ზეცისკენ ყველა გზა მოჭრილია!

807ოსნე საიეშტადი – ,,ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“

ნორვეგიელი ჟურნალისტი ქალი ოსნე საიეშტადი ავღანეთში ცხოვრობდა, სადაც ავღანელი ქალების ცხოვრების შესახებ წიგნი – ,,ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე“ დაწერა. წიგნი გამოცემისთანავე ბესტსელერად იქცა.

ავღანეთში ქალებს  ეკრძალებათ:

-შილიფად ჩაცმა.

-მკერავებს ეკრძალებათ ქალის ტანსაცმლის კერვა.

-ევროპული ვარცხნილობა.

-ხელის ან ფეხის თითზე ლაქის წასმა. ამ კანონის დარღვევისთვის არაერთი ქალისთვის მოუჭრიათ თითი.

-შინიდან გასვლა. იმ შემთხვევაში, თუ გარეთ  გასვლა მაინც მოუწევთ, ეკრძალებათ მოდური ტანისამოსით, მაკიაჟით და ჩადრის გარეშე სიარული.

– თანმხლები ნათესავი მამაკაცის გარეშე  ტრანსპორტში ასვლა.

– მუსიკა.

-ცეკვა ქორწილებსა და ნიშნობებზე.

-ფრანის გაშვება.

-სურათები.

– მდინარის პირას, მდინარის წყალში სარეცხის რეცხვა.

-პატარა გოგონებს ეკრძალებათ თოჯინებით თამაში.

შარიათის კანონების თანახმად, არც ერთი ქალი შინიდან ჩადრის გარეშე არ უნდა  გავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩ ქალებს  შარიათის კანონების მიხედვით დასჯიან და შეაჩვენებენ. მათთვის ზეციური სასუფევლისკენ ყველა გზა მოჭრილი იქნება! ალაჰუ აკბარ!- დიდ არს ალაჰი.IMG_1477

ეს ავღანეთია- ისრაელის დაუძინებელი მტერი, სადაც სკოლაში ბავშვებს მათემატიკას ასე ასწავლიან: პატარა ომარს აქვს 1 კალაშნიკოვი 3 მჭიდით, თითოეულ მჭიდში 20 ტყვია დევს. იგი ტყვიების 2/3-ით  60 ურჯულოს კლავს. რამდენი მოკლული ურჯულო მოდის თითო ტყვიაზე?

ავღანეთში ქალები საკუთარ სურვილებს, დარდს და ოცნებებს თრგუნავენ. მათ ბურკებს მუდამ მტვრის და საჭმლის სუნი ასდით. ქალების  პირდაპირი მოვალეობა ოჯახში მყოფი ყველა კაცის მონური მორჩილება და უსიტყვო მსახურებაა. მათ მხოლოდ  ბრინჯის და ლობიოს ჭამა შეუძლიათ. სამზარეულოში წვნიანი ბროწეული, დაშაქრული ბანანი, მანდარინი, ფორთოხალი და ვაშლი ლპება, მაგრამ ქალები მამაკაცების შიშით თითსაც არ აკარებენ. ისინი ,,შიშის პირმშოები“ არიან.

სიყვარული ავღანეთში ტაბუდადებული თემაა. ახალგაზრდებს  ერთმანეთთან შეხვედრის უფლება არ აქვთ. სიყვარული დანაშაულთან არის გაიგივებული და მისი სასჯელი მხოლოდ სიკვდილია. ლეილას  ტალახში ჩაფლული საზოგადოება და მტვერდადებული ტრადიციები გასაქანს არ აძლევს, გოგონა იმ სისტემის მარწუხებშია მოქცეული, საუკუნეების მანძილზე რომ ყალიბდებობდა.  ლეილას ცხვოვრებაში გამოჩნდება ბიჭი, რომელსაც შეუძლია მისი ცხოვრება შეცვალოს, მაგრამ ოჯახის წევრები ლეილას მარადიული მტვრის საყლაპავად იმეტებენ. დღეები გადის და არაფერი იცვლება…

სუადი-,,ცოცხლად დამწვარი“

gula2მაშინ როდესაც ევროპაში გოგონებს  შეყვარებულები ჰყავთ, არსებობს ქვეყნები, სადაც ზუსტად მათნაირ გოგონებს ცოცხლად წვავენ, მჟავას ასხამენ, ქვებით ქოლავენ, ცოცხლად მარხავენ და სიკვდილით სახალხოდ სჯიან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ქუჩაში უცხო მამაკაცს შეხედეს. შეხედეს და მეტი არაფერი! ეს ,,Jarimat al sharaf”- ღირსების დანაშაულის გამო ჩადენილი უსასტიკესი დანაშაულებია, რომლებიც არ ისჯება.

