COCO CHANEL

COCO CHANEL

კოკო შანელი – მოდა, ელეგანტურობა, ქალურობა, სუნამო ,,CHANEL N5”. . .

100 ადამიანი, რომლებმაც შეცვალეს სამყარო – მე 12 ტომი კოკო შანელის ბიოგრაფიას ეძღვნება, ანრი გიდელი ჰყვება ფრაგული მოდის ლეგენდის ისტორიას.

ეს არის ამბავი ქალისა, რომელიც ბაზრობის მოვაჭრის ოჯახში დაიბადა, ობოლ ბავშვთა თავშესაფარში გაიზარდა და მსოფლიო მოდა შეცვალა. ქალისა, რომელსაც 1 ფრანკიც არ ჰქონდა და სიკვდილის შემდეგ 260 მილიონი ფრანკი დატოვა.

გაბრიელ შანელი ბაზრობის მოვაჭრეთა ოჯახში დაიბადა. მოხეტიალე, მუდმივად სხვაგან მყოფი მამა, ასმით დაავადებული დედა, რომელიც 33 წლის ასაკში გარდაიცვალა, ორი და და 12 წლის ასაკში ობოლთა თავშესაფარში მოხვედრა. ,,თორმეტი წლისას ყველაფერი წამართვეს. ისეთი განცდა მქონდა, რომ მოვკვდი“– წერდა კოკო შანელი. ფრანგული მოდის პატრიარქს COCO მის მიერ შესრულებული მამლის სიმღერისთვის შეარქვეს, თუმცა მას მომღერლისა და მოცეკვავის კარიერა არ გამოუვიდა, რასაც მთელი ცხოვრება განიცდიდა.

კოკო შანელმა წარმატება მალევე მოიპოვა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამაც კი ვერ შეუშალა მას ხელი, ომის დროს კოკომ თავისი ბუტიკი არ დახურა და ,,ომის მოდა“ შექმნა. ყველაზე ცნობილი ჟურნალები მასზე წერდნენ: ,,ქალი, რომლის გარდერობშიც არ არის შანელის თუნდაც ერთი მოდელი, ძალიან ჩამორჩება მოდას“.

წარმატებული კარიერის საპირისპიროდ შანელს პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. სოციალური წარმოშობის გამო, ვაჭრის ოჯახში დაბადებამ არსიტოკრატთა წრეში გზა სამუდამოდ ჩაუკეტა. უამრავი წარჩინებული საყვარელი ჰყავდა, მაგრამ არასდროს გათხოვილა, შვილის ყოლა არ შეეძლო და ამას ძალიან გაიცდიდა, საყვარელი ადამიანის სიკვდილმა კი მას სამუდამო დაღი დაასვა.

კოკო შანელი მეგობრობდა ისეთ ცნობილ პიროვნებებთან როგორებიც იყვნენ – პიკასო, მოდილიანი, სტრავინსკი, უისტონ ჩერჩილი, მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, დიდი ბრიტანეთის ჰერცოგი და რომანოვების რუსი თავადი…

ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ შანელის ბიოგრაფიის კითხვისას საქართველოს წავაწყდებოდი. 19 წლის ქართველმა ქალმა, ბათუმის ოლქის გუბერნატორის ქალიშვილმა რუსუდან მდივანმა შანელის მეგობარს ქმარი წაართვა და სწორედ ამ ამბავის აღწერისას კოკო შანელის ბიოგრაფი ახსენებს საქართველოს. უფრო მეტიც, რუსუდან მდივანს ქორწილში თავად შანელის შეკერილი საქორწილო კაბა ეცვა.

,,CHANEL N5“ – როგორ შეიქმნა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სუნამო. ეს სუნამო განსაკუთრებით მიყვარს, რადგან დედა ამ სუნამოს გარდა სხვა სუნამოს არ აღიარებს და ყოველთვის მე ვჩუქნი : )))

კოკო შანელმა საზოგადოებას თავდაპირველად ,,წყალი შანელი“ შესთავაზა, შემდეგ კი მეგობარ ქიმიკოსს დაამზადებინა სუნამოების ორი სერია 1–დან 5–მდე. ფლაკონებიდან შანელმა N5 აირჩია და ასე შეიქმნა განუმეორებელი სუნამო ,,CHANEL N5“. ერთხელ მერლინ მონროს ჰკითხეს: ,,რას იცვამთ ღამით?” სექსსიმბოლომ კი გულწრფელად უპასუხა: ,,რამდენიმე წვეთ ,,შანელ #5″-ს.“

კოკო შანელი ჰოროსკოპით ლომი იყო (like me) და კიდევ ჩემსავით უყვარდა წიგნები. ოთახის კედლები დაფარული ჰქონდა წიგნებით გამოჭედილი თაროებით. კითხვა მისთვის თავშესაფარი იყო. წიგნებს წასაკითხად ვყიდულობ და არა იმიჯის შესაქმნელადო – ამბობდა ფრანგული მოდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.

