სუად ალ–საბაჰი

ერთ დღეს მეგობარი, რომელიც არაბულის სპეციალისტია მაჩვენებს წიგნს – სუად ალ-საბაჰი პოეტური კრებული –,,პირველად იყო ქალი“… გადავშალე და წავიკითხე:

,,ვყვირი: მიყვარხარ…
ხოლო მტრედები ტოვებენ ეკლესიის სახურავს
რათა ბუდეები გაიკეთონ
ჩემი თმების ტალღებში“.

,,როდესაც ქალი შეყვარებულია
მისი სისხლის ფერი
ხდება იისფერი“

,,დამტოვე მძინარე ხუთიოდ წუთი
შენს მხრებზე,
რათა გაწონასწორდეს დედამიწა“

,,უჩვეულო ხმაური მესმის ჩემს სისხლში
ეს არის სიყვარული?“

მივხვდი, რომ ეს იყო ქალი, რომელიც კანქვეშ გრძნობდა სიყვარულს და ქალი, რომლის ლექსებიც ერთი წაკითხვით შემიყვარდა.
ქუვეითელი პოეტი ქალი სუად ალ-საბაჰი დაიბადა 1942 წელს. მას გამოქვეყნებული აქვს პოეტური კრებულები და წიგნები, არის მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციების და საზოგადოებების წევრი. 1981 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი. ეს არის უდაბნოს ქალი, რომელიც მიუხედავად ტრადიციებისა და იმ წეს–ჩვეულებებისა რაც გავრცელებულია აღმოსავლეთში თამამად და ღიად საუბრობს თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ქალებზე, რელიგიაზე, აკრძალვებზე… სწორედ ეს მომწონს მასში – მისი იდუმალება, არა ევროპული ხიბლი, უდაბნოს მომხიბვლელობა.

იყავი ჩემი მეგობარი
მე მჭირდება, რომ ბალახზე ვიარო ზოგჯერ
ფეხშიშველმა . . . ბალახზე შენთან.
მე მჭირდება, რომ ლექსები ვიკითხო ზოგჯერ
ლექსები . . . შენთან.
რომ მე როგორც ქალს, მახარებდეს შენი მოსმენა.
იყავი ჩემი მეგობარი

სამაგიეროდ მე არ გთხოვ, რომ
ძლიერი ტრფობით გიყვარდე
რომ მიყიდო ზღაპრული იახტა
და სასახლე მისაჩუქრო მყუდრო კუნძულზე . . .
არა, არ გთხოვ, რომ მაწვიმო წვიმა
ფრანგული სუნამოების
და ჩამაბარო ხელში მთვარის გასაღებები
ეს მე სულ არ მაინტერესებს.

სულ მცირეა ჩემი სურვილი, უფრო მცირე
ჩემი წადილი –
მე მინდა, რომ საათობით ვიარო შენთან
საათობით . . .
და რომ წვიმის მუსიკა იყოს.
მე ვესწრაფვი, რომ შენი ხმა გავიგონო ტელეფონში
როცა ნაღველი შემომაწვება და ავტირდები . . .
იყავი ჩემი მეგობარი
ისე მჭირდება სადმე მშვიდი ნავსაყუდარი.
იყავი ჩემი მეგობარი . . .

Suad-Al-Sabah
Free Harbor

Many ships have asked for sanctuary მრავალი გემი ითხოვს ტაძარს
In the harbor of my eyes ჩემი თვალების ნავსაყუდელის
I refused asylum to all of them ყველა მათგანის თავშესაფარზე მე უარი ვთქვი
Your ships alone მხოლოდ შენს გემს მარტო
Have the right to take refuge უფლება აქვს ჰპოვოს
In my territorial waters ჩემში თავშესაფარი
Your ships alone მხოლოს შენს გემს მარტო
Have the right to sail in my blood უფლება აქვს გასცუროს ჩემს სისხლში
Without prior permission ყოველი თხოვნის გარეშე…

