იფიქრეთ სხვაგვარად- Think Different

იყავით მშივრები-იყავით თავზეხელაღებულები…

01-Julia-Roberts-ევამ ადამი ვაშლით შეაცდინა და აკრძალული ხის ნაყოფის – ვაშლის გამო სამოთხე დავკარგეთ.

ფიფქიას ბოროტმა დედინაცვალმა მოწამლული ვაშლი აჭამა და პრინცი რომ არა სამუდამოდ  იძინებდა.

ნიუტონის ბაღში ხიდან ვაშლი რომ არ ჩამოვარდნილიყო და ნიუტონს თავზე არ დაცემოდა, არ გვეცოდინებოდა დედამიწის მიზიდულობის კანონის შესახებ.

პელევსისა და თეტისის ქორწილში ქალღმერთი ერისი არ დაპატიჟეს, განაწყენებულმა ოქროს ვაშლი – წარწერით ,,უმშვენიერესს“ სამ ულამაზეს ქალღმერთს-ჰერას, ათენასა და აფროდიტეს შორის გააგორა და განხეთქილება ჩამოაგდო, ასე იქცა ვაშლი განხეთქილების სიმბოლოდ…

და ყველაზე მთავარი რომ არ დაბადებულიყო სტივ ჯობსი, არ იქნებოდა ,,ვაშლის იმპერია“ ასეთი დიადი და არც ჩვენ ვიფიქრებდით სხვაგვარად…

გამომცემლობა “პალიტრა L”-ის წიგნი ,,სტივ ჯობსი-ბიზნესის გენია“ ერთი ამოსუნთქვით იკითხება. სტივ ჯობსზე დაბადებისთანავე ორჯერ თქვეს უარი-ჯერ ბიოლოგიურმა მშობლებმა, შემდეგ შვილად აყვანისთვის შერჩეულმა წყვილმა. ჰოუმსთადის სკოლაში სტივი ერთნაირად ინტერესდებოდა მათემატიკით, ზუსტი მეცნიერებებითა და ,,LSD“-ით. 15 წლის იყო, როცა მარიხუანას მოწევის გამო მამასთან ნამდვილი ჩხუბი მოუვიდა და როგორც შემდეგ იხსენებდა სწორედ იმ წელს წაიკითხა ბევრი ისეთი წიგნი, რომელსაც ტექნიკასთან არაფერი ჰქონდა საერთო: შექსპირი, პლატონი, ,,მობი დიკი“, ტომას დილანის ლექსები…02-jobs

სტივ ჯობსს უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია. ის რიდის კერძო ჰუმანიტარული უნივერსიტეტიდან გარიცხეს, თუმცა განსაკუთრებული ნიჭის გამო ნება დართეს მისთვის სასურველ ლექციებს დასწრებოდა. უნივერსიტეტში გატარებული წელიწად-ნახევრის განმავლობაში სტივი ბოჰემურად ცხოვრობდა-დადიოდა ფეხშიშველი, ზამთარში სანდლებს იცმევდა, აგროვებდა და აბარებდა ,,კოკა-კოლის“ ბოთლებს. ,,ვაშლის იმპერიის“ შექმნის შემდეგ 22 წლის სტივ ჯობსი პირველი მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. 25 წლისას კი 256 მილიონი დოლარის ქონება ჰქონდა.

ყველაზე საინტერესო კომპანიის სახელის-Apple Computer-ის შერჩევა იყო, ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ მაინცდამაინც ვაშლი და არა საზამთრო, ნესვი, მარწყვი, ატამი ან ნებისმიერი სხვა რამ: ) ჯობსი ასე იხსენებდა ამ ეპიზოდს- ,,იმ დროს ვაშლის დიეტაზე ვიყავი და სწორედ ამან გამახსენა ვაშლი. სახელი მართლაც საინტერესოდ, ენერგიულად და არა საშიშად ჟღერდა. ერთი შეხედვით ვაშლს და კომპიუტერს არაფერი ჰქონდათ საერთო, მაგრამ ყველა ვინც ყურს მოჰკრავდა ამ სახელს, მაშინვე ამახსოვრდებოდა“. არტდირექტორმა კომპანიის ორი ლოგო შექმნა, ერთი იყო მთელი ვაშლი, მეორე კი მოკბეჩილი. ჯობსს მოკბეჩილი უფრო მოეწონა და Apple-ის ლოგოც მოკბეჩილი ვაშლი გახდა.

