დორის ლესინგის თავისუფალი ქალები – წავიკითხოთ თუ არა ,,ოქროს რვეული“

ზინიკოს, ნათიას და თეოს

ქალი მწერლები განსაკუთრებით მიყვარს და მთელს მსოფლიოში ვეძებ ქალებს, რომლებმაც ლიტერატურაში თავისი სიტყვა თქვეს. ძალიან მიხარია როცა ისეთ ქალ მწერალს აღმოვაჩენ, რომელიც არ წამიკითხავს. ასეთი დიდი სიხარულით შევხვდი დორის ლესინგის ,,ოქროს რვეულის“ გამოსვლას. წიგნის წაკითხვა სამსახურში დავიწყე. რადგან სახლიდან წიგნის ტარება მეზარებოდა თეოს გამოვართვი. თეოს წიგნებს ლამის მთელი დეპარტამენტი კითხულობს. კომუნიკატორში ზინიკომ მომწერა 200 გვერდი წავიკითხე და მივატოვე, ჩემი ცხოვრების საათებს ამაზე ვერ დავკარგავო. ნათია ჩემს წინ ზის და ყოველ დღე ვსაუბრობთ წიგნებზე. ლესინგის კითხვა ჩემზე ადრე დაიწყო, მაგრამ ზინიკოსავით მანაც მიატოვა და დავრჩი მარტო მე. გადავწყვიტე, ბოლომდე წამეკითხა. რატომ დაიტანჯე თავიო სამივე მეკითხებოდა- იმიტომ რომ ქალი მწერალია და იმიტომ, რომ ნობელის პრემია აიღო.

წიგნი არც მეტი არც ნაკლები 855 გვერდია და მე რომ ამ წიგნის რედაქტორი ვყოფილიყავი მხოლოდ 300 გვერდს დავტოვებდი. დანარჩენი უბრალოდ ნერვების წყვეტაა. წინასიტყვაობაში ლესინგი წერს- ,,იკითხეთ ის წიგნები, რომლებიც მიგიზიდავთ და გვერდზე გადადეთ, როცა მოსაწყენი გახდება, როცა კითხვისას ადგილების გამოტოვებას დაწყებთ“. ამდენი თუ იცოდი დორის დაგწერა ისეთი წიგნი ერთი ამოსუნთქვით რომ წავიკითხავდით და ისე ჩაგვითრედა ღამეებს გავათენდით:))))

სულ ოთხი რვეულია- წითელი, ყვითელი, შავი და ლურჯი. წითელი და შავი რვეულები ნამდვილი კატასტროფაა, კომუნისტურ პარტიაზე საუბარი მარაზმში გადადის, კითხულობ და ფიქრობ- რატომ ვკარგავ დროს ამ იდიოტობაზეო. ბოლომდე იმიტომ ჩავიკითხე რომ იყო ფრაგმენტები, რამაც როგორ იტყვიან ,,დამიჭირა“, მაგრამ ამ ფრაგმენტების ძებნაში სული ამომხდა. ყვითელი და ლურჯი რვეულები- აი აქ შეიძლება იპოვნო ის, რის გამოც ამ წიგნმა ნობელის პრემია აიღო.

მთავარი გმირები თავისუფალი ქალები არიან-ანა ვულფი (ჩემი უსაყვარლესი მწერლის ვირჯინია ვულფის მოგვარე) და მოლი (ჯეიმს ჯოისის ,,ულისეს“ გმირი). ალბათ სიმბოლური იყო ამ ორი ქალის პერსონაჟიც. თავად ლესინგი წერდა-,,სულაც არ მიფიქრია ფემინისტებისთვის ბიბლიის დაწერა. მე მხოლოდ ჩემი გამოცდილება და ის ავღწერე, როგორ ცხოვრობდნენ ქალები, როგორ ეძებდნენ თავიანთ ადგილს საზოგადოებაში, პოლიტიკასა და სექსში“.

არიან თუ არა ისინი თავისუფალი ქალები? ზინიკომ ხუმრობით მითხრა, დაწერე სად გადის ზღვარი ამორალურ და თავისუფალ ქალ შორის ლესინგის მიხედვითო. გამახსენდა სკოლაში რომ გვაძლევდნენ თემებს ,,ქალის პერსონაჟები ვეფხისტყაოსანში“ ან ვაჟა ფშაველას პოემების გმირი ქალები და სულ თმაგაშლილი აღაზა წარმომიდგებოდა თვალწინ.
ნუთუ ქალმა, რომელიც ფოტოებზე ბებიაჩემის ხსნის არის ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა? ყოჩაღ ლესინგ! კი ყოფილხარ ამდენი კაცის გამო ნობელის პრემიის ღირსი.

