Mrs. Dalloway ვირჯინია ვულფი და საათები

,,The Hours” ამ ფილმის ნახვის შემდეგ მომინდა ვირჯინია ვულფის წიგნების წაკითხვა. ქართულ ენაზე მხოლოდ ერთი გამოცემა აღმოვაჩინე ესსები. ,,Mrs. Dalloway” დიდხანს ვეძებდი წიგნის მაღაზიებში და როცა ერთხელაც წიგნის ფესტივალზე წავაწყდი სიხარულისგან ვყვიროდი.
,,Mrs Dalloway said she would buy the flowers herself “- გავიდა კლარისა დალოვეი ლონდონის ქუჩებში თავისი საღამოს წვეულებისათვის ყვავილების საყიდლად და მთელი ცხოვრება თვალწინ დაუდგა. 30 წლის წინ ის ახალგაზრდა იყო. უყვარდა მუდამ მოკამათე, იდეალისტ პიტერ უოლშს (რომელმაც ცოლობაც სთხოვა), თავად მოსწონდა სელი სეტონი (რომელიც მერე გათხოვდა და 5 შვილი გააჩინა) და ბოლოს თავისთავა და პოლიტიკის მოყვარულ რიჩარდ დალოვეის გაყვა ცოლად . ბოლო მომენტში აღმოაჩენს, რომ მისი ცხოვრება უბრალო ფარსია, ტყუილი, ჭორი. მთელი წიგნის მოქმედება მხოლოდ ერთ დღეში ხდება. თან ეს ბიგბენიც სულ საათებს ითვლის. მიდის, მიდის დრო არა ჩერდება…
ვირჯინია ვულფი ყველაზე მაგარი მწერალი ქალია, ამას მხოლოდ დალოვეის წაკითხვაც გაფიქრებინებს.

საოცარი მომენტებია, თუნდაც ქმრის მომენტი – რიჩარდი, რომელსაც თავისი ცოლისთვის 25 წლიანი ქორწინების განმავლობაში ერთხელაც არ უთქვამს ,,მე შენ მიყვარხარ” გადაწყვეტს ვარდები უყიდოს და უთხრას თავის სიყვარულზე, მაგრამ მივა და ვერ ეტყვის. ,,Richard bought roses; red and white. He had to say it to Clarissa. He had to tell her ‘I love you’.საოცარია სეპტიმუს სმიტის და დალოვეის ბედის დაკავშირებაც. ისინი ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან, დალოვეი თავის წვეულებაზე გაიგებს რომ ვიღაც ახალგაზრდა კაცმა – სეპტიმუს სმიტმა თავი მოიკლა, ფანჯრიდან გადახტა. დალოვეის დააფიქრებს მისი საქციელი.
დალოვეის წვეულება იწყება, სტუმრები მოდიან. მათ შორის პრემიერ მინისტრიც კი. დალოვეი ყველას ესალმება – ,,friends without names, songs without words”… ,,ერთი ადამიანი იმისთვის კვდება, რომ მეორემ სიცოცხლე განაგრძოს და მეტად შეიყვაროს“ ფიქრობს დალოვეი და უჩინარდება.ხალხი მიდის, წვეულება მთავრდება, მასპინძელი კი არ ჩანს. ნუთუ თავი მოიკლა? ფანჯრიდან? სად არის, სად. და აი უკვე სალი და პიტერიც წასვლას აპირებენ. და პიტერს უცნაური გრძნობა უჩნდება, და კითხვა. რატომ ამიჩქროლდა გული, რა მმატებს სიცოცხლის უნარს?  ,,It is Clarissa, he said. For there she was.”

სწორედ აღნიშნულ რომანზე მუშაობისას არ ასვენებდა ვილჯინია ვულფს ფიქრები თვითმკვლელობაზე. ვულფმა საკუთარი სიცოცხლე თავადვე მოისწრაფა, როდესაც მეუღლეს უჩუმრად გამოეპარა სახლიდან, პალტოში მძიმე ქვები ჩაიწყო და მდინარეში დაიხრჩო თავი. საკუთარ ქმართან გამოსამშვიდობებელ წერილში ვულფი წერდა:  “მე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ კვლავ ვიშლები ჭკუიდან, ვგრძნობ რომ ამ საშინელ დროს ვეღარ გადავიტან, და მართლაც ვერ ავუძლებ მას. ისევ მესმის რაღაც ხმები და მიჭირს კონცერტრირება, ასე რომ მე ვაკეთებ იმას, რაც მიმაჩნია საუკეთესოდ ამ დროს. შენ მე ბედნიერების საუკეთესო საშუალება მომეცი. მე ვფიქრობ ორი ადამიანი ასე ბედნიერი ვერ იქნებოდა, ვიდრე ეს საშინელი დაავადება მოვიდოდა. მე აღარ შემიძლია მეტი ბრძოლა. ვიცი, რომ გიფუჭებ ცხოვრებას, ჩემ გარეშე შენ უკეთ მუშაობას შეძლებ და შენც მიხვდები ამას. თუკი ვინმეს შეეძლო ჩემი გადარჩენა ეს აუცილებლად შენ იქნებოდი. ყველაფერი გაქრა ჩემგან, გარდა შენი სიკეთისა. მე აღარ შემიძლია გავაგრძელო შენი ცხოვრების მოწამვლა. ვირჯინია”