კოკო შანელის წარმატება მეორე მსოფლიო ომმა შეცვალა. ის გერმანელებთან კავშირში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ ნაცნობობით მალევე გამოუშვეს. შანელი იძულებული გახდა მაღაზიები დაეხურა. 15 წელი საყვარელ საქმეს ჩამოშორდა და ამას ძალიან განიცდიდა. მაგრამ ის ასე ადვილად დანებებას არ აპირებდა და 15 წლის პაუზის შემდეგ კოკო შანელი მოდის სამყაროში ტრიუფმით დაბრუნდა…

კოკო შანელი არის ქალი, რომელმაც სამყარო რადიკალურად შეცვალა. არ არსებობს დღეს დიზაინერი, მისი გავლენა ცოტათი მაინც რომ არ განეცადოს, წარმატებული ქალბატონები დღემდე შანელის კოსტიუმებით იმოსებიან, იმიტომ რომ შანელი ყოველთვის მოდაშია…

წაიკითხეთ შანელის ბიოგრაფია… გისურვებთ მისი მოდელების შეძენას, შანელის ნამდვილი მოდელების და არა პატენტების, რომლებიც ასე ხშირია შანელის ბიოგრაფიაში ნახსენებ საქართველოში…

16 responses to “COCO CHANEL

    • ვულოცავ ,,გალას” აღებას, ნამდვილად იმსახურებდა.
      ბიოგრაფიული პროზა ყოველთვის მიყვარდა

      Like

  1. მეც მიყვარს. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, გარუჯვა და ქალის გარდერობში შარვლის დამკვიდრება მის სახელს უკავშირდება. თან ლიტერატურის მოყვარულიც ყოფილა🙂

    Like

    • Kejeradze – გარუჯვაზე არაფერი ეწერა ბიოგრაფიაში
      სულ ველოდი ახლა იქნება, ახლა იქნება მეთქი და არ…
      სპეციალური გადაცემა მიეძღვა ამ თემას და მაშინ გავიგე, რომ სწორედ შანელს დაუმკვიდრებია ნამზეური:)))

      Like

  2. პირველი მსოფლიო ომი იქეთ იყოს და მეორე მსოფლიო ომის დროს მის ერთობ ნაყოფიერ მოღვაწეობაზე არაფერი წერია მაგ წიგნში?

    Like

  3. Kejeradze
    ნწუ. ეგ ერთ-ერთი ურბანული ლეგენდაა, როგორც ის რომ SS ფორმის დიზაინერი ჰუგო ბოსი იყო.
    არის ასეთი ანდრე კურეჟი – მოდერნისა და პროვოკაციის ერთ-ერთი მამა მოდაში – ის იყო ქალის შარვლის მოდის დამამკვიდრებელი.

    Like

    • Lord Vader – მეორე მსოფლიო ომის დროს იძულებული გახდა დაეხურა მაღაზიები და 15 წლიანი პაუზა აიღო. გერმანელებთან ურთიერთობას უწოდებ ,,ნაყოფიერ მოღვაწეობას” დააკონკრეტე და გეტყვი წერია თუ არა: ))))

      Like

      • ჰო მაგას🙂
        და 15 წლით რატომ დაკეტა თავისი მოდის სახლიო? იმიტომ ხომ არა, რომ კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ კანონი შეეხო და დაპატიმრებული იყო ჯერ და შემდეგ გაძევებული საფრანგეთიდან? ეგ არ ეწერა?🙂

        Like

  4. კოკო შანელი გერმანელებთან კავშირში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ ნაცნობობით მალევე გამოუშვეს. შანელი იძულებული გახდა მაღაზიები დაეხურა. 15 წელი საყვარელ საქმეს ჩამოშორდა და ამას ძალიან განიცდიდა.გერმანელი საყვარელი ჰყავდა და ამის გამო ფრანგები ომის დამთავრების შემდეგ ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდნენ არ უნდოდათ მასთან შეხვედრა. სულ ეს იყო Lord Vader, ეტყობა ბიოგრაფმა დაინდო: )))) არ ვიცი.

    Like

    • კიდე ბევრი დაუწერია.🙂
      კოკოს აპარტამენტები ჰქონდა სასტუმრო რიცში, სადაც საოკუპაციო რეჟიმის მთავარი შტაბი იყო განლაგებული.
      პლუს:
      საფრანგეთში შემოღებული “არიული” კანონების დახმარებით, შანელი თავისი კომპანიის გაფართოებას ლამობდა, როდესაც ებრაელ მეწარმეთა ოჯახის – ვერტჰაიმერების პარფიუმერული ფაბრიკის მითვისება სცადა – სწორედ ვერტჰაიმერები აწარმოებდნენ შანელის პარფიუმერულ ხაზს.
      და შელენბერგები და ა.შ. კიდე…🙂 ბევრი დაუგროვდა.
      ადრე პოსტი მქონდა კოკოზე. ბევრ დიზაინერზე მაქვს დაწერილი და კოკოზე პოსტი ყველაზე ბოროტული გამომივიდა.🙂 მარა მაგას ეგ ვერაფერს დააკლებს. და მართლა გენიალური ქალი იყო.

      Like

      • ბოროტული პოსტისთვის მე პირადად შანელი ვერ გავიმეტე. მისი ბიოგრაფია ჩემთვის არის ძლიერი, მიზანდასახული ქალის ისტორია. შავი ფურცლები ყველას აქვს:))) Lord Vader ნუ იქნებით ასე სასტიკი :))) ჰო და კიდევ აქვე გეტყვი– ძალიან მომწონს შენი შეზედულებები ზოგადად. ჩემს ბლოგზე კი არა სხვა ბლოგებზეც ვკითხულობ შენს კომენტარებს. I like it

        Like

  5. WOW შენს პოსტებს ვკითხულობთო კი უთქვამთ, მაგრამ კომენტარებსაცო პირპირველად მოვისმინე🙂 მადლობა.

    Like

  6. ძალიან მინდა ეს ტომები მქონდეს, მაგრამ შეძენას ვერ ვახერხებ ჯერ.. კოკო შანელზე ბევრი არაფერი ვიცი და აუცილებლად წავიკითხავ ამ წიგნს..

    Like

  7. იმეილზე მოგწერე და აქაც დავწერ – სათაური დაუმოკლე პოსტს. სინტაქს-ერორს აგდებს.

    Like

    • წიგნის სათაურს ხომ ვერ მეტყვით, ან ავტორს?❤ Lord Vader თქვენ პოსტი რომელ მონაცემებზე დაყრდნობით დაწერეთ…

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s