11 მწერალი ქალი ,,who Inspired me“…

ქალი მწერლების მიმართ განსაკუთრებულ სულიერ, შინაგან სიახლოვეს ვგრძნობ. ვთვლი, რომ ქალებმა ლიტერატურაში შუძლებელი შეძლეს და არაფრით ჩამოუვარდებიან მამაკაც მწერლებს. ვირჯინია ვულფს სთხოვეს მოემზადებინა ლექცია ,,ქალები ლიტერატურაში“, ვირჯინიამ ქალი მწერლების მთელი ბიოგრაფია შეისწავლა უძველესი დროიდან მე–20 საუკუნემდე და დაწერა ესე, რომელსაც ,,საკუთარი ოთახი“ დაარქვა– ქალმა, რომ რომანი დაწეროს სჭირდება ფული და საკუთარი ოთახიო- წერდა ვირჯინია. ამ მწერალი ქალების უმეტესობას საკუთარი ოთახი არ ჰქონიათ და მითუმეტეს არც ფული.

11 მწერალი ქალი, რომლებმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს, არიან ქალები, რომლებიც პირველ რიგში იყვნენ დამოუკიდებელი, შემდგარი პიროვნებები, საოცრად საინტერესო ცხოვრებითა და უფრო საინტერესო შემოქმედებით. და აი ისინიც:

ვირჯინია ვულფი, აგოტა კრისტოფ, ფრანსუაზა საგანი, შარლოტა ბრონტე, ემილი ბრონტე, ჰერტა მიულერი, ჯეინ ოსტინი, ანა ფრანკი, ჰარპერ ლი, სუად ალ–საბაჰი, სილვია პლათი…

ჰერტა მიულერი – გერმანელი მწერალი ქალი რუმინეთში, პატარა გერმანულ სოფელში დაიბადა. იგი მთარგმნელად და გერმანულის მასწავლებლად მუშაობდა. 1987 წელს პოლიტიკური შეხედულებების გამო ემიგრაციაში წავიდა. მას შემდეგ გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. 18 რომანის და მოთხრობის ავტორი 20-ზე მეტი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატია. 2008 წელს შვედეთის მწერალთა კავშირმა მიულერის კრებული “მეფე დაიხრება და კლავს” ქალის მიერ დაწერილი ბოლო დროის 10 საუკეთესო წიგნის ჩამონათვალში შეიტანა. 2009 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. იგი მეთორმეტე ლაურეატი ქალია ამ პრემიის ისტორიაში.

ჰერტა მიულერის წიგნში “მეფე დაიხრება და კლავს” პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო უცნაური და საინტერესო სათაურები იყო: ,,ადამიანი დიდი ხოხობია ამქვეყნად“, ,,ნეტავ დღეს საკუთარ თავს არ შევხვედროდი“, ,,თმის ნასკვში ერთი ქალბატონი ცხოვრობს“ და სხვ. ჰერტმა მიულერი აღწერს რუმინეთში მცხოვრები გერმანელების დევნის ისტორიას, ჰერტას და მის მეგობრებს მუდმივად დაკითხვაზე იბარებდნენ, ბინებს ჩხრეკდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ და შემდეგ თვითმკვლელობად ასაღებდნენ. კომუნისტურმა რუმინეთმა ჯორჯ ორუელის შესანიშნავი წიგნი ,,1984“ გამახსენდა – ,, Big Brother is watching You”.

ერთი მომენტი იყო განსაკუთრებით მძაფრი, ჰერტა და მისი მეგობარი იპოვნიან მიცვალებული ქალის გვამს, რომელიც კომუნისტებმა მოკლეს, მაგრამ თვითმკვლელობად შერაცხეს. ჰერტმა მივა და მიცვალებულს თვალებში ბალს ჩაუდებს. წარმოიდგინეთ წყალში დამხვრჩვალი, ტალახიანი, გაყინული, უსულო გვამი, შავ–თეთრი კადრი და თვალებში ორი წითელი ბალი… ჰერტას თვალებს დააკვირდით, ნამდვილი ქალი მწერლის თვალები აქვს.

