ქალთმოძულე კაცები – არა დრაკონი და არა ტატუ

21-ე საუკუნეშიც კი ევროპის განვითარებულ ქვეყანაში ისმის კითხვა- რატომ ძალადობენ მამაკაცები ქალებზე და რატომ არ ისჯებიან ქალთმოძულე კაცები? პასუხს ამ კითხვაზე შვედი მწერლის სტიგ ლარსონის მილენიუმის საგაში იპოვნით, რომელიც მსოფლიო ბესტსელერი გახდა.

1.გოგონა დრაკონის ტატუთი.
2.გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა.
3.გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია.

გოგონა დრაკონის ტატუთი

ერთი წლის წინ როცა ამ წიგნზე გაუთავებლად ლაპარაკობდნენ მე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და გადავწყვიტე, რომ ე.წ. ,,ხბოს აღტაცებაში“ მონაწილეობა არ მიმეღო. თუმცა გავიდა დრო და როცა წიგნის მაღაზიაში შემთხვევით გადავაწყდი ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც ვიყიდე.

ძალიან მიხარია, რომ ჩემი იმედები არ გამართლდა და შესანიშნავი წიგნი აღმოჩნდა. ბოლო თვეების განმავლობაში სულ ვწუწუნებდი წიგნებს გემოს ვეღარ ვატან, მოვალეობის გამო ვკითხულობთქო და ,,გოგონა დრაკონის ტატუთი“ იყო წიგნი, რომელიც 3 დღეში სამსახურში წავიკითხე და 200 გვერდის წაკითხვის შემდეგ თვალები მტკიოდა, თორემ მთელ ღამეს წავიკითხავდი. ბოლო ისე მაინტერსებდა მინდოდა გადამეშალა და ჩამეხედა, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი – არც გაბედო! მერე ფილმი გადმოვწერე და სული მიმდიოდა მენახა, მაგრამ მხოლოდ წიგნის დასრულების შემდეგ ვნახე.

ფრეკენ ლიზბეთ სალანდერი-უცნაური, ინდიფერენტული, პირსინგებიანი და ტატუებიანი გოგოა. ის ყველაზე მაგარი პერსონაჟია, ვისაც მე ვიცნობ. დრაკონის ტატუ ერთ-ერთია მის ტატუებს შორის, თუმცა მას არანაირი განსაკუთრებლი მნიშნველობა არ ენიჭება და სათაურში რატომ გადმოიტანეს ჩემთვის გაუგებარია. ლიზბეთი ძალადობის მსხვერპლია, ის მარტოა და საზოგადოებისგან გარიყული. სალანდერის პრინციპია ,,ნაბიჭვარი ყოველთვის ნაბიჭვრად რჩება“ და ასეც არის! ვანგერების ოჯახში თითქმის ყველა კაცი მოძალადეა და კარამაზოვებივით დამპალი სისხლი უდით ძარღვებში. ლიზბეთ სალანდერს თეთრი ხმაური ესმის. სხვებისგან განსხვავებულია- ,,უცხოა“. მაისურებსაც განწყობის მიხედვით ირჩევს წარწერებით –

,,I’m also an alien“
,,kill them all and let God sort them out“
,,Armageddon was yesterday, today we have a serious problem“

სადღაც წავიკითხე სტიგ ლარსონზე ბავშობისდროინდელმა ინციდენტმა იქონია გავლენა, 14 წლის იყო, როდესაც ქალის გაუპატიურებას შეესწრო და მას შემდეგ სინდისი ქენჯნიდა, რომ გოგონას, სახელად ლიზბეთს ვერ დაეხმარა. სწორედ ამიტომ მთავარ პესონაჟს სახელად ლიზბეთი დაარქვაო.

2011 წელს დევიდ ფინჩერმა „მილენიუმის” ტრილოგიის პირველი წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღო. ამბობენ შვედური ვერსია უფრო კარგიაო, თუმცა მე დევიდ ფინჩერის ეკრანიზაცია ვნახე და რუნი მარა (ლიზბეთ სალანდერის) გმირი შემიყვარდა, ისევე როგორც მიქაილ ბლუმკვისტის აგენტი 007.

