თამაში ჭვავის ყანაში

პირველად როდის წავიკითხე არ მახსოვს, აი მეორედ რატომ მივუბრუნდი ეს ზუსტად მახსოვს: ფიბი, ელი, ჰოლდენი, ჯეინ გალაჰერი და პენსის სკოლა. მარტოობა, ჭვავის ყანა, გაყინული ტბა და ,,საით მიდიან იხვები ზამთრობით“. იშვიათად ვკითხულობ წიგნებს მეორედ. ,,თამაში ჭვავის ყანაში“ იშვიათი გამონაკლისია. ეს ერთადერთი წიგნია, რომელიც ჩემმა ძმამ ჩემი რჩევით წაიკითხა და მოეწონა. განსხვავებული ლიტერატურული გემოვნება გვაქვს.

379186_575657812463618_162098363_n

,,The Catcher in the Rye“ ბილ გეიტსის საყვარელი წიგნია. ბილს უნდოდა ჰოლდენ კოლფილდივით მამაცი ყოფილიყო და როცა ყველას ეძინა ბოლო ხმაზე დაეყვირა- ,,მაგრად იძინეთ თქვე კრეტინებოო“, მაგრამ არ შეეძლო. ჩაგრავდნენ, სიცოცხლეს უმწარებდენ, დასცინოდნენ და Con-ს ეძახდნენ. გაიზარდა ბილი და “Microsoft”-ი შექმნა. მისი კლასელები სადღაც ჩვეულებრივი კლერკები არიან, ის კი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს ლიდერობს. ბილს არ დაავიწყდა ის ,,მწარე გაკვეთილები“. ისეთი პროგრამა შექმნა, არც ერთი ქვეყნის, არც ერთ კომპიუტერში არ იქმნება Folder-ს სახელად ,,Con“ .

-foto1980 წლის 8 დეკემბერს, ნიუ-იორკში, 25 წლის მარკ დევიდ ჩეპმენი The Beatles-ის სოლისტს ჯონ ლენონს სახლის წინ ელოდებოდა, ლენონმა მას ავტოგრაფი მისცა და სახლში შევიდა. ცოტა ხნის შემდეგ გამოსულ ლენონს ჩეპმენი ისევ სახლთან დახვდა, ხეს მიყრდნობოდა და წიგნს კითხულობდა. ჩეპმენმა მშვიდად დახურა წიგნი, წიგნიდან რევოლვერი ამოიღო და ლენონს ესროლა. ლენონის მკლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. წიგნი კი რომელსაც ჩეპმენი ლენონის მკვლელობამდე კითხულობდა ჯერომ დევიდ სელინჯერის ,,თამაში ჭვავის ყანაში“ იყო. ჩეპმენმა ციხიდან პოლიციელს წერილი მისწერა: “თამაში ჭვავის ყანაში” წაკითხული გაქვთ? მინდა, რომ ეს რომანი წაიკითხოთ და მითხრათ, რას ფიქრობთ მასზე. წიგნში, რომელიც მე წამართვეს, მივაწერე: “ეს ჩემი მანიფესტია”

სელინჯერი ამ წიგნის დაწერის შემდეგ განდეგილივით ცხოვრობდა. არასდროს იძლეოდა ინტერვიუებს. თუმცა, 1988 წელს პოლ ადეომ მუშტმოღერებულ და გაბრაზებულ მწერალს ფოტო გადაუღო, რომელიც გაზეთ ნიუ იორკ პოსტის გარეკანზე გამოჩნდა სათაურით „დაგიჭირეთ, დამჭერო!“ (“GOTCHA CATCHER!”) 2010 წლის 27 იანვარს სელინჯერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.JDS

