პილატეს სახარება

783px-Ecce_homo_by_Antonio_Ciseri_(1)რელიგიურ თემატიკაზე  მხატვრული ლიტერატურის კითხვა არ მიყვარს. ერთადერთი წიგნი, რომელიც წავიკითხე  ჰენრიკ სენკევიჩის ,,ვიდრე ჰხვალ“ იყო. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მოწყენილი ნერონის მიერ რომის გადაწვამ და სენკევიჩის სიტყვებმა- ,,ნერონმა ისე ჩაიარა, როგორც ჩაივლის ქარიშხალი, ხანძარი, ომი, ჭირიანობა, ხოლო პეტრეს ბაზილიკა ვატიკანის ბორცვებიდან დღემდე გადმოჰყურებს რომსა და ქვეყნიერებას. უწინდელ კაპენის კართან აქამდე დგას პატარა სამლოცველო გაცვეთილი წარწერით ,,Quo vadis, Domine?” ვიდრე ჰხვალ?!” ანუ საით მიდიხარ უფალო?!” ასე ქრება ყოველგვარი ბოროტება, სიკეთე და სიყვარული კი რჩება, რადგან “რწმენა მთებს დაძრავს.”

რწმენა, რომ მთებს დაძრავს ამაში  ,,პილატეს სახარებამ“ კიდევ ერთხელ დამარწმუნა. შმიტის წიგნი სიყვარულზე და რწმენაზეა. ეს არის წიგნი ისრაელზე, ზეთისხილის ხეთა, ფორთოხლების, ლიმონების, ვარსკვლავების, იმედის  და მწყემსების მიწაზე.  შმიტი, ძალიან თბილად, მარტივად და ადამიანურად ჰყვება განკაცებული ღმერთის გახმოვანებულ თუ გაუხმოვანებელ ტკივილებზე, ფიქრებზე, სევდაზე… ყველაფერი იმდენად  ადამიანურია, ისეთი ახლოა, რომ გეშინია კიდეც… გგონია ხელს გაიწვდენ და შეეხები, შეეხები და განიწმინდები.

-რა შეიძლება ამ ქვეყნად ფასეულობად ვაღიაროთ? რისი გულისთვის ღირს ბრძოლა? რა იმსახურებს თავგანწირვას? რისი გულისთვის ღირს სიცოცხლე? სინამდვილეში რა არის ჭეშმარიტება?- ამ შეკითხვებს უსმევს პილატე პონტოელი საკუთარ თავს, მას შედეგ რაც ქრისტეს ჯვარს აცვამს და მერე ხელს დაიბანს აქაოდა მე უბრალო ვარო.

9388-pilate-washing-his-hands-duccio-di-buoninsegna

პილატე პონტოელი Pontius Pilatus — რომის იმპერიაში  შემავალი იუდეის პროვინციის მეხუთე პრეფექტი იყო იმპერატორ ტიბერიუსის  დროს. ფაქტიურად პილატე იყო სახელმწიფო ბრალმდებელი-პროკურორი. ცნობილია, რომ პილატეს ქრისტეს სიკვდილით დასჯა არ უნდოდა და ბრბოს პასექის დღესასწაულის გამო ბარაბას ჯვარცმა შესთავზა, მაგრამ მათი გადაწყვეტილების შეცვლა ვერ შეძლო. არსებობს მოსაზრება, რომ პილატე ქრისტიანი გახდა. შმიტი აღწერს პილატეს ბრძოლას საკუთარ თავთან, პილატეს გულში რწმენა იკაფავს გზას. გაკაფვა ყველაზე ზუსტად აღწერს პილატეს შინაგან ბრძოლას, ეჭვიანობას, ორჭოფობას. პილატეს მეუღლე-კლაუდია ჩემი  საყვარელი ქალი პერსონაჟი გახდა. პილატეს და კლაუდიას  სიყვარულმა პილატე პირველ ქრისტიანად აქცია- კლაუდია პილატეს ეკითხება- იქნებ  პირველი ქრისტიანი სულაც შენ ხარ, პილატე?

