კარამაზოვები… ძმები… ავხორცები

დოსტოევსკის ,,ძმები კარამაზოვების“ წაკითხვა ღამის 1 საათზე დავამთავრე და თვალებს არ ვუჯერებდი, უიმედოდ ვეძებდი ფურცლებს, ამოხეული ხომ არ არის? იქნებ წიგნის დეფექტია? შეუძლებელია ასე დამთავრდეს, ნუთუ ,,ილუშენკას დაკრძალვა, სიტყვა ლოდთან“ ეს არის ბოლო თავი? მეორე დღესვე წიგნის მაღაზიაში წავედი და სხვა გამოცემა ვნახე, განსხვავება მხოლოდ თარგმანში აღმოჩნდა იქ ბოლო თავი ,,სიტყვა ქვასთან“ იყო… არა ლოდი სჯობდა აშკარად. დიდი ბოდიში დოსტოევსკი, მაგრამ შენ მე იმედი გამიცრუე- ეს არ იყო ძლიერი დასასრული. ეს იყო ძალიან დიდი დასაწყისის ბუნდოვანი დასასრული, შუაგული ტყე გზის გარეშე…

მე არ მინდა ივანი მოკვდეს, მე არ მინდა დიმიტრი გრუშენკასთან ერთად გაიქცეს ამერიკაში, არ მინდა ილუშა მოკვდეს და ალიოშა სადღაც ჯანდაბაში გადაიკარგოს, მე არ მინდა ეს საშინელი ქალი-კატერინა ივანოვნა ასე გამოძვრეს, არ მინდა, არ მინდა, არ მინდა!

მე ივან კარამაზოვი მიყვარს. მიყვარს და მორჩა. ძმებს შორის ყველაზე გამორჩეული და ნამდვილია. საერთოდაც ჩემთვის ამ წიგნში სამი გმირია- ივან კარამაზოვი, ილუშენკა და მამა ზოსიმე. დანარჩენები არიან უბრალოდ პერსონაჟები, თუმცა დოსტოევსკისთის მეორე ხარისხოვანი პერსონაჟები არ არსებობენ, ყველა პირველია…

სამი ძმა – დმიტრი (მიტია), ივანი და ალექსეი (ალიოშა) კარამაზოვები …ისინი ძმები არიან და გარდა იმისა, რომ ერთი სისხლი აქვთ კარამაზოვები არიან… სულით ხორცამდე… ავხორცები…
სამი ძმიდან ივანი იმიტომ მიყვარს, რომ ღმერთის სწამს და თან უარყოფს, ეშმაკს ესაუბრება, უსამართლოდ დაჩაგრულ ბავშვებზე ფიქრობს და მათ ნაცვლად იტანჯება, რადგან იცის დიდი უსამართლობაა ადამიანი ცხოველს შეადარო, ცხოველი ვერასდროს იქნება ისეთი ულმობელი, როგორც ადამიანია!

ილუშა ცაციაა და ქვებს მარცხენა ხელით ისვრის, ყველაზე ახლო მეგობარს ბარძაყში ფანქრის სათლელ დანას უყრის… ის 9 წლისაა, სუსტი, დაბალი, ფერმკრთალი, დამოკლებული პალტოს ჯიბეებს ქვებით ივსებს და დაკერებულ ჩექმას საგულდაგულოდ მალავს მელნით. დიმიტრი კარამაზოვი კი მარტო იმიტომ მძულს, რომ მოედანზე მამას გამოქომაგებული ილუშა არ დაინდო, ყველას თვალწინ დაამცირა. ეს წყენა ილუშამ ვერ გადაყლაპა და ტკივილი სიკვდილამდე გაჰყვა. ყოველ დღე სკოლაში დასცინოდნენ, რადგან ბავშვები სკოლაში ძალიან დაუნდობლები არიან, ცალ-ცალკე ანგელოზები გეგონებათ, ერთად კი სკოლაში ძალიან უმოწყალოები არიან. ილუშა 9 წლის ასაკში მიხვდა სიმართლეს, იმ სიღრმეს ჩასწვდა, რასაც მდიდარი ოჯახის შვილები მთელი ცხოვრება ვერ ჩაწვდებიან.

