Eat Pray Love -ჭამე ილოცე შეიყვარე

30 წლის როცა გავხდები ავტობიოგრაფიულ წიგნს დავწერ ჩემს პირად ცხოვრებაზე (რომელიც ასე აინტერესებთ ჩემს ნაცნობებსა თუ მეგობრებს და რომელზეც ყოველთვის ვამბობ, რომ ,,პირადია“) და დავწერ არაპირად ცხოვრებაზეც. როგორ ვსწავლობდი იტალიურს, რატომ ავირჩიე ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და თურქულ ენებს შორის იტალიური, როგორ შევიცვალე მერე პროფესია და ჩავაბარე იურიდიულ ფაკულტეტზე. რა მოხდებოდა იტალიურის სწავლა რომ გამეგრძელებინა, იტალიაში წავსულიყავი, მენახა რომი, ფლორენცია, ვენეცია და ვყოფილიყავი უცხო ენების teacher ან coach. მაგრამ ყველაფერი სხვაგავარდ მოხდა და ახლა ვარ იურისტი, კანონის დამცველი და აბსოლიტურად დაგეგმილი ცხოვრებით ვცხოვრობ. შაბათ–კვირის თავისუფლად გატარებაც არ შემიძლია, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია და არ ვნანობ. ვფიქრობ, რომ ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და 22 წლის ასაკში ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის…

არ ვიცი ჩემი წიგნი გახდება თუ არა ბესტსელერი, მაგრამ ელიზაბეტ ჯილბერმა ეს ნამდვილად მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წიგნი წამიკითხავს, მათგან სულ თითზე ჩამოსათვლელი მახსენდება ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რომ მიმაღებინა და ერთ–ერთი სწორედ ეს წიგნია ,,ჭამე, ილოცე, შეიყვარე“.

სრულიად შემთხვევით ჟურნალში სტატია წავიკითხე: ,,ელიზაბეტ ჯილბერტის ,,ჭამე, ილოცე შეიყვარე“ საყვარელ წიგნად ასახელებენ ჰილარი კლინტონი, ჯულია რობერტსი, ბრიტნი სპირსი… ოპრა უინფრიმ ორი გადაცემა მიუძღვნა. ელიზაბეტ ჯილბერტი თანამედროვე ამერიკელი მწერალია, ჰემინგუეის კალმის ლაურეატი, მისი ერთ–ერთი სტატიის მიხედვით გადაიღეს ფილმი ,,საძაგელი კოიოტი“. ,,ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ მოგვითხრობს თავად ელიზაბეტზე, ქალზე, რომელიც 30 წლის ასაკში ნერვული აშლილობის ზღვარზე იყო, ცხოვრების თავიდან დასაწყებად ერთწლიანი მოგზაურობა დაიწყო იტალიაში, ინდოეთში და ინდონეზიაში. იტალიაში პასტამ, პიცამ და ნაყინმა ცხოვრებისკენ მოაბრუნა, ინდოეთში მედიტაციამ სულიერი წონასწორობა აღუდგინა და ინდონეზიანში კი შეხვდა ახალ სიყვარულს ფელიპეს. წიგნი 2006 წელს გამოიცა და 30 ენაზე ითარგმნა. ტურისტული აგენტები დღესაც სთავაზობენ ტურისტებს ელიზაბეტ ჯილბერტის მარშუტის გავლას. ლიზი კი კვლავ ფელიპესთან არის.“

სტატიამ ძალიან დამაინტერესა, მეორე დღესვე წავედი წიგნის მაღაზიაში, წიგნი შევიძინე და მივხვდი, რომ ეს ის არის რაც მე მჭირდებოდა. რატომ მიყვარს ეს წიგნი? იმიტომ, რომ ქალი მწერალია და კარგად წერს, იმიტომ, რომ იტალიური გამახსენა, იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი მსახიობი თამაშობს ფილმში და კიდევ ბევრი ,,იმიტომ რომ“ არსებობს.

L’amor che move il sole e l’altre stelle- ღმერთი არის სიყვარული, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს მზე და ვარსკვლავები. ლიზი ინდოეთის აშრამაში ეძებდა სულიერ წონასწორობას. ჩემთვის როგორც ქრისტიანისთვის ღმერთი ქრისტეა, ინდოეთის აშრამები ბოდიში და სულ არ მაინტერესებს, სულიერი წონასწორობის აღსადგენად იერუსალმიში წავიდოდი, ან სულაც მონასტერში, სადაც 2 კვირა ვცხოვრობდი და ლიზივით მეც იატაკის მოხეხვა დამავალეს. ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის – თუ განსხვავებული რელიგიის ადამიანს შეხვდები და ღმერთზე დაგიწყებს დავას, უბრალოდ უნდა მოუსმინო და მეტი არაფერი. არასდროს ეკამათო მას ღმერთზე. შემდეგ წადი სახლში და რაზეც გინდა ილოცე.

