ULYSSES – ულისე

სულ პირველად ,,ულისეს“ შესახებ გავიგე აკა მორჩილაძის რომანის მიხედვით გადაღებულ ქართულ სერიალში ,,ქაღალდის ტყვია“. ერთი გოგო აღფრთოვანებული ტელეფონით უკითხავდა ბიჭს ,,ულისედან“ ნაწყვეტებს. დამაინტერესა. წავედი ბიბლიოთეკაში. წამოვიღე წიგნი. დავიწყე კითხვა დიდის ამბით. არ მომეწონა. დავაბრუნე. შემდეგ ჯეიმს ჯოისის ,,დუბლინელები“ წავიკითხე, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ ,,ულისე“ სულ სხვაა…

გავიდა სამი წელი და მეორედ გავუდექი გზას ბიბლიოთეკისკენ. საშინელი სიცხეა. მე ლონდონიდან ჩამოტანილი კაბით და ულამაზესი სამკაულებით, მაღალ ქუსლებზე მივკაკუნებ: ) 14–15 წლის გოგონები სკოლის ეზოში სხედან და ჩუმად სიგარეტს ეწევიან. მივკაკუნებ და ვფიქრობ – მე რომ ამათხელა ვიყავი, ასე დავდიოდი ბიბლიოთეკაში და წიგნებს ვკითხულობდი. მაგრამ მივხვდი, რომ ჭირვეული, მოხუცი, მუდამ შეწუხებული ადამიანივით ვიქცეოდი – ,,მე რომ შენხელა ვიყავი“ და მუდმივი ჭკუის სწავლება(!) თუ უნდათ მოწიონ სიგარეტი შუაგულ მზეში სადღაც მიყუჟულად, მე წავალ და ,,ულისეს“ წავიკითხავ. ბიბლიოთეკა, როგორც ყოველთვის, ცარიელი იყო. ჩემს გარდა იქ სულ 4 ან 5 კაცი თუ დადის. ბიბლიოთეკარმა გაკვირვებულმა შემომხედა, რა წიგნი გნებავთო – ,,ულისე“ გამოვაცხადე. მოძებნა. მომცა. ძნელი წასაკითხია და კარგია, რომ გაინტერესებსო დააყოლა. გმადლობთ ქალბატონო, ვთქვი და გამოვედი. თვალი გამომაყოლა. მოვდივარ ,,ულისეთი“. გოგონები ისევ ეწევიან. მე რომ ამათხელა ვიყავი, უჰ ეს ხომ იყო უკვე: )

ჩემამდე ეს წიგნი 24 წაუკითხავს, ასე მამცნობს დაფლეთილ ყდაზე გაკეთებული ბიბლიოთეკარის წარწერები, მე 25–ე ვარ. მეორედ გადავშალე და დავიწყე კითხვა. ისევ არ მომეწონა. ცნობიერების ნაკადი, ფოლკნერს ჰგავს. არა! ფოლკნერი სჯობს! რაც არ უნდა იყოს ბოლომდე წავიკითხავ ვთქვი მტკიცედ.

ჩემი ,,ულისე“ ასეთია – მეტისმეტად ბევრი ლიტერატურული ალუზიაა, ხან ბოდვად გეჩვენება, მომაკვდინებლად მოსაწყენად, ქაოტურ რომანად თვლი, შინაგანი მონოლოგები გაბნევს. ხან ფიქრობ, რომ კარგი რამეა, ხან გიკვირს ეს როგორ დაწერაო, მერე აღმოაჩენ რაღაც შენეულს და ყოჩაღ ჯოისს! ვერ გავიგე რა კაცია ეს ლეოპოლდ ბლუმი, თითქოს კეთილია, თან ყველა ცუდს ამბობს მასზე. ცოლიც ისეთი ჰყავს, რაღაცნაირი სტრანნი: )) შექსპირზე მომეწონა, იმდენი ილაპარა, შექსპირის ბიოგრაფებს შეშურდებოდათ. ღმერთის შემდეგ შექსპირმა ყველაზე მეტი შექმნაო ეს მომეწონა განსაკუთრებით. ჰომეროსის ,,ოდისეაზე“ აღარაფერს ვამბობ. როდესაც ,,ულისე“ აუკრძალავთ ბერნარდ შოუს უთქვამს – ,,ულისეს“ აკრძალვა ეს ჭუჭყის კი არა მორალის აკრძალვააო“.

