Summer Books (part II)

კნუტ ჰამსუნი – ,,შიმშილი”

ნორვეგიელი ნობელიანტი მწერლის კნუტ ჰამსუნის ,,მისტერიები” საოცრება იყო. ყვითელ კოსტუმში გამოწყობილი ნაგელი თითქმის ყველა ქალის ოცნების მამაკაცად იქცა:) ,,შიმშილი” აბსოლიტურად განსხვავდებოდა ,,მისტერიებისგან”. ეს არის ამბავი უსახელო კაცისა, რომელიც ქალაქ ქრისტიანიაში დაეხეტება და ცდილობს როგორმე შიმშილით სიკვდილს გადაურჩეს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად უკიდურესი სიღარიბისა, ის ცდილობს პატიოსნად იცხოვროს და ასე იშოვოს თავის სარჩენი მცირეოდენი თანხა, რომლითაც თავისნაირ ღარიბ ნაცნობებს ეხმარება. საოცრად სევდიანი და უსაზღვროდ მძაფრი წიგნია.

ალბერტო მორავია – ,,ზიზღი”

იტალიელი მწერლის ალბერტო მორავიას ,,ზიზღი” აღწერს ცოლ-ქმრის ცხოვრებას. ორი წლის ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ ცოლს ქმრის მიმართ ზიზღი უჩნდება. რიკარდო მოლტენისა და ემილის ურთიერთობა მწერალმა ოდისევსისა და პენელოპეს შეადარა. მთელი წიგნის კითხვის პერიოდი მოლოდნი გაქვს, რომ ამ ზიზღის მიზეზს გაიგებ, მაგრამ ჩაიკითხავ ბოლო გვერდს და მაინც ვერ იგებ რა იყო ამ საშინელი ზიზღის მიზეზი. მე მაინც მგონია, რომ მიზეზი უფრო ღრმა და ფსიქოლოგიურია, ქვეცნობიერის მიმალურ კუნჭულებში. მკითხველი თვითონ უნდა მივიდეს გარკვეულ დასკვნამდე. მორავია ტოვებს კითხვებს, რომლებზეც პასუხი შენ თვითონ უნდა გასცე. რატომღაც სულ ხარანაულის ეს ლექსი მახსენდება: ,,მკითხე – რატომ ქრება სიყვარული და მე გიპასუხებ – არ ვიცი”.

მორის მეტერლინკი – ,,ლურჯი ფრინველი”

მე ვთვლი, რომ მეტერლინკის პიესები უფრო სუსტია, ვიდრე პროზა. ,,განძი თვინიერთა”, და ,,სიბრძნე და ბედისწერა” სულ სუულ წასაკითხი წიგნებია. ძალიან ღრმა და მისტიკური. რასაც ვერ ვიტყვი პიესებზე. ყველაზე ცნობილი პიესა ,,ლურჯი ფრინველია”. ეს არის საშობაო ზღაპარის მსგავსი და-ძმის მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში. ისინი ფერია ბერილუნის ავადმყოფი გოგონასთვის ლურჯ ფრინველს ეძებენ, ბოლოს კი აღმოაჩენენ, რომ ეს ლურჯი ფრინველი ის პატარა ბარტყია, რომელიც მათ სახლში ჰყავთ. განსაკუთრებით ლურჯი სამყარო მომეწონა, სადაც ერთი   ლურჯი ბავშვი  ამბობს: ,, შენ ხომ პატარა ხარ?- რასაც მე ვიზამ ის იქნება დიდი”.მაგრამ მაინც რაღაც ზედმეტად ,,ტკბილი” მომეჩვენება მეტერლინკისთვის.