მხურვალე სიყვარულის გამო ქრისტემ მოციქულთა შორის იოანე გამოარჩია. პილატეს და იოანეს დიალოგი საპყრობილეში შმიტმა ისე აღწერა სუნთქვა შემეკვრა.  და კიდევ შმიტი ყველაზე მთავარს მიხვდა- ქრისტემ  ადამიანები თავისუფალი გახადა, ყველას მოგვცა შესაძლებლობა, თავად გადავწყვიტოთ, გვწამდეს თუ არ გვწამდეს. განა შეიძლება ვინმემ გაიძულოს გიყვარდეს? ყველა თავად უნდა განაგებდეს თავის ბედ-იღბალს. ყველა თავად უნდა განეწყოს რწმენისთვის და სიყვარულისთვის. ღმერთს ჩვენ ისე ძლიერ ვუყვარვართ, ვერ დაგვაძალებს და რომ ვუყვარვართ სწორედ იმიტომ მოგვცა არჩევანის უფლება.

თევზები

fishთევზი – უძველესი ქრისტიანული სიმბოლოა. ბერძნული სიტყვა ΙΧΘΥΣ-  (თევზი) ხუთი ასოსაგან შედგება და  წარმოადგენს შემდეგი ფრაზის აბრევიატურას „’ΙησόυςΧριστόςΘεού ‘ΥιόςΣοτήρ“ -„იესო ქრისტე, ძე ღვთისა, მაცხოვარი“.

სახარებაში თევზი ძალიან ხშირად არის მოხსენიებული. ქრისტემ მოციქულებად ტიბერიადის ტბის მეთევზეები აირჩია. გენესარეთის ტბასთან ქრისტემ სიმონს უთხრა ტბაში ბადე გადაეგდო, იმდენი თევზი მოაწყდა ბადეს, რომ მეთევზეებს ბადე გაეხათ. ბეთსაიდაში ქრისტემ 5 პურით და 2 თევზით  5 000 კაცი გააძღო. როცა მეძავი ქალის ქვებით ჩაქოლვა გადაწყვიტეს, ქალი ქრისტესთან მივიდა და მისგან ითხოვდა შველას. ქრისტე დუმდა და  ჩამუხლული ქვიშაზე თევზს ხატავდა, შემდეგ კი ბრბოს მიუბრუნდა და უთხრა- თქვენ შორის ვინც უცოდველია პირველმა იმან ესროლოს ქვაო.sixth-century-mosaic-floor-at-Tabgha1

თევზი ნათლისღების სიმბოლოდაც გამოიყენება. როგორც თევზი ვერ გაძლებს წყლის გარეშე, ასევე ჭეშმარიტი ქრისტიანიც ვერ მოიპოვებს ცხონებას  ნათლისღების გარეშე. ბიბლიაში მოთხრობილი ისტორია გვამცნობს, რომ იონა დიდმა თევზმა გადაყლაპა და სამი დღის შემდეგ ხმელეთზე ამოანთხია, რაც ახალ აღთქმაში ქრისტეს ჯვარცმას და სამი დღის შემდეგ აღდგომას გამოხატავს.

რომის კატაკომბებში შემორჩენილია ადრეული ქრისტიანული პერიოდის ფრესკები, სადაც თევზი ქრისტიანობის სიმბოლოს წარმოადგენს. არსებობს საიდუმლო სერობის ფრესკა, სადაც მაგიდაზე პურთან და ღვინოსთან ერთად თევზი დევს.

Fish Sand Symbol როდესაც ქრისტეს რწმენა სასტიკად იდევნებოდა, თევზის სიმბოლო მორწმუნეთა შორის რწმენის გაზიარების საიდუმლო ნიშანი გახდა. ერთი ქრისტიანი დახატავდა ქვიშაზე რკალს,  მეორე ქრისტიანი კი ბოლომდე დახატავდა თევზს. თევზი იყო ქრისტიანთა გამაერთიანებელი და ამოსაცნობი ნიშანი.