სუად ალ საბაჰის წიგნი მეგობარს დავუბრუნე, არადა სულ ვფიქრობდი მასზე. ამ წიგნსაც ყველგან დავეძებდი, მაგრამ ვერ მივაგენი. რამდენიმე თვის შემდეგ საბაჰის წიგნი დაბრუნდა ჩემთან, ეს იყო ნამდვილად ძალიან ძვირფასი საჩუქარი ჩემთვის. ყველაზე ძალიან ის მომწონს, რომ ქართულ თარგმანს თან ახლავს არაბული ორიგინალი წარწერები, იმდენად ლამაზია, სურვილი მაქვს ვისწავლო ეს ენა, ორიგინალში რომ შევძლო ჩემი უდაბნოს ქალის წაკითხვა… facebook-ზე შემთხვევით აღმოვაჩინე სუად–ალ–საბაჰის გვერდი და რადგნაც არაბულად ვერ ვუხსნი სიყვარულს მხოლოდ გულებს ვუხატავ: )
სუად ალ–საბაჰისთვის ერთ ქართველ პოეტ ქალსაც მიუძღვნია ლექსი

ხათუნა ჟორდანია
`პირველად იყო ქალი…~
(სუად ალ საბაჰ)

უკვე ბინდია, ზეცაც გაბანეს,
მთვარე მიძვრება ღრუბლის საბანში,
ბეღურასავით სმენა გავნაბე,
ლექსებს მიკითხავს სუად საბაჰი.

ნუთუ სურვილებს გაუდით ყავლი
დღეღამეული გზის ქარავანში?
და იდუმალი სისხლის ყივილით
ჰულაგუც მიცდის ტრფობის კარავში.

უნდა მის მხრებზე გამოვნაპირდე,
დავტოვო დედა-პლანეტა მიწა,
იქნებ მარტოკა წოლას აპირებს,
ევას კანონებს არაფრად იცავს?!

შემოვეხვევი კოცნის არშიად,
ის კლავიშია, მე _ როიალი,
მაგრამ _ შაითან! _ ყველა კაცშია,
დესპოტი, როგორც შაჰრაიარი.

უკვე თენდება, ზეცა გაბანეს,
ცაც იზმორება ღრუბლის საბნიდან,
გერმის ბალიში ცრემლით დავნამე,
ვიშეჰრაზადე დრო საბაჰიდან…

9 responses to “სუად ალ–საბაჰი

  1. ,,ვყვირი: მიყვარხარ…
    ხოლო მტრედები ტოვებენ ეკლესიის სახურავს
    რათა ბუდეები გაიკეთონ
    ჩემი თმების ტალღებში“

    აი, ეს ლექსი მომეწონა განსაკუთრებით.

    მართლა სასწაული და საოცარი აღმოჩენაა.

    Like

  2. საკმაოდ კარგი ვინმეა🙂 ნუ აღმოსავლეთელ ავტორებს ვერ მოთხოვ იყვნენ ყოფითები, ყოფითი მოვლენების კონტექსტუალიზება მოახდინონ, რათა ტექსტები უფრო “ცოცხალი” იყოს. თუმცა ესეც კარგია🙂

    Like

  3. ,,ყოფითში” რას გულისხმობ? :))) სუად ალ საბაჰი მართლა კარგი ვინმეა:)

    Like

  4. ძალიან სასიამოვნო საკითხავი ლექსები აქვს… ))
    ეს ჩემი პირველი კომენტარია. საერთოდაც ეს ბლოგი ჩემთვის აღმოჩენაა, 1 ამოსუნთქვით იკითხება შენი პოსტები და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაც კარგს ტოვებს ჩემში.
    მადლობა ამისთვის.❤

    Like

    • ძალიან მიხარია თუ ასეთი განცდა დაგეუფლა:* პირიქით მადლობა შენ, რომ მკითხულობ:*

      Like

  5. მადლობა სალომეას. ამ ბლოგს გადავაწყდი იმის ძებნაში, არის თუ არა გადაღებული ფილმი ემილი დიკინსონზე…(მინახავს ფილმი ჯეინ ოსტინსა და აირის მერდოკზე, ვისაც მე-12-დ დავამატებდი აქ დასახელებულ სხვა, ჩემთვისას ასევე საყვარელ, დანარჩენ 11-ს…)

    Liked by 1 person

  6. აირის მერდოკი ნამდვილად არ წამიკითხავს, არც წიგნის მაღაზიებში შემხვედრია მისი წიგნები, მაგრამ მოვძებნი^_^

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s