8 მარტზე, ,,ქალურ ბედნიერებაზე“ და წიგნებზე

14 თებერვალი შეყვარებული ქალების დღეა, 3 მარტი დედების, 8 მარტი კი ისეთი ქალების  ჯერ, რომ დედები არ არიან და   თავიანთი არ დაბადებული შვილები უყვართ.

ყველა დღე ქალების დღე არ არისო- ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ მამაკაცებისგან, რომლებიც თავს  იმართლებენ, სინამდვილეში კი საჩუქრების ყიდვა არ  უნდათ.            ძუნწ  კაცზე უარესი მარტო ძუნწი კაცია: )

8 მარტი მიყვარს, მაგრამ 8 მარტის ასეთი მილოცვა – ,,გისურვებ ქალურ ბედნიერებას“ საშინელ განწყობაზე მაყენებს.  ასე მგონია მილიონი ჭიანჭველა დამდის ხერხემალზე. ჩამოხრჩობილის ღიმილით მადლობას ვამბობ და ვერ ვხვდები რა არის ეს უტოპიური, აბსტრაქტული და  ბანალურზე ბანალური   ,,ქალური ბედნიერება“.

8 მარტს  ჩემი ყველაზე საყვარელი ქართული ფილმი- ,,მზე შემოდგომისა“  მახსენდება. ოთარ მეღვინეთუხუცესის და საოცარი ქალბატონის- მედეა ჯაფარიძის დიალოგები_

medea_

”მამაკაცებისათვის ქალების მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის სარვამარტო უნდა იყოს… ძვირფასო მამაკაცებო! როცა შეხედავთ თქვენი მეუღლის დაღლილ და დანაოჭებულ სახეს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ის გოგონაა, რომლისათვისაც თქვენ წინათ ღამეები გითენებიათ, ზოგს ლექსების გიწერიათ, იქნებ უნიჭოდ, მაგრამ გულწრფელად და ზოგჯერ ღამე გიტირიათ კიდეც… სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე რომ ვმუშაობთ, სიყვარულის გახანგრძლივებაზედაც იზრუნეთ… რადგან ხომ გახსოვთ ”უსიყვარულოდ, უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ..”

medea

,,რამდენჯერ გითქვამს, აღარ გიყვარვარო, შენ გინდა მთელი ცხოვრება ჯვარის წერის პირველ დღეს გავდეს. ასე არაა ძვირფასო. თუ დამიჯერებ მე დღეს შენი ნაოჭები უფრო მიყვარს, ვიდრე შენი სახე ოცი წლის წინათ… მაგრამ ცხოვრება ისე გვღლის, რომ ყოველთვის აღტაცებულ მიჯნურად ვეღარ გამოიყურები კაცი.. ”

აკადღეს წვიმიანი ამინდი იყო, მაგრამ  გადავწყვიტეთ წვიმას და ქარს 8 მარტის განწყობა არ გაეფუჭებინა და მე და ზინიკო წავედით  ,,ბიბლუსში“ 8 მარტის დღისადმი მიძღვნილ  საღამოზე. 8 მარტის საუკეთესო საჩუქარი, როგორც ყოველთვის წიგნები აღმოჩნდა. ერთ-ერთი აკა მორჩილაძის ახალი წიგნია- ,,მწერლებსა და წიგნებზე“.  ეს წიგნი ძალიან ჰგავს  ფრედერიკ ბეგბედერის წიგნს- ,,საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე“. ჯერ ბეგბედერს წავიკითხავ და მერე აკას. აკას წიგნების დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ ძალიან მომწონდა მისი გადაცემები. საოცარი თხრობის მანერა ჰქონდა,  არასაინტერესო თემასაც გასმენინებდა. საინტერესო იქნება აკას  შეფასებები  ცნობილ მწერლებზე.

კიდევ ერთი ახალი წიგნი, რომელიც ჩემს ბიბლიოთეკას შეემატა კარლო კაჭარავას ,,მგზავრობის ანგელოსია“. კარლო კაჭარავა და თამაზ ბაძაღუა- ორი  გამქრალი და დაუფასებელი პოეტი. მინდა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს მათ შესახებ.  ჩემს ბლოგზე პირველი პოსტი  სწორედ  თამაზს  მიეძღვნა,  აუცილებლად დავწერ კარლოზეც.