340 გვერდიან ტექსტს თან ახლდა 117 გვერდიანი კომენტარები და ეს კომენატრები ძალიან დამეხმარა აზრის გამოტანაში. ერთი ინგლისელი ხუმრობდა – ეს წიგნი უპირველესად ინგლისურად უნდა ითარგმნოსო. მართალია ეს კაცი. ქართველი მთარგმნელი ძალიან გაწვალდა ალბათ.

გამიხარდა ის, რომ ჯოისი ახსენებს იმ მწერლებს, რომლებიც წაკითხული მაქვს. უილკი კოლინზის ,,ქალი თეთრებში“ და მორის მეტერლინკის ,,სიბრძნე და ბედისწერა“. მეტერლინკის ფრაზა ,,ულისეში“ – ,,მეტერლინკი ამბობს– თუ სოკრატე დღეს სახლიდან გავა, ნახავს მის კარის დირესთან მჯდომ ბრძენს. თუ იუდა ამაღამ გაუდგა გზას, იგი მას იუდასთან მიიყვანს. ყოველი სიცოცხლე ბევრი დღეა. საკუთარ არსებაში დავიარებით და ვხვდებით ყაჩაღებს, მოჩვენებებს, გოლიათებს, ბებრებს, ყმაწვილებს, ცოლებს, ქვრივებს, რაყიფ ძმებს, მაგრამ ისევ და ისევ მუდამ საკუთარ თავს ვხვდებით“.

,,ულისეს“ ბოლომდე გაგება წარმოუდგენელია. თავად ჯოისი წერდა – მე იმდენი ენიგმა და თავსატეხი გამოცანა შევიტანე ,,ულისეში“, რომ პროფესორები საუკუნეებს მოანდომებენ იმაზე კამათს, თუ რას ვგულისხმობდი. ეს კი ერთადერთი საშუალებაა კაცმა უკვდავება მოიპოვოსო.

ყველა, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს ულისიზაციას განიცდისო და მეც განვიცადე. წიგნის ფურცლები ერთმანეთზე დავაწებე, ფურცელ–ფურცელ გადავავლე თვალი და ბიბლიოთეკისკენ წავედი. ,,ულისე“ ახალ მკითხველს ელის…

30 responses to “ULYSSES – ულისე

  1. რა კარგად დაწერილია პოსტია!🙂
    მე ჯერ–ჯერობით შენს პირველ სტადიაზე ვიმყოფები, მაგრამ რავიცი წინ რა მელის?🙂

    Like

  2. როდე – მადლობა:*
    წინ მოგელის იმედის გაცრუება, მოწყენა, გაბრაზება, აღფთოვანება, მოწონება და მერე შეიძლება შეგიყვარდეს კიდეც ან უბრალოდ კარგ წიგნად ჩათვალო: )

    Like

  3. რა კარგად გიწერია! მაგრამ, საშინელებაა ჩემს თავს… წასაკიტხი წიგნების სიას ემატება ახალი წიგნები მე კი თვალები მტკივა😦 იმედია ცოტახანს გასტანს ჩემი ,,იძულებითი შესვენება’’😦

    Like

  4. რუსა – უჰ ყველაზე ცუდი თვალების ტკივილია. გაგივლის არ იდარდო:*
    ჩემი წასაკითხი წიგნების სია 30 მდეა, მაგრამ დროის უქონლობის გამო ალბათ ამ ზაფხულს მხოლოდ 10–15 თუ წავიკითხავ:(

    Like

  5. სამი წლის წინ დავიწყე მეც ზუსტად, და ზუსტად შენნაირად გადავდე მომავლისთვის… ვნახოთ როდის მივუბრუნდები🙂 :*

    Like

  6. მადლობა მოლოცვისთვის და სიყვარულისთვის
    სულ, სულ მახსოვხართ…

    Like

  7. ჯერჯერობით ვერ “გავრისკე” ბატონი ჯეიმსის გაცნობა🙂 იმედია ერთ მშვენიერ დღეს მეც დამიძახებს “ულისე”🙂