ჯეინ ოსტინი – ყველაზე ცნობილი ინგლისელი მწერალი ქალი. ვირჯინია ვულფმა მასზე ესე დაწერა, რომელშიც აღწერს ოსტინის ცხოვრებას და შემოქმედებას. ჯეინ ოსტინს იმდენად იდუმალი და საინტერესო ცხოვრება ჰქონდა, რომ არამარტო მისი ნაწარმოებების ეკრანიზაციას იღებენ, არამედ მის ცხოვრებაზეც არაერთი ფილმია შექმნილი. ჯეინის დამ იფიქრა, უცხო პირები დაიწყებენ ქექვას მის პირად წერილებშიო და ჯეინის 1 000–მდე წერილი დაწვა. ჯეინ ოსტინს საკუთარი ოთახი არ ჰქონდა. იგი საერთო სასტუმრო ოთახში წერდა, სადაც ათასი წვრილმანი გააწყვეტინებდა მუშაობას. ასე შეიქმა მისი ყველაზე ცნობილი რომანები -,,Pride and Prejudice” ,,Sense and Sensibility”.

შარლოტა ბრონტე – შარლოტა ბრონტეს ,,ჯეინ ეარი“ პირველად ინგლისურად წავიკითხე. საერთოდ ჩემი წიგნებით დაინტერესებაში დიდი წვლილი ჩემს ინგლისურის მასწავლებელს მიუძღვის, ადაპტირებულ ინგლისურ წიგნებს მაკითხებდა ბავშვობაში, მერე უკვე მე თვითონ მინდებოდა ორიგინალში წაკითხვა. მისტერ როჩესტერისა და ჯეინ ეარის სიყვარულის ისტორია საოცრად რომანტიკულად მეჩვენებოდა და ამიტომ შარლოტა დღემდე ჩემს საყვარელ მწერლად რჩება.

ემილი ბრონტე – აკა მორჩილაძე ,,ქარიშხლიან უღელტეხილზე“ წერდა – ასეთი სულისშემძვრელი ამბავი სიყვარულის და სიძულვილის შესახებ და ასე მკვეთრად დაწერილი რომანი არასდროს წამეკითხა. ისიც ვიფიქრე, ეს ბრონტეები ვინ ყოფილან– მეთქი“. კეტრინ ერნშოუს და ჰიტკლიფის სიყვარულმა და სიძულვილმა ჩემზეც ,,მკვეთრი“ შთაბეჭდილება მოახდინა. ეს არის წიგნი, რომელიც უბრალოდ უნდა წაიკითხოთ, სანამ ცოცხალი ხართ… თუ ცოცხალი ხართ… ,,ქარიშხლიანი უღელტეხილის“ წაკითხვის მერე დღემდე ვფიქრობ– ეს ბრონტეები მართლა მაგარი მწერლები არიან– მეთქი.

ანა ფრანკი – ანა ფრანკის დღიურიც ინგლისურად წავიკითხე. ყოველთვის ზედმეტად მგრძნობიარე ვიყავი, შეიძლება ითქვას დეპრესიულიც კი. 13 წლიდან მეც დღიურებს ვწერდი, რომლებსაც შემდეგ პერიოდულად ვანადგურებდი. ანას დღიურის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება სულაც არ იყო ისეთი სევდიანი, როგორიც მეჩვენებოდა და უნდა მესწავლა როგორ მყვარებოდა სიცოცხლე…

13 წლის ანა ფრანკის ოჯახმა თავის თავზე გადაიტანა მეორე მსოფლიო ომის სიმძიმე, გერმანიიდან გამოქცეულებმა თავი ჰოლანდიას შეაფარეს, სადაც სხვენში ცხოვრობდნენ გამოკეტილები. ანა ორი წლის განმავლობაში ოთხ კედელს შუა იყო გამოკეტილი და ფარდის გაწევის უფლებაც კი არ ჰქონდა. ამ ყოფაში ანამ მაინც მოახერხა და იპოვნა პირველი სიყვარული, არ შეუწყვეტია სწავლა-განათლების მიღება და წიგნების კითხვა, წერდა თავის დღიურს. ანა დღიურს 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე აწარმოებდა. გერმანელებმა მიაგნეს მათ ადგილსამყოფელს. ანა ფრანკი ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა, მარტში, ჰოლანდიის განთავისუფლებამდე ორი თვით ადრე. არსებობს ანა ფრანკის მუზეუმი ამსტერდამში, სადაც ინახება მისი დღიური.

ჰარპელ ლი – უსაყვარლესი ამერიკელი მწერალი, პროფესიით იურისტი. თაროდან ფრთხილად გადმოვიღე ჰარპერ ლის ერთადერთი რომანის “ნუ მოკლავ ჯაფარას“ ორი ტომი გაცრეცილი, მწვანე ყდით. ფურცლებს ვეფერები ისე მიყვარს. ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილი წიგნია. 6 წლის ჯინ ლუიზა ფინჩი მოგითხრობთ ამბავს, რომელიც თავდავიწყებით შეგიყვარდებათ.