P.S. შმიტის ,,პილატეს სახარება“  ერთმა ძალიან კარგმა გოგომ მირჩია, რომელმაც ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ სხეულზე თევზი დაიხატა. ძალიან მიყვარს ეს გოგო და მიყვარს  შმიტის სახარება.IMG_1418

10 responses to “პილატეს სახარება

  1. აბა მოიდა ძია კრიტიკა :)))
    1)მოციქულების სახარება ხო წავიკითხეთ და გავიაზრეთ ახლა შმიტის სახარებას ვკითხულობთ :)))
    2) თევზის სიმბოლოზე საუბარი საინტერესო იყო, უბრალოდ ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე რა წყაროზე დაყრდნობით დაწერა შმიტმა (ავტორმა), რომ იესოსთან მისული მეძავი შველას თხოვდა, ხოლო ჩამუხლული იესო მიწაზე თევზს ხატავდა?
    3) მოყვასის სიყვარულს რა ჯობია, მარა შმიტის სახარების შეყვარებას მოციქულთა სახარება შევიყვაროთ!!!

    p.s. ისე მტლიანობაში ლამაზი თემა გამოვიდა და ეტყობა რომ ნამუშევარია და ციტატებიც შესაბამისად კონტექსტშია გამოყენებული.

    p.s.p. რამდენადაც ვიცი პილატს ცოლი კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული, ასევე პილატეც ეთიოპიური ეკლესიის მიერ.

    Like

    • აი საინტერესო ინფორმაცია ამ ბლოგს რომ მოუხდება :)))

      ბერძენმა ჰერმედიუსმა, იუდეის მმართველთა ოფიციალურმა ბიოგრაფმა, აღწერა პილატეს ცხოვრება. საინტერესოა, რომ ჰერმედიუსი თავიდან ქრისტეს მოწინააღმდეგე იყო და იგი მატყუარად მიაჩნდა. აი, რას წერს იგი პილატეს შესახებ: ქრისტეს ჯვარცმამდე ცოტა ხნით ადრე იუდეაში უნდა მოეჭრათ მონეტა ერთ მხარეს კეისრის (ტიბერიუსის) დიდი, მეორე მხარეს პილატეს მცირე გამოსახულებებით.

      ქრისტეს განსჯის დღეს, როდესაც პილატეს ცოლმა ქმარს ხალხი გაუგზავნა და სთხოვა სიცოცხლე შეენარჩუნებინა ქრისტესთვის, ცოლმა ჰკითხა პილატეს: “რით გამოისყიდი შენს დანაშაულს, თუკი შენგან გაწირული ადამიანი მართლაც ძე ღვთისა აღმოჩნდება და არა დამნაშავე?”

      პილატემ უპასუხა: “თუ ის ძე ღვთისაა, იგი აღდგება მკვდრეთით და მაშინ პირველი, რასაც მე გავაკეთებ, ის იქნება, რომ ავკრძალავ ჩემი გამოსახულების ამოტვიფრას მონეტაზე.”

      უნდა აღინიშნოს , რომ რომაელებისთვის უდიდეს პატივი იყო მონეტაზე საკუთარი გამოსახულების აღბეჭდვა. როგორც ბიოგრაფი ჰერმედიუსი ამბობს, ყველაზე გასაოცარია, რომ პილატემ დანაპირები შეასურლა. როდესაც იგი დარწმუნდა რომ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, მან, მართლაც, აღარ აღაბეჭდვინა თავი მონეტაზე.

      ჰერმედიუსის მონათხრობს სრულებით ადასტურებს თანამედროვე ნუმიზმატიკის მონაცემები. იმ დროიდან მოყოლებული მონეტებს იერუსალიმში ჭრიდნენ მხოლოდ კეისრის გამოსახულებით, პონტოელი პილატეს გამოსახულების გარეშე.”

      “საპატრიარქოს უწყებანი”

      Like

  2. ესეც და ვამტავრებ :DDD

    კლაუდია პროკულა ანუ პროკლა.
    ეკლესიის მიერ შერაცხილ იქნა წმინდანად.
    წმ. პროკლა იყო პილატე პონტოელის ცოლი.
    მას სიზმარში ეუწყა ქრისტეს შესახებ და მათეს სახარებაში წერია რომ უსტარი აფრინა ქმართან რომელშიც არწმუნებდა და სთხოვდა რომ არ დაესაჯა იგი.
    წმ. პროკლა აღესრულა მოწამეობრივად.
    მოიხსენიება 27 ოქტომბერს.