    Like

  8. Kejeradze – დადგება ეგ დღეც: ))) ერთ მდინარეში ორჯერ შედიან (ანდაზის მიუხედავად)

    Like

  9. ძნელად აღსაქმელი წიგნების კითხვა ძალიან მიჭირს. მიძნელდება მაშინაც, როცა სიუჟეტი არ აქვს, ან რთული დასაჭერია…
    ალბათ ჩემსკენაც დადგება ულისეს დრო. 🙂 ვნახოთ

    Like

  10. Chiamaria – ეგ არაფერი. ,,ხმაური და მძვინვარება” თავიდან გამიჭირდა და მერე ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი გახდა. ,,ულისე” ყველას უჭირს და ვინც გეტყვის, რომ ერთი ამოსუთქვით წაიკითხა და გაიგო – ის მატყუარაა : ))))

    Like

  11. ყიასაშვილის თარგმანი ძალიან კარგია.🙂
    სხვათა შორის – ალისას ინგლისურ გამოცემას თავად ნაწარმოებზე უფრო ვრცელი კომენტარები ქონდა დართული🙂 ხდება ხოლმე.
    არ მიყვარს კომენტარების კითხვა. თავად რომ ვიგრძნობ და დამბურძგლავს კეჟერაძესავით ეგ უფრო ნაღდია.

    ისე კი საიდუმლოდ გეტყვი – ულისეს დუბლინელები მირჩევნია და ჯოისს კიდევ ფოლქნერი.
    ჩვენს შორის დარჩეს.🙂

    Like

  12. Lord Vader-მეც საიდუმლოდ გეტყვი – ,,დუბლინელები” მომეწონა და ჯოისს ფოლკნერი მირჩევნია. ფოლკნერი ძალიან ჩემია…

    Like

  13. მისწრებაა ეს პოსტი ჩემნაირებისთვის – ვისაც ჯერ არ წაუკითხავთ ”ულისე”. შენი ნაწერი ერთგვარად მკითხველის წინასამზადისს ახდენს, რაც მგონია, რომ ძალიან გამოგვადგება ჯოისის უამრავ ენიგმასა და თავსატეხთან შეჭიდებისას.

    პ.ს. ახლა ”მარტოობის 100 წელიწადს” ვკითხულობ და ამის შემდეგ ”ულისე” მოდის წასაკითხ წიგნებში. მინდა, ულისიზაცია განვიცადო🙂 მადლობა ამ პოსტისთვის :*

    Like

  14. ბუკინისტებში შევხვდი ერთხელ მაგ წიგნს, გამყიდველმა სულ ძალით მაყიდინა, გარჩვა აქვს თან და მოგეწონებაო.
    ჯერ ვინახავ, იქითა ზაფხულს იმედია დავადგავ საშველს და არ ვინანებ რომ ვიყიდე

    Like

  15. tatatatuli – მადლობა შენ რომ დამიბრუნდი, შენი კომენტარები მაძლევდა სტიმულს, რომ დამეწერა და ბოლო დროს დამაკლდი:* ,,ულისეს” შემდეგ შენი ემოციები მომწერე და ისევ დაბრუნდი ამ პოსტში

    ხატია – რამდენად მოგეწონება ეს არ ვიცი. თუმცა არა მგონია ინანო: )))

    Like

  16. ისა… მოკლედ ეს კომენტარში კი არა ლაბათ პოსტად დასაწერია, მაგრამ “ულისეს” გაგების რეცეპტი ძალიან მარტივია. ანტონიონის აქვს ეგეთი ჩანაწერები “ის კეგელბანი ტიბრზე” ჰოდა იქ წერს, როგორ იღებს ფილმებს – ამბობს რომ ფერებად ვხედავ და მუსიკად მესმისო და გააჩნია იმ დღეს რა განწყობაზე ვარ ისეთი ეპიზოდები გამომდისო. ზოგჯერ წინა დღეს ასე რომ ვაპირებდი მერე გადასაღებ მოედანზე სულ სხვა რამე გადამიღია იმიტომრ რომ სხვა განწყობა მქონდაო. დაახლოებით იგივეს ამბობს ფოლქნერი თავის “ხმაური და მძვინვარება”-ზე… ჰოდა, ალბათ, ჯოისიც ამას იტყოდა.
    მოკლედ ეგ განწყობა რომ უნდა დაუჭირო ეგეთი ნაწარმოებებია. გაგება, ანალიზი, კომენტარების კიტხვა და ვიკიპედიაში ქექვა არ უშველის თუ ტალღაზე ვერ დაჯექი.
    აი, როგორც მუსიკაა – ან ნახატია – ნოტებად ხომ არ უნდა დაშალო ან სპექტრალური ანალიზი ხომ არ უნდა ჩატარო – რომ უსმენ ან უყურებ უნდა გარკვეულ განწყობაზე დადგე და თუ შენი განწყობა ავტორის განწყობასთან ჰარმონიაშია – მაშინ მიყვები ავტორს, თუ არადა, არ დაგევასება.
    ეგრეა რა.🙂

