სტაჟირება კრძალვით და ცახცახით

სტაჟიორებო ყველა ქვეყნისა შეერთდით

რამდენიმე თვეში ჩემს ბაკალავრის წითელ დიპლომს მაგისტრის წითელი დიპლომი შეემატება და მე კრძალვით (ცახცახის გარეშე) შევინახავ სხვა სიგელებთან, დიპლომებთან, სერთიფიკატებთან, პრეზიდენტის სტიპენდიებთან და გათენებულ ღამეებთან ერთად.

სტაჟირება სასამართლოში

ორი წლის წინ სასამართლოში სტაჟირება გამოცხადდა. გასაუბრების შემდეგ 60 სტაჟიორი აარჩიეს. კომისიამ გადაწყვიტა, რომ 60 სტაჟიორს შორის გამორჩეული 4 იყო და მე შესანიშნავ ოთხეულში მოვხვდი. ძალიან თავდაჯერებულმა და ფრიად ამაყმა, რომ მე რიგითი, მოკვდავი სტაჟიორი კი არა, პრივილეგირებული და ,,ჭკვიანად“ აღიარებული სტაჟიორი ვიყავი შევაბიჯე მართლმსაჯულების სასახლეში.

ერთ კვირაში გავაცნობიერე რას ნიშნავს იყო სტაჟიორი. ჩემს საქმიანობაში უწყების გამოწერა შედიოდა, მერე ამ უწყების კურიერთან ჩატანა და მეოთხე და პირველ სართულს შორის გაუთავებელი სირბილი. მივხვდი, რომ ამ საქმეს წითელი დიპლომი კი არა ლურჯიც არ სჭირდებოდა. უწყების გამოწერას ჩემი ოთხკლასდამთავრებული მეზობელიც მშვენივრად გაართმევდა თავს.

office-printer-xeroxერთი თვის შემდეგ სასწაული მოხდა და დამაწინაურეს- ქსეროქსის გადაღება დამავალეს. ეს იყო უდიდესი სიხარული. ქსეროქსის გადასაღებ აპარატთან მუდმივად ცოცხალი რიგი იდგა, ორ საათიანი ლოდინის შემდეგ განაჩენის ასლებს ვიღებდი, ბეჭდის დასარტყმელად კი კანცელარიის უფროსთან შევდიოდი. კანცელარიის უფროსი ნამდვილი მირანდა პრისტლი იყო ფილმიდან ,,The Devil Wears Prada“. ყველა სტაჟიორს უკან აბრუნებდა, ქსეროქსი არ არის კარგად გადაღებულიო. ისე შემოგხედავდა ძარღვებში სისხლი გაგეყინებოდა. მე რატომღაც თავიდანვე მოვეწონე. ბედნიერ ვარსკვლავზე რომ დაიბადები : )))

ბეჭებში მოხრილი, კრძალვით და ცახცახით ვუახლოვდები მის მაგიდას და ვაწვდი განაჩენის ასლს, რათა მან წყალობა მოიღოს და თავისი ბრწყინვალე ბეჭედი დაარტყას- ,,ასლი დედანთან სწორია“. ის მომაკვდინებელ მზერა მაპყრობს, მაგრამ მე ხომ მისი ,,ფავორიტი“ სტაჟიორი ვარ. ყოველგვარი ახსნა-განმატების გარეშე ბეჭედს არტყამს. ბეჭებში მოხრილი ათასჯერ ვუხდი მადლობას და კრძალვით ვხურავ კარს. სახეზე მაწერია -I did it, მე ეს შევძელი. კარებთან რიგში მდგომ აცახცახებულ სტაჟიორებს ზევიდან გადავხედავ – მიყურეთ და ისწავლეთ : ))))))))devilwearsprada

ჩემგან განსხვავებით სხვა სტაჟიორები საშინელ დღეში იყვნენ- ზოგს ხაჭაპურის ამოსატანად აგზავნიდნენ და ეჩხუბებოდნენ საკმარისად ცხელი არ არისო, ზოგს სიგარეტი ამოჰქონდა და ა.შ. სიამაყით ვაცხადებ, რომ არასდროს არაფერი ამომიტანია (მე ხომ ჭკვიან სტაჟიორად ვითვლებოდი) : ))) გავიდა 6 თვე და რომ გეკითხათ, რომელი სიტყვა გეზიზღებათ ყველაზე მეტადო გეტყოდით – სტაჟიორი მეთქი. თანხმოვნების ,,სტ“ -ს ერთად გაგონებისთანავე თმები მებურძგნებოდა.