გოგონა, რომელიც ცეცხლს ეთამაშებოდა

მე რომ მიყვარდა ის ლიზბეთ სალანდერი სადღაც გაქრა. მაისურები კი ეცვა წარწერებით
,,Consider this a fair warning“
,,You have the right to remain silent“
მაგრამ არანორმალურად ასოციალური, ფოტოგრაფიული მეხსიერების მქონე, მარტოსული ლიზბეთი უცებ მილიონერი ქალი გახდა, ტატუ და პირსინგები მოიშორა, მსოფლიო შემოიარა, მდიდრული ვილა იყიდა, თანამედროვე ავეჯით მოაწყო და მეგობრებიც გაიჩინა. თითქმის ნორმალური ადამიანი გახდა და ლარსონმა აურიათქო რომ გავიფიქრე სწორედ მაშინ სადღაც წიგნის ბოლოსკენ ქალთმოძულე ნაბიჭვრებთან მებრძოლი ლიზბეთი დაბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ სამი ტყვია მოხვდა (მათ შორის ერთი თავში) და ცოცხლად დამარხეს, სალანდერმა მიწა ამოთხარა და ამოვიდა, დაჭრილი შეიჭრა სახლში და ნაჯახით გაუპო თავი ,,საყვარელ“ მამიკოს. ლიზბეთი რომ მაგარი გოგო იყო და ვინმე თუ პისტოლეტით დაემუქრებოდა თვითონ რომ უფრო დიდ პისტოლეტს გააჩენდა ეს ვიცოდი, მაგრამ მწერალმა ნამდვილად გადააჭარბა. თუმცა ლარსონს ვაპატიე იმიტომ, რომ ქალთა ძალადობაზე წერდა და ასე მძაფრად, ასე მკაფიოდ და ასე ერთმნიშვნელოვნად არც ერთ მამაკაც მწერალთან არ წამიკითხავს, რომ ძალადობა ქალებზე ისეთივე სასტიკი დანაშაულია და მკაცრად უნდა დაისაჯოს, როგორც სხვა დანაშაულები.

მიუხედავად შოკისმომგვრელი ფრამენტებისა ნამდვილად კარგი ტრილოგია გამოუვიდა მწერალს. დიდი სიამოვნებით დაველოდები მესამე ნაწილს, მაინტერესებს როგორი იქნება ლიბზეთი, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია.

თქვენ კი გაიცანით გოგონა, რომელსაც დრაკონის ტატუ აქვს, რომელიც ცეცხლს ეთამაშება და რომელმაც კრაზანების ბუდე გაარღვია…

14 responses to “ქალთმოძულე კაცები – არა დრაკონი და არა ტატუ

  1. “…როცა ამ წიგნზე გაუთავებლად ლაპარაკობდნენ მე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და გადავწყვიტე, რომ ე.წ. ,,ხბოს აღტაცებაში“ მონაწილეობა არ მიმეღო. თუმცა…” ვინაიდან უზომოდ ვენდობი ჩემი სალომეს გემოვნებას…გადავწყვიტე, რომ აუცილებლად წავიკითხავ, როცა ჩავიგდებ ხელში🙂

    Like

    • zin აღმოჩნდა, რომ ვცდებოდით. შენ აუცილებლად უნდა გაიცნო ლიზბეთ სალანდერი. შეგიყვარდება:*

      Like

  2. ბოლო დროს “გაცნობილი” გმირებიდან ლიზბეთმა ყველაზე მეტად მომხიბლა🙂 …მგონი, დროა მესამე ნაწილიც თარგმნონ. მეორე ოდნავ გაუგებრად მთავრდება და სასწრაფოდ ითხოვს გაგრძელებას (მერე რა გაგრძელება აქვს…)🙂

