stories

ახლახანს ერთი სტატია წავიკითხე ,,წიგნების წარღვნა“, სადაც ავტორი წერდა – იაფფასიანმა ყვითელმა ჟურნალებმა ნამდვილი საგამომცემლო წარღვნა მოაწყვეს. მთელი კვირის მანძილზე იმდენი წიგნი მოჰყვება ქართულ ჟურნალებს, რომ მკითხველი (თუ მყიდველი) ძალიან დაიბნაო. უხარისხო წიგნის ფურცლებზე და უგემოვნოდ გაფორმებულ წიგნის ყდებზე (ყველას არ ეხება) ავტორს ვეთანხმები, მაგრამ მე პირადად წიგნების წარღვნა ძალიან მახარებს. წარღვნის რა მოგახსენოთ და ჟურნალ ,,რეიტინგის“ გამოცემულ ,,მსოფლიოს რჩეული მოთხრობების“ ყველა ტომი მაქვს – სულ 38: ))) ერთი პოსტი უკვე დავწერე ამ წიგნებზე
to be continued…

სტივენ კინგი
სტივენ კინგი თანამედროვე ამერიკელი მწერალია. ჟურნალმა “ფორბსმა” ყველაზე მაღალ აზანღაურებადი მწერლების ტოპ-ათეული გამოაქვეყნა და სტივენ კინგი 34 მილიონით მე–3 ადგილზე გავიდა. კინგის ნაწარმოებებში ფანტასტიკა/ ფენტეზი/ მისტიკა/ დრამა სჭარბობს. ჰოლივუდში სტივენ კინგის ნაწარმოებების მიხედვით ფილმებს იღებენ. რამდენი წიგნიც არ უნდა წავიკითხო, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს კინგის მოთხრობა ,,ცოცხლად დარჩენილი“ არასდროს ამოიშლება ჩემი გონებიდან. ეს არის შოკისმომგვრელი ამბავი კუნძულზე დარჩენილი ადამიანისა, რომელიც შიმშილის გამო საკუთარი სხეულის ნაწილებს იჭრის და ჭამს. არ ვიცი კინგმა ეს როგორ დაწერა, ყოველგვარ ფანტაზიას სცილდება ასეთი საშინელება. ,,კორპორაცია ნუ მოსწევთ“ კი ყველა მწეველმა უნდა წაიკითხოს და დარწმუნებული ვარ 70% მოწევას თავს დაანებებს. ვისაც შოკის მიღება გინდათ და მძაფრი ემოციები გიყვართ სტივენ კინგის მოთხრობები წაიკითხეთ.

ორასიო კიროგა
ორასიო კიროგას ბიოგრაფიით ისე მოვიხიბლე, რომ აღარ გადავდე და მოთხრობების კითხვა დავიწყე. აი რამ მომხიბლა – ორასიო კიროგა ცნობილი ურუგვაელი მწერალია, მისი ნაწარმოებები გაჯერებულია ფანტასტიკურობითა და ფსიქოლოგიზმით. კიროგა რამდენიმე წელი ჯუნგლებში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, რომელმაც 2 შვილი გაუჩინა, მაგრამ შემდეგ თავი მოიკლა. კიროგამ ჯუნგლები დატოვა, მაგრამ ისევ უკან დაბრუნდა. სიცოცხლე კი მეუღლის მსგავსად თვითმკვლელობით დაასრულა– ციანიდის შხამი დალია. ცოლ–ქმრის სუიციდმა და ჯუნგლებში ცხოვრებამ ძალიან დამაინტერესა.
რაც შეეხება მოთხრობებს, ეს მოთხრობები 2 ნაწილად იყოფა, საბავშვოდ და დიდებისთვის. საბავშვო მოთხრობები: გველთა კონგრესზე (,,ანაკონდა“), ნიანგებზე, თევზებზე, გიგანტურ კუზე, იაგუარზე კეთილ ზღაპრებს ჰგავდა. მოთხრობები დიდებისთვის კი მართლაც ღრმა და ფსიქოლოგიური იყო: ,,ამაოება“, ,,თანასწორობის შესახებ“, თვითმკვლელი ხომალდები“. ,,სამი ბარათი“ ძალიან მომეწონა, ეს იყო ამბავი ქალზე, რომელსაც მგზავრობის დროს მამაკაცები ეპრანჭებიან. ასეთი რამ მეც გადამხდენია თავს და ძალიან სახალისო იყო: )))