“To Kill A Mockingbird” 1960 წელს გამოიცა, მაშინვე პოპულარული გახდა და დღემდე ბესტსელერი წიგნების სიაშია. 1999 წელს ჰარპერ ლის რომანი ასწლეულის საუკეთესო ნაწარმოებად დასახელდა, ორჯერ არის ეკრანიზებული და პულიცერის პრემიითაა აღნიშნული. თავად ჰარპერ ლი 81 წლისაა. იგი იშვიათად ჩნდება ხალხში და ინტერვიუებზეც უარს ამბობს, თუმცა, 5 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდა და პრემიაც ჯორჯ ბუშმა პირადად გადასცა.

სილვია პლათი – ამერიკელი პოეტი და მწერალი. ერთი ჩემი მეგობარი მიყვებოდა მისი ცხოვრების შესახებ გადაღებულ ფილმს, როცა აღწერდა თუ როგორ მოიწამლა თავი გაზით და როგორ უყვარდა თავისი ქმარი, ამ გოგოს ცრემლები წამოუვიდა და მივხვდი, ეს ფილმი აუცილებლად უნდა მენახა. ვნახე კიდეც და სილვია პლათი ჩემს საყვარელ მწერლებს შეუერთდა. მისი შემოქმედება ძირითადად ლექსებს მოიცავს, თუმცა მასში შედის ასევე ერთი რომანი, ნოველები, საბავშვო წიგნები და ესსეები. პლათი უმეტესწილად ცნობილია როგორც პოეტი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი რომანი “უბედურების ზარი”, რომელიც ნახევრად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა და დეტალურად ასახავს ავტორის დეპრესიულ პერიოდს. 30 წლის ასაკში თვითმკვლელობის შემდეგ სილვია პლათი ანგლო-საქსონურ ქვეყნებში სიმბოლურ ფიგურად, კერპად იქცა.

ვირჯინია ვულფზე, აგოტა კრისტოფზე, სუად ალ–საბაჰზე და ფრანსუაზა საგანზე წაიკითხეთ აქ: )))

https://salomeaa.wordpress.com/2011/06/25/სუად-ალ–საბაჰი/

https://salomeaa.wordpress.com/2010/11/09/mrs-dalloway-ვირჯინია-ვულფი-და-საათე/

https://salomeaa.wordpress.com/2010/08/01/ფრანსუაზა-საგანი-და-საგა/

https://salomeaa.wordpress.com/2010/07/23/აგოტა-კრისტოფი/

18 responses to “11 მწერალი ქალი ,,who Inspired me“…

  1. ძალიან კარგი პოსტია და მეც ასეთივე დამოკიდებულება მაქვს ქალი მწერლების მიმართ, ერთგვარი ჰობივითაა. ჩემის მხრივ დავამატებდი: ასტრიდს, სელმა ლაგერლოფს, სიგრიდ უნსეტს, ნიძიოსა და მარი მეტრაიეს.

    Like

  2. სალომეა, კარგად წერ. მახსოვს. ბავშვობაში ძალიან მომწონდა ჟორჟ სანდის წიგნები, განსაკუთრებით ”კონსუელო”. თუმცა, ახლა არ ვიცი, თავიდან წავიკითხავდი თუ არა.

    Like

  3. ვერაფრით ვხვდები, ამ „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ რა მოსწონთ! პერსონაჟები – აუტანელი, ენა – მძიმე და მოსაბეზრებელი, თავად ისტორია – ვანნა ბი სენტიმენტალური! მოკლედ, არ ვიცი, შეიძლება უფრო პატარა ასაკში რომ წამეკითხა, მომწონებოდა კიდეც!

    Like

    • ასეთი არასერიოზული კომენტარი მხოლოდ ახლა წავიკითხე და.ნამდვილად.გემოვნების საკითხია,არსებობენ ადამიანები,რომლებიც ამბობენ რომ მარკესის ,,მარტოობის ასი წელი” არაფერი ისეთი არ არისო,ასე რომ შენიც მესმის.უბრალოდ არ მჯერა ერთ აზრიან და ლამაზ სიტყვას თუ ფრაზას მაინც ვერ გამოიტანდი იქიდან….და სიყვარულის ისტორიაზე წიგსნ არა მგონია ასაკი ჰქონდეს,პირიქით,მქონია რომ ასეთი წიგნები მკითხველთა მრავალფეროვან სპექტრს შეილება მოერგოს.რატომ არის სიყვარულზე დაწერილი წიგნები ბანალურად ან არასერიოზულად აღსაქმელი ვერ ვხვდები…

