ფრანსუაზა საგანი და საგანომანია

სუულ სუულ პირველად ფრანსუაზა საგანის ,,სალამი, სევდავ!” წავიკითხე და მას შემდეგ საგანომანია დამემართა, დამემართა და მერე როგორ…
ფრანსუაზა საგანმა ,,სალამი, სევდავ!” 19 წლის ასაკში დაწერა. ამ რომანმა ავტორს მსოფლიო აღიარება, “მშვენიერი პატარა ურჩხულის” მეტსახელი და უზარმაზარი თანხა მოუტანა და რა გასაკვირია, რომ ანას, სესილის და სესილის მამის ამბავმა ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა.
ფრანსუაზა საგანი (ფრ. Françoise Sagan) დაიბადა 1935 წლის 21 ივნისს.  საგანი ფსევდონიმია, რომელიც მან საყვარელი პრუსტის ნაწარმოების გმირისგან ჰერცოგინია საგანისგან ისესხა. ნამდვილი სახელია ფრანსუაზა კუარეზიე. ფრანსუაზა სორბონის უნივერსიტეტში სწავლობდა, სორბონაში ფრანსუაზამ თავი იმით გამოიჩინა, რომ ერთხელაც მოლიერის თაბაშირის ბიუსტს თოკი შემოახვია და რიტუალური ჩამოხრჩობა განახორციელა. ფრანგული ლიტერატურის კლასიკოსი ფრანსუაზამ სიკვდილით ამ სიტყვების გამო “დასაჯა” – “ყველა მარადიული გრძნობიდან სიყვარული ყველაზე ხანმოკლეა”.
ფრანსუაზა საგანის პირველი რომანი იყო ,,სალამი სევდავ” (1954) შემდეგ კი-“გიყვართ ბრამსი? (1959) ,,მზის ნამცვრევი ცივ წყალში”(1969), “პირქუში ღიმილი” (1956), “ერთ თვეში, ერთ წელიწადში” (1957), “საოცარი ღრუბლები” (1961) და სხვ. 1985 წელს ლიტერატურაში გაწეული წვლილისათვის საგანს მონაკოს პრინცის პრემია მიენიჭა.

მე მხოლოდ სამი წიგნი მაქვს წაკითხული- ,,სალამი, სევდავ!”, ,,გიყვართ ბრამსი?” და ,,მზის ნამცვრევი ცივ წყალში”. ყველაზე მეტად ,,გიყვართ ბრამსი?”  მომეწონა, სასიყვარულო სამკუთხედის–  პოლის, როჟესა და სიმონის ამბის აღწერისას საოცრად საუბრობს საგანი მარტოობაზე:
,,- თქვენ სიკვდილი დასჯის ღირსი ხართ: თქვენ მოგესჯებათ მარტოობა!
-საშინელი განაჩენია-ამაზე საშინელი განაჩენი არც შეიძლება. პირადად მე ისე არაფერი მაშინებს, როგორც მარტოობა. ალბათ ყველა ასეა. ოღონდ არავის უნდა აღიაროს. ზოგჯერ მინდა მთელი ხმით ვიყვირო – შემიყვარეთ! მეშინია მარტოობის”.

,,მზის ნამცვრევი ცივ წყალში” ეპიგრაფად წამძღვანებული აქვს პოლ ელუარის სიტყვები, რომელიც ძალიან მომეწონა ,,და მე მას ვხედავ, მე მას ვკარგავ და სევდა მიპყრობს და სევდა იგი ჰგავს ცივ წყალში ჩახშირებულ მზეს”…
რომანში წარუმატებელი ჟურნალისტის- ჟილ ლანტიესა და ნატალის სიყვარულის ამბავია აღწერილი, რომელიც ტრაგიკული ფინალით მთავრდება. ნატალი ფრანგი ანა კარენინაა. ,,მან იცოდა, რომ სიყვარულში მუდამ ერთი მხარე იტანჯება და მხოლოდ ხანდახან, ისიც ძალზე იშვიათად, იცვლება როლები.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ამ წიგნის თარგმანი, მე ბევრი ვიხალისე როცა წავიკითხე ,,იგი წავა და სხვა მოვა” საგანს ვეფხისტყაოსანი ზეპირად ეცოდინებოდა დარწმუნებული ვარ:) და კიდევ ბაგამის კუნძული 1981 წელს (ანუ როცა რომანი ითარგმნა) დღევანდელი ბაჰამის კუნძულების სინონიმად მოიაზრებოდა ალბათ. ძალიან მომინდა ფრანგული მცოდნოდა და ორიგინალში წამეკითხა ეს წიგნები.

