სტამბოლი – მოგონებების ქალაქი

როცა მეკითხებიან როგორი იყო სტამბოლი არ ვიცი საიდან დავიწყო მოყოლა.  ერთი სიტყვით, რომ აღვწერო  სტამბოლი იყო შთამბეჭდავი.

თურქი მწერლებიდან ორი მწერალი მიყვარს- ორჰან ფამუქი და ელიფ შაფაქი. ორჰანი ერთადერთი წიგნის გამო მიყვარს. ეს წიგნი ,,უმანკოების მუზეუმია“. 2014 წელი ფამუქის წელი გამოვიდა, ჯერ თბილისში შევხვდი, მერე მე წავედი სტამბოლში მასთან შესახვედრად. ,,უმანკოების მუზეუმი“ ზუსტად ორი წლის წინ წავიკითხე და დღემდე მახსოვს შეგრძნებები. ძალიან, ძალიან ბევრი წიგნი წამიკითხავს სიყვარულზე, მაგრამ ასეთ სიყვარულზე არც ერთი. ორი წლის ფიქრის შემდეგ სტამბოლში, ,,უმანკოების მუზეუმის“ წინ ვიდექი და ვფიქრობდი, რომ როცა რაღაც ძალიან გინდა გულით, ის აუცილებლად გამოგივა.

ორჰან ფამუქმა ,,უმანკოების მუზეუმი“ 2008 წელს დაწერა და 40 ენაზე ითარგმნა, ხოლო მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა. მუზეუმში 4 სართულია და ზუსტად იმეორებს წიგნში აღწერილ პასაჟებს. მუზეუმი მუშაობს ყოველ დღე ორშაბათის გარდა. მუზეუმის მისამართია- Çukurcuma Caddesi, Dalgıç Çıkmazı, 2, 34425, Beyoğlu, İstanbul, Türkiye.

გული დამწყდა, რომ ერთი ფოტოს გადაღების უფლებაც არ მომცეს. დაცვის თანამშრომელი დამყვებოდა და მითვალთვალებდა. თვალებში მეტყობოდა, როგორც კი გვერდით გაიხედავდა ფოტოს გადავიღებდი, მიყურებდა უსიტყვოდ მანიშნებდა ვიცი რასაც აპირებო, გავუღიმებდი, ისევ მიყურებდა. როგორც კი ჩანთიდან აიფონი ამოვიღე დაიძაბა, მაგრამ რომ დაინახა ნოუთების ჩაწერა დავიწყე, მოვიდა და პატარა გზამკვლევი მაჩუქა. მიხვდა, რომ მე არ ვიყავი რიგითი დამთვალიერებელი, რომელიც დროის გასაყვანად შეხეტიალდა.

10274225_769218349775269_570636343253841540_n

ყველაზე შთამბეჭდავი და სუნთქვისშემკვრელი 4213 სიგარეტის ნამწვია, რომელიც მუზეუმის პირველ სართულზე მთელ კედელზეა გამოფენილი. 1976 წლიდან 1984 წლამდე შეგროვებული სიგარეტის ნამწვავები. გვერდით კედელზე ულამაზესი გიფებია- ფუსუნი იღებს სიგარეტს, ცეცხლს უკიდებს ან საფერფლეზე აქრობს. თითების მოძრაობა, ფინჯანი ყავა და სიგარეტის უამრავი ნამწვი, რომელზეც ფუსუნის პომადის და ტუჩების ნაკვალევი ემჩნევა- ეს სხვა სამყაროა. სამყარო, სადაც ისე უყვართ, რომ ტკივილისგან კვდებიან.

10288789_769218213108616_3886274881658755244_n

კედელზე ასეთი წარწერა შეგხვდებათ- ,,If a man could pass through Paradise in a dream, and have a flower presented to him as a pledge that his soul had really been there, and if he found that flower in his hand when he awake – Aye, what then?

“These were innocent people, so innocent that they thought poverty a crime that wealth would allow them to forget“ Celal Salik.

17 საფეხურიანი კიბეების მაღლა ქემალის სიტყვები აწერია, როცა ფუსუნი პირველად დაინახა-,, It was the happiest moment of my life, though I didn’t know it.“

10338310_769217806441990_2926180252144922844_n

მუზეუმში შესასვლელი ბილეთი 25 ლირა ღირს, მაგრამ თუ წიგნს წაიღებთ, წიგნში არსებულ ბილეთზე წითელ ბეჭედს დაგირტყამენ, რომელზეც ფუსუნის საყურეა გამოსახული. მუზეუმის ნულოვან სართულზე ფამუქის წიგნების მაღაზიაა, სადაც მხოლოდ ფამუქის წიგნები და სხვადასხვა სუვენირები იყიდება, მათ შორის ფუსუნის მსგავსი პეპლების საყურე სულ რაღაც 30 ევროდ შეგიძლიათ შეიძინოთ.