როცა დეპრესიაში მყოფი აბაზანის იატაკზე დაემხობი და ღმერთს მიმართავ დაგეხმაროს ან უბრალოდ დაჯდები და წერილს მისწერ, სადაც ჰილარი კლინტონიდან დაწყებული შენი მეოთხე კლასის მასწავლებლით დამთავრებული ყველა სთხოვს ღმერთს შენს დახმარებას და იგრძნობ, რომ ყველაფერი გაივლის ეს არის რწმენა. ცხოვრებას თუ ასე ჩაებღაუჭე და წვრილმანებში ჩაჰყევი, სიკვდილამდე მიგიყვანს. არის რაღაც მომენტები ცხოვრებაში, როცა უნდა გაჩერდე. ჩიტები ღამის თვითმფრინავებთან შეჯახებით არ კვდებიან, ხეები არ ხმებიან, მდინარეები სისხლიფრად არ წითლდებიან. ცხოვრება გრძელდება.. ეძიე უფალი, ისე როგორც თავზე ცეცხლწაკიდებული კაცი ეძებს წყალს… და კიდევ არ არსებობს ქვეყანაზე გაჭირვება, რომელსაც ვერ უწამლებ ცხელი აბაზანით, ჭიქა ვისკით და ლოცვით…

რატომ არის ცხოვრება ასეთი სულელური? ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს. ოკეანე წვეთებისგან შედგება და სანამ შენი ნამდვილი წყვილი არ გამოჩნდება უნდა მოითმინო. როგორც იტალიელები იტყვიან ATTRAVERSIAMO…

წიგნის მიხედვით 2010 წელს ფილმი გადაიღეს, სადაც ელიზაბეტის როლს ჩემი Number One მსახიობი ჯულია რობერტსი თამაშობს. ჯულია როგორც ყოველთვის შეუდარებელია, თუმცა ვთვლი, რომ ფილმი წიგნს ვერ შეედრება. ფილმი ფრაგმენტულია და ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი დაკარგულია. ტეხასელი რიჩარდი მე სხვანაირი წარმომედგინა, აი ფელიპე კი ნამდვილად მომხიბვლელია.

ამ ცხოვრებაში მართლა 3 რამ არის მნიშვნელოვანი: ჭამა– ლოცვა –სიყვარული
ასე რომ
ჭამეთ, ილოცეთ და რაც მთავარია შეიყვარეთ…

12 responses to “Eat Pray Love -ჭამე ილოცე შეიყვარე

  1. მე მგონი, ჰილარი კლინტონის საყვარელი წიგნის წაკითხვა ღირს (ცოტა კი მიკვირს, ბრიტნისაც რომ იგივე წიგნი უყვარს)… :))

    Like

    • ამ წიგნის წაკითხვა ნამდვილად ღირს, ბრიტნის კი არა ჯასტინ ბიბერსაც რომ მოსწონდეს მაინც:)))

      Like

  2. აუცილებლად წავიკითხავ🙂
    ისადა.. სალომეა, ლურჯ ფერს უღალატე?😀 ვერ ვიჯერებ : )))

    Like

    • niniTo– მე ისევ ლურჯი ვარ:)) ბლოგი გავახალისე:))) ზამთარი მოვა და გავლურჯდები:)))

      Like

      • ჰო, ვიხუმრე: ) თან მეუცხოვა…
        ისე… ძალიან ლამაზი დიაზაინი კია: )

        Like

  3. თუ წიგნს ვერ ვიპოვნი ფილმს აუცილებლად ვუყურებ დღესვე ^^ დამაინტერესა :))) ჯულია ჩემთვისაც ნომერ პირველი :)))
    საინტერესო ბლოგი გაქვს🙂

    Like

  4. მადლობა:)))
    ,,ბიბლუსის” წიგნის მაღაზიებშია ყველგან:)))
    მე გირჩევ, რომ ჯერ წიგნი წაიკითხო და ფილმი მერე ნახო:)

    Like

  5. ცუდად არ გამიგოთ და Attraversiamo მოთმინებასთან არაფერ კავშირშია, ის უბრალოდ ნიშნავს გადავლახოთ, გადავკვეთოთ :))

    Like

  6. ცუდად არ გაგიგებ და – მოთმინებას არ ეხებოდა:)) ვიცი რასაც ნიშნავს იტალიურს ვსწავლობდი:))

    Like

  7. ისე კარგად წერ, რომ ყველა ჩემი კომენტარია ასეთი იქნება, მარტივი ანუ გენიალური !😉 ყველგან არ დავწერ, მაგრამ იგულისხმება😉

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s