სუადის წიგნის წაკითხვის შემდეგ ღმერთს მადლობა შევწირე, რომ ქრისტიანი ვარ და აღმოსავლეთში  არ დავიბადე, რადგან იქ ქალად დაბადება წყევლაა. სუადი 17 წლის გოგონაა, რომელიც ,,ოჯახის შერცხვენის“ გამო ცოცხლად დაწვეს. სხეულის 70%-იანი დამწვრობის მიუხედავად ის ცოცხალი გადარჩა, გადარჩა რათა დაეწერა წიგნი და  მთელი მსოფლიოსთვის მოეთხრო როგორ იტანჯებიან ქალები. ყველაზე მძაფრი მომენტი იყო საავადმყოფოში, დამწვარ სუადს ოჯახის წევრები რომ ესტუმრნენ -მამა ჯოხით, დედა-საწამლავით, ძმა გამჭვირვალე პარკით, სადაც ბანანი და ფორთოხალი იდო. დანარჩენი კი უნდა წაიკითხოთ…

ახლახანს გამოვიდა ირანელი  მწერალი ქალის ზოია ფირზადის წიგნი – „შევეგუებით”, რომელიც ირანში ქალების ცხოვრებას ეხება, თუმცა ირანში ქალები კი არ ცხოვრობენ- ეგუებიან  არსებულ ყოფას.

ირანელმა ფოტოგრაფმა ქალმა  Shadi Ghadirian-მა ირანში მცხოვრებ ქალებზე ფოტოსესია გადაიღო, აქცენტი  ქალების დისკრიმინაციულ მდგომარეობაზე  გაკეთდა.  მნიშვნელოვანია არა ის, ვინ დგას  ჩადრის უკან, არამედ ის საქმე, რასაც ქალი  ოჯახის წევრებისთვის ასრულებს.

H0027-L16475650

 94

 

  ,,EXIT- გასასვლელი“

საქართველოში ქალები ჩადრით და ბურკებით, რომ არ დავდივართ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ქალთა უფლებებს  სათანადოდ იცავენ.  ცოტა ხნის წინ თბილისში ასფალტზე შემდეგი წარწერები გაჩნდა: “ოჯახის რჩენა მხოლოდ კაცის საქმეა”, “ქალი და ლიდერი?!”, “კაცია და გადაწყვიტოს”, “ქალი ვიცი მე “კუხნაში””, “გოგოს რად უნდა ამდენი სწავლა?”,  “პოლიტიკა რა ქალის საქმეა!”- ამ წარწერების ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,შეიცვალე აზრი-დაანგრიე სტერეოტიპი“ აღმოჩნდა.

12033000993_de496d4b50

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით 2012 წელს, სელექციური აბორტების შედეგად  1151-ით ნაკლები გოგონა დაიბადა. დარწმუნებული ვარ, არდაბადებული გოგონების მამები სუფრაზე განსხვავებულით დალევენ მანდილოსნების სადღეგრძელოს, რომ ქალების გარეშე მათ ცხოვრებას აზრი არ აქვს (!) 

2011 წელს ერთ-ერთი ლიტერატურული კონკურსი მოიგო ჩემმა მოთხრობამ –  ,,EXIT- გასასვლელი“. დღემდე ვფიქრობ, რომ ეს მოთხრობა   პირველი პრემიის მფლობელი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ძალიან მტკივნეულ თემას- ქალებზე ძალადობას ეხებოდა. არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა, მაგრამ შენობებში,  სადაც აბრა -,,EXIT“    კიდია, გასასვლელი არ არის. ეს აბრა მხოლოდ მიგანიშნებს, რომ სადღაც გასასვლელია… სადღაც…

 images

 

 

 

 

6 responses to “ზეცისკენ ყველა გზა მოჭრილია!

  1. ჩვენი ცხოვრება ვერც შეედრება მათ “ცხოვრებას”, მაგრამ რაც მეტ ასეთ წიგნს წავიკითხავთ, უკეთესი იქნება… ერთ დროს ირანიც ნორმალურად განვითარებადი ქვეყანა იყო, მაგრამ დღეს ისე მოგუდავენ საკუთარ შვილს ცხვრის ტყავით, რომ ხელიც არ აუკანკალდებათ… თან ამ საშინელებებს ღმერთის სახელით აკეთებენ…

    Like

    • ნათია გეთანხმები, რომ ჩვენი და ავღანელი/ირანელი ქალების ცხოვრება მკვეთრად განსხვავდება, შედარება არც მიცდია: ) უბრალოდ აქცენტი იმაზე გავაკეთე, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობა და საერთოდ ქალებზე ძალადობა (სხვადასხვა ფორმით და გამოვლინებებით) არანაკლებ მტკივნეული თემაა.

      Like

  2. სანიმუშონი არიან ერთი დიდი ნაკლია რომ თავს იმცირებენ არა ღვთის შიშის გამო. საერთოდ კაცი ვერ აფასებს იმას რაც აქვს, სანამ უარესს არ შეხვდება, მარა ვაი რომ ის უარესიც ხშირად გვავიწყდება და ყვედრებას ვიწყებთ. ვისაც მეტი აქვს იმას მეტიც მოეთხოვება, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვითხოვთ ისე რომ სანაცვლოს არ გავცემთ, მიღება გვიყვარს, ხოლო დათმობა არა და კვლავ ყვედრება. მოდი და ადარე თავი

    Like

    • ალექსი გურუ: )) მიხარია შენი გამოჩენა ჩემს ბლოგზე: )

      როგორც მივხვდი არ მეთანხმები, მაგრამ იმას ვერ მივხვდი, რისი თქმა გსურს და კონკრეტულად რა არის შენთვის მიუღებელი ჩემს მოსაზრებაში ქალთა უფლებების თემაზე: )))

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s