IMG_2976

,,The Innocence of Museum“- ში იმდენი ნივთია, რომ ფამუქმა ახალი წიგნი დაწერა-,,The Innocence of Objects“. ფუსუნის ჩანთა, საყურეები, ულამაზესი კაბა, თმის სამაგრები, სამკაულები, ჩანგლები, კოვზები, დანები, საათები, სათამაშოები, შავ-თეთრი ფოტოები, სადაც ფუსუნი წითლად არის მონიშნული, საბეჭდი მანქანა, გიფები- როგორ მიაპობს გემი წყალს, როგორ ებრძვის ტალღებს ქემალი…მეოთხე სართულზე ის ოთახია, სადაც ქემალი ორჰანს თავის სიყვარულის ისტორიას უყვებოდა და კედელზეც ასეთი წარწერაა-,,Let Everyone Know I Lived A Very Happy Life”. იქვე იყო ყველა ენაზე გამოცემული ,,უმანკოების მუზეუმი“ და ძალიან გამიხარდა, რომ ქართულ ენაზე გამოცემული წიგნი აღმოვაჩინე.

10341990_769218596441911_4796363569360825481_n

ერთი სახალისო ამბავი შემემთხვა, პირველ სართულზე გავიგონე ქართული საუბარი, ორი ქალბატონი და ერთი ახალგაზრდა ბიჭი ფუსუნის ფოტოს ეძებდნენ. ვუთხარი, რომ ფუსუნი არ არსებობდა და მის ფოტოს ვერ ნახავდნენ. მერე მთელი ოთხი სართული დამყვებოდნენ და მეკითხებოდნენ რომელი ნივთი რას ნიშნავდა. გულში ვფიქრობდი, მე რა ვიცი, მეც თქვენსავით პირველად ვარ, მე და ფამუქმა ერთად კი არ შევქმენით ეს მუზეუმი-მეთქი : )))

ძალიან მინდოდა პიერ ლოტის კაფეში ყურბან საიდის მსგავსად ფინჯანი ყავა დამელია, მაგრამ მისვლა ვერ მოვასწარით.

Blue Mosque The Sultan Ahmed Mosque – ლურჯი მეჩეთი

ჩვენი სასტუმრო ლურჯი მეჩეთის უკან სულთანაჰმედის რაიონში იყო, როგორც სასტუმროს აღწერაში ეწერა ,,ლურჯი მეჩეთიდან 3 წუთის სავალზე“. ვხუმრობდით ჩვენი სასტუმროს ოთახები და ლურჯი მეჩეთი კედელს იყოფენო. სტამბოლში ჩასვლის პირველ დღეს წავედით, ძალიან ბევრი ხალხი იყო და მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა, ქართული რიგისგან განსხვავებით ყველა პატიოსნად იდგა და მოთმინებით იცდიდა. მეჩეთში შესვლისას ფეხსაცმელები გაგვახდევინეს, საშინლად წვიმდა და ფაქტიურად შიშველი ფეხებით მოგვიწია სველ ქვაფენილზე დგომა. ლურჯი მოზაიკა და ანთებული ნათურები ლამაზი სანახავი იყო, თუმცა ისეთი საშინელი სუნი იდგა, დიდხანს გაჩერებისთვის ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვა იყო საჭირო.

 IMG_2864

 

Hagia Sophia– აია სოფიას ტაძარი

,,ლურჯი მეჩეთიდან“ აია სოფიას ტაძარში წავედით. თურქებს მარკეტინგული გათვლა აქვთ, მეჩეთში შესვლა უფასოა, ყველამ რომ ნახოს მათი სალოცავი. აია სოფიაში შესვლა კი 30 ლირა ღირდა, რაც ნამდვილად არასამართლიანია. აია სოფია ძველი ბერძნული ტაძარია, კედლებზე შემორჩენილია ღვთისმშობლის და მაცხოვრის საოცარი ფრესკები. მერე ქრისტიანული ტაძარი მეჩეთად გადააკეთეს და ფრესკების გადაშლა ყურანიდან წარწერებით სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა მუზეუმია. სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ულამაზესია აია სოფია. ლურჯ მეჩეთში მეორედ შესვლის სურვილი აღარ გაგიჩნდება, აია სოფიაში კი ნამდვილად დავბრუნდებოდი.

