ზღვაზე წასაკითხი წიგნები

ბერნჰარდ შლინკი ,,წამკითხველი“

-შენ მე მომატყუე- მითხრა ზინიკომ, როცა ჩვენი ერთად მოგზაურობის პირველი გამოწვევა- ჩემოდნების მატარებელის ზედა თაროზე მოთავსება გადავლახეთ.
-რატომ? ვკითხე და გავუღიმე. იმიტომ, რომ ფანჯარასთან შენ დაჯექი და მე მთელი გზა რა უნდა გავაკეთოო-თქვა მოწყენილმა, ჩანთიდან ,,კირჩხიბის ტროპიკი“ ამოიღო და მთელი გზა ვეხვეწებოდი ჩემთვის ხმა გაეცა. მერე მეც დავიწყე ბერნჰარდ შლინკის ,,წამკითხველის“ წაკითხვა. ფილმი მქონდა ნანახი, მაგრამ წიგნი სულ სხვა განზომილებაა.
1
36 წლის ჰანა შმიტი და 15 წლის მიხაილ ბერგი- სიყვარული და წიგნის კითხვა 40-50 საათი. ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი, ჰანას ცხოვრებისეული ტყუილი- წერა-კითხვის არ ცოდნა და 18 წელი ციხეში. ჩემთვის ყველაზე მძაფრი ერთი მომენტი იყო- მიხაილი სასტუმროში ბარათს უტოვებს ჰანას- საუზმეს ამოვიტან და ამოვალო. ჰანას არ შეუძლია ბარათის წაკითხვა და როცა მიხაილი დაბრუნდება სახეზე ქამარს ურტყამს და ეჩხუბება მიმატოვეო. ერთ დღეს, იმ იშვითი გამონაკლისიდან, როცა მე სანაპიროზე ვირუჯებოდი ერთი ბიჭი დავინახე. 15 წლის იქნებოდა, საშუალო სიმაღლის, გამხდარი, გამხდარი, საოცრად უკიდებდა სიგარეტს, ქარს რომ არ ჩაექრო ჯერ ორივე ხელს აფარებდა და მერე ისე შვებით და მთელი გრძნობით ამოისუნთქავდა- ზინიკოს ვუთხარი, რომ ეს ბიჭი შლინკის წიგნიდან გადმოსული მიხაილი იყო, ასეთი იქნებოდა მიხაილ ბერგი, რომელიც ჰანას შეუყვარდა.

2

ზღვა მიყვარს ოღონდ ჩემებურად მიყვარს. ჩემი შვებულების თითქმის მთელ დღეებს ვერანდაზე ვატარებდი, ვიჯექი ზღვის ნაპირზე მდებარე ღია ვერანდაზე, ვჭამდი უგემრიელეს სალათებს, ვსვამდი ყავას, ვუყურებდი ზღვას და ვკითხულობდი. ყურებში ახლაც ტალღების ხმა მესმის. ეს იყო ყველაზე სასიამოვნო მარტოობა. სამსახურს მეილზე მოსული ყოველდღიური სტატისტიკა მახსენებდა, რომელსაც წაუკითხავად ვშლიდი.
ეს ღია ვერანდა განსაკუთრებით შემიყვარდა. უფრო იმიტომ ამოვიჩემე, რომ ზღვის ჰორიზონტზე პატარ-პატარა თეთრი ნათურები გასდევდა. ჯულია რობერტსის ფილმს მახსენებდა, ქმრისგან გაქცევას რომ გადაწყვეტს და ამ პატარა ნათურებს ქვებით ჩაამსხვრევს.

ჯეკ კერუაკი- ,,გზაზე“

ჯეკ კერუაკის ,,გზაზე“ პირველად ყაზბეგში სასტუმრო ,,Rooms Hotel Kazbegi”-ში ვნახე ინგლისურად. ვთხოვე მოეყიდათ, რადგან სულ 2 დღით ვრჩებოდი და ვერ წავიკითხავდი, მაგრამ არ მომყიდეს და ძალიან დამწყდა გული. ქართულად როგორც კი ითარგმნა მაშინვე შევიძინე. ზღვაზე ჩანაწერებს ,,Rooms Hotel Kazbegi”- ის ფურცლებზე ვაკეთებდი. ერთ დღეს მიმტანმა თვალი მოჰკრა ჩემს ფურცლებს და მკითხა ყაზბეგში თუ ვიყავი ნამყოფი. აღმოჩნდა, რომ ამ სასტუმროში მუშაობდა ერთი წლის წინ. ისევ დაემთხვა ყაზბეგი და ჯეკ კერუაკი.

