Summer Books (part I)

სკოლაში სწავლის პერიოდში, როდესაც საზაფხულო არდადეგებიდან ვბრუნდებოდით, ქართულის მასწავლებელი პირველ გაკვეთილზე გვეკითხებოდა – ,,რა წავიკითხეთ ამ ზაფხულს”. ხან თემა გვქონდა დასაწერი, ხანაც ზეპირად ვმსჯელობდით ჩვენს მიერ წაკითხულ წიგნებზე. ერთხელ მახსოვს 22 წიგნი წავიკითხე (მაშინ არ გვქონდა კომპიუტერი, ისევე როგორც გაზი, წყალი და შუქი: D). მოკლედ როდესაც დავიწყე ამ წიგნების ჩამოთვლა ერთი ჩემი კლასელი ბიჭი ადგა და თქვა ალბათ იტყუება, 22 წიგნს როგორ წაიკითხავდა, როცა მე 2 წიგნიც ვერ წავიკითხეო. მახსოვს როგორ დამწყდა მაშინ გული: ) მას შემდეგ გავიდა ბევრი წელი და ბევრი წიგნი წავიკითხე, მაგრამ ზაფხული მაინც ის დროა, როცა ყველაზე უფრო მეტად მაქვს ხოლმე წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა. ამ ზაფხულს ჩემს მიერ დასახული გეგმა ვერ შევასრულე, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს დრო სწავლის დაწყებამდე და იმედი მაქვს კიდევ რამდენიმე გემრიელ წიგნს წავიკითხავ. მანამდე კი დავწერ იმათზე, რაც ამ ზაფხულს წავიკითხე.

ჰარუკი მურაკამი – ,,ნადირობა ცხვარზე”
ჰარული მურაკამი იაპონელი მწერალია. ,,ნადირობა ცხვარზე” ,,ვირთხის ტრილოგიის” ერთ-ერთი წიგნია. ვირთხა ამ წიგნში გამორჩეული, საინტერესო და ღრმა პერსონაჟია. ნაწარმოების მთავარი გმირი ვირთხას მეგობარი უცნაურ, მისტიკურ ამბავში გაეხვევა და ჰოკაიდოს მთებში წავა ზურგზე ვარსკვლავგამოსახული ცხვრის საძებნელად. ამ წიგნში განსაკუთრებით მომეწონა 16 ნაბიჯი და მათი გადადგმის წესი, ცოლთან გაყრის პროცესი, როცა ცოლი აბსოლიტურად ყველაფერს წაიღებს მისგან (თითის ანაბეჭდებსაც კი ) და კიდევ ის, რომ ცხოვრება კი არა სიცივეა. მთელ სიუჟეტს ფონად გასდევს სიჩუმე – ,,ჟელესავით სიჩუმე” ,,კანის მწიწკნავი სიჩუმე” ,,ძალიან დიდი სიჩუმე”. წაკითხვის შემდეგ ამ წიგნმა ჩემს საყვარელ წიგნებს შორის დაიმკვიდრა ადგილი.

კამილო ხოსე სელა – ,,პასკუალე დუარტეს ოჯახი”
ესპანელი მწერლები დიდად არ მხიბლავს, მაგრამ კამილო ხოსე სელა ჩემდა გასაკვირად ნამდვილად განსხვავებული აღმოჩნდა. ერთი შეხედვით სიუჟეტი ბანალური და გაცვეთილია – სიკვდილმისჯილი ტუსაღი საკანში წერს აღსარებას, სადაც თავის ცხოვრებაზე ჰყვება. თუმცა ნობელიანტმა ესპანელმა მწერალმა, ეს ერთი შეხედვით ბანალური სიუჟეტი საოცრად ამაღელვებლად აღწერა. სისხლი და საათები- ეს არის ამ რომანის მთავარი მამოძრავებელი ძალა. პასკუალე კლავს დედას, რომლის სისხლიც ცხელია საშოსავით, გემოთი კი ცხვრის სისხლს ჰგავს.

უილიამ გოლდინგი ,,ბუზთა ბატონი”
ნობელის პრემიის ლაურეატის უილიამ გოლდინგის ცნობილი ალეგორიული რომანი მე-20 საუკუნის 60-იანი წლების მსოფლიო ბესტსელერად იქცა. რომანის სიუჟეტი ასე ვითარდება – ავიაკატასტროფის შემდეგ უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი პატარა, ჯენლტმენი ინგლისელი ბავშვები, ნამდვილ ველურებად გადაიქცევიან. ორმა გამომცემლობამ გოლდინგს ამ წიგნის დაბეჭდვაზე უარი უთხრა და აკრძალეს კიდეც რაღაც პერიოდი მისი გამოცემა. ყველაზე საყვარელი პერსონაჟი არის საიმონი, რომელიც  მთავარს მიხვდება – ურჩხული ადამიანში ცხოვრობს, რომ მათ ერთმანეთის უნდა ეშინოდეთ და საკუთარი თავის. ამის გამო საიმონს, როგორც მხეცს ისე კლავენ სისხლმოწყურებული ბავშვები. საიმონის შემდეგ რჩება პატარა რალფი, რომელიც ერთადერთია, ვინც ნიღაბს არ იფარებს და ცდილობს ცეცხლი ჩაქრობისგან გადაარჩინოს. საოცარი წიგნია, ძალიან მომეწონა.