რეი ბრედბერი
რეი ბრედბერი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი გმირის – კლარიდას მსგავსად ისიც 91 წლის გახდებოდა და კიდევ უფრო წარმოუდგენელია ევარაუდა, რომ მოთხრობების კითხვას 22 წლის სალომეა სწორედ მის დაბადების დღეზე 22 აგვისტოს დაიწყებდა. რეი ბრედბერი თანამედროვე ამერიკელი მწერალია. მას ხშირად ფანტასტიკის მეტრს უწოდებენ. თუმცა მისი ნაწარმოებები ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ბრედბერის მოთხრობების მიხედვით 65 მინი ფილმი გადაიღეს. ყველზე ცნობილი რომანი კი ,,451 გრადუსი ფარენგეიტია“.
მოთხრობებით კი ძალიან ვისიამოვნე. საოცარი მოთხრობებია. აღფრთოვანებული ვარ. განსაკუთრებით ,,ცელი“ მომეწონა. ,,ცელი“ არის მოთხრობა პურის ყანაზე, სიკვდილზე და გაგიჟებულ მთიბავზე, რომელიც დაუღალავად მკის, მკის და მკის… ,,კალეიდოსკოპი“, ,,ჟანგი“, ,,და მეხმაც იქუხა“ – აუცილებლად წაიკითხეთ, წინ დიდი სიამოვნება გელით.

პაველ ვეჟინოვი
პაველ ვეჟინოვი კიდევ ერთი აღმოჩენაა ჩემთვის. ვეჟინოვი ცნობილი ბულგარელი პროზაიკოსი, დრამატურგი და ესეისტია. ,,ბარიერი“ თითქოს ბევრჯერ წამიკითხავს სხვა მწერლებთან, დასასრულიც კი ვიწინასწარმეტყველე, მაგრამ ვეჟინოვმა შეძლო ჩემი გაოცება. დოროთეას და ანტონ მანეს ამბავი თითქოს უკვე ზეპირად ვიცოდი, მაგრამ… დოროთეაზე მეტად ანტონ მანე შემიყვარდა, რაღაცით მურაკამს ჰგავდა ( მიტოვებული ცოლით და კატით: D )
,,გვიან საღამოს გულდამძიმებული ავედი ტერასაზე. ვეღარ გავბედე ცისთვის ამეხედა. ჩემს თავზე უნიათოდ მოციმციმე უსახური ვარსკვლავებისთვის. ისინი არასდროს არ იქნებიან ჩემი, არც ფრთები მაქვს მათთან ასაფრენად და არც ძალა შემწევს. მე ვერასდროს გადავაბიჯებ ბარიერს” – ფიქრობს ანტონ მანე.
შესანიშნავი მოთხრობაა, წაიკითხეთ და გადააბიჯეთ ბარიერს…

9 responses to “stories

  1. დოროთეა თავისი ფრთებით❤ ბულგარულ ლიტერატურაშიც აღმოვაჩინე საჩემო მწერალი🙂
    ფარენჰეიტის წაკითხვა ნამდვილად დიდი სიამოვნებაა : )

    Like

  2. აჰა იკომენტება კიდეც🙂

    ბრედბერი გენიოსია.
    ქინგის მე მიზერი მომწონს თრილერებიდან… მისტიკიდან ალბათ მაინც ნათება…

    Like

  3. Kejeradze – მეც ვფიქრობ, რომ ფარენგეიტი კარგი იქნება:)))

    Lord Vader– მადლობა დახმარებისთვის:)))

    Like

  4. ბორხესის მოთხრობები დავიწყე და საშინლად მოსაწყენი მომეჩვენა, პირველის მერე მივატოვე, როდისმე მივუბრუნდები:*

    Like

  5. დღეს ვიყიდე რეი ბრედბერის მოთხრობები, ნუ მართალია ძალიან გვიან კი მომიწია ყიდვა მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და აჰა, რაღაც რეის კვირეული მაქვს მოწყობილი… მოკლედ როგორც ვატყობ არაჩვეულებრივი საღამო მელის, ფარენჰაიტით და ბაბუაწვერათი ისე ვისიამოვნე სიტყვები არ მყოფნის გადმოსაცემად…🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s