    Like

  3. ამ ზაფხულს წავიკითხე და თავი მისტიკური თრილერის გმირი მეგონა, საერთოდ დეტექტივები არ მიყვარს, მაგრამ ეს ძაალიან დიდი გამონაკლისი გამოდგა. ლისბეთი კიდე ჩემი გმირია :))) ფილმი ორივე ვერსია ვნახე და ფინჩერის უფრო მომეწონა, შეიძლება იმიტომ რომ ჩემი საყვარელი რეჟისორია, არ ვიცი. :))) მაგრამ მგონი შვედურს მთელი ის მისტიციზმი აკლდა, ცოტათი მაინც, რაც წიგნში იყო, თან სხვანაირი დასასრული ჰქონდა. თუმცა ორივე ლისბეთი ფილმიდან ძალიან მომეწონა, უკეთესებს ვერც წარმოვიდგენდი. :)))

    Like

    • მე რუნი მარას ლიზბეთი მომწონს, შვედური ვერსიის ლიზბეთი რაღაცნაირია, არ ჰგავს ლარსონის პესრონაჟს. ფინჩერის ლიზბეთი კი ზუსტად ისეთია, როგორიც მე წარმომედგინა, სუსტი, გამხდარი, უცნაური და მამაცი:)

      Like

  4. “ერთი წლის წინ როცა ამ წიგნზე გაუთავებლად ლაპარაკობდნენ”

    ტრილოგიის პირველ ნაწილზე ბლოგოსფეროში გაუთავებლად საუბარი სულაკაურის კონკურსის დამსახურება უფრო იყო. კონკურსი რომ არა, მინიმუმ რვაჯერ შემცირდებოდა. მეორე ნაწილზე გაცილებით ცოტამ დაწერა.

    წიგნზე ჩემი აზრი კი მიწერია ბლოგზე და ფილმს რაც შეეხება, ფინჩერი უფრო მომწონს. რუნი მარას ლისბეთიც მშვენიერია და კრეიგის კალეც.

    Like

    • როცა პოსტში ,,ხბოს აღტაცება” ვახსენე ეს არ გეხებოდა შენ მოლი, და არც კეჟერაძეს, ეს ეხებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ე.წ. ,,პაპსა” წიგნებს კითხულობენ და ცდილობენ რომ ნაკითხი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვონ. მოლი შენი პოსტი ამ წიგნებზე მართლა საუკეთესოა და კიდევ ერთხელ გილოცავ გამარჯვებას კონკურსში:)

      Like

  5. ძალიან მიხარია, რომ ჩემი იმედები არ გამართლდა და შესანიშნავი წიგნი აღმოჩნდა. ბოლო თვეების განმავლობაში სულ ვწუწუნებდი წიგნებს გემოს ვეღარ ვატან, მოვალეობის გამო ვკითხულობთქო და ,,გოგონა დრაკონის ტატუთი“ იყო წიგნი, რომელიც 3 დღეში სამსახურში წავიკითხე და 200 გვერდის წაკითხვის შემდეგ თვალები მტკიოდა, თორემ მთელ ღამეს წავიკითხავდი. ბოლო ისე მაინტერსებდა მინდოდა გადამეშალა და ჩამეხედა, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი – არც გაბედო! მერე ფილმი გადმოვწერე და სული მიმდიოდა მენახა, მაგრამ მხოლოდ წიგნის დასრულების შემდეგ ვნახე.

    Like

  6. მიუხედავად იმისა, რომ სანამ სულაკაური პირველ ტომს გამოსცემდა მე სამივე ჩამთავრებული მქონდა უკვე.

    Like

  7. მართლაც რომ არაჩვეულებრივი წიგნია, რაც შეეხება მის ეკრანიზაცია, მე პირადად ვერც ერთით ვერ მოვიხიბლე, მაგრამ ფინჩერისეული ვერსია უფრო მომეწონა, ალბათ იმიტომ, რომ უფრო მაღალბიუჯეტიანია და უფრო ”მაგარი” მსახიობები თამაშობენ, ისიც აღსანიშნავია, ფინჩერისეული სალანდერი უფო მოგვაგონებს წიგნის პერსონაჟს ვიდრე მეორე…:)

    Like

    • ,,ფინჩერისეული სალანდერი უფო მოგვაგონებს წიგნის პერსონაჟს ვიდრე მეორე”
      – მეც ასე ვფიქრობ:))) ის სალანდერი უფრო ნამდვილია:)

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s