წიგნი ნამდვილად გენიალურია, ერთხელ წაკითხვით ვერ გაიაზრებ უნდა იკითხო ნელა და სვენებ-სვენებით. რაც არ მომეწონა ეს დასასრულია და კიდევ წინასწარ გამოცხადებული სათაურები ,,გლეხებმა თავისი გაიტანეს“ და უკვე ვხვდები, რომ დიმიტრი დამნაშავედ სცნეს, ,,მოულოდნელი კატასტროფა“ და ა.შ. სიმძაფრე მაშინ ექნებოდა ამბავს, თუ თავებს საერთოდ არ დაასათაურებდა.

წიგნის დასაწყისშივე ვიცოდი, რომ მამას – ფიოდორ პავლოვიჩ კარამაზოვს მოკლავდნენ, მაგრამ სამი შვილიდან რომელი მოკლავდა -ეს არ ვიცოდი. მითუმეტეს თუ არც ერთი არ მოკლავდა ამას ვერ წარმოვიდგენდი. თუ კარამაზოვები იყვნენ, თუ დამპალი სისხლი უდიოდათ ძარღვებში, თუ სულით ხორცამდე ავხორცები იყნენ- მაშინ რატომ არ მოკლეს მამა? რატომ არც ერთმა არ მოკლა მამა? ცოტა იმედი გამიცრუვდა, კარამაზოვური სიმდაბლის ძალამ ბოლომდე არ იმოქმედა. ავხორცობა ავადმყოფობასავით ჰქონდათ მოდებული, ეს სამი ავხორცი ერთმანეთს უთვალთვალებდა, დანას კი ჩექმაში მალავდნენ. მაგრამ… დოსტოევსკიმ ძმები დაინდო, სულ ბოლო წუთს დაინდო…

რუსეთი რომ ერთი დიდი საღორეა- ამაში ვეთანხმები დოსტოევსკის.
საერთოდ ამ წიგნში სიყვარული ცოტა უცნაურია, სიყვარულიც კარამაზოვურია-,,სულის ყველა კუნძულით მწყუროდი, ნეკნებითაც კი გნატრობდი“, ,,გული გამიგლიჯეთ, თქვენ კი გაგლეჯილ ჭრილობებში ხელებს მიფათურებთ“ და კიდევ ,,შეუძლებელია სიყვარული არაფრისგან შექმნა, არაფრისგან მხოლოდ ღმერთი ჰქმნის“.
ის ღმერთი, რომელსაც ეშმაკი ებრძვის და ბრძოლის ველი ადამიანის გულია.
ის ღმერთი, რომელიც რომ არა არსებულიყო უნდა გამოგვეგონებინა.
ის ღმერთი, რომელიც მონასტერში ყველაზე წმინდა ბერის-ზოსიმეს სხეულს სიკვდილის მერე ააყროლებს, რათა მცირედმორწმუნეებს დაანახოს სასწაულის გამო კი არ გწამდეთ ჩემი, მე თავისუფალი ადამიანის რწმენა მჭირდებაო.

და თუ ადამიანი, მართლა ბედნიერებისთვის არის შექმნილი, მაშინ კარამაზოვების ცხოვრებისეული წყურვილიც გამართლებულია.

21 responses to “კარამაზოვები… ძმები… ავხორცები

  1. sal,mixaria rom dzmeb karamazovebze dawere posti,rumca upro didi da upro meti mindoda, rom yopiliyo.
    rac sheexeba am nawarmoebis dasasruls romelic shen ar mogewona, dostoevskim dzmebi karamazovebit daiwyo da apirebda mteli tavisi shemoqmedeba sheejamebina im nawarmoebebit, romlebic karamazovebs moyveboda,aravin icis iqneboda es am wignis gagrdzeleba tu shinaarsobrivad sxva wignebi iqneboda, magram karamazovebidan 3 tvis shemdeg dostoevski gardaicvala. ase rom sheidzleba sulac ver moaswro am nawarmoebis dasruleba.
    es wigni rom wavikitxe guli mec dzalian damwyda rom yvelaperi ase bundovani darcha,tumcaga ilushechkas dakrdzalvam gvaranad magvrevina cremlebi.
    da kidev alioshaze saertod araperi giweria, mainteresebs mis shesaxeb sheni azri, radgan dostoevskis mgoni yvelaze metad es gmiri mowonda am nawarmoebshi.
    shen tqvi mitia mdzulso, me ki shemidzlia gavugo kidec mas,tu ratom es vrceli temaa🙂
    ivanis saubrebi eshmaktan,yvelaze dzlieri monakvetia chemtvis..
    da kidev,me erti ragac ver gavige da iqneb shenc miaqcie yurageba. patara liza, alioshas rom unda gayoloda colad da mere gadaipiqra,ratom sheishala da ra saqme hqonda ivantan?