,,ერთბაშად შინ წასვლა და ჩემს პატარა ფიბისთან ყბედობა მომინდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ტაქსის შოფერს გამოველაპარაკე, ჰორვიცი ერქვა. სად ეს და სად ის პირველი შოფერი! ეს კარგი კაცი ჩანდა. ვიფიქრე, იქნებ ამან მაინც იცოდეს იმ იხვების ამბავი-მეთქი.
– ეი, ჰორვიც, – ვუთხარი მე, – ცენტრალურ პარკში რომ ტბაა, იქ არასოდეს გაგივლია? აი ცენტრალური პარკის სამხრეთით?
– რა არისო?
– ტბა-მეთქი, ტბა, პატარა გუბე, იხვები რომ დაცურავენ.
– ჰო, მერე რა?
– იხვები ხომ გინახავთ იმ ტბაში? გაზაფხულობით. იქნებ შემთხვევით იცოდეთ, ზამთრობით სად მიდიან?
– ვინ სად მიდის?
– იხვები. იქნებ იცოდეთ შემთხვევით. ვინმეს საბარგო მანქანით მიჰყავს თუ თვითონვე მიფრინავენ – სამხრეთისაკენ ან სხვაგან სადმე?!
ჰორვიცი შემობრუნდა და სახეში ჩამაშტერდა. ეტყობა, ძალიან ნერვიული კაცი იყო, თუმცა ისე არა უშავდა რა.
– მე სად ჯანდაბიდან მეცოდინება! – თქვა მან, – ან რაში მჭირდება ამისთანა სისულელე.
– კაი ნუ მიწყენ, – ვუთხარი მე. ეტყობოდა, მართლაც ეწყინა.“

,,როცა ჩემოდნები ჩავალაგე კიბის თავში შევდექი და უკანასკნელად შევხედე იმ იხერ დერეფანს, ტირილი მომინდა. არ ვიცი რატომ, მერე ჩემდაუნებურად დავიღრიალე- მაგრად იძინეთ თქვე კრეტინებო. თუნდაც სანაძლეოს ჩამოვალ, რაც ჩემს სართულზე ნაბიჭვრები იყვნენ, სულ გავაღვიძე.“

285020_515873381775395_1136517263_n

5 responses to “თამაში ჭვავის ყანაში

  1. როგორც ჩანს, “დანაშაული და სასჯელი” და ჭვავის ყანა ყველაზე “გავლენიანი” ნაწარმოებებია… ამ უკანასკნელმა ჩემზეც იქონია გავლენა – კარგ მწერლებს “ძმაკაცებივით” ვუყურებ🙂

    Like

    • სელინჯერი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, ჰოლდენი ასეთ ამბებს თუ ჩაიდენდა მთელს მსოფლიოში: ))))

      Like

  2. chemi gemovnebis xar… sheidzleba me ufro did mnishvnelobas vanicheb am wigns, kitxvis sixshirit tu vimsjelebt, magram boloshi dave white-is naxatma damarwmuna rom erti gemovneba gvaq(by the way, imdenad didi stabechdileba moaxdina am naxatma, rom asli gavakete chemi interpretaciit). rac sheexeba nawarmoebs, masze bevri mifiqria da bevrtan milaparakia, ramis aq daweras azri ar aqvs, erts ki vityvi, is ris gamoc pirveli wakitxvisas am wignma mimizida(da vfiqrob sxvebic) iyo holdenis da chemi msgavseba, magram nel nela gavacnobiere rom is chemze bevred kai tipia, albat garkveuli cnebit perfect… ratomgac mgonia rom salingers amis chveneba undoda da isic naklebad mimachnia rom holdeni misi prototipia….

    Like

    • გამორჩეულია წიგნია როგორც შინაარსით ასევე ბიოგრაფიით, თვითმყოფადობით:))) სელინჯერმა შეძლო დაეწერა ყველა დროის ყველაზე საკითხავი წიგნი.
      მიხარია, რომ პოსტი მოგეწონა Dave white-ის ნახატით:)))

      Like

  3. შენი არ იყოს, მეც ხელმეორედ იშვიათად ვუბრუნდები წაკთხულ წიგნებს, კარგად აღარც მახსოვს, მაგრამ თავის დროზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s