მაქს ფრიში ,,Homo Faber “
შევეიცარიელი პროზაიკოსისა და დრამატურგის მაქს ფრიშის ,,Homo Faber “  ლათინურიდან ითარგმნება, როგორც ,,ადამიანი მწარმოებელი”. მთავარი პერსონაჟი (და არა გმირი) არის ვალტერ ფაბერი, გრძნობადაკარგული კაცი, წარმატებული ინჟინერი, რომელსაც საშინელი ტრაგედია დაატყდება თავს. ის ყველა ქალს აივის, ანუ სუროს ეძახის – ქალები სუროსავით არიანო, შემოგეხვევიანო. შეიძლება ვართ კიდევ სუროსავით, რეავიცი : D ყველაზე უფრო მეტად ეს ფრაზა მომეწონა:,,ვდგავარ, რომ ჩემი ნაბიჯების ხმა არ გავიგონო, ყველაფერი ეს ტრაგიკული არ არის, მაგრამ ძნელია. კაცი შენს თავს ხომ ვერ ეტყვი ,,ღამე მშვიდობისაო.”

უილიამ ფოლკნერი ,,აბესალომ, აბესალომ!”
მმმმ ფოლკნერზე რა ვთქვა, ცალკე პოსტი ეკუთვნის და დავწერ კიდეც მასზე. ჩემი უსაყვარლესი მწერალია. ,,ხმაური და მძვინვარება” ჩემთვის პირველი წიგნია დღემდე. ,,აბესალომ,აბესალომ!” ეს სათაური აღებული ბიბლიიდან, როდესაც დავითი გლოვობს თავის შვილს აბესალომს და დასტირის მას. მთავარი პერსონაჟი ტომას სატპენიც გლოვობს თავის შვილს – მისი ერთი ვაჟიშვილი ჰკლავს მეორეს. წიგნის სიუჟეტი არის ფოლკნერისეული ღრმა, რთული, ორაზროვანიც. ოთხი პერსონაჟის მიერ მოყოლილია ერთი ამბავი ტომას სატპენის შესახებ, რომელსაც 3 შვილი ჰყავდა – ჰენრი, ჯუდითი და ჩარლზ ბონი. ფოლკნერი აღწერს თუ რამ შეიძლება ადამიანში ადამიანი დაღუპოს. წიგნის ყველა გმირი ცდილობს საკუთარ თავს გადაურჩეს . მოკლედ ფოლკნერი პირველია. ამერიკული ლიტერატურის ნამდვილი მამაა.

რიუნოსკე აკუტაგავა- ,,დიალოგი წყვდიადში”
მე-20 საუკუნის იაპონელი, ნობელიანტი მწერალი რიუნოსკე აკუტაგავა ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის. მიკვირს აქამდე რატომ არ მქონდა წაკითხული. იაპონელი სენსეის მოთხრობებმა მართლაც გამაკვირვა და განსაკუთრებით შთამბეჭდავი მისი ცხოვრება აღმოჩნდა. მან  მეგობარს სიკვდილის წინ დაუტოვა წერილი, სადაც წერდა ,,ახლა მე ვცხოვრობ ყველაზე უბედური ბედნიერებით, მაგრამ რაგინდ უცნაურიც უნდა იყოს, არ ვნანობ”. ყველაზე ძალიან ,,დიალოგში წყვდიადში” მომეწონა, ეს მოთხრობა უამრავჯერ უნდა წაიკითხო ბოლომდე რომ ჩაწვდე ისეთი ღრმაა. საოცრად მომეწონა ,,ნანკინელი ქრისტე” 15 წლის მეძავის რწმენით აღასავსე ამბავი, ასეთი კარგი რამ რწმენაზე იშვიათად წამიკითხავს. ,,წყლის კაცების ქვეყანაში” საოცარი მოთხრობა იყო – ,,ისე შემზიზღდა ყველაფერი, გადავწყვიტე ქვეყანა ამობრუნებული დამენახა. აღმოჩნდა, თურმე იგივეა” ამბობს ერთი პერსონაჟი. ,,რა განსაზღვრავს ჩვენს ბედს? რწმენა, გარემოებანი, შემთხვევა. მივუმატებდით ალბათ მემკვიდრეობას.”
,,ცხოვრება იდიოტისა” ბოლო ნაწარმოები იყო, რომელიც აკუტაგავამ საკუთარ თავზე დაწერა. ეს მოთხრობა ეხება ამოუხაპავ სიბნელეს, რომელიც თრგუნავდა მწერალს. იგი ფიქრობდა მთელს თავის ცხოვრებაზე, ყელში ერთდროულად აწვებოდა ცრემლი და სიცილი. იცოდა წინ მხოლოდ შეშლილობა ან თვითმკვლელობა ელოდა და არჩევანი გააკეთა კიდეც- 1927 წელს, 35 წლის ასაკში მან საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა და თავი მოიკლა.