    Like

    • nimpa getanxmebi rom cotaa:))) mec mecotaveba, magram yvelafris dawera, yvelaferze dawera es ubralod sheuzlebelia. me mxolod chemtvis mnishvnelovani gamovyavi, isic ukiduresad mnishvnelovani:)))
      rac sheexeba alioshas, karamazovebisgan gamorcheulia imit, rom is naklebad avxorcia da principshi albat mere ufro igzrnobs karamazovebis sisxls, roca sabolood dashordeba monasters.
      ai lizaze ki verafers getyvi, saertod arc erti kali personaji ar momewona, es uazro gulyrebi da isterikebi shors aris chemgan:)))

      Like

  2. ალბათ კარამაზოვები ყველაზე ამოუცნობი და ამოუწურავი ნაწარმოებია, რაც წამიკითხავს… დღემდე მგონია, რომ ბოლომდე ვერ გავიგე (განსაკუთრებით, დიდი ინკვიზიტორი და ზოსიმეს მონოლოგი)… ფიოდორს კიდევ ცოტა რომ ეცოცხლა…

    Like

  3. ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერ შევიყვარე ეს ალიოშა. საერთოდ რატომ იყო წიგნში, უბრალოდ, კარამაზოვი რომ იყო, იმიტომ?🙂 მაინც გაყვება მამის კვალს :D( ხასიათში)
    კოლიას და სმერდიაკოვს “რესფექთ” ჩემგან😀. თუმცა ამ მეორემ კი გააფუჭა ბოლოს ყველაფერი.
    მსაჯულები რომ გავიდნენ, ისე ავნერვიულდი, თითქოს რამე მნიშვნელობა ჰქონდა მათ განაჩენს.
    ჰოდა, ყველაზე უფრო, რაღა თქმა უნდა, ივან კარამაზოვი. :აღტაცებულ:

    Like

    • აი მსაჯულები, რომ გავიდნენ და განაჩენი უნდა გამოეტანათ უკვე ვიცოდი რაც მოხდებოდა, იმიტომ, რომ იმ თავს ერქვა – ,,გლეხებმა მაინც თავისი გაიტანეს”. ამიტომ სჯობდა თავებს სათაურები არ ჰქონოდათ:))) მაგრამ ყველა ერთბაშად აღშფოთდა როგორც კი ჩემი მოკრძალებული კრიტიკული აზრი გამოვთქვი:))) facebookze კომენტარებს ვგულისხმობ:)))

      Like

      • ორიგინალში მაგ თავს ჰქვია “мужички за себя постояли”, რაც ცოტა ორაზროვან-ირონიულია ( როგორც მთელი წიგნი) და ამიტომ პირდაპირ ნაჯახივით არ გირტყამს🙂

        Like

  4. საბოლოოდ ხომ მაინც შვილი კლავს, სმერდიაკოვი. მართალია არაღიარებული მაგრამ მაინც შვილი.

    Like

  5. ვფიქრობ რომ მაგ წიგნის წაკითხვა იქამდე არ ღირს სანამ დოსტოევსკის ბიოგრაფიას გამოწვლილვით არ შეისწავლი, ბევრ პარალელსაც გაავლებ და თან ახალ ცოდნასაც შეიძენ. ძმები კარამაზოვები ავტორის ბოლო ნაწარმოებია, სამწუხაროდ მას არ დასცალდა ნაწარმოების დამტავრებთა თუმცაღა აპირებდა…მან თავისი ნაწარმოებები რაღაც დოზით გააერთიანა ამ ნაწარმოებში. მხოლოდ ერთი წაკითხვით მას ვერ გაიგებ

