უმანკოება მუზეუმში და მუზეუმს გარეთ

ვზივარ ოთახში და ვითვლი- რამდენი ნახატია კედელზე, ფანჯრიდან ვიხედები და ვითვლი- რამდენ სახლში ანთია სინათლე, ავდივარ კიბეზე და ვითვლი- რამდენი საფეხური ავიარე, წყალს მოვუშვებ და წყლის წვეთებს ვითვლი ონკანის დაკეტვამდე…

აღმოჩნდა, რომ ასე ჩემსავით და ჩემზე უფრო გაგიჟებით ითვლიდა ქემალ ბეი საყვარელ ქალთან ყოფნის დღეებს- განშორების 339 დღე. ფიზიკური სიახლოვის 44 დღე. 4213 სიგარეტის ნამწვი. მისაღები ოთახის მაგიდიდან ზედა სართულის აბაზანამდე ოთხ-ნახევარი ნაბიჯი და 17 საფეხური. 5723 მუზეუმის მონახულება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც აბსოლიტურად შოკისმომგვრელია-8 წელი- ყველაზე რთული, ყველაზე უიმედო და ყველაზე შერაცხმყოფელი 1593 საღამო.

ორჰან ფამუქი- უმანკოების მუზეუმი-705 გვერდი, 83 თავი, რუკა, მუზეუმის ბილეთი და პირთა საძიებელი 127 პერსონაჟით.

მეც ქემალივით კოსმოსში გაგზავნილივით მარტო ვგრძნობდი თავს, როცა ამ წიგნის კითხვა დავიწყე. რა არის სიყვარული? სიყვარულია გრძნობა, რომელსაც განიცდის გზებზე, ტროტუარებსა და პარკებში სეირნობისას, ჩაიხანებში, რესტორნებსა და სახლში სადილობისას ფუსუნის შემხედვარე ქემალი.

მაგრამ რა არის რეალობა? შავი სინამდვილე, საშინელი სიზმარი, რომლისგანაც ქემალი გასასვლელს ვერ პოულობს. ოთახი, რომელიც უფრო და უფრო ვიწროვდება და ქემალი იწყებს შეგროვებას: საფერფლეების, სამარილეების, ასანთის კოლოფების, სიგარეტის ნამწვავების, ჩანგლების, კოვზების, ცარიელი ბოთლების, ჭიქების, სამკაულების, რესტორნის მენიუების, ფილმის პოსტერების, ფოტოების…

ვბრაზობ ქემალზე, უთავმოყვარეო კაცზე, რომელმაც ღირსების გრძნობა დაკარგა, ნიშნობის შემდეგ საცოლე მიატოვა და მდიდრული ქორწილი ჩაშალა, მთლიანად უარყო საკუთარი ,,მე“, ცხოვრება და შეიყვარა ქალი, რომელმაც ასე დატანჯა. მაგრამ როცა 8 წლიანი ტანჯვა მთავრდება და ამბობს- ორმოცდაათწლიანი ბედნიერება დავიმსახურეო, როცა 105 კმ/საათით 105 წლის ცაცხვის ხეს ეჯახება- მეცოდება. მეცოდება ფუსუნიც- ისეთი უმანკოა, რომ ჰგონია სიღარიბე დანაშაულია. ფამუქი კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს იმას, რომ მაშინ როცა დასავლელები თავმომწონედ არიან, მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა სირცხვილში ცხოვრობს. მათ სცხვენიათ თავიანთი უმანკოების და მითუმეტეს მისი დაკარგვის…

ფამუქი ახსენებს საქართველოს და გორის სტალინის მუზეუმს, მე არ ვყოფილვარ და სურვილიც არ მაქვს. ათამდე მუზეუმში ვარ ნამყოფი, რათქმაუნდა მინდა, რომ ,,უმანკოების მუზეუმში“ მოვხვდე და თავიდან განვიცადო ეს სიყვარული.

ჩემს მეგობარს ზინიკოს ფამუქი შეეყარა. ერთი ამოსუნთქვით წაიკითხა ყველა წიგნი, რაც ქართულად ითარგმნა. ფამუქის ბიოგრაფი გახდები მეთქი ვეხუმრები, ფამუქოლოგი ვარო ამბობს ისიც. დაბადების დღის საჩუქარი მინდოდა ფამუქთან დაკავშირებული ყოფილიყო, ამიტომ მივედი და შევუკვეთე ჭიქა, ფამუქი დგას უმანკოების მუზეუმის წინ.

იმ ქალმა გაკვირვებით შემომხედა- ეს სახლი გინდათ, რომ დავახატოთ? ეს სახლი არ არის- ვთქვი აღშფოთებულმა ეს მუზეუმია. ჰო რაც არის მითხრა გულგრილად.
მერე წარწერას დახედა:
Zin Iko The Museum of Innocence is waiting for u
Orhan Pamuk
ეს ბოლო სახელი და გვარიაო მკითხა? შეიძლება უმანკოების მუზეუმი რაღაც სახლი გეგონოს, მაგრამ ორჰან ფამუქი რომ მწერლის სახელი და გვარია და არა რაღაც აბრევიატურა ეს არ უნდა იცოდე? მერე წარმოვიდგინე როგორ გავახარებდი ზინიკოს, გამეღიმა და მშვიდად გავუყევი უნივერსიტეტისკენ გზას, თან სარეკლამო აბრებს ვითვლიდი და ქემალ ბეიზე ვფიქრობდი…

13 responses to “უმანკოება მუზეუმში და მუზეუმს გარეთ

  1. ქემალმა სერიოზულად გამაბრაზა, მაგრამ ორჰანი მაინც ორჰანია🙂

    Like

      • თუმცა არ მაქვს წიგნი წაკითხული.
        ახლა სტამბოლს ვკითხულობ.🙂

        Like

      • მეც მინდა შევიარე ისე სასხვათაშორისოდ:)
        არ გინდა წაიკითხო?

        Like

    • შევიარე იმ პონტში რომ მუზეუმებს მიაქვს სტამბოლი ორი პოსტია ვწერ და ჯერ შუაში ვერ გავედი🙂 მოკლედ, იმდენია სანახავი, რომ სასხვათაშორისოდ გამოვიდა🙂 თორემ ისე საინტერესო იყო. ქართული გამოცემაც დევს ექსპონატად.

      წავიკითხავ ერთხელაციქნება🙂 სტამბოლი მომწონს.
      ისე კარგი მწერალია ერთია და სამოქალაქო პოზიციამ დიდი როლი ითამაშა ასე დახუნძლული როა ჯილდოებით.

      Like

  2. შეურაცხმყოფელი არ იყო ის საღამოები-პირიქით ბედნიერი იყო იმ დღეებშიც ქემელი. წერია წიგნში ომ შეურაცხყოფის გარდა ყველაფერს განიცდიდა

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s