კარლო

ზინიკომ, ცნობილმა ფამუქოლოგმა ორჰან ფამუქის ახალი წიგნი ,,გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი“ მაჩუქა, შენნაირ მკითხველზეაო დაამატა. წავიკითხავ და მერე მოგიყვებით.  მე კი პიერ პეჟუს ,,პატარა შარტრეზი“  ვაჩუქე. დარწმუნებული ვარ კი არ მოეწონება, პირდაპირ შეუყვარდება პატარა ფრანგი გოგო.

მაშინ როდესაც მე და ზინიკო აღტაცებით ვსაუბრობდით წიგნებზე და ახალ გამოცემებზე. სახალისო გათამაშება დაიწყო. ზინიკოს სალათის გაკეთება მოუწია, ,,ბიბლუსის“ ლურჯ წინსაფრიანი ზინიკო ცდილობდა 10 წუთში დაეჭრა სალათის მწვანე ფოთლები, ქათმის ხორცი და სულუგუნი. სამწუხაროდ ზინიკოს ჯგუფის მიერ მომზადებულმა სალათმა  სახელად-  ,,მარტამ“ ვერ გაიმარჯვა. მე, როგორც მოსიყვარულე დედებს  სჩვევიათ ხოლმე  სიტყვით გამოსვლა მინდოდა, ჩვეული ტექსტებით- ,,რა უსამართლობაა“,  ,,როგორ დამიჩაგრეთ ბავშვი“ ,  ,,შენ ყველაზე კარგი ხარ მაინც, გენაცვალოს დედა“, მაგრამ მერე ისევ ამ ფრაზის თქმა ვამჯობინე- ,,მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება- მეთქი“. ზინიკო კი მოწყენილი ამბობდა- დღეს მე კლარა არ მწყალობსო.

მარტ

8 მარტ

სამაგიეროდ კლარა მწყალობდა მე. ქალ მწერლებზე პატარა ვიქტორინა ჩატარდა. პირველი შეკითხვა ელენე დარიანს ეხებოდა და ვერ გამოვიცანი [როგორ დამემართა ახლაც არ ვიცი]. სამაგიეროდ, მეორე კითხვაზე  სრული მობილიზება მოვახდინე და შეკითხვაზე  რომელმა თურქმა ქალმა დაწერა ,,სიყვარულის 40 წესი“ პირველმა ავწიე ხელი და დამსწრე საზოგადოებას მოვახსენე, რომ ეს ქალი ელიფ შაფაქი იყო.  საჩუქრად  შოკოლადის  ოქროს წიგნი გადმომცეს. ძალიან ლამაზი, ოქროსფერი  წიგნია,  გემრიელი ილუსტრაციებით. ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებში ეჭვი მეპარება. ზინიკო დამემუქარა- შენთან რომ  მოვალ ამ წიგნის რეცეპტით უნდა გამიკეთო შოკოლადიო.

შოკოლადის წიგნი

8 მარტს ყველაზე კარგი საჩუქარი – ყვავილებია. ერთმა მეოთხეკლასელმა  ღმერთს წერილი მისწერა- “ყვავილები უკეთესი გამოგივიდა, ვიდრე ადამიანებიო“. არ შემიძლია ამ პატარა გოგოს არ დავეთანხმო. whatever ქალბატონებო გილოცავთ 8 მარტს ,,ქალური ბედნიერების ” გარეშე : )))))

8 marti

5 responses to “8 მარტზე, ,,ქალურ ბედნიერებაზე“ და წიგნებზე

  1. არ მიყვარს არც 14 თებერვალი, არც 3 მარტი და არც 8 მარტი. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასვენების დღეები აღარ მაქვს😀 აი წიგნებს კი სიამოვნებით “ვიჩუქებ” 365-ჯერ წელიწადში (ხანდახან 366-ჯერაც)😀

    Like

    • რატომ არ გაქვს დასვენების დღეები? სად მუშაობ ასე უღმერთოდ?: )))) 14 თებერვალი არ მიყვარს, მაგრამ 3 და 8 მარტი რატომაც არა: )))

      Like

      • ტურისტებმა დასვენების დღეები არ იციან. სულ უნდათ ყურადღება😀

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s