    Like

  6. ავტორო, დოსტოევსკი ამ წიგნის დამთავრების შემდეგ აპირებდა დაეწერა გაგრძელება და სულაც არ აპირებდა ასე კითხვისნიშნებით დაემთავრებინა (თუმცა მე ასეც მომწონს).. მაგრამ კარამაზოვების დაწერიდან 6 თვეში დაიღუპა შესაბამისად ვერ მოასწრებდა, სამწუხაროა რომ გაგრძელების ნახვა არ გვეღირსება, თუმცა დოსტოევსკი ნაკლებადაა დამნაშავე სიკვდილში :დ :))

    Like

  7. პოსტის ავტორი ისტორიის ზედაპირული “დასასრულის” არარსებობას უჩივის, თუმცა რომანს თუ უფრო ღრმად წაიკითხავთ მიხვდებით, რომ ამ ისტორიას დასასრული არც უნდა ჰქონდეს რადგან ადამიანების სულიერი და მორალური კრიზისი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.. ჩვენ ისევ იმავე ჭიანჭველეთში ვცხოვრობთ, არც ბავშვების თვალწინ მათი დედებისა თუ მამების შეურაცხყოფას ვერიდებით და არც სუფთა ადამიანის ლაფში ამოსვრას მხოლოდ იმისთვის, რომ იმისმა სისპეტაკემ
    საკუთარ სიბინძურესთან შედარებით თვალი არ მოგვჭრას!.. ამდენად, ნაწარმოების დასასრული ლოგიკურია, თუმცა არა მხოლოდ მთარგმნელის, არამედ მკითხველის თვალითაც თუ შევხედავ ნაწარმოებს, რაღაც წილად დაგეთანხმებით კიდეც, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ეს უბრალოდ ადამიანური სურვილა – პრობლემის წამოჭრასთან ერათად ავტორი პრობლემიდან გამოსავალსაც გვთავაზობდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პრობლემიდან გამოსავლის ძებნა თვითოეული ჩვენთაგანის დანიშნულება და ვალია… დოსტოევსკი, ნაწარმოების გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ გარდაიცვალა და ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა, თუმცა, ჩემი აზრით, ეს “დაუსრულებელი” ფორმა რომანის კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნიუანსია..

    Like

  8. დაუკმაყოფილებლობის და სიცარიელის გრძნობა გამიჩნდა როცა ეს რომანი ჩავამთავრე…. ის დაძაბულობა, ემოციები და განცდები, რაც თან მდევდა კითხვის მანძილზე, ერთბაშად შეცვალა იმედგაცრუებამ…. მეც სწორედ გამოცემის დეფექტი მეგონა და ამაოდ ვეძებდი შემდეგ გვერდებს წიგნში…. მიტია არ მეცოდება, ის ჭეშმარიტი კარამაზოვია, თავისი მამის ღირსეული შვილი. ალექსეი? – სულ ვფიქრობ, დოსტოევსკის ცოტა კიდევ რომ გაეგრძელებინა ეს ნაწარმოები, ალესეის აუცილებლად ვიხილავდით ეკლესიის გარეთ… ივანი კი… ივანი ყველაზე „ნაღდია”. ბოროტი და კეთილი, მდაბიო და კეთილშობილი, ბინძური და სუფთა… რამდენადაც ვიცი, „ძმები კარამაზოვების” თავდაპირველ ვარიანტში ავტორი სწორედ ივანს აკვლევინებს მამას…

    Like

  9. დოსტოევსკი თავზარს მცემს _ როგორ შეიძლება მწერალმა ასე კარგად იცოდეს ადამიანის სულის ბნელი ხვეულები. მიმაჩნია, რომ იგი მოწიფულობის ჟამს უნდა წაიკითხო _ როდესაც უკვე გაქვს გარკვეული ლიტერატურული გემოვნება (ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან ერთად). მე პირადად დიდ ხანს ვემზადები ხოლმე ამ მწერალთან მისაახლებლად. ახლაც მაგიდაზე მიდევს მისი ”ეშმაკები” და ვემზადები სულიერად, გონებრივად… ეს ხომ ”სამი მუშკეტერი” არ არის, სულის ამოუთქმელად წაიკითხო. შევუდგები მის კითხვას ფურცელ-ფურცელ, აბზაც-აბზაც და კიდევ ძალიან ბევრს ვიფიქრებ წაკითხულზე.

