The Great Gatsby

 

01უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ოთხი წიგნის დასაწყისი მახსოვს ზეპირად- მარკ ტვენის  ,,ტომ სოიერის თავგადასავალი”, ერნესტ ჰემინგუეის ,,კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”,  გაბრიელ გარსია მარკესის ,,მარტოობის ასი წელიწადი“ და  სკოტ ფიცჯერალდის  ,,დიდი გეტსბი“.

“Whenever you feel like criticizing any one,” He told me, “just remember that all the people in this world haven’t had the advantages that you’ve had- ,,ყრმობისას, როცა კაცზე ყველაფერი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მამაჩემმა დამარიგა- გაკიცხვა თუ დააპირო ვინმესი, გახსოვდეს, რომ ყველას შენსავით არ უცხოვრია“- ასე იწყება ,,დიდი გეტსბი“.  თითქმის 10 წელი გავიდა, რაც ეს წიგნი წავიკითხე, მაგრამ ხშირად მიფიქრია ამ სიტყვებზე.

როცა კინოთეატრებში  ფილმი გამოვიდა არ წავედი, არ მინდოდა რუსული თარგმანით მენახა. მას შემდეგ გავიდა  ბევრი თვე, გადმოვწერე  ჩემს ლეპტოპში და აი თებერვლის ყველაზე თოვლიან და ცივ დღეს გადავწყვიტე ამ ფილმის ნახვა.02

ერთხელ მეგობარმა მითხრა- მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც შენსავით მოთმენა შეეძლოსო. უცნაური რაღაც მჭირს. ვთქვათ ძალიან მინდა წიგნის წაკითხვა, ვიყიდი ამ წიგნს, დავდებ თაროზე, ვითმენ, ვითმენ, მერე დავიწყებ კითხვას და ყველაზე საინტერესო ეპიზოდზე დავხურავ.  გავა ერთი დღე, ორი დღე. გონებაში სულ ვფიქრობ რა მოხდება რა მოხდება, მაგრამ არ ვკითხულობ. მერე მივუბრუნდები. ეს ემოციებს, შეგრძნებებს და განცდებს აორმაგებს, საოცრად ამძაფრებს.  არადა ბევრისგან გამიგია წიგნს ბოლოდან ვიწყებ ვერ ვითმენ სანამ ბოლოში ჩავალო. ცხოვრებაში არ წამიკითხავს წიგნი ბოლოდან.

ასე დამემართა ამ ფილმზეც. მინდოდა მენახა და არ ვნახე.  სწორადაც მოვიქეცი. ჩემი თეორია აქაც გამართლდა.  ეს იყო ფილმი დღესასწაული, ფილმი ფეირვერკი. ბრწყინვალე მსახიობები, მუსიკა, კოსტუმები. ერთდროულად რამდენიმე ემოცია მეუფლებდა- მინდოდა მეყვირა, მეტირა, მინდოდა აღარ მესუნთქა, მოვმკვდარიყავი.

გეტსბის პირველი შეხვედრა დეიზისთან, დეიზის პირველი სტუმრობა გეტსბისთან, გეტსბის მწვანე შუქი ტბაზე… გეტსბის ცეკვა,  ხმაურიანი წვეულებები, დეიზის გაწყვეტილი მარგალიტები,  გეტსბის სიყვარული, ნამდვილი სიყვარული…

002წიგნის თაროზე მოვძებნე თხელყდიანი, ძველი, ყვითელფურცლებიანი  ,,დიდი გეტსბი“. თავიდან გადავიკითხე.  სულ სხვა ემოცია დამიტოვა. 14 წლის ნამდვილად ვერ ვიგრძნობდი ამ წიგნს ისე, როგორც  ახლა 24 წლის ვგრძნობ. წიგნის კითხვის დროს ფილმის კადრები მედგა თვალწინ, იშვიათია  წიგნის ასეთი კარგი ეკრანიზაცია.

თარგმანი ნამდვილად ვერ ბრწყინავდა, მაგრამ იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი, თარგმანს ყურადღება აღარ მივაქციე. და მაინც ვინ იყო ეს ჯეი გეტსბი, კაცი, რომელიც ღმერთივით ცხოვრობდა, ხმაურიან წვეულებებს აწყობდა, სადაც ერთმანეთს ეცნობოდნენ და მყისვე ივიწყებდნენ, რომელიც თანაგრძნობით იღიმებოდა, ისეთი ღიმილი ჰქონდა ნდობით და რწმენით რომ აგავსებს. ასეთ ღიმილს იშვიათად შეხვდებით ცხოვრებაში, რომელიც ყველას ,,old sport”-ით მიმართავდა, ოქსფორდში სწავლობდა და ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ქალი უყვარდა.