ფრედერიკ ბეგბედერი- ,,99 ფრანკი”

contentსწორედ ის პერიოდი იყო ფრედერიკ ბეგბედერის ,,99 ფრანკი“ წავიკითხე და ღმერთო როგორ გამიხარდა, რომ თურმე ფრანგი სტაჟიორებიც ისევე იტანჯებოდნენ, როგორც ქართველები. მიყვარს ბეგბედერი თუნდა მხოლოდ ამის გამო:
,,სტაჟიორები თანამედროვე მონები არიან: შეგიძლია ხელფასი არ გადაუხადო, ყველანაირი საქმე დაავალო, როცა მოინდომებ გარეთ გაისროლო. ყავის ფინჯნით ხელში აქეთ-იქით არბენინო, მთელი დღე დააყუდო და ქსეროქსი აღებინო, მერე კი როცა მოგბეზრდება ადგე და საპარსივით გადააგდო. შენი საქმე სტაჟიორს უნდა შეტენო. თუ კარგი გამოვიდა, რათქმაუნდა სახელს შენ მოიხვეჭ, თუ ჩავარდა და ეგეც არაფერი: იმას მიაბუნძულებენ სამსახურიდან, შენ ხომ არა. „

ამელი ნოტომი ,,კრძალვით და ცახცახით“

title Alain Corneau Fear and Trembling
რომ არა ეს წიგნი არ გამახსენდებოდა ჩემი ორი წლის წინანდელი სტაჟირება სასამართლოში. 22 წლის ამელი-სან იაპონიის ყველაზე დიდ კომპანია ,,იუმიმიტოში“ იწყებს მუშაობას. ჯერ ვიღაც არ არსებული ადამ ჯონსისთვის დაავალებენ წერილის მიწერას, მერე ყავის და ჩაის დამტარებელი გახდება, ამის შემდეგ კალენდრების გადამფურცვლელი ხდება. უფროსი კი ჯიუტად ათჯერ გადააღებინებს ქსეროქს და ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტის ქსეროქსი კი არა გოლფის კლუბის სამოცდაათ გვერდიანი წესდებაა.

რამდენიმე კვირის შემდეგ ამელი-სან სერიოზულ ანგარიშს შეადგენს. 29 წლის უფროსი მასში კონკურენტს დაინახავს , თავხედობისთვის საპირფარეშოში გაამწესებს და არც მეტი არც ნაკლები- ტუალეტის ქაღალდის გამოცვლას დაავალებს. ნოტომი საოცრად აღწერს ამელი-სანის განცდებს. ამელი-სან ოცნებობდა ღმერთი გამხდარიყო და ღმერთობიდან ტუალეტის დამლაგებელი გახდა. ყველაზე მაგარი კი ბოლოს ფუბუკთან საუბარია- ერთ წლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ უფროსი ეუბნება, რომ ის ვერ აღმოჩნდა იმ პატივის სიმაღლეზე, რომელიც მიაგეს. ტუალეტის დამლაგებლის სიმაღლეზე: )))) ფინალი ძალიან მაგარია. ასეთი მომენტებისთვის ღირს ცხოვრება.

წაიკითხეთ ფრედერიკ ბეგბედერის ,,99 ფრანკი“ , ამელი ნოტომის ,,კრძალვით და ცახცახით“ და ნახეთ ფილმი ,,The Devil Wears Prada“. როგორც მირანდა პრისტლი იტყოდა – That’s all.

31 responses to “სტაჟირება კრძალვით და ცახცახით

  1. ნოტომს რომ დავუჯეროთ, ვეღარ გაგვივლია სტაჟირება🙂 მსგავს უფროსებს ერთი დღეც ვერ ავიტანდი🙂

    Like

    • პირად წერილებში თანასტაჟიორები მსაყვედურობენ ყველაფერი უნდა დაგეწერაო, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. საერთოდ საქართველოში სტაჟირების ძალიან ცუდი პრაქტიკა დამკვიდრდა და კარგი იქნება თუ ეს საკითხი გადაიხედება. 22-23 წლის ასაკში ახალგაზრდა ადამიანს იმედი არ უნდა გაუცრუო:)))

      Like

  2. ეს ჩვენი მწარე რეალობაა – სტაჟიორები მართლაც თანამედროვე მონები ვართ. ბეგბედერის ვაფასებ ასეთი პირადაპირობისთვის. “99 ფრანკი”ს წაკითხვის/ნახვის შემდეგ ბევრი სტუდენტი (სტაჟიორი) დაფიქრდა თავის “ხვედრზე”😀 საქართველოში მარტო სტაჟიორები კი არადა, ბევრი დასაქმებულიც ასეთ დღეშია. რას ვიზამთ “ნეომონალიზმის” ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება (?!)😀😀😀

    Like

  3. აუ კიდევ უფრო ხშირად სემოვალ მე მგონი :დ
    ლიტერატურულ გემოვნებაში საეჭვოდ ვემთხვევით ერთმანეთს🙂
    რომ გავიზრდები ფუბუკი უნდა გამოვიდე🙂