    Like

  10. ანა აბულაშვილს ვეთანხმები: მე არ გამჩენია უკმარისობის გრძნობა წიგნის დასასრულთან დაკავშირებით. ეს სწორედ დოსტოევკისებური ფინალია. მწერალი არ გთავაზობს პრობლემის გადაჭრას, იგი პრობლემას სვამს, შენ კი იფიქრე. სწორედ ეს დასასრულია, ასე რომ გვამახსოვრდება და ამდენს გვაფიქრებს.

    Like

  11. დიდი მადლობა კომენტარებისთვის, თან ძალიან საინტერესო კომენტარებისთვის:))) კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვიცი რატომაც ვერ დაასრულა რომანი დოსტოევსკიმ- უბრალოდ მოკვდა. ასე უბრალოდ კვდება ყველა:))) მაგრამ ჩემი სუბიექტური, უკიდურესად სუბიექტური აზრით მაინც ჯობდა გზაზე გავეყვანეთ და მკითხველს ამოერჩია მარჯვნივ თუ მარცხნივ:)) დოსტოევსკიმ კი შუაგულ მინდორში დაგვტოვა:)))

    Like

  12. დოსტოევსკიმ ვერ მოასწრო ბოლომდე დაწერა, რადგან წიგნის დასრულების თარიღია 1880,ხოლო დოსტოევსკი 1881 წლის თებერვალში გარდაიცვალა. ალბათ ცოტაც რომ ეცოცხლა წიგნს მეტად შთამბეჭდავი ფინალი ექნებოდა, მაგრამ კარამაზოვები ამ ფინალის გარეშეც ერთ-ერთი დიდი შედევრია.

    Like

  13. ერთი კითხვა მაქვს, რა არის ამაში არალოგიკური, რატო ეძებთ დამატებით ფურცლებს, რატომ გაგიცრუათ იმედი დოსტოევსკიმ, თუ არ შეგწევთ იმის უნარი გააცნობიეროთ რას კითხულობთ, მიიღოთ ავტორისეული ვარიანტი თქვენი საყვარელი გმირების მომავალთან დაკავშირებით, მაშინ გირჩევთ ჯერ სხვა წიგნები წაიკითხოთ, რომელთაც საპნის ოპერების მსგავსი კეთილი დასასრულები აქვთ და სადაც ყველაფერი დაღეჭილად არის გადმოცემული… მე აღფრთოვანებული ვარ ამ ნაწარმოებით, მსოფლიო შედევრია, მშვენივრად არის გადმოცემული მიტიას მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძაფრე, და რაც მთავარია ის ხვდება ამ დანაშაულს, ჯერ კიდევ მოკროეში პატარა ბავშვი ესიზმრება, გამხდარი და უსუსური ხელებით, სწორედ ეს არის მისი სისხლის, სწორედ ამ სისხლის გამო აგებს პასუხს, ეს არის მისი სასჯელი და ნებიმიერ შემთხვევაში დაიტანჯება და გაიქცევა თუ არა ეს სატანჯველი სამართლიანი იქნება.. მიტიაც ხვდება ამას და ალიოშაც მიხვდა სწორედ იმ ქვასთან… სწორად ამიტომ არის ეს სრულიად ლოგიკური და “უცილობელი” დასასრული და თუ მკითხველს სხვაგავარი დასასრული უნდა, ეს მისი თავისუფალი ნებაა, მაგრამ ამავე დროს არ შესწევს უნარი სხვისი, ავტორის თავისუფლ ნებას სცეს პატივი….

    Like

    • თუ არ შეგწევთ უნარი გააცნობიეროთ რისი თქმა მინდოდა ამ პოსტით (თქვენი სიტყვებით რომ ვთქვათ) მაშინ ნუ წაიკითხავთ ჩემს პოსტებს:) ჩემი პოსტები რომ წაგეკითხათ მიხვდებოდით რისი უნარი შემწევს და რა კატეგორიის წიგნებს /. მწერლებს ვკითხულობ:)))

      Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s