    Like

  17. Lord Vader – ნამდვილად ცალკე პოსტია , ვიდრე კომენტარი: )))
    ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული – წიგნის წაკითხვა, ფილმის ნახვა, მუსიკის მოსმენა, ნებისმიერი სხვა აქტივობა და შესაბამისად ან მოგწონს, ან არა: ))) და შენი ინდივიდუალური წარმოდგენა გექმნება. 2 კვირაა გავდივარ ფსიქოლოგთან ტრეინინგებს და სუბიექტური აღქმა და რეალობა უფრო დეტალურად გავაცნობიერე: )))
    მაშასადამე, იმდენად რამდენადაც, გამომდინარე აქედან, ყოველივე ზემო აღნიშნულიდან და ა.შ. ა.შ. ,,ულისესა” –ც თავისი განწყობა სჭირდება: )))

    Like

  18. “ულისემდე” ჯერ ვერ მივედი. რაღაცეები მაქვს მანამდე წასაკითხი მისი კარგად აღქმისთვის🙂

    Like

  19. ულისეზე ისე დამემართა, ჯერ დოსტოევსკის ,,დანაშაული და სასჯელი” რო წავიკითხე და მერე მოთხრობები და მერე ისევ “დანაშაული და სასჯელი” :დ დიდის ამბით ავიღე და დავიწყე კითხვა, რათქმაუნდა ვერ გავიგე, მაგრამ მაინც წავიკითხე :დ სადღაც 6 წლის წინ ალბათ. არ მივბრუნებივარ მერე და სურვილიც არ მაქ : ))) აი ხომ არის დოსტოევსკიც რთული, მაგრამ გეკითხება რა, საინტერესოა უზომოდ და გინდა რო გაიგო რა ხდება და რა უნდა ავტორს, ულისე კიდე რაღაცნაირი წიგნია, უფრო სწორად წიგნი არაა, ცალკე მეცნიერების პონტშია :დ

    Like

  20. Nat-დოსტოევსკის და ულისეს შედარება არავისგან მომისმენია, შენ პირველი ხარ:)) მე უფრო ფოლკნერს შევადარე. გეთანხმები ორეულო, რომ რთული წიგნია, რაღაცნაირი

    Like

    • ერთი პრინციპული სხვაობაა. დოსტოევსკი წასაკითხად რთული არაა. გასაგებად – კარგი, რთულია და ყველას თავისებურად ესმის,მაგრამ წასაკიტხად არაა რთული – მწყობრი ფაბულა აქვს და არის ამბავი, რომელსაც აქვს თავი, ლოგიკური ბოლო და ვითარდება.
      ულისეში ამ კუთხით არაფერი ხდება – ანუ ამბავი არაა🙂 ამიტომ წასაკითხადაც რთულია არათუ გასაგებად.🙂
      ესაა სხვაობა.
      სერ უილიამსაც იგივე ეხება, რომელიც მე ჯოისს მირჩევნია კიდეც.
      ხმაურსა და მძვინვარებაში ადამიანი გეთამაშება თხრობის ტემპით, ფაბულით, ცნობიერების ნაკადია – სად რეალობაა და სად აღქმა და რომელია უფრო მთავარი – ტვინი შეიძლება აგეხადოს, თუ მუღამი ვერ დაუჭირე, და კითხვა იქცევა ტანჯვად.🙂
      დოსტოევსკი ამასთან შედარებიტ არის ლუდხანაში მოყოლილი ანეკდოტივით ლაითი.🙂