ფრანსუაზა საგანის ,,მზის ნამცვრევი ცივ წყალში” და აგოტა კრისტოფის ,,რჩეული თხზულებანი” ამათზე აღარ დავწერ, რადგან ცალკე პოსტები მივუძღვენი ორივე მწერალს. ზაფხულის არდადეგები გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტო მიიწურა, შესაბამისად გაგრძელება იქნება როგორც იტყვიან To Be Continiued…

26 responses to “Summer Books (part I)

  1. ჩამონათვალი წიგნებიდან მხოლოდ ბუზთა ბატონი მაქვს წაკითხული. თუმცა ნაწარმოებები ისე საინტერესოდ აღწერე, აუცილებლად წავიკითხავ.

    ო, მე ვიზარმაცე ამ ზაფხულს, აქტიურად დავისვენე და ყველა ზაფხულს შორის ყველაზე ნაკლები წიგნი წავიკითხე. ივლინ ვოს უკეთურთა მოდგმა და მოთხრობები, ენციკლოპედიური ცნობარი ( იქ სადაც ვისვენებდი, მეტი ვერაფერი აღმოვაჩინე😦 ) და დოჩანაშვილის რამდენიმე მოთხრობა. მოკლედ, ცუდი გოგო ვარ.

    Like

  2. გავოგნდი,იმიტომ,რომ ყველა ჩამოთვლილი ნაწარმოები ჩემი ფავორიტია :)ძალიან გამიხარდა და საინტერესო იყო მათ შესახებ სხვისი შთაბეჭდილებების კითხვა🙂

    ფოლკნერი პირველია ჩემთვის, “ხმაური და მძვინვარება” – ყველაზე დიდი წიგნი.

    Like

  3. nimpa – კიდევ გაქვს დრო და წაიკითხე. მეც ძალიან უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით. ყველაფრისთვის ვიცლი წიგნების გარდა:(

    mariefille– მადლობთ თბილი კომენტარებისთვის. ვესტუმრები შენს ბლოგს:)

    Like

  4. სალომეა სალომეა, რად დაუთმე ამდენი ყურადღება აივის, რომელიც მეორეხარისხოვანი პერსონაჟია და მეტი არაფერი😛 აივი მხოლოდ გაელვებაა

    Like

  5. აივი მხოლოდ გაელვება არ არის. აივი შენ ხარ? არ მჯერა მე ეს. არ მემეტები ჩემო მწვანეთვალება:*

    Like

  6. buzta batoni bavshvobashi wavikitxe da dzalian momewona… nadiroba cxvarze dzalian momewona did xans vifikre ratom momwons metkii saboloo daskvna mainc ver gamovitane virtxa momwons :X homo faberma damamdzimaa uff ar momewonaa :))

    Like

  7. საინტერესო წიგნები წაგიკითხავს
    არ ვიცი შენთან ბლოგზე როგორ მოვხვდი, მაგრამ შენმა post-ებმა დამიჭირეს:D
    კარგი გემოვნება გქონია.
    ,,დიალოგი წყვდიადში” კი საოცრებაა. აკუტაგავამ ყველაფერი ჩატია ამ პატარა მოთხრობაში. ამიტომაა რთული, გაიაზრო ბოლომდე. თითქმის თითოეული წინადადება მოსანიშნია ფანქრით🙂

    Like

  8. მიხარია, თუ ჩემი პოსტები მოგეწონა:) აკუტაგავა მართლა ცალკე თემაა, იაპონიის ყველაზე მოაზროვნე მწერალი– სენსეი:)

    Like

  9. ჰარუკი მურაკამი – ,,ნადირობა ცხვარზე”
    და კამილო ხოსე სელა – ,,პასკუალე დუარტეს ოჯახი” მაქვს წაკითხული. პირველის კითხვა რომ დავამთავრე იმხელა სიცარიელე დამრჩა, რომ ლამის სანაგვეზე მოვისროლე ეს წიგნი.ძალიან განვიცადე ამდენი დრო და ენერგია რომ შევწირე ამ წიგნს და ბოლოს მაინც ვერ გავიგე.17წლისამ წავიკითხე ძალიან პატარა ვარ მურაკამისთვის?…გასაგები გავიგე, უბრალოდ იმხელა მოლოდინი მქონდა რომ ეს კაცი ზურგზე ვარსკვლავგამოსახულ ცხვარს იპოვნიდა რომ ბოლოს საოცრად იმედგაცრუებული დავრჩი.

