენ- რომ ხართ
      მადლობა თქვენ- რომ ათბობთ ცხოვრებას- როგორც სიცივეს: )))))

      Like

  5. რა მაგარი ბოსი გყოლია , მეც მინდა ესეთი )) წიგნის ფესტივალებს , ბევრ წიგნს და მერე მეგობრებთან ამ წიგნებზე საუბარს არაფერი ჯობია . სასიამოვნო ამბავია ^_^

    Like

    • ჰო გამიმართლა:)) უფროსებში და მეგობრებში ყოველთვის მიმართლებდა:))) წიგნებშიც: )

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s