ნაირა გელაშვილი- ,,დედის ოთახი”

ეს არის წიგნი, რომელის ბოლო გვერდს ჩაიკითხავ, დახურავ და მერე დღეები ფიქრობ. ნამდვილად არ მეგონა, თუ ასე მომეწონებოდა. საერთოდ ნაირა გელაშვილის წაკითხვის სურვილი არ გამჩენია. ერთადერთი ,,ამბრნი, უმბრნი და არაბნი” მაქვს წაკითხული. მაგრამ ,,დედის ოთახი” მართლა აღმოჩენაა ჩემთვის. განსაკუთრებით შთამბეჭდავი დედის ოთახზე დედის მიერ მოქსოვილი ფარდაა, რომელზეც თევზები, წყალმცენარეები და ზღვის ფსკერია გამოსახული. მართლაც ბოლოს წყალში რჩებიან ძმები… კიდევ საოცრად მომეწონა ელენეს პერსონაჟი, გიორგის ციხიდან გაქცევა, სასაფლაოზე დიალოგები. საინტერესო სიზმრები ესიზმრებოდათ ყველას. ,,ძალიან სხვა ვარ”- ამბობს ერთ-ერთი პერსონაჟი. ,,დედის ოთახიც” ძალიან სხვაა.

ეტგარ კერეტი – მოთხრობები

ეტგარ კერეტი თანამედროვე ისრაელის ლიტერატურული და კინოწრეების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. მისი მოთხრობები ისრაელში ბესტსელერად ითვლება და 17 ენაზეა თარგმნილი. განსაკუთრებით ალბათ მოთხრობების მოწონების ამბავში მწერლის წარმომავლობა თამაშობს. მიწაზე, სადაც მუდმივად ომია, ტერაქტები და აფეთქებებია, კერეტი წერს მოთხრობას ოთხ ძმაკაცზე, რომელთაგან ერთმა თავი მოიკლა, სამს კი სჯერა, რომ პერიოდულად სამივე გაგიჟდება (,,ნებროთმა გარეკა”). წერს შრივზე, ერთ არაფრით გამორჩეულ ჩვენთაგანზე, რომელიც წარმატებას აღწერს, რადგან არცთუ ისე ბევრი ბრწყინვალე ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე. (,,შრივი”) წერს სიყვარულზე (ოღონდ თავისებურად) და ცხოვრებაზე, რომელიც ოთახს ჰგავს, სადაც მხოლოდ ფანჯრებია, კარი კი არა.

დამთავრდა ზაფხულის არდადეგები, მაგრამ როგორც იტყვიან გასაკეთებლი კი არადა წასაკითხი კიდევ ბევრია: ))))

9 responses to “Summer Books (part II)

  1. მომწონს თქვენი ბლოგი. ოღონდ ზოგ პოსტს კომენტარს ვერ ვუწერ. ეტყობა ფუნქცია აქვს გათიშული:)

    Like

  2. ise agwer wignebs, bavshvobashi dediko rom mirchvda xolme romelime wigns, winasityvaobasac moayolebda, damaintrigebda da “idzulebuls” mxdida wamekitxa. :wub:

    Like

  3. ოჰ მათეეები მე საერთოდ მიყვარს:) გიორგი უფრო მაგარი პერსონაჟია, ვიდრე მათე:)

    Like

  4. “ზიზღში” ზიზღის მიზეზი ნაწარმოების დასაწყისშივეა გამოფენილი. როგორც ჩანს, გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება– ქალის ფსიქოლოგიის ცოდნაა საჭირო ამის აღსაქმელად.

    Like

  5. ალბერტო მორავიას “ზიზღი” დღეს შევიძინე და გუგლში მისი ძიებისას შენ ბლოგსაც წავაწყდი. ლიტერატურა პირველი და საკმარისი მიზეზია რომ ეს ბლოგი შემიყვარდეს, რადგან თვითონ ლიტერატურა მიყვარს ძალიან. მიხარია ამ თემატიკის ბლოგის აღმოჩენა, იმედია კიდევ უფრო საინტერესო რაღაცეები დამხვდება მალე🙂

    Like

  6. მარიტა – ,,ზიზღის” შემდეგ შენი ემოციები დაწერე, მე ერთი წელია წავიკითხე და დღემდე ვფიქრობ ამ წიგნზე. ლიტერატურა რომ გიყვარს ეს ძალიან მიხარია, ხშირად მესტუმრე: )))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s