03

სტივ ჯობსის ბიოლოგიური მამა 23 წლის იყო, როდესაც შვილზე უარი თქვა. წლების შემდეგ იგივე გაიმეორა სტივმაც და ფეხმძიმე შეყვარებული მიატოვა. ,,ცხოვრებაში ბევრი რამ გავაკეთე, რის გამოც ახლა მრცხვენია, მე მივატოვე გოგონა, რომელიც ჩემგან იყო ფეხმძიმედ, 23 წლისას გამიჭირდა ამხელა პასუხისმგებლობის აღება“ – წერდა ჯობსი. მოგვიანებით დნმ-ის ანალიზის შემდეგ ჯობსმა ქალიშვილის მამობა აღიარა და მის საპატივცემულოდ პერსონალური კომპიუტერის ახალ მოდელს ,,Lisa” დაარქვა.

კომპანიის პრეზენტაციებს  ჯობსი  ყოველთვის თავად  აკეთებდა. შავ, გრძელ სახელოებიან როლინგში, ,,ლევისის“ ლურჯ ჯინსის შარვალში გამოწყობილი ჯობსი, ხელში წყლის ბოთლით, მოუთმენელი ნაბიჯით სცენაზე დადიოდა და ლაპარაკობდა Apple- ის ახალ მოდელებზე. პრეზენტაციებზე მუდმივად მისი საყვარელი ჯგუფის ,,ბითლზის“ მუსიკა ისმოდა…

04

სტივს უყვარდა ,,პორშე“, ,,მერსედესი“, ,,ჰეკელის“ დანები და BMW-ს მოტოციკლეტები… მაგრამ მისი სახლი არაფრით გამოირჩეოდა. არ ჰყავდა მოსამსახურეები და პირადი მცველები. ავტომობილს ყოველთვის თვითონ მართავდა. როგორც ამბობდა, საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ ფული არ გააფუჭებდა.

საქართველოში Apple- ის კომპიუტერები და Iphone-ები 2011 წლიდან გახდა აქტუალური. როცა ,, Iphone 5“ გამოვიდა, ზუსტად ვიცოდი, რომ მე აუცილებლად გავხდებოდი ,,Iphone 5“ -ის ,,სექტის“ წევრი, ეს არ იყო მხოლოდ სნობური გადაწყვეტილება, მქონოდა მსოფლიოში ყველაზე მაგარი, უახლესი მოდელის ტელეფონი. დღემდე ვთვლი, რომ Apple-ის მობილური ტელეფონი არის ყველაზე დახვეწილი, ელეგანტური და ულტრათანამედროვე მობილური.

05

2005 წელს სტივ ჯობსი სტენფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა და სტუდენტებს თავისი ცხოვრების შესახებ სამი ისტორია მოუყვა:

1. წერტილების შეერთება

ცხოვრება წერტილების შეერთებაა… უნდა გჯეროდეთ რაღაცის-თქვენი ჟინის, ბედისწერის, სიცოცხლის, კარმის, ნებისმიერი რამის. ამ პრინციპს ჩემთვის არასდროს უღალატია და მან ბევრჯერ შეცვალა ჩემი ცხოვრება;

2. სიყვარული და დაკარგვა

ზოგჯერ ცხოვრება თავში აგურს წამოგარტყამს ხოლმე, თუმცა რწმენა არ უნდა დაკარგო. ერთადერთი, რაც მე უკან დახევის საშუალებას არ მაძლევდა, საქმის სიყვარული იყო. თქვენც უნდა იპოვნოთ საქმე, რომელიც გიყვართ. თუ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ, გააგრძელეთ ძებნა, ნუ გაჩრდებით…

3. სიკვდილი

ყოველ დილით სარკეში ვიხედები და საკუთარ თავს ვეკითხები: „დღეს რომ ჩემი ბოლო დღე იყოს, მომინდებოდა იმის გაკეთება, რასაც დღეს ვაკეთებ?“ როდესაც ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია, ვხვდები, რომ რამე უნდა შევცვალო. დაახლოებით ერთი წლის წინ კიბოს დიაგნოზი დამისვეს. სიკვდილი არავის სურს, არც მათ, ვინც ამბობს, რომ სამოთხეში მოხვედრა სურს. სიკვდილი ყველასთვის დანიშნულების ის ბოლო წერტილია, რომელსაც ვერავინ აარიდებს თავს. თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში.

07

იყავით მშივრები- იყავით თავზეხელაღებულები, მე ყოველთვის ამას ვუსურვებდი საკუთარ თავს და ახლა, როდესაც ასრულებთ სწავლას და ახალ ცხოვრებას იწყებთ, თქვენც გისურვებთ-იყავით მშივრები- იყავით თავზეხელაღებულები…

stay_hungry__stay_foolish_by_criminalmasterbrain-d4c3umy

4 responses to “იფიქრეთ სხვაგვარად- Think Different

  1. ბოლომდე ანდროიდის ერთგული ვრჩები ^_^
    მოკლედ რომ ვთქვათ, სტივი მიყვარს, აიფონი – არა, პოსტი- მომეწონა❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s