    აქ მგონი ბლოგის ავტორზე მეტი ვწერე და ვპოსტე და ქართული სუფრის არ იყოს თამადაზე მეტი არ უნდა ილაპარაკოს სუფრის წევრმა, ასევე არ დავარღვევ ბლოგის წესებს თორე ჩემზე გაბრაზებული ბლოგი არ მაკომენტარებინებს ეტყობა რეგლამენტს გადავცდი და ჩემზე გაბრაზდა და დამბლოკა კიდეცვ :DDD

    Like

  3. ალექსი გურუ ,,ჩემი ლამაზი თვალებით” წავიკითხე შენი კომენტარები, დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. გავკადნიერდები და მოკრძალებულად გიპასუხებ: )))

    ჩემი პოსტი დავიწყე სწორედ იმით, რომ რელიგიურ თემატიკაზე მხატვრულ ლიტერატურას არ ვკითხულობ, რადგან ეს ძალიან სენსიტიური თემაა. თუმცა არსებობს გამონაკლისები- ჰენრიკ სენკევიჩის- ,,ვიდრე ჰხვალ” და ერიკ ემანუელ შმიტის- ,,პილატეს სახარება”. ეს წიგნები მიეკუთვნებიან მხატვრულ ლიტერატურას, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მწერალი თავისი ინტერპრეტაციით ასახავს იმას, რაც მოცემულია კანონიკურ ტექსტებში, სახარებაში, ბიბლიაში, წმინდა მამების მიერ დაწერილ წიგნებში. მაგრამ ჩემთვის გადამწყვეტი იყო ის, რომ ამ წიგნებში არ არის მკრეხელობა, ჩვენი რწმენის და მრწამსის შეურაცხყოფა, როგორც ეს არის დენ ბრაუნის- „და ვინჩის კოდში“. გეთანხმები, რომ ჯერ სახარება უნდა წავიკითხოთ და მერე მხატვრული ლიტერატურა, მაგრამ დამერწმუნე, ამ წიგნებში იმდენი რწმენა და სიყვარულია, რომ მათი წაკითხვის შემდეგ ნამდვილად უკეთესები ვხდებით.

    Like

  4. ძალიან ინფორმატიული პოსტია სალომე, ბევრ ამეს გაიგებს დაინტერესებული მკითხველი:-)
    ეს ჩემიყველაზე საყვარელი წიგნია შმიტის წიგნებიდან, იესოს მონოლოგის გამო. შემძრა ასეთმა ხედვამ, რომ შეიძლება იმასაც ეშინოდა და ეჭვები ტანჯავდა. მე მიყვარს და მაინტერესებს ყველა ის წიგნი, სადაც იესოს ადამიანური ბუნებაა წინა პლანზე. მე მიყვარს ადამიანის დანახვა ღმერთში:-)
    და იუდას ფაქტორი არის შესანიშნავად გადათამაშებული. ძველია ეგ თეორია, მაგრამ მე ძალიან მინდა, მართალი იყოს:-) ანუ ღალატის ამბავი კი არ იყოს ჯვარცმის ისტორია, მეგობროიბის და უსაზღვრო თავგანწირვის ისტორია იყოს.

    Like

    • მადლობა მარი:))) მეც მინდა მჯეროდეს, რომ ღმერთი ყველას მიუტევებს, ვინც შეინანებს, იუდასაც კი: )))

      Like

  5. სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი წიგნის წაკითხვა რომ დავიწყე, მაგრამ იცით რა მომეწონა ყველაზე მეტად? ავტორი იეშუას და პილატეს განცდებს პირველ პირში ისე აღწერს თითქოს თვითონ იყოს ამ ყველაფრის მოწმე.

    Like

    • ამიტომ მიყვარს შმიტი
      შიშველ გრძნობებს აღწერს ისე, როგორც არის

      Like

  6. დეფიციტურია, თუმცა მაინც გამოჩნდება სადმე: ))) მთავარია მონდომება: )))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s