ამომავალი მზის ქვეყნის დიდი სენსეი– რიუნოსკე აკუტაგავა

 

ამომავალი მზის ქვეყანა – ულამაზესი საკურა, სამურაები, ხარაკირი, ჰაიკუ, გეიშა, საინტერესო დამწერლობა იეროგლიფებით… ეს არის ის, რაც გაგახსენდებათ იაპონიაზე.

მაგრამ თუ არ ყოფილხართ უსიერ ტყეში, არ გისეირნიათ ბაღში, არ გისაუბრიათ წყვდიადში, არ გინახავთ ჯოჯოხეთის სურათები, არ დაფიქრებულხართ იდიოტის ცხოვრებაზე და არ გწამთ ნანკინელი ქრისტეს, მაშინ თქვენ არაფერი იცით იაპონიის შესახებ.

 

ამომავალი მზის ქვეყნის ღირსება დიდი სენსეი – აკუტაგავა რიუნოსკე (芥川 龍之介, მეტსახელად – 澄江堂主人) დაიბადა 1892 წლის დრაკონის თვეს, დრაკონის დღეს, დრაკონის საათს. ამიტომ მას სახელად რიუნოსკე დაარქვეს, რადგან ამ სახელის პირველი იეროგლიფი “რიუ” აღნიშნავს “დრაკონს”.

თანამედროვე იაპონური ლიტერატურის კლასიკოსმა აღიარება ღრმა ფსიქოლოგიისა და განსხვავებული სტილით მოიპოვა. მან თავისი ნაწარმოებების სიუჟეტები აიღო შუა საუკუნის ლეგენდებიდან და ლიტერატურული ძეგლებიდან. აკუტაგავა მუდმივად ცდილობდა გამიჯვნოდა რეალობას. სწორედ ასე შეიქმნა მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები, რომლებმაც აკუტაგავას მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი – “ნანკინელი ქრისტე”, “დიალოგი წყვდიადში”, “ცხოვრება იდიოტისა”, “უსიერ ტყეში”, “ჯოჯოხეთის სურათები“, ,, წყლის კაცების ქვეყანა“ და სხვ.

აკუტაგავა ნამდვილად გამოირჩეოდა სხვა იაპონელი მწერლებისგან და იმდროინდელი საზოგადო მოღვაწეებისგანაც. მიუხედავად იმისა, რომ წარსულის დიდებაზე, იაპონურ ტრადიციებზე და წეს–ჩვეულებებზე წერდა, მას შესწავლილი ჰქონდა ევროპული კულტურა. აკუტაგავა კარგად იცნობდა მოპასანის, ანატოლ ფრანსის, ბოდლერის, დოსტოევსკის შემოქმედებას.

მწერალს მთელი ცხოვრება ეშინოდა სიგიჟის (დედის სულიერი აშლილობის გამო) და შემოქმედებითი უნაყოფობის. ბოლო წლებში შიში გადაიზარდა აკვიატებულ იდეად, ნერვულმა დაძაბვამ გამოიწვია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, უძილობა, გადაღლა. პირად საუბრებში იგი არაერთხელ ახსენებდა, რომ ხვდებოდა საკუთარ ორეულს – თეატრში, ქუჩაში …

,,ახლა მე ვცხოვრობ ყველაზე უბედური ბედნიერებით, მაგრამ რაგინდ უცნაურიც უნდა იყოს არ ვნანობ. ისე შემზიზღდა ყველაფერი გადავწყვიტე ქვეყანა ამობრუნებული დამენახა. აღმოჩნდა თურმე იგივეა“.
აკუტაგავა უნებლიეთ დაფიქრდა მთელს თავის ცხოვრებაზე და იგრძო, რომ ყელში ერთდროულად აწვებოდა ცრემლი და სიცილი. წინ მხოლოდ შეშლილობა ან თვითმკვლელობა ელოდა. სწორედ ამიტომ 35 წლის ასაკში დაწერა ,,ცხოვრება იდიოტისა“ , რომელიც მისი შემოქმედების მწვერვალად იქცა, ვერონალის სასიკვდილო დოზა მიიღო და თავი მოიკლა.