დეიზი გახლდათ პირველი დახვეწილი გოგო მის ნაცნობებს შორის- ასე ამბობდა გეტსბი დეიზიზე. მწერალი კი დეიზის ყველაზე ზუსტად ახასიათებს, ამაზე საშინლად შეუძლებელია ქალი დაახასითო – მისი ხმა ფულის წკრიალს ჰგავდა. გეტსბი მხოლოდ იმიტომ უარყო, რომ მდიდარი არ იყო. ამის მიუხედავად მაინც უყვარდა გეტსბის, იმდენად ღრმა იყო გეტსბის შეხედულება დეიზისთან მის ურთიერთობაზე, რომ ვერც გაზომავდი.   გეტსბის ნამდვილი დეიზი კი არა თავისი გამოგონილი დეიზი უყვარდა. 5 წელი ელოდა გეტსბი მწვანე შუქს, ბედნიერებით სავსე ცხოვრების სწამდა, მაგრამ ცხოვრება მუდამ უკან წარსულისკენ გვაბრუნებს და ვერც  გეტსბიმ შეძლო წარსულის შეცვლა.

და ბოლოს იყო თუ არა გეტსბი დიდი?

იყო…

03

04

05

06

 

 

 

8 responses to “The Great Gatsby

  1. რობერტ რედფორდიც კარგი გეტსბია, მაგრამ ძველ ეკრანიზაციას ახლის ღირსებები აკლია. 1974-ში ვერც გადაიღებდნენ ასეთ ლამაზ ფილმს🙂

    Like

    • შენ ნამდვილად ვერ შეგეკამათები ისეთი კინომოყვარული ხარ: )) მე მიყვარს ასეთი ფილმები, მაგრამ თავს არ დავდებ, რომ ბაზ ლურმანმა ყველაფერი სწორად გააკეთა: )))

      Like

  2. ამ წიგნის ორიგინალი ბავშვობიდან იპყრობდა ჩემს ყურადღებას. წიგნის თაროდან მიყურებდა და მიწვევდა. შემდეგ თაროს შიგნით, რიგით წიგნებთან ამოყო თავი, თან ბებიაჩემის ხელში “ნაზია ღამე”-ს თარგმანიც დავინახე და ფიცჯერალდის გაცნობის დროც დიდი ხნით გადაიდო🙂 (თუმცა ფიცჯერალდის გაცნობა სწორად ამ წიგნით დავიწყე).
    შარშან, როდესაც ამ ფილმის თრეილერი ვნახე, მაშინვე გამახსენდა წიგნი, რომელიც თაროდან მიმზერდა ხოლმე. ბევრი რეკომენდაციის მიღების შემდეგ ფილმის ნახვაც გადავწყვიტე. მაგრამ ცუდი გამოცდილების გამო, რომელიც ფილმების შემდეგ წიგნის წაკითხვას ახლავს ხოლმე თან, (ფილმები წარმოსახვის უნარს მაკარგვინებენ, რომელიც წიგნის კითხვისას ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რამეა და მთელი წიგნი უფრო მოგონებების კასკადად იქცევა ვიდრე წიგნად), ის წიგნი მოვიძიე და კითხვას შევუდექი. ფიცჯერალდის წინა საუკუნის ენის გაგება, მართალია ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მალევე შევეჩვიე და შესანიშნავი შთაბეჭდილებაც დატოვა.
    ამის შემდეგ ფილმიც გადმოვწერე, კარგი ხარისხით და ვუყურე. პირველი რა შეკითხვაც გამიჩნდა იყო: Where the Gatsby’s fuckin schedule has gone? რეჟისორზე ძალიან გავბრაზდი, რადგან სცენარისტიც თვითონ გახლავთ. თვითონ ფილმი მეც ძალიან მომეწონა, მაგრამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო, ყოველდღიური გეგმის მწვანე შუქ-ოცნებით შეცვლამ ძალიან გული დამწყვიტა.
    ამ ყოველდღიურმა გეგმამ გეთსბის სახე გამაცნო. ფიცჯერალდმა ამ პატარა წიგნაკით გვანახა, რომ გეთსბი სიყვარულისთვის და მიზნისთვის არა რაიმე უკანონოს (მაგ. ნარკოტიკებით ვაჭრობას, როგორც მასზე ლაპარაკობდნენ), ცბიერს ან მისი მორალური პრინციპების საწინააღმდეგოს აკეთებდა, არამედ ეს ყველაფერი ყოველდღიური, საკუთარ თავთან ჭიდილის და გამარჯვებების შედეგი იყო. ამის გამო ამ ფილმმაც ღირსება დაკარგა ჩემ თვალში და ზოგადად ფიმების ნახვაც, რომლებიც ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე ჩემ ცხოვრებაში პატარა ადგილს იკავებს, უფრო და უფრო გაიშვიათდნენ😦.
    იმედია ჩემ რთულწყობილ წინადადებებს და ფილმის შელანძღვას არ მიწყენთ🙂