ამ სიტყვებითა და ვულფის თვითმკვლელობით იწყება მაიკლ კანიჰემის რომანი “საათები”, რომელიც 1998 წელს გამოქვეყნდა და იმთავითვე მოიპოვა აღიარება, რაც გამოიხატა ავტორისთვის პულცერის ლიტერატურული პრემიის მინიჭებაში საუკეთესო ნაწარმოებისთვის. რომანი სამი ქალის ცხოვრების ერთ დღეს აღგვიწერს.
ნიკოლ კიდმანი ვირჯინია ვულფის როლს ანსახიერებს (მან ამ როლისთვის “ოსკარი” დაიმსახურა) ჯულიანა მური ლორა ბრაუნისას, ხოლო მერილ სტრიპი კი კლარისა ვაუგანის (სამივე ქალბატონს მიენიჭათ პრემია საუკეთესო მსახიობისათვის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე), თავად ფილმმა კი სხვა უამრავ ჯილდოსთან ერთად “ოქროს გლობუსის” პრემია მიიღო საუკეთესო დრამატული ფილმისათვის და “ოსკარის” ნომინაცია იმავე კატეგორიაში. ეს ფილმი ჩემთვის კინო კლასიკაა, დალოვეი და ვულფი ზუსტად ისეთები იყვნენ, როგორებიც წარმომედგინა. ჩემი საყვარელი წიგნი – ,,Mrs. Dalloway“, ჩემი საყვარელი ფილმი – ,,The Hours”.
ფილმის ბოლო ფრაზა ვირჯინიას ეკუთვნის და მის მეუღლეს, ლეონარდს ეძღვნება : “ძვირფასო ლეონარდ, ყოველთვის როცა შეხედავ ცხოვრებას სახეზე, უნდა იცნობდე მას. რომ გაიგო რისთვის არის ცხოვრება – უნდა გიყვარდეს იგი, რომ შემდეგ ადვილად შეძლო მისი მოშორება.
ლეონარდ…
ჩვენ შორის ყოველთვის წლებია, ყოველთვის წლები…
ყოველთვის სიყვარული…
ყოველთვის . . . ს ა ა თ ე ბ ი . . . .

20 responses to “Mrs. Dalloway ვირჯინია ვულფი და საათები

  1. ეს ფილმი სამ ენაზე მაქვს ნანახი არ ვიცი რამდენჯერ. ეს სამივე ქალი არაჩვეულებრივად ასრულებს, საუკეთესოები არიან. P.S. ძალიან კარგი პოსტი ასე მეგონა ჩემი დაწერილი იყო, ზუსტად ემთხვევა ჩემს მოსაზრებას.

    Like

  2. ახლაა დავამთავარე ფილმი,და ბოლო სიტყვებთან დაკავშირებით გაურკვევლობად ვარ. ანუუ ფილმში ასე იყო. რომ “უნდა გაიგო რისთვის არის ცხოვრება, რომ მერე ადვილად მოიშორო თავიდან, შენ კი პირიქით გიწერია ადვილად აღარ შეძლო მისი მოშორებაო.ფილმშია არსწორად ალბათ?

    Like

  3. ხალხნო, მე ვირჯინიას ახალბედა თაყვანისმცემელი ვარ და რომელი რომანის წაკითხვას მირჩევთ დასაწყისისთვის? და არის თუ არა ქართული თარგმანი საკუთარი ოთახის გარდა?

    Like

  4. როგორ მიხარია, ვირჯინიას მოყვარულს რომ აღმოვაჩენ ხოლმე, მითუმეტეს, ასეთ გადასარევ პოსტებსაც თუ წერს ეს ვირჯინიას მოყვარული, ორმაგად ვბედნიერდები 🙂

    Like

  5. ძალიან კარგია პოსტია და ძალიან მიხარია ვულფის მოყვარულთა ხილვა! :))
    ახლა ვნახე მისი “მისის დალაუეის” მიხედვით გადაღებული ფილმი და ბლოგზე ავტვირთავ :))

    Like

  6. რუსული თარგმანი სულ სხვაა რა …. ისე მაგრად მთავრდება ბოლო სცენა რო ტანში მივლის თან სიტყვებს რომ ამბობს …… მეც ძალიან მომეწონა …….. კაი პოსტო იყო ეგ წიგნი მეც მინდა 😦

    Like

  7. რამდენიმე წუთის წინ მოვრჩი ფილმის ყურებას და ძალიან დიდი ემოციების ზეგავლენის ქვეშ ვარ… უძლიერესადაა გადაღებული! ნიკოლი შეუდარებლად ასრულებს ❤

    Like

  8. tatatatuli მადლობა :))))) საინტერესო კი არადა დაუვიწყარი მე ასე ვიტყოდი

    ketusi – ძალიან მძაფრი ფილმია გეთანხმები, თუმცა მე ეს სიმძაფრე მიყვარს

    Like

  9. მომეწონა შენი ბლოგი და ჩემთვის საინტერესო ბლოგების სიაში გამატებ 🙂 ამ პოსტით კი მივხვდი, რომ რაღაც ძალიან საინტერესო მელოდება წინ… 😉

    Like

  10. ”საათები” საოცარი ფილმია,ჩემზეც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.რაღაც ისე სევდიანად იწყება,მართლაც, ამ თვითმკვლელობის სცენით,რომ ვიფიქრე არ ღირს ამის ყურება თქო(ვერიდები ნეგატიურ და ამაღელვებელ ფილმებს),მაგრამ რაღაც დამაინტრიგა,ალბათ კიდმანი რომ თამაშობს ამანაც იქონია ჩემზე ზეგავლენა,ასე ბოლომდე ვუყურე და მატირა კიდეც,და მერე ვნახე რომ ეს ყოფილა ”საათები”.ზალიან ბევრი კარგი ადამიანური გრძნობაა გადმოცემული.

    Like

დატოვე კომენტარი