,,მე– ვინ ხარ შენ?
ხმა– მე? მე ის ანგელოზი ვარ იაკობს რომ ებრძოდა ქვეყნიერების გარიჟრაჟზე.
ხმა– სად გაქრა ღიმილი შენი?
მე–ღმერთებს დაუბრუნდათ ცაში. ცხოვრებას რომ ღიმილი აჩუქო საჭიროა გქონდეს ჯერ ერთი გაწონასწორებული ხასიათი; მეორე ფული; მესამე უფრო ძლიერი ნერვები, ვიდრე მე მაქვს.
ხმა–თავის მართლებას არ მოჰყვები?
მე–მე ვურიგდები საკუთარ ხვედრს!“

14 responses to “ამომავალი მზის ქვეყნის დიდი სენსეი– რიუნოსკე აკუტაგავა

  1. რასიომონი მომწონს ძალიან.

    ისე, ზოგადად, იაპონური პროზა ჩენთვის ზედმეტად რეალისტური და მძიმეა. რამდენადაც პოეზიაა მსუბუქი, ლამაზი და ჰაეროვანი (თითქმის მუსიკაა), იმდენად დამთრგუნველად მეჩვენება პროზა.

    Like

    • Molly Bloom გეთანხმები იაპონური პოეზია უფრო ჰაეროვანია, ღრმა და იდუმალი. თუნდაც ჰაიკუ ორ–სამ სტრიქონში ძალიან დიდი აზრია ხოლმე ჩადებული. ცალკე პოსტს მივუძღვნი მერე იაპონურ პოეზიას:*

      Like

  2. იაპონელი მწერლებიდან აკუტაგავა ყველაზე მეტად მიყვარს : ) “პიგმეის სიტყვები”, “ასე სჯეროდა ბისეის”, “ცხოვრება იდიოტისა”, …

    Like

    • მე მიყვარს ჰარუკი მურაკამის ,,ნადირობა ცხვარზე” და იასუნარი კავაბატას ,,ათასფრთიანი წერო” სხვა იაპონელი მწერალი ჯერ არ წამიკითხავს:)

      Like

  3. ჯერ ეხლა ვკითხულობ და ვნახოთ რა გავლენას მოახდენს მისი წიგნი ჩემზე:)))

    Like

  4. შესანიშნავი პოსტია! ბლოგი ხომ უკეთესი! ბევრი დავკარგე, რომ ადრევე ვერ ვნახე!
    აკუტაგავას შემოქმედების სიყვარული ბევრ რამეზე მეტყველებს! ჩემ უსაყვარლეს მწერლად იქცა სულ ცოტა ხნის წინ. თუ იცი, ქართულად მისი კრებული იყიდება სადმე? საბჭოურ გამოცემებს არ ვგულისხმობ🙂

    Like

    • Sgt. Pepper – მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის:)))

      ჟურნალ ,,რეიტინგს” მოყვება წიგნები – მსოფლიოს რჩეული მოთხრობები და მე–5 ტომი იყო სწორედ აკუატაგავას მოთხრობები. ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში იკითხე ეს გამოცემა და ექნებათ:))))

      Like

  5. აკუტაგავას ”ცხვირსახოცი” მინდა და ვერ ვნახულობ..შეგიძლიათ დამეხმაროთ?

    Like

    • iako– მე აკუტაგავას მოთხრობა ვიცი ,,ცხვირი” ეს მოთხობა თუ გინდა მაილი დაწერე და გამოგიგზავნი. ,,ცხვირსახოცი” არ გამიგია, შეიძლება გეშლება ან თარგმანშია რაღაც განსხვავება: ))))

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s