ანა ვულფი მეძავს ემსგავსება, როცა წვება კაცებთან, რომლებიც არ უყვარს. ეს არ არის თავისუფალი ქალის საქციელი. მამაკაცთან ყოფნა სიყვარულის გარეშე ჩემთვის ამორალურია და ლესინგის თავისუფალი ქალები შორს დგანან ჩემგან. ეს გმირები მორალური გამოფიტულობის ზღვარზე არიან და ჩუმად ნელ-ნელა გადადიან ჭკუიდან. მოლის ანა მირჩევნია თავისი სიგიჟით და ყველას საერთოდ ტომი სჯობს. ტომი, რომელიც მხედველობას კარგავს და ბედნიერებას პოულობს და მარიონი, რომელიც ბოლოს და ბოლოს მიატოვებს რიაჩარდს.

მტრედებზე ნადირობა და ამ მტრედებისგან ღვეზელების დამზადება, აფრიკაში რასობრივი დისკრიმინაცია, ელას და პოლის სიყვარულის ისტორია, ანას და მაიკლის ხუთ წლიანი ურთიერთობა, მაიკლის წასვლა და ანა, რომელიც ფანჯარასთან დგას და ელოდება, გაზეთებიდან სტატიების ამოჭრა და კედლებზე გაკვრა, სანამ არ მიხვდება, რომ სიგიჟემდე ერთი ნაბიჯია, საულ გრინის ალჟირელი ჯარისკაცის ამბავი, მერიროუზის პერსონაჟი- აი ამისთვის ღირდა ამ წიგნის წაკითხვა.
დანარჩენი კი უბრალოდ კოცონზე უნდა დაწვა.
კარგად დაფიქრდით გინდათ თუ არა ,,ოქროს რვეულის“ წაკითხვა, და თუ გადაწყვეტთ წაკითხვას რაც არ მოგეწონებათ დავწვათ, კოცონს მე დავანთებ…

17 responses to “დორის ლესინგის თავისუფალი ქალები – წავიკითხოთ თუ არა ,,ოქროს რვეული“

  1. “…წიგნი არც მეტი არც ნაკლები 855 გვერდია და მე რომ ამ წიგნის რედაქტორი ვყოფილიყავი მხოლოდ 300 გვერდს დავტოვებდი. დანარჩენი უბრალოდ ნერვების წყვეტაა.”- სალ, გთხოვ ეს 300 გვერდი გაგვიხაზე, მოგვინიშნე, რომ ჩვენც ცოტათი მაინც გავიგოთ რისთვის დამსახურა ნობელი :))))

    Like

  2. “ეს გმირები მორალური გამოფიტულობის ზღვარზე არიან და ჩუმად ნელ-ნელა გადადიან ჭკუიდან.” – ჩემს გულში ხარ❤ ::**

    Like

  3. მაინც ვერ ჩამოვყალიბდი ამ წიგნთან დაკავშირებით🙂 თან მაინტერესებს, თან 855 გვერდი მაშინებს, თან ჯერ არავინ მინახავს, ვისაც მოეწონა… ალბათ მაინც ვცდი და თუ მოსაწყენი გახდება, გვერდზე გადავდებ – ავტორმა თვითონ მოგვცა ამის უფლება და…🙂

    Like

    • Kejeradze – მოსაწყენი გახდება და უფრო მეტიც გაბრაზდები ჯერ ლესინგზე- ეს რამ დააწერინაო, მერე საკუთარ თავზე- ამას რატომ ვკითხულობო, მაგრამ მერე აღმოაჩენ ფრაგმენტებს, რაც დაგაინტერესებს და დაგაფიქრებს. ასე რომ დაიწყე:))))))

      Like

  4. ზინიკო სიამოვნებით გაგიხაზავ და მოგინიშნავ იმ გვერდებს, რაც ჩემთვის ღირებულია, რათქმაუნდა თუ ენდობი ჩემს ლიტერტურულ გემოვნებას:*:*

    Like

  5. “…რათქმაუნდა თუ ენდობი ჩემს ლიტერტურულ გემოვნებას”. – HM ! :)):**

    Like

  6. ვეთანხმები სტატიის ავტორს. მეც ვერ შევძელი ამ წიგნის წაკითხვა, თუმცა სურვილი ძალიან დიდი მქონდა (ისე, მაინცდამაინც ”გამოუცდელი” მკითხველიც არ ვარ). ვერ გავიგე, რატომ შეაჩერეს ამ ავტორზე არჩევანი: იმიტომ, რომ ფემინისტია, თუ იმიტომ, რომ კომუნისტებს ლანძღავს? თუ ამაზე ნიჭიერი ქალი მწერლები არ გვყავს, ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე! საერთოდ, ამ ბოლო დროს მოდაში იქცა ისეთი ქალი-მწერლების თარგმნა და გამოცემა, რომლებსაც რაღაც პრემიები აქვთ (ნობელისაც, რა თქმა უნდა) მიღებული. ეს პრემიები კი ძირითადად პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს ხოლმე (ბრძოლა რასიზმის წინააღმდეგ, ქალთა უფლებების დაცვა, კომუნისტების ლანძღვა…) და ჭეშმარიტ ლიტერატურასთან არ არის კავშირში. მე არავის არ ვურჩევდი ამისთანა ”ნობელიანტების” ”შედევრების” კითხვას.