    ,,პასკუალე დუარტეს ოჯახმა” კი მართლა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ მძიმე ისტორიაა, მე ძალიან ვისიამოვნე , და მომავალში კიდევ გადავიკითხავ. სხვა მოთხრობებიც წავიკითხე ხოსე სელასი, და თითქმის ყველგან არის რაღაც ირონია, სისასტიკე,ზოგგან უზრუნველი განწყობა(როცა აშკარად არ არის ასეთი განწყობის ადგილი ,იმ კონკრეტულ ეპიზოდში) რაც აღწერს ამ ცხოვრების ამაოების აზრს ალბათ.მოკლედ საინტერესო მწერალია კ.ხ.ს როგორც ბიოგრაფიიდან მახსოვს ასე ეძახიან ესპანეთში სიყვარულით.

    Like

  10. პ.ს ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს:) რამდენი წიგნი მქონია წასაკითხი,და რამდენი მწერალი აღმოსაჩენი…:)

    Like

  11. დიდი მადლობა ana:* მიხარია თუ მოგეწონა ჩემი ბლოგი.
    რაც შეეხება მურაკამს, არ ვიცი რა გითხრა, მე 21 წლისამ წავიკითხე და ჩემი საყვარელი წიგნების top 10 –ში შევიყვანე:))) სიცარიელე, რომელზეც შენ საუბრობ მე არ მიგრძვნია. პირიქით, გამიკვირდა ასე მძაფრად სინამდვილე როგორ აღწერა მეთქი: )))

    Like

  12. მურაკამმა გამაოცა, სამჯერ წავიკითხე, ძალიან მომეწონა,მარა რაგაცნაირია–ყველაფერს იგებ და თან ხვდები რო ვერაფერიც ვერ გაიგე..გაურკვევლობაში დამტოვა მაინც..

    Like

  13. Pingback: 2010 in review « Salomeaa's Blog·

  14. ჰომო ფაბერში აივი დეტალს უფრო უნდა წარმოადგენდეს. აქ არის ნაჩვენები რობოტიზაციიდან ადამიანობამდე განვლილი გზა. ისე დამემთხვა ადრე, რომ პატარა უფლისწულის შემდეგ წავიკითხე და მთავარი განსხვავებაც ნათლად აღვიქვი. მართლა კარგი წიგნია:)

    Like

  15. ,,პატარა უფლისწული” ჩემი საყვარელი წიგნია, მაგრამ ,,ჰომო ფაბერთან” აბსოლიტურად ვერ ვაკავშირებ. ეს არის გზა მარჯვნივ და გზა მარცხნივ…

    Like

    • მაგიტომაც დავწერე. მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანებმა ალბათ შუალედი უნდა ვიპოვოთ. პატარა უფლისწული თუ ადამიანურობის ზეიმია, ჰომო ფაბერი ტექნიკის განვითარების ზეგავლენით შექმნილი ,,არსებაა”. გახსოვს ის მომენტი, რომ პატარა უფლისწული რომ ამბობს, ნუთუ ჭანჭიკი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ურთიერთობებიო. ჰომო ფაბერში კი, ჩემთვის ბედნიერი წუთები მაშინ დგება, როცა …. და აღწერილია მაქსიმალური კავშირი ტექნიკასთან. მთავარი თემაც ადამიანების რობოტთან დამსგავსებაა, რაც ძალიან სწორად სრულდება– უემოციო ინდივიდი იქცევა სულით ხორცამდე ადამიანად ანუ ემსგავსება პატარა უფლისწულს.

      მომიტევე ამდენი წერისთვის, ძალიან მიყვარს ორივე წიგნი:)))))))

      Like

      • რას ამბობ:) პირიქით მიხარია, რომ ასე კარგად გადმოეცი შენი მოსაზრება:)

        Like

  16. გმადლობ:))) მშვენიერი წიგნები წაგიკითხია, რამდენიმე უცნობი აღმოვაჩინე და აუცილებლად გავეცნობი:)

    Like

  17. “ნადირობა ცხვარზე” ახლა ვკითხულობ და ძალიან ჩამითრია🙂

    Like

    • არ ვიცი:)) ინდივიდუალურია გაგება, შემეცნება, მოწონება:))) სცადე:)))

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s