    Like

  3. პირიქით,მადლობა ასეთი შინაარსიანი კომენტარისთვის : )))) წიგნი ჯობია თუ ფილმი- ასეთი ბანალურ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არც ღირს. უბრალოდ მე მაქვს ჩემი პრინციპული დამოკიდებულება, რომ წიგნს ვერაფერი შემიცვლის, ვერც ფილმი, ვერც ქინდლი, ვერც სოციალური ქსელი, ელექრონული ვერსიები და ა.შ. თუმცა გამორჩეული ფილმებიც მაქვს: )))) ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფილმმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. შეიძლება რეჟისორმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა აღარ ჰქონდა: )))) რამდენიმე კადრის გამო ყველაფერი ვაპატიე: ))))

    Like

  4. ფიცჯერალდი ”ნაზია ღამე”-თი გავიცანი რამდენიმე თვის წინ, ამ დროს დიდი გეტსბი-ს ეს ახალი ეკრანიზაცია ნანახი მქონდა, იმიტომ რომ წიგნი ბიბლიოთეკაში ვერ მოვიძიე და ბორჯომში ვერც წიგნის მაღაზიაში ვნახე, რამდენიმე დღის წინ კი pdf ვერსია გადმოვწერე და დიდად სასიამოვნო არ იყო, მაგრამ იმდენად მაინტერესებდა ტელეფონში დავიწყე კითხვა. შენი არ იყოს, მეც სულ ფილმის კადრები მედგა თვალწინ როცა ვკითხულობდი, საოცარი ეკრანიზაცია იყო მართლაც, ვერ ვიტყვი რომ წიგნით უფრო ბევრი გავიგე, ვიდრე ფილმით, ბერჯესის ”მექანიკურ ფორთოხალზეც” და მის ეკრანიზაციაზეც იგივეს თქმა შემიძლია, ფილმი და წიგნი ერთმანეთს რომ ავსებს და ერთნაირად რომ მოგწონს. მთავარი ამ წიგნში დეიზის არჩევანი იყო ჩემი აზრით და ის, რომ გეტსბი დიდი იყო მათ ფონზე, არა სიმდიდრით, არამედ მაშინაც როცა მდიდარი არ იყო, რადგან მისი ღირსებები ფულზე ძვირად ფასობდა რა თქმა უნდა. ერთი რამ რაც ასე ვთქვათ არ მეჭაშნიკა ის იყო, რომ კითხვისას ვერ ვხვდებოდი რომ ეს ფიცჯერალდის დაწერილი იყო, სულ სხვანაირად იკითხებოდა ნაზია ღამე და სულ სხვანაირად ჩამეკითხა დიდი გეტსბი, თითქოს ეს ორი სხვადასხვა ავტორის დაწერილი წიგნი ყოფილიყო, მაგრამ ეს ალბათ უფრო თარგმანის ბრალია არ ვიცი. პ.ს. ეს ჩემი პირველი კომენტარია შენს პოსტზე, მიუხედავად იმისა, რომ შენს ბლოგს ხშირად ვსტუმრობ და ძალიან მომწონს. ♥

    Liked by 1 person

  5. მარი მიხარია, რომ ჩემს ბლოგს კითხულობ:)))) კომენტარების დაწერა არ უყვართ ხოლმე, მერე პირადად მეუბნებიან. ჩუმი მისტიური მკითხველები მყავს-მეთქი ვხუმრობ: )))

    ,,ნაზია ღამე” და ,,დიდი გეტსბი” მართლა არ ჰგავს ერთი მწერლის დაწერილს, ფილმზე კი უბრალოდ შეყვარებული ვარ.

    ,,მექანიკური ფორთოხალი” წიგნი-საშინლად მძაფრი იყო, დამანგრეველი. წიგნის გავლენით ფილმი გადმოვწერე და პირველივე კადრებიდან მივხვდი, რომ არ შემეძლო ძალადობის და სისასტიკის ყურება და წავშალე. თუმცა ვინც კინოში ერკვევა, ყველა აღიარებს, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია. მაგრამ მე მაინც არ შემიძლია…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s