    Like

    • მე ძალიან მიხარია, რომ ქალი მწერლების წიგნები ითარგმნება და თითქმის ყველა მაქვს:)) თუმცა ლესინგს რაც შეეხება ნამდვილად არ მაქვს სურვილი სხვა წიგნიც წავიკითხო:) გამორიცხულია:) აგოტა კრისტოფი, ფრანსუაზა საგანი, ჰერტა მიულერი, ვირჯინია ვულფი- დამსახურევულად აქვთ პრემიები და წაიკითხეთ:)

      Like

  7. მეც ძლივს წავიკითხე ეს წიგნი,ბევრი ფურცლის გამოტოვების სურვილი მქონდა,მაგრამ მაინც დავამთავრე🙂

    Like

  8. ღმერთო, იმდენ რამეს არ/ვერ დავეთანხმე, რომ არც კი ღირს დაკონკრეტება😦

    Like

    • არაუშავს:))
      სამწუხაროდ რამდენიმე დღის წინ, 17 ნოემბერს, კვირას, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა დორისი

      Like

      • ხო…ვიცი…ავღნიშნე უკვე ჩემს პოსტში😦
        ვაღიარებ ამ ქალს, როგორც მწერალს და როგორც უბრალოდ ქალს…

        Like

  9. ქალ მწერლებს მეც დავეძებ და ლესინგის წაკითხვას სულ მქონდა გეგმაში, მაგრამ ვიეშმაკე და ჯერ “ბალახი მღერის” წავიკითხე რომ დამეტესტა :დ 200 გვერდია ის წიგნი და 2 დღეში წავიკითხე მაგრამ იმიტომ კი არა რო კაი წასაკითხი იყო.უბრალოდ მინდოდა რაც შეილება მალე დამემთავრებინა.ეგეთი უაზრო, უინტერესო,ცუდი ენით ნაწერ(შეილება თარგმანის ბრალიც იყო) და საერთოდ დიდი უნიჭო რამეს ნობელიანტისგან არ ველოდი!შენი პოსტიდან ვატყობ იგივე სტილის იქნება ესეც ასე რომ ფემინიზმი კი არა მაგის შემხედვარე მართლა კუხნაშია ქალის საქმე :დდ

    Like

    • ,,ქალი ვიცი მე კუხნაში”- ამაზე მხოლოდ გოგოებთან ერთად ვხალისობ: )) მამაკაცებთან ,,მყისიერად” ვაპროტესტებ ხოლმე. დორის ლესინგის გამო ყველა ქალს ,,კუხნისთვის” ნუ გავწირავთ: ))))

      Like

  10. დღეს ბიბლუსის მაღაძიათა ქსელში, ზუსტან ამ წიგნის ფასდაკლებაა ნახევარ ფასად ორივე ტომი, მომინდა მეყიდა, თან იმდენი დრო არ მაქვს იმდენი წიგნი წავიკითხო , რამდენიც მე მინდა , აქ , რომ შემვედი, ხოტა სტეპტიკურად განვეწყე ამ წიგნთან დაკავშირებით, თუმცა რამეთუ ადამიანებმა, საზოგადოებამ აირჩია , ამავდროულად ლესინგს ნობელის პრემია აქვს აღებული გადავწყვიტე მაინც ვიყიდო,,,, )) და თუ წავიკითხე აუცივლებლად ჩემ შთაბეჯდილებებს გაგიზიარებთ ამასთან დაკავშირებით,.,,,

    რაც შეეხება პოსტს, საკმაოდ საინტერესოდ წერთ, მადლობა , რომ სასწორის მდომარეობაში დამაყენე>>))

    Like

    • ჩემი ყველა პოსტი სუბიექტურია: )) ძალიან ჩემი შეფასებები: ))) ვცდილობ პოსტის წაკითხვის შემდეგ მკითხველს გაუჩნდეს სურვილი მოძებნოს წიგნი, წაიკითხოს და იფიქროს ამ წიგნზე. ამიტომ არასდროს ვყვები ამბავს ბოლომდე, რა მოხდა, როგორ მოხდა და ა.შ. ეს ინტერესს დაგიკარგავთ: )))

      რაც შეეხება დორისს, ახლახანს გარდაიცვალა და გული დამწყდა. ,,ოქროს რვეულში” არის რამდენიმე ეპიზოდი, რომლის გამოც მე პირადად არ ვნანობ ამ წიგნის წაკითხვას.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s