    Like

  4. Lindsay- უნდა შეიცვალოს მიდგომა და დამოკიდებულება სტაჟიორებისადმი. ეს არის მთავარი:)))

    გრაფინია- ლიტერატურულ გემოვნებაში დათხვევა ძალიან კარგია:))
    ფუბუკიზე გამეცინა, შენ დახვეწე ფუბუკის იდეები:)))

    Like

  5. შესაძლოა სრულფასოვანი, დანიშნული, თანამშრომელი იყო, მაგრამ მაინც დაგავალოს ვინმე უფროსმა ხაჭაპურის ამოტანა, ეგ პირადათ შენზე და შენს უფროსზეა დამოკიდებული, უბრალოდ პირადათ უნდა უზრუნველყო ის რომ ასეთი რამ არ დაივალო, რაც შეეხება ცოდნის მიღებას, ვისაც სწავლა უნდა ყოველთვის ახერხებს ისწავლოს :))

    Like

    • ჩემი სტაჟირება სასამართლოში რეალურად მარტო უწყების გამოწერით და ქსეროქსის გადაღებით არ შემოფარგლულა, ჩემი ინტელექტუალური და გონებრივი რესურსიც გამოიყენეს, თუმცა არ ჩავთვალე საჭიროდ ამაზე დამეწერა. ეს არ არის გაბრაზებული, წარუმატებელი სტაჟიორის პოსტი. ახლა ნამდვილად მეცინება 2 წლის წინანდელ ამბებზე. ამ პოსტს დღეში 100 -მდე ადამიანი კითხულობს და უმრავლესობას იმიტომ მოსწონს, რომ სინამდვილეა. :))))

      Like

  6. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვისთან მოხვდები სტაჟირების დროს, მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ გამიმართლა ისეთ ადამიანებთან მოვხვდი, თუმცა მირანდა პრისტლი და სხვები და სხვები ნამდვილად შესაცვლელია🙂

    Like

  7. სტაჟირება კი არა !
    აუ რა კარგი იყო….

    პ.ს. ნეტა ისე შეგეზლოს ამის წაკითხვა რა ემოციითაც დავწერე …

    Like

  8. gggggg – გეთანხმები, მეც გამიმართლა უფროსებში ოღონდ სასამართლოში არა:)

    niksologi -ფანტაზიას მოვიშველიებ:))

    Like

  9. ზუსტად ახლა ვკითხულობ “99 ფრანკს”. მიყვარს ეგეთი წიგნები, პირდაპირ და გარკვევით რო წერია ყველაფერი, ყოველგარი გაზვიადებებისა და გრძნობების ხლართვის გარეშე😀

    Like

  10. როგორ ვისიამოვნე ამის კითხვით :))) ზუსტად ახლა ვარ სტაჟირებაზე ერთერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში. საბედნიეროდ, მე არც ყავით სირბილი მიწევს და არც ქსეროქსების გადაღება. მაქვს გამოყოფილი მაგიდა და კომპიუტერი და ვმუშაობ ჩემთვის საყვარლად ^_^

    მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჯერ ბევრი არაფერი მაქვს საქმე და უკვე ვეღარ ვფიქრობ დრო როგორ გავიყვანო და როგორ მოვაჩვენო თავი, თითქოს რაღაცას ვსაქმიანობ :დდდ

    Like

  11. 2 სასამართლოში მაქვს სტაჟირება გავლილი და მიუხედავად იმისა რომ უამრავ საქმეს მავალებდნენ და მეც მეოთხე და პირველ სართულს შორის დავრბოდი მუდმივად ის პერიოდი მაინც კარგად მახსენდება🙂

    Like

  12. სტაჟირება მართლაც მონური შრომაა, ვინაიდან ყველა აუნაზღაურებელი შრომა მონობაა. სტაჟირებას მე მოდერნიზებულ მონობას, თანამედროვე სოციალურ თუ კაპიტალისტურ სისტემებზე მორგებულ მონობას ვუწოდებ. მაგრამ შენ პროკურატურაში მუშაობის დაწყებაში გარკვეული დადებითი როლი სტაჟირებაში გატარებულმა პერიოდმაც ანუ მონობაში ყოფნის პერიოდმაც ითამაშა. ფაქტიურად ხარკი მოიხადე სისტემის წინაშე და განთავისუფლდი. ამ შემთხვევაში სიტყვა განთავისუფლებას შეფარდებით ვხმარობ რათქმაუნდა. თანამედროვე მოდერნიზებული მონობა იმით განსხვავდება პირველყოფილი მონობისგან, რომ ამჯერად მონობაში ერთი შეხედვით საკუთარი სურვილით ერთვები, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. სინამდვილეში ასე მოქცევას გარემო პირობები გაიძულებენ, კაპიტალისტურ-ინდუსტრიული სისტემა ასეა მოწყობილი და ფაქტიურად სხვა გზას არ გიტოვებს, სწორედ ამიტომ ვეძახი სტაჟიორობას ხარკის გადახდას სისტემისთვის. ერთი კითხვა მაქვს: წიგნები რომელი ბიბლიოთეკიდან გამოგაქვს? თორემ გავიყიდე უკვე…..

