23 აპრილი- წიგნის საერთაშორისო დღე

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. სადღაც წავიკითხე ეს ისტორია, არ ვიცი რამდენად მართალია ,,წიგნის დღე  1923 წლიდან აღინიშნება და კატალონიიდან იღებს სათავეს. ქალები მამაკაცებს წიგნებს ჩუქნიდნენ, ხოლო სამაგიეროდ, ყვავილებს იღებდნენ. ეს ქალბატონებისაგან გამოჩენილი ერთგვარი ინიციატივა იყო. წიგნს ქალი მხოლოდ მისთვის სასურველ მამაკაცს ჩუქნიდა. ამის გაკეთება ყველას არ შეეძლო, რადგან, წიგნის ყიდვა ძვირი სიამოვნება გახლდათ. შესაბამისად, ეს ტრადიცია ძირითადად, დიდგვაროვანთა წრეებისთვის იყო დამახასიათებელი.“

IMG_2420

რაც ნამდვილად ვიცი არის ის, რომ იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28-ე სესიაზე, 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღედ. 23 აპრილი სიმბოლურად შეირჩა, ამ დღეს გარდაიცვალა ორი ძალიან მაგარი მწერალი- მიგელ დე სერვანტესი და უილიამ შექსპირი.

ხშირად მეკითხებიან რატომ ვკითხულობ და ვყიდულობ წიგნებს ,,ასე გაგიჟებით“. ფრაზა ,,ასე გაგიჟებით“ ყველაზე მეტად მომწონს ამ შეკითხვაში. პასუხი მარტივია, მეკითხება და იმიტომ ვკითხულობ, წიგნებზე მეტად არაფერი მიყვარს და იმიტომ ვკითხულობ, წიგნზე ძვირფასს ვერაფერს ვიყიდი და იმიტომ ვყიდულობ…

IMG_2017

წიგნის სიყვარულზე ბევრჯერ დაუწერიათ თავად მწერლებს, ყველაზე მეტად შტეფან ცვაიგის- ,,საჭადრაკო ნოველა“, პატრიკ ზიუსკინდის- ,,ერთი დაკვირვება“ და გურამ დოჩანაშვილის -“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”-ში აღწერილი წიგნის სიყვარულის ამბები მიყვარს. როგორც დოჩანაშვილი იტყოდა- ”ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი”.

IMG_1265

დღეს თბილისშიც აღნიშეს წიგნის საერთაშორისო დღე. რუსთაველის თეატრში წიგნების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. სამსახურის გამო მე და მაიკო 8 საათზე მივედით. წიგნებს უკვე ალაგებდნენ, ლამის ხელიდან გამოვტაცეთ -ნობელიანტი ქალის გრაცია დელედას- ,,ლერწამი ქარში“[ გრაცია არის ქალი მწერალი, რომელიც არ წამიკითხავს და თან სათაურმაც მომხიბლა] და ნობელიანტების ლექციები, წაკითხული ნობელის პრემიის მიღებისას ლიტერატურის დარგში. დარწმუნებული ვარ საოცარი ლექციები ექნებათ კუტზეს, იელინეკს, ფამუქს, ჰერტა მიულერს, სენკევიჩს, ჰამსუნს, თომას მანს, ანდრე ჟიდს, ფოლკნერს, ჰემინგუეის, კამიუს, პასტერნაკს… საოცარი მწერლების შთამბეჭდავი ლექციების კრებულია.

რუსთაველის თეატრიდან Bookcity-ში გადავინაცვლეთ, სადაც ჯემალ ქარჩხაძის გამომცემლობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება იყო დაგეგმილი. რათქმაუნდა საღამოს 9 საათზე ყველაფერი დამთავრებული იყო, თუმცა მაინც მოვასწარი ,,მდგმურის“ ყიდვა, ძალიან მომეწონა წიგნის დიზაინი, ვან გოგის ნახატით. ვან გოგზე მე ჩემი მემართება და სულ მინდა ამ წიგნს ვუყურო. ოთარ ჭილაძის ,,100 ლექსს“ ვერ ჩავუარე გულგრილად, ერთმა დაწერა ჭილაძე მოდაში შემოვიდაო და ძალიანაც კარგი, შემოვიდეს მოდაში ჭილაძე. თუნდაც Facebook-ზე ხშირად დაპოსტონ და გააზიარონ ჭილაძის სიტყვები, ფრაზები ლექსები… ასე მაინც თუ წაიკითხავენ და შეიყვარებენ პოეზიას, ამაზე კარგი რა იქნება.

mdgmuri

ერთი თვის წინ ქართველი მხატვრის -კოტე ჯინჭარაძის გამოფენაზე ვიყავი, გამოფენას ერქვა ,,უჯრედები“. ყველა ნახატი შედგებოდა კვადრატებისგან, კვადრატები ქმნიდნენ უჯრედებს… ერთ-ერთი ნახატი, სწორედ წიგნის უჯრედები იყო.

IMG_2093

და ბოლოს ,,ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა ბრძენთან გასაუბრებას უტოლდება“.

ყველა წიგნის მოყვარულს გილოცავთ წიგნის დღეს.

IMG_2335

5 responses to “23 აპრილი- წიგნის საერთაშორისო დღე

  1. ბოლო სურათი რა ლამაზი იყო…. და კიდევ, მაინც უნდა დავამატო, რომ “ლერწამი ქარში” საოცრად მოსაწყენი წიგნია😦 არადა, მეც “ქარმა” მომხიბლა თავიდან და კიდევ მისმა ნობელიანტმა ავტორმა…

    Like

      • ეგ არაფერი. მაინც უნდა წაიკითხო, ბოლოსადაბოლოს ნობელიანტია ^^ თან ქალბატონი ნობელიანტი )))))) ხელწამოსაკრავი ნამდვილად არაა, უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრი ეს იყო :/

        Like

  2. ამინდმა არ გაამართლა. პუშკინის სკვერი უფრო უხდება ამ დღეს🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s