ჩემსავით საგანომანიით შეპყრობილ მკითხველს საგანში მოსწონს კონიაკის მსგავსი სიმწრის გემო, რომელიც მის წიგნებში აღწერილ სიყვარულს თან ახლავს. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შესახებ ასე ღრმად, ასე დელიკატურად ჯერ არსად წამიკითხავს. ფრანსუაზა ძალიან კარგად ერკვევა არამარტო ქალის, არამედ მამაკაცის ფსიქოლოგიაში. სწორედ ამიტომ მკითხველს ხშირად უჩნდება თანაგანცდის მომენტი.

თუმცა ბევრისგან მომისმენია, რომ საგანი ძალიან ქალურ თემებზე წერს, ზედმეტად ქალურია მისი წიგნები და საოცრად სენტიმენტალურიო. შეიძლება არის კიდეც, თუმცა მე სწორედ ეს ქალურობა მომწონს. რადგან ამის წყალობით წერს საგანი ისეთ მომენტებზე, რომელზეც სხვა მწერალი არასდროს დაწერდა, უბრალო მიზეზის გამო- ვერც შეამჩნევდა, არა რელევანტურად მოეჩვენებოდა მათი აღწერა.

რაც შეეხება ფრანსუაზას პირად ცხოვრებას არც თუ ისე სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როცა მისი ბიოგრაფია წავიკითხე და აღმოჩნდა, რომ ჩვენი რომანტიკოსი, სიყვარულზე შეყვარებული ქალი ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა და მერე როგორს… ალკოჰოლი, ნარკოტიკი, ღამის კლუბები, აზარტული თამაშები, არაფერს იკლებდა. ყველაზე უფრო ამ ფაქტმა გამაკვირვა, თურმე ფრანსუაზა თბილისშიც იყო ჩამოსული და ფარაჯანოვს სტუმრობდა.
შემოქმედებითი ცხოვრების განმავლობაში საგანმა სიყვარულზე 22 რომანი დაწერა, თავად კი სიცოცხლის ბოლო წლები მარტოობაში გაატარა. 2004 წლის 24 სექტემბერს კი საფრანგეთის ყველა ტელევიზიამ ეთერი შეწყვიტა, რომ საზოგადოებისთვის ეუწყებინათ, 69 წლის ასაკში ფილტვების ემბოლიით გარდაიცვალა ფრანსუაზა საგანი.

ფრანსუაზა საგანის რომანების წაკითხვის შემდეგ ყელში რაღაც გიჭერს, თვალებს ხუჭავ და ამ რაღაცას თავის სახელით ეგებები – ეს რაღაც სევდაა. სევდა, რომელიც მისი წიგნების წაკითხვის შემდეგ გეუფლება, ამიტომ საგანის ერთ-ერთი გმირის სესილის მსგავსად ამბობ – ,,სალამი, სევდავ!”

სალამი, სევდავ!

Bonjour, tristesse!

სალამი, სევდავ სინათლევ ღამის
შენს სანდო მკლავზე მინდა დანდობა
სალამი ტანჯვის უნაღდეს წამებს
გადახდილს ვით ომს, ახალგაზრდობას!
სალამი დიაცთ- სასტიკ მსაჯულებს
და ჭორიკანა მშიშარა კაცებს
სიცრუით ერთურთს გადაჯაჭვულებს
და გულგრილობის ლოგინში ნაცემთ!
უკანასკნელო ჩემო მაისო
გადამიმწვანე ლოდი და რიყე
მინდა სამარე ვარდით ამივსო
მინდა ქორწილი ეგონოთ ბრიყვებს…

21 responses to “ფრანსუაზა საგანი და საგანომანია

  1. saganis ac erti nawarmoebi ar wamikitxavs, magram am postmac momgvara sevda :U:

    ise martlac sainteresoa, misi cxovrebis stilisa da misive shemoqmedebis gansxvavebuloba, ertmanettan dapirispirebulobac ki. magram ras gaugeb qalebs.