    Like

    • წიგნებს რაც შეეხება ვყიდულობ:) პეკინზე ლიტერატურული კაფე და თანამედროვე წიგნების ბიბილოთეკაა ერთად. კარგი წიგნები აქვთ და შეგიძლია იქიდან გამოიტანო ხოლმე:))

      Like

      • არადა აღნიშნული სიტუაციის გასწორება ძალიან ადვილად შეიძლება. ამისთვის მხოლოდ მინიმალური, სიმბოლური ანაზღაურების გადახდაა საჭირო დამსაქმებლის მხრიდან, რომელიც მართალია ძალიან მცირეა მაგრამ მაინც ანაზღაურებაა. ან სულაც შეიძლება კანონის საშუალებით დარეგულირდეს აღნიშნული საკითხი და დაწესდეს მინიმალური ანაზღაურება სტაჟიორებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში აუნაზღაურებელი შრომა უნდა შეფასდეს როგორ დანაშაული ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება მონობის სამარცხვინო ლაქის ჩამორეცხვა.
        ამ თემაზე ნაშრომი მაქვს დაწერილი :)))
        ბიბლიოთეკაზე რჩევისთვის მადლობ….

        Like

    • პროკურატურაში სტაჟირებაც ანაზღაურებადია. 420 ლარი თუ სწორად მახსოვს.

      Like

  13. სალომეა, ზუსტად იგივე სიტუაციაში ვიყავი სასამართლოში სტაჟირებაზე )))) მეათასედ გაჭედილ ქსეროქსის აპარატთან ჩუმად ვიწმენდდი ხოლმე ცრემლებს. დაქსეროქსების გარდა არაფერი მევალებოდა )) ბოლოს, როცა ამელი ნოტომის გმირივით ისე გავჭედე, რომ კინაღამ წამოვწექი ერთ-ერთ მაგიდაზე და ქაღალდები წავიფარე, მადლობა ღმერთს, სტაჟირებაც დამთავდა.

    Like

    • წარმომიდგენია:))) აი ნაგვის ურნას, რომ თავზე გადაიმხობს ვხარხარებდი:)))

      Like

  14. Salo madloba statiistvis)) chemi tavi amovicani da samcuxarod am yvelaperze carsul droshi ver vilaparakeb( es isev arsebobs

    Like

    • შეიცვლება ყველაფერი აი ნახავ და მერე გაგეღიმება ამ პერიოდზე;)))

      Like

  15. მხოლოდ სტაჟიორები არ არიან მსგავს სტუაციაში სასამართლო სიტემაში:( და საერთოდ განსხვავებული მდგომარეობააა სხვა საჯარო სამსახურებისაგან შედარებით ხელფასის ოდენობითაც და შექმნილი სამუშაო გარემოთიც.6 წელიწადია სასამართლოში ერთიდაიმავე თანამდებობაზე ვმუშაობ და არასოდეს არავის შემოუთავაზებია შედარებით უკეთესი თანამდებობა. ამ სტატიაში უფრო მსუბუქადაა აღწერილი ყველაფერი და სამწუხაროდ ბევრად უფრო უარესი მდგომარეობაა.

    p.s ბევრი ჩემი თანამშრომლისგან განსხვავებით ჩემი შეხედულებები ამ საკითხთან დაკავშირებით არასოდეს დამიმალავს.;))

    Like

    • ვიცი, რომ უფრო ცუდი მდგომარეობაა: ))) მაგრამ არ დამიწერია, რადგან ეს ლიტერატურული ბლოგია და აქ მხოლოდ წიგნებზე ვწერ,
      ამ პოსტმა ძალიან დიდი ინტერესი გამოწივია და კარგი იქნება თუ შეიცვლება სიტუაცია.

      Like

  16. ბუნებრივია რომ დიდ ინტერესს გამოიწვევდა :)) საერთოდ განსხვავებული აზრის დაფიქსირებას სასამართლოში განსაკუთრებული უარყოფითი რეაქცია მოსდევს როგორც ხელმძღვანელობის ასევე მორჩილ თანამშრომელთა მხრიდან :))) იმედი ნამდვილად გავქვს რომ შეიცვლება სიტუაცია.

    Like

  17. ახლა მე ვარ ეგეთ დღეში და ყოველდღე აცრემლებული ვბრუნდები სახლში,ხანდახან ვფიქრობ ჩემი აზრი ხმამაღლა ვუთხრა ყველას და მივატოვო იქაურობა.

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s