სალი, კარლო, დინი- სამი შეშლილი მეგობარი. რა არის შენი გზა? წმინდანის გზა, გიჟის გზა, ცისარტყელას გზა, აკვარიუმის თევზის გზა? -ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხს ეძებენ. სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ჩემოდანი ყოველთვის საწოლის ქვეშ უდევთ და ყოველთვის მზად არიან წასასვლელად. დინს ისე უყვარს მერილუ უნდა, რომ მოკლას. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ წიგნი შენ უნდა შეაფასო და სხვისი მოყოლილით არ უნდა აღფრთოვანდე. მე ამ წიგნს არ შევიყვანდი 100 საუკეთესო ინგლისურენოვანი რომანის სიაში. არადა არის. თუ გაინტერესებთ ავტოსტოპით მგზავრობა, ზურგჩანთით გაუთავებელი ხეტიალი და გზა- მაშინ წაიკითხეთ.

წიგნები ბათუმში

მარი და ირაკლი ჩემთვის ყველაზე მაგარი წყვილია. ამ ადამიანებს მხოლოდ მარის ბლოგის http://mariefille.wordpress.com/ საშუალებით ვიცნობდი. მათი სიყვარულის ისტორია უდაბნოში მოწვდილ ერთ ჭიქა წყალს ჰგავს… ასე მგონია წიგნის გმირები არიან, პირდაპირ წიგნიდან გადმოსულები. მათ მიატოვეს ყველაფერი- სამსახური, მეგობრები, ნათესავები, ახლობლები, გადასახლდნენ ბათუმში და ულამაზესი წიგნის მაღაზია გახსნეს. მე და ზინიკომ გადავწყვიტეთ ბათუმში სწორედ ამ წიგნის მაღაზიის სანახავად ჩავსულიყავით და ეს წყვილი გაგვეცნო. კითხვა-კითხვით მივაგენით აბაშიძის ქ.N60-ს და გამოჩნდა ჩვენი საოცნებო წიგნის მაღაზია. შესვლითანავე მარი და ირაკლი ვიკითხეთ. გვითხრეს სტამბოლიდან ახლა დაბრუნდნენ და მალე მოვლენო. მათ მოსვლამდე მე და ზინიკომ რამდენჯერმე ჩამოვუარეთ წიგნის თაროებს, მინდოდა სწორედ ამ წიგნის მაღაზიიდან წამომეღო წიგნი და რეი ბრედბერის ,,ბაბუაწვერას ღვინო“ ვიყიდე. ზინიკოს კნუტ ჰამსუნის ,,მისტერიები“ ვაჩუქე და წავუწერე- ,,მინდა, რომ იპოვნო შენი ნაგელი- ბათუმი ჩვენი საოცნებო წიგნის მაღაზია“. ზინიკომ ახალგაზრდა პოეტის სალომე სულაბერიძის ლექსების კრებული მაჩუქა. ცოტა ხანში გამოჩნდნენ კიდეც ირაკლი, მარი და პატარა ლეა- ნამდვილ წიგნის გმირებს ჰგავდნენ.

ბევრი ბეევრი წლის შემდეგ, დავანებებ თავს ჩემს სამსახურს- დავივიწყებ ბრალდებულებს, დაზარალებულებს, განცხადებებს, საჩივრებს, სასამართლოში გაშვებულ საქმეებს, ყველას და ყველაფერს- ბათუმში გადავცხოვრდები და ზღვასთან ახლოს ასეთ წიგნის მაღაზიას გავხსნი…

5

??????????

9

11

10

5 responses to “ზღვაზე წასაკითხი წიგნები

  1. რა გემრიელი პოსტი იყო🙂 მიხარია რომ გამოჩნდი, “წამკითხველნი” სად შეიძინე? ბათუმში ვერ ვიპოვე, რახანია მინდა…

    Like

  2. “გზაზე” 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანში უნდა იყოს. ამერიკელებს უყვართ ხეტიალი🙂

    Like

  3. კერუაკის “გზაზე” გეთანხმები. თვეების მანძილზე მედო სახლში და ვერაფრით წავიკითხე, არ წავიდა… მერე მანგლისში წავიღე, სხვა არაფერი მქონდა და ასე შემომეკითხა. ისე კი არის სახალისო მომენტები, მოულოდნელიც, ჩვენი ყოფისთვის მოულოდნელი რამეები…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s