განდი, ჭეშმარიტების ძიების გზა და ვირიდიანა

ქართული ბიოგრაფიული ცენტრის საგამომცემლო პროექტის ფარგლებში “100 წიგნი – ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო” ასტომეულის პირველ წიგნად გამოვიდა მაჰათმა განდის “ჩემი ავტობიოგრაფია, ანუ ჭეშმარიტების ძიების გზა“. ,,ინდოეთის სულიერი მამის და XX საუკუნის უდიდესი ჰუმანისტის ეს ავტობიოგრაფიული თხზულება პირველად ოთხმოცი წლის წინ გამოქვეყნდა და მას შემდეგ მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებული ერის ენაზეა ნათარგმნი”.

განდი იყო ადამიანი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. მან ინდოეთი გაანთავისუფლა ბრიტანელებისგან, რომლებიც ინდოეთში მრავალი საუკუნის განმავლობაში ბატონობდნენ. დაარსა “სატიაგრაჰა”, პირველი ორგანიზაცია, რომელიც ყოველგვარ უთანხმოებას მხარეებს შორის ძალადობის გარეშე აგვარებდა. ,,სატიაგრაჰა“ ქადაგებდა მტრის სიყვარულს, ერთგულებას, სამართლიანობას, სიყვარულს. განდი არ იყო ქრისტიანი, მაგრამ მთელი მისი ცხოვრება ქრისტიანული მცნებების აღსრულება იყო. ერთგან წერდა ,,თითოეულ ადამიანს სჯერა, რომ მისი რელიგიაა უპირველესი“. ქრისტიანებთან ბევრჯერ მოუწია ურთიერთობამ, ბიბლიაც წაიკითხა. მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ,,ახალი აღთქმამ“ მოახდინა. თუმცა მაინც დარჩა თავის რელიგიაზე.

განდი უბრალო და მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა– იცავდა ბრაჰმაჩარიას – უბიწოების აღთქმას, ყველაზე დიდ ყურადღებას აქცევდა დიეტიკას. თავს უკრძალავდა ხორცს, თევზს, რძეს, ღვინოს… მხოლოდ გამხმარი ხილითა და თხილეულით იკვებებოდა. განდი დაუფარავად და სინანულით ყვება თავის ,,ჰიმალაების მთებისხელა შეცდომებზე“, რომლებიც ახალგაზრდობაში გამოუცდებლობით დაუშვა.

იურიდიული განათლება ლონდონში მიიღო და 20 წლიანი ვექილის პრაქტიკა ჰქონდა, თუმცა ყოველთვის უანგარად ემსახურებოდა ყველას, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა და რელიგიისა. იგი გასაოცარი თავდადებით გამოირჩეოდა – მიატოვებდა სახლს, ახლობლებს, სამუშაოს და იქ მიდოდა, სადაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირდა. სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგში უვლიდა შავი ჭირით დაავადებულ ავადმყოფებს, ომში დაჭრილებს. რამდენიმე წელი პატიმრობაში გაატარა. მოჰანდას კარამჩანდ განდის ინდოელმა ხალხმა ,,მაჰათმა“ დიადი სული შეარქვეს. თუმცა სიყვარული და თავდადება ასე დაუფასდა – 1948 წლის 30 იანვარს 78 წლის ასაკში მოკლეს. ,,როდესაც მაჰათმა განდი ტაძრისკენ მიემართებოდა, მასთან ახალგაზრდა ჰინდუ მიიჭრა. იგი ჩაიჩოქა განდის წინაშე, თითქოს კურთხევას სთხოვსო, მაგრამ მის ხელში იელვა რევოლვერმა და სამჯერ დაახალა მოხუც განდის. იგი ადგილზევე გარდაიცვალა”. ბევრს ჰგონია, რომ ინდოეთის პრემიერ– მინისტრი ქალი ინდირა განდი მაჰათმა განდის შვილი იყო, მაგრამ მათ ნათესაობა არ აკავშირებდათ. სხვათაშორის, ინდირა განდიც მაჰათმა განდის მსგავსად მოკლეს.