      Like

      • ,,დოსტოევსკი ამასთან შედარებიტ არის ლუდხანაში მოყოლილი ანეკდოტივით ლაითი”- ასეთი რამ მხოლოდ შენ შეგეძლო გეთქვა:))))

        ფოლკნერის წაკითხვა ჩემთვის ტანჯვა კი არა ბედნიერება იყო და დღემდე ჩემს საუკეთესო სამეულშია:))

        Like

  21. ულისეს კი არ ვადარებ, სირთულეს ვადარებ : ))) დოსტოევსკის ეშმაკნის ახსნას დღემდე ცდილობენ : ))) ყოველშემთხვევაში ფილოსოფიური და სფიქოლოგიური პასაჟები ყველაზე მეტად დოსტოევსკის ყავს : )) მაგრამ მზიმედ წასაკითხი მე არ მომჩვენებია, ულისე კიდე მხატვრული წიგნი არაა, რაღაც სხვაა : ))

    Like

  22. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ , ამ პოსტის ავტორს ულისე ქართულად წანაკითხი არ აქვს. აი , ისეთი გულითა და სულით აქვს აღწერილი რომ , უბრალოდ არ მინდა ქართულად ჰქონდეს წანაკითხი.
    ერთი მარტივი მიზეზის გამო : ულისე ქართულად არ არის ნათარგმნი ბოლომდე, შესაბამისად აზრზე არ იქნებოდი თუ ვინ იყო ჯოისი და რა არის მისი მაგნუმ ოპუსი “ულისე”
    და ხო , თუ იქნები ჯოისოლოგი , ერთ ამოსუნთქვაზე წაიკითხავ ყველაფერს.
    და რადგან შენ ვერ წაიკითხე ერთ ამოსუნთქვაზე ულისე , სხვას მაინც ნუ უწოდებ მატყუარას.
    უბრალოდ ბრიტანული ზრდილობაა , რასაც ჯოისი მრავალჯერ აღნიშნავს ულისეში.
    ულისეც ისევე მაქვს ერთ ამოსუნთქვაზე წანაკითხი ,როგორც ჯოაკიმ ჯოისი , როგორც მხატვრის სახე ახალგაზრდობაშ , როგორც დუბლინერები , როგორც ფინეგანის სამძიმარი…
    თქვენ ჯოისი ვინ იყო და რა იყო , ვერ გაიგებთ თუ ეგრე გააგრძელებთ.

    Like

    • მიტინგის ტონი იგრძნობა, ლოზუნგებით ,,ულისე” შედევრია და სხვა და სხვა:))) გამეცინა. მინდა მოგახსენოთ, რომ ,,ულისე” ქართულად წაკითხული მაქვს, რამდენადაც არ უნდა აღშფოთდეთ და თუნდათ შეშფოთდეთ. მთელი პოსტი ,,ულისეს” პოპულარიზაციაა და თუ ამას ვერ მიხვდით ეს უკვე თქვენი პრობლემაა და არა ჯოისის და მითუმეტეს ჩემი:))

      Like

  23. ბევრი წიგნი წამიკითხავს, არც ისე ახალგაზრდა ვარ, უფრო ალბათ ბებერი, მაგრამ არის წიგნები რომელთა წაკითხვა მართლაც არ მინდა, იმიტომ რომ იმ ხასიათზე ჯერ ვერ დავდექი.
    ყველაფერს ალბათ მაინც ვერ წავიკითხავ და ამიტომ არ ვიკლავ თავს ასეთი წიგნების კითხვით. იმდენი კომენტარი წავიკითხე, მგონი უკვე წაკითხულიც კი მაქვსთქო წიგნი-ვფიქრობ.
    მეორე ცხოვრებაში საკითხავი წიგნია ალბათ, რამდენჯერაც ხელში ავირე და დავიწყე კითხვა, იმდენჯერ გადავდე, თუმცა მაინც მინდა კიდევ ერთხელ ვცადო…
    შენ კარგად წერ, რასაც წერ, მომწონს.

    Like

  24. ,,ულისეს” წაკითხვას და გააზრებას უნდა ხასიათი, განწყობა, სწორი სულიერი მდგომარეობა და ბევრი დრო.

    ძალით წაკითხული წიგნების არ მწამს. როცა გეკითხება, მაშინ უნდა წაიკითხო: ))))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s