DSCN6920

 

IMG_2892

Bosphorus

ბოსფორის სრუტეზე გემით გასეირნება ნამდვილი სასწაული იყო. ფამუქი თავის წიგნში ,,სტამბოლი“ ბოსფორზე წერს-,,ბოსფორი უკავშირდება სიცოცხლის ნებელობას, გრძნობების სისავსეს, სიხარულის განცდას. ბოსფორი სტამბოლის სულია. ადამიანი, რომელიც გემით სწრაფად მიცურავს ბოსფორის მოუსვენარ წყალზე, გრძნობს, რომ მჭიდროდ დასახლებული ქალაქის ჭუჭყი და ბოლი ნაპირზე რჩება. გრძნობს, როგორ ივსება ზღვის სიძლიერით და ხვდება, რომ აქაც, ადამიანთა ჭიანჭველეთში, შეიძლება თავი მარტოდ და თავისუფლად იგრძნო“. ბოსფორს სული აქვსო და მართლა აქვს სული ბოსფორს.

DSCN7057

სტამბოლში სამი დღე ვიყავით და სამივე დღე წვიმდა, წვიმდა გადაუღებლად… წვიმა, თოლიები, მოლას მოწოდება ლოცვისკენ, ტაქსიმზე წითელი ტრამვაი, გალათას თაუერიდან დანახული ნისლიანი სტამბოლი, თურქული სევდა სიმღერებში, გემრიელი თურქული ჩაი, ყავა, ლახათ-ლუხუმი და ლავაში, ყვითელი ტაქსები, თურქული ,,Madam“, ტურისტების მიმართ კეთილგანწყობილი თურქები (ულამაზესი კაშნების გამყიდველი თურქი ბიჭი, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი ფერი ლურჯია და როცა გაოცებულმა ვკითხე საიდან მიხვდა, გაიღიმა- ადამიანებს რომ ვუყურებ ფერებს ვხედავო), თურქი ქალები (რომლებიც ჩადრით დადიან, მხოლოდ თვალები უჩანთ, მაგრამ ისეთი მომნუსხველი მზერა აქვთ, თვალებით გხიბლავენ) ,,უმანკოების მუზეუმი“, აია სოფიას ტაძარი, ლურჯი მეჩეთი, სუნელების ბაზარი,  The Basilica Cistern და ბოსფორის სრუტეზე გემით გასეირნება- ასეთი მოგონებები გამომყვა სტამბოლიდან. ასეთი იყო ჩემთვის სტამბოლი- მოგონებების ქალაქი.

P.S. იანვარში მე, ზინიკო, მაიკო და ნანიკო სუხიშვილების კონცერტზე წავედით, ახალი ცეკვის ,,რამიშვილების“ სანახავად. პალტოს გახდა-ჩაცმა ვერ მოვასწარით ისე სწრაფად დამთავრდა, იმედგაცრუებულები ჩინურ რესტორანში შევედით. მაიკო და ნანიკო დუბაიში მოგზაურობას იხსენებდნენ, კონცერტზე უფრო კარგი დრო რესტორანში გავატარეთ. მაშინ მე და ზინიკო ვფიქრობდით, ჩვენ როდის გავიხსენებდით ჩვენი მოგზაურობის ამბებს. ვერც წარმოვიდგენდით, რომ 4 თვეში ოთხივე ერთად სტამბოლში მოვხვდებოდით.

,,ოსკარების“ ცერემონიალზე რომ მადლობას იხდიან ისე უნდა გადავუხადო გოგონებს მადლობა, რადგან სტამბოლის ტური მე მეძღვნებოდა. 537 ფოტოდან თითქმის ყველგან მე ვარ. იცვლება სტამბოლის ხედები, ადგილები, იცვლებიან ჩემი გოგოები, მაგრამ მე ყველა ფოტოზე ვარ- სალომემ მოიწყინა, სალომემ გაიღიმა, სალომეს მზე ანათებს, სალომე იცინის, სალომე წუწუნებს, სალომე გაბრაზებულია, სალომე ბედნიერია, სალომე აია სოფიასთან, სალომე ბოსფორზე, სალომე ,,უმანკოების მუზეუმში“ და ა.შ და ა.შ. : )))) მადლობა მაიკოს, რომლის გარეშეც სტამბოლი არ იქნებოდა [love u and u know it], მადლობა უსაყვარლეს ნანიკოს, რომელიც მე და ზინიკოს პირველი ნახვისთანავე შეგვიყვარდა და მადლობა ზიკის, რომელსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვეკითხებოდი- ზიკი 30 ლირა რამდენი ლარია? ზიკი ეს რამდენია? ზიკიმ მართლა ,,ოსკარი“ აიღო მომთმენი და საყვარელი გოგოს როლის შესრულებისთვის [u know what I mean].

 DSCN6869

DSCN7015IMG_2841DSCN6951DSCN6952IMG_2933DSCN7131IMG_2952IMG_2954DSCN6865

 

2 responses to “სტამბოლი – მოგონებების ქალაქი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s