      Liked by 1 person

  4. როდე– მეც დავამატებდი ჟორჟ სანდის, ენ სექსტონს, ამელი ნოტომს, მარგარეტ მიჩელ სტოუსს, ემილი დიკინსონს- მაგრამ ვისზეც დავწერე 11 ქალი არის მართლა ,,who Inspired me” : )))

    ნატო დავითაშვილი– ჟორჟ სანდის ,,ინდიანა” და ,,მოზაიკის ოსტატები” მაქვს წაკითხული და მომეწონა როგორც მახსოვს: )))

    unaamarga– აბსოლუტურად ვერ დაგეთანხმები.,,პერსონაჟები – აუტანელი” – ჰიტკლიფი რამდენადაც აუტანელია, იმდენად საინტერესო და ყველასგან გამორჩეულია, ღრმა ინდივიდუალიზმით და ფსიქოლოგიური შტრიხებით.
    ,,ენა – მძიმე და მოსაბეზრებელი”, ენა არ არის მარტივი, მოსაბეზრებელზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ,,თავად ისტორია – ვანნა ბი სენტიმენტალური!” ისტორია სწორედაც რომ უნიკალურია, არაორდინალურად მთავრდება, არანაირი ,,Happy EnD” და ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერად. ეს წიგნი ნებისმიერი ასაკისთვის არის. მე ძალიან შეყვარებული ვარ და შენი არ ვიცი : )))))))

    Like

    • მეც ასე ვფიქრობ,რომ სწორედ სიყვარულზე დაწერილ წიგნებს არ უნდა ჰქონდეს ასაკი.მითუმეტეს გმირებზე ასე ვიწროდ მსჯელობა არ ვიცი…ალბათ მართლა გემოვნების საკითხია და ადამიანი,ვინც არც თუ ისე გამოცდილია ,,ამ გრძნობის ” საკითხში,ასე იფიქრებს…ასე თუ ჩავთვალეთ,გაფიქრებაც კი არ მინდა რამდენი გენიალური მწერლის გენია წიგნი უნდა ჩავთვალოთ ,,არაფრად”…ეს ასეა…

      Liked by 1 person

      • მიხარია, რომ მეთანხმები: ))) მარკესზე ცალკე პოსტი დავწერე, ასე რომ აქ აღარ განვმეორდები: )))

        Like

  5. ვირჯინია, ბრონტეები, ანა და ჰარპერ ლი…ყველაზე პირწავარდნილი სექსისტიც რომ ვერ უარყოფს, იმდენად კარგია თითოეული.

    სუად ალ-საბაჰი ამ ბლოგით გავიცანი🙂

    Like

    • მიხარია, რომ სუად ალ-საბაჰი, ჩემი უდაბნოს ქალი ამ ბლოგით გაიცანი,
      გიორგი კეკელიძეს მივწერ და lib.ge- ზე დავდებთ მის ლექსებს. მინდა ფართო საზოგადოებამ გაიცნოს: )))

      Like

  6. ცისარტყელიდან შენს ქუჩას ვუცქერ
    შენს პატარა სახლს, ალუბლებიანს
    შენ ყოველ ნათქვამ სიტყვას ყურს ვუგდებ
    ვნებით წარმოთქმულს, ცოტა სევდიანს

    ფული რომ მქონდეს ვარდებს გიყიდდი
    სულ წითელ-წითელს, შენსავით ლამაზს
    მწვანე მდელოშიც ერთად ვივლიდით
    იფრიალებდა ყვითელი კაბა

    უჰ, როგორ მინდა გვერდზე მოგისვა
    ერთად ვუყუროთ მოკირწყლულ ქუჩებს
    ცისარტყელიდან თუ ჩამოვვარდი
    მარად ვახსოვდე ვარდისფერ ტუჩებს

    ასეთ ლამაზ პოსტებს ასეთი პატარა ლექსი : ))))) (იმედია არ გამიწყრები სალომე, უნებართვოდ, რომ გამოვაქვეყნე)

    Like

  7. მე ჰერტა მიულერის ხათრით შემოვედი და ქალების მთელი კრებული დამხვდა!

    Like

  8. კიდევ ერთი საჩემო ბლოგი. მეც ჰერტა მიულერმა მაპოვნინა.მადლობა ჰერტას!:))
    მეტი და მეტი ქალი მწერლები❤

    Like

    • აუცილებლად დავწერ კიდევ ერთ პოსტს ქალ მწერლებზე: )) მიხარია, რომ ჩემსავით გიყვარს ისინი:)

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s