ლიტერატურული პრემია ,,საბა”

2011 წლის 10 ივლისს, თიბისი ბანკის ეზოში, პრემია “საბას” რიგით მე-9 დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია გაიმართა. პრემია ,,საბა“ წლის საუკეთესო რომანისთვის – ერლომ ახვლედიანს გადაეცა წიგნისთვის – “კოღო ქალაქში”, ხოლო წლის საუკეთესო სადებიუტო წიგნად თამთა მელაშვილის ,,გათვლა“ დასახელდა.

თამთა მელაშვილი ,,გათვლა“

ომზე დაწერილი წიგნები არ მიყვარს. ერთი ჰემინგუეი წერდა ყველაზე კარგად ომზე და მეორე აგოტა კრისტოფი. ,,ტრილოგიაზე“ მაგარი წიგნი მე ჯერ არ წამიკითხავს. თამთა მელაშვილის ,,გათვლაში“ კი არის ომი. არ ჩანს რომელი, მაგრამ ხვდები, რომ 2008 წლის აგვისტოს ომია, რადგან ახსენებენ წინა ომს (სავარაუდოდ აფხაზეთის ომს) და ხვდები, რომ საქართველოა, რადგან ნინცო, ცქნაფა, ზაურა, დოდო, ხათუნა, თებრო მხოლოდ საქართველოში არიან. ვაღიარებ იყო კარგი მომენტები – ,,მამაჩემი ღმერთია, მამაჩემს რა მოკლავს“, როცა არ უნდა დაიჯეროს, რომ მამა ომში მოკლეს. დედა–შვილი წვავს კოცონზე ომში დაღუპული ქმარ–შვილის ტანსაცმელს, ნივთებს, მოგონებებს, მაგრამ მოგონებები არ იწვის… ყველაზე მძაფრი კი მტრის გვამია, რომელიც ხევში გდია, იხრწნება და არავინ მარხავს იმიტომ, რომ კაცი აღარ დარჩა დამმარხავი და იმიტომაც, რომ ,,იმათიანია“, 8 წლამდე სოფლის ბავშვები სეირის საყურებლად მიდიან და მთავარი პერსონაჟი მიაძახებს ,,დამარხეთ მაინც თქვე ნაბიჭვრებო“. ეს ფრაზა ამ წიგნში ყველაზე ნამდვილია. დასასრული კი არის საშინლად ცუდი, საშინლად. მთელი ემოცია, რაც წაკითხვის დროს მქონდა დასასრულით მოკვდა, სიყალბის გემომ პირი ამიწვა, like bad taste in your mouth.

მოკლედ ეს წიგნი წლის დებიუტია. როგორც იტყვიან ხოლმე – ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, რადგან სულ 70 გვერდია. ღამის 12 საათზე დავიწყე და პირველი ხდებოდა, რომ დავამთავრე, მაგრამ რომ დავამთავრე ვთქვი ჯობდა დამეძინა– მეთქი.

კიდევ ერთხელ დავრწუნდი, რომ როცა ძალიან დიდი მოლოდნით იწყებ წიგნის წაკითხვას და სხვების აზრით ეს წიგნი უბრალოდ აღმოჩენაა, მოვლენა, გარღვევა ქართულ ლიტ. სივრცეში, ვხვდები, რომ ეს შეფასებები ძალიან სუბიექტური და გადაჭარბებულია. და შესაბამისად იმედის გაცრუებაც უფრო დიდია. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. ჩემთვის პირადად თამთა მელაშვილმა ნამდვილად ვერ გ ა თ ვ ა ლ ა …

ერლომ ახვლედიანი ,,კოღო ქალაქში“

ერლომ ახვლედიანი მწერალი, კინოდრამატურგი დაიბადა 1933 წლის 23 ნოემბერს. ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ ის სცენარის ავტორია ფილმებისა “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978) “არასერიოზული კაცი” (1980) ,,ფიროსმანი“ (1969). ერლომ ახვლედიანის ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე.

,,კოღო ქალაქში“ უსაყვარლესი წიგნია. პატარა გვერდებზე პატარა ნახატებია, თითქოს ბავშვმა მიახატაო, ყოველ მეორე გვერდზე კი მთავარი მოქმედი გმირი– დიახ გმირი და არა პერსონაჟი კოღოა დახატული, ისეთი საყვარელია, სულაც არ ჰგავს რეალურს სისხლისმწოველს, რომ გიკბენს და წითელ ლაქებს გიტოვებს სამახსოვროდ.

როგორც გითხარით მთავარი მოქმედი გმირი არც მეტი არც ნაკლები ერთი ბეწო, უსუსური, მავნე, არაფრის მაქნისი, სამიოდ ბეწვში მოქცეული კოღოა, თანაც რა კოღო. ჭეშმარიტი კოლხი კოღო, ლუჯთვალება მეგრელი კოღო: )))

,,ბჟა დიდაჩქიმი
თუთა მუმაჩქიმი
ხვიჩა–ხვიჩა მურიცხები
დადო ჯიმა ჩქიმი“.

ლურჯთვალა კოღომ თავი გადაირჩინა, რადგან უდიდესი მისია ჰქონდა დაკისრებული პირისპირ უნდა შეხვედროდა თავის მკვლელს. ღმერთმანი, რაც მე კოღოები მომიკლავს, ყველას რომ ჩემთან პირისპირ შეხვედრა მოენდომებინა დღეს ამ პოსტს ვეღარ დავწერდი: )))
ლურჯთვალა კოლხ კოღოს კიდევ ერთი მისია აქვს– ის კბენს და სიყვარულის ნესტარს უშვებს, კოღომ სიყვარულის ნესტარით დააავადა არამარტო ადამიანები, არამედ ცხოველები, მცენარეები, მთელი სამყარო…

წაიკითხეთ კოღოს თავგადასავალი და თქვენ
ჩაისუნთქავთ ჰაერს– ამოისუნთქავთ სიყვარულს
ჩაისუნთქავთ ჰაერს– ამოისუნთქავთ თავისუფლებას…

7 responses to “ლიტერატურული პრემია ,,საბა”

  1. როდე– მადლობა როდე, მეც მომწონს:)))
    xmasters– კი ნამდვილად მაგარი ვიდეოა: )))

    Like

  2. სიმართლე გითხრა, “გათვლა” თავიდან მეც მომეწონა, რაღაც მომენტებში გული საშინლად ამიჩუყა, მაგრამ ბოლოში თითქოს ის არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო… რაღაცნაირი განწყობა დამიტოვა, ვერც მაშინ ავხსენი და ვერც ეხლა. თუმცა სიყალბეში რა იგულისხმე, ზუსტად ვერ მივხვდი.

    ვიდეომ თბილი და სასიამოვნო განწყობა გადმომცა. “კოღო ქალაქში” კი ჯერ არ წამიკითხავს და იმედია მალე გავიცნობ ცისფერთვალება კოღუნიას :)))))

    Like

  3. tatatatuli – სიყალბეა დასასრული – ,,აქ ადრე ოჰ ღმერთო და ამოიღო ცხვირსახოცი და ატირდა”. ეს არის სიყალბე. შეეძლო ეს ყველაფერი უფრო დრამატულად და უფრო ნამდვილად გადმოეცა.
    ლურჯი კოღუნა შენც მოგეწონება: )))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s