განდის ცხოვრების წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავფიქრდი სიკეთეზე. რამდენიც არ ვიფიქრე ჭეშმარიტებას ამ საკითხში ვერ მივაგენი. არ მახსოვს ზუსტად, მგონი კამიუსთან წავიკითხე ეს ლეგენდა – იყო ერთი წმ. დიმიტრი, რომელიც უფალთან შესახვედრად მიდიოდა. გზაზე ნახა მარხილი, რომელიც ტალახში იყო ჩაფლული და ვერ მიდიოდა. წმ. დიმიტრი ჩამოხტა ცხენიდან და ამ მარხილის პატრონს მიეშველა მარხილის ამოყვანაში. მაგრამ დააგვიანდა და როცა უფალთან მივიდა უფალი აღარ დახვდა. ამ ლეგენდის ბოლოს მწერალი ამბობდა – ყოველთვის იქნებიან ტალახში ჩაფლული მარხილები (ანუ ადამიანები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ). ჩემი საყვარელი მწერალი რემარკი წერდა: ,,უცნაურია, ყოველთვის გვეჩვენება, რომ ადამიანს დავეხმარეთ და განზე ვდგებით მაშინ, როცა ყველაზე მეტად უჭირს”.

სახარებაში არის იგავი, რომელიც მოგვითხრობს მდიდარ კაცზე, რომელმაც ქორწილი გამართა და მდიდრები მოიწვია, მაგრამ არავინ მოვიდა. განრისხდა ეს კაცი და მსახურებს უბრძანა წასულიყვნენ და სამეფო სუფრაზე ქუჩაში მყოფი სნეულები, მათხოვრები მოეწვიათ. ძალიან მომწონდა ეს იგავი, მანამ სანამ ლუის ბუნუელის ფილმი „ვირიდიანა“ არ ვნახე.

ვირიდიანა ახალგაზრდა, მორწმუნე ქალია, რომელიც მონასტრიდან წამოვა. იგი სოფლის უსახლკაროებს უვლის. სახლში შეიფარებს, გაუმართავს სუფრას საუკეთესო ჭურჭლით და საჭმელებით. მაგრამ შეზარხოშებული უსახლკაროები ნამდვილ ორგიას აწყობენ და ვირიდიანას სიკეთეს საშინელად პასუხობენ.
ლეონარდო დავინჩის ,,საიდუმლო სერობა”
კადრი ფილმიდან ,,ვირიდიანა”

განდის ბიოგრაფიის წაკითხვის შემდეგ ბევრი კითხვა ჩნდება, ეძებ პასუხებს და გიჩნდება სურვილი შენც გაიმეორო გზა, რომელიც ჭეშმარიტებამდე მიგიყვანს… წაიკითხეთ განდის ბიოგრაფიული წიგნი, უყურეთ ,,ვირიდიანას“, იფიქრეთ თვითგანწმენდაზე და იმაზე თუ როგორ გახდეთ უფრო უკეთესი, ვიდრე ხართ…

11 responses to “განდი, ჭეშმარიტების ძიების გზა და ვირიდიანა

  1. რა ვქნა და მე დიდად ვერ მომხიბლა ამ წიგნმა ალბათ ნაკლებად იდიალისტი ვარ ბიოგრაფიის დიდი ნაწილი დიეტიკას დაუთმო განდიმ და მოსაწყენი გამოვიდა

    Like

  2. საინრერესოა.. მაქვს ეს წიგნი მაგრამ ჯერვერ ვასწრებ წაკითხვას..