    Like

  2. სიამოვნებით წავიკითხე ყველა პოსტი. არ შეიძლება ამ პოსტების ავტორი თავად არ წერდეს. დიდი სურვილი მაქვს შენი საკუთარი ლიტერატურა ვიხილო ამ ბლოგზე. ჩემი სახით ერთგული მკითხველი გეყოლება. ასეთი რომანტიკოსი,ნაზი და საოცარი გულის პატრონი რამდენად მოახერხსბს იყოს კარგი, არატენდენციური იურისტი?????????? კოელიოს თაყვანისმცემელი ვერ ვიქნები, მაგრამ ფრანსუაზა საგანით და აგატა კრისტოფით აუცილებლად დავინტერესდები. თამაზ ბაძაღუა ჩემი თაობის პოეტია და მას ვაღმერთებდით. მიყვარხარ.

    Like

  3. ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის, მიხარია თუ ჩემი პოსტები მოგწონს: ) იქნებ შენი ვინაობა მომწერო მეილზე ან აქ: )

    Like

  4. გენიალური ქალი !!! ყველაზე მაგარი ქალი მწერალი !!! ამის გავლენასაც კი ძლივს გავექეცი🙂

    Like

  5. “salami sevdav” maqvs wakitxuli nacnobi situaciebi iko da ert gameshi wavikitxee … mere giyvart tkven bramsi chemi sayvareli wigni gaxdaa ulamazesad aqvs agwerili sasikvarulo samkutxedii :X miyvars es qali

    Like

  6. Pingback: 2010 in review « Salomeaa's Blog·

  7. არა მგონია, ზედმეტი ქალურობა მინუსი იყოს ან ქალისთვის, ან წიგნისთვის…

    Like

    • 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ, სწორედ ახლა გამოვიდა ეს წიგნი:) ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში და უბრალოდ გაზეთების ჯიხურში იკითხე, ,,კვირის პალიტრას: მოყვებოდა:)

      Like

  8. სალ, შენ ,,მზის ნამცვრევი ცივ წყალ”–ში მათხოვე და მე “მფარველ ანგელოზ”–ს გათხოვებ. deal ?😀😀

    Like

    • Zin Iko ,,მფარველი ანგელოზი” მაქვს ამელიე-ფუსუნ:))
      ,,მზის ნამცვრევს” კი სიამოვნებით გათხოვებ:*

      Like

  9. საგანი რომ წავიკითხე წამიერად მომინდა მასთან ერთად ღამის პარიზში არაფხიზელ მდგომარეობაში ხეტიალი :))

    Like

    • მე მომინდა ადამიანებისგან შორს გვესაუბრა ორივესთვის ყველაზე დიდთვალება შიშზე- მარტოობაზე…

      Like

  10. ფრანსუაზ საგანი მისი პირველი ნაწარმოებით ” სალამი,სევდავ!” გავიცანი… ისე ჩამითრია,ისე მომეწონა,რომ ინგლისური გავაცდინე,სკვერში დავჯექი ვკითხულობდი… ერთ დღეში დავამთავრე,ისიც სკვერში )) შემდეგ გავვარდი ბიბლიოთეკაში და “გიყვართ ბრამსი?” და ,,მზის ნამცვრევი ცივ წყალში” გამოვიტანე,ესენიც ძალიან მომეწონა,მაგრამ “სალამი,სევდავ!” მაინც სულ სხვა იყო))

    წელს წიგნის ფესტივალზე ვიყიდე “მფარველი ანგელოზი”,ეს წიგნი 3 დღე გამეწელა იმის და მიუხედავად,რომ ძალიან პატარაა… აი საშინლად არ მომეწონა… გამიცრუვდა იმედები… ისეთი შემართებით დავიწყე კითხვა,მაგრამ ამ წიგნმა საერთოდ ვერ მომხიბლა პირიქით უარყოფითი ემოციები გამიჩნდა…

    ყველაფრის მიუხედავად,ფრანსუაზ საგანი მაინც ჩემი საყვარელი ქალი მწერალია…

    Like

    • ვნახე შენი ასაკი და მივხვდი რატომ არ მოგეწონა ,,მფარველი ანგელოზი”, 10 წლის მერე სხვანაირად იფიქრებ და შეიძლება მოგეწონოს კიდეც: ))) მთავარია ფრანსუაზა გიყვარს: ))))

      Like

  11. მომეწონა, მე ფრანსუაზა მიყვარს და წარმოუდგენლად მიმაჩნია მისი არ მოწონება: ))))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s