    Like

  3. Gocha Gabodze – გეთანხმები, რომ ძალიან ბევრი პერსონაჟია და იბნევი. ბევრგან არის ეპიზოდები, რომლებიც მართლა ზემდეტია, მაგრამ მე სიმართლე გითხრა ამ დიეტიკამ ძალიან დამაინტერესა, რადგან ყველაზე ძნელი სწორედ საკუთარ სხეულზე გამარჯვებაა. აბა დაფიქრდი შეძლებდი შენ კვირეების განმავლობაში არაფერი გეჭამა და მთელი ცხოვრება ყოფილიყავი ხილზე ან თხილზე? მითუმეტეს ასეთი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის ფონზე. მე ზუსტად ვიცი, რომ ვერ შევძლებდი. განდიმ კი შეძლო და უფლებაც ჰქონდა ამდენი ესაუბრა: )))

    Chiamaria– მეც ბევრი წიგნი მაქვს გადადებული, მაგრამ ვერ ვიცლი და გული მწყდება: )))

    Like

  4. თუ გეზარებათ ნუ წაიკითხავთ, მაგარი მკიდია…
    მოწყენილობა აშკარად იგრძნობა, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, განდი არ ყოფილა მწერალი, ის შეეცადა თავისი აზრის ჩვენამდე მოტანას ყოველგვარი თვალთმაქცობის გარეშე, რასაც, თავის მხრივ, მეტი ინტერესის გაჩენა შეეძლო და რისი საბაბიც ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ მან ის დაწერა რაც თავისი აზრით, მეტად ღირებული იყო(რაც პირველი გვერდის წაკითხვისთანავეა ცნობილი) მკითხველის დაინტრიგება, მარკეტინგული გათვლა და სხვა ამგვარი ფაქტორები ნაკლებად აინტერესებდა… ჩემი აზრით, თუ ამ კუთხით შევხედავთ მის ავტობიოგრაფიას, იგი ერთმნიშვნელოვნად მოსაწყენი არ უნდა მოგვეჩვენოს, ასევე ცალსახად გვიქმნება წარმოდგენა მისი პიროვნების შესახებ. კაროჩე, მაგარი კაცი იყო ეს ჩვენი განდი რისი მუღამიც ქონდა იმას წერდა და დალშე მაგარი ეკიდა :)))… თუმცა, ბევრი დამეთანხმება, რომ მისნაირ მსოფლიომნიშვნელობის პიროვნებას უკეთესი წიგნი შეესაბამებოდა, რისი გაკეთებაც მასვე საკმაოდ მარტივად შეეძლო თუ ვინმე გამოცდილ მწერალს დაიხმარებდა(როგორც მაგალითად, რეიგანმა გააკეთა, მისი წიგნი გაცილებით საინტერესოა)…
    P.S your blog is pretty cool salomeeaa…

    Like

    • გეთანხმები, მე მოწყენილობა არ მიგვრძნია, დამაინტერესა მისმა ცხოვრებისეულმა ფილოსოფიამ (რელიგიურმა ნაკლებად, რადგან მე ქრისტიანი ვარ):)))

      salomeaa is very thankful:))))

      Like

  5. ნუ ეხლა განდი რო დზლიერია მაგაში ნურავინ გთხოვთ ნუ მომედავებით … როცა წიგნს კითხულობ და ავტორის აზრს ვერ გებულობ მგონი წიგნი უნდა დაკეცო ეგრევე და იცოდე ერთი რამ რო ამ წიგნისთვის არ ხარ ჯერ მზად გავა დრო კიდე მიუბრუნდები სხვა აზრით სხვა ასაკით და ა. შ. მეც მაქვს რამოდენიმე ციგნი დაკეცილი საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე მარა ძააან მაინთერესებს მარა იმით ვიმშვიდებ თავს რო მიუბრუნდები ….. ასე რომ გული არ გაიტეხოთ გავა დრო კიდე გადაიკითხეთ და შეადარეთ ეს შთაბეჭდილებები და ის შთაბეჭდილებები რასაც მერე შეიძენთ

    Like

    • წიგნის წაკითხვა ეს ერთგვარი რიტუალია, რომელსაც ზუსტი დრო უნდა შეურჩიო:))))მეც მაქვს გადადებული წიგნები, ოთხი წიგნია, ნახევარი წავიკითხე და ვეღარ ვაგრძელებ. როცა კითხვის დროს სიამოვნებას ვერ იღებ, კითხვის გაგრძლებას აზრი არ აქვს: )))))

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s