აგოტა კრისტოფი

არამც და არამც აგატა კრისტი, შედარებაც კი დანაშაულია. აგატა კრისტი იაფფასიან დეტექტივებს წერდა (ნუ ჩემთვის დეტექტივი იაფფასიანია, პროფესიის მიუხედავად), აგოტა კრისტოფმა კი ისეთი წიგნები დაწერა, კანს შიგნით რომ გრძნობ და გტკივა.
სახელი “აგოტა კრისტოფი” ფსევდონიმი არ არის, ის მწერლის ნამდვილი სახელი და გვარია. 1986 წელს, უნგრული წარმოშობის შვეიცარიელმა მწერალმა აგოტა კრისტოფმა ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა რომანი, რომელიც კრიტიკოსებმა მეოცე ასწლეულის “ყველაზე ულმობელ წიგნად” მონათლეს და რომელსაც, ფრანგ კრიტიკოსთა მოწმობით, ლიტერატურაში აფეთქების ეფექტი ჰქონდა, რადგან მასში მწერალმა მხოლოდ შიშველი სიმართლე აღწერა. ეს წიგნი იყო ტრილოგია: “საერთო რვეული” (“La grand cahier”), ,,მტკიცებულება””(“La preuve”), “მესამე სიცრუე” (“La troisieme mensonge”). აგოტა კრისტოფმა ამ წიგნებისთვის 2001 წლის 3 ნოემბერს ციურიხში გოტფრიდ კელერის პრემია მიიღო. წიგნი 33 ენაზე ითარგმნა.
აგოტა კრისტოფი უნგრეთში (Csikvand-ში) დაიბადა 1935 წელს. 1956 წელს წავიდა ემიგრაციაში . შვეიცარიაში, ორმოცდაცამეტი წლის ასაკში ფრანგულ ენაზე დაწერა რომანი “საერთო რვეული”და ერთ მშვენიერ დღეს სახელგანთქმულ მწერლად გაიღვიძა. მანამდე წერდა ლექსებს, თეატრალურ და რადიოპიესებს, სადაც, ისევე როგორც ტრილოგიაში, მწერალი იდენტურობის ძიებას დასტრიალებდა.
ბევრი კარგი წიგნი წამიკითხავს, ყველა დროის საუკეთესო ნაწარმოებები, მსოფლიო ბესცელერები, ძალიან ბევრი ლიტერატურული პრემიის მფლობელი წიგნებიც, მაგრამ აგოტა კრისტოფის ტრილოგია ნამდვილი ლიტერატრული შოკი იყო. წიგნი, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. სულ პირველად აგოტა კრისტოფის ,,საერთო რვეული” წავიკითხე, ეს წიგნი ტრილოგიის პირველი ნაწილია. მაშინ არ ვიცოდი თუ ამ წიგნს გაგრძელება ჰქონდა. ეს იმ იშვიათ წიგნებს შორის იყო, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და რომელზეც იმდენხანს ვფიქრობდი, რამდენიც არასდროს მიფიქრია. წიგნი აღწერილი იყო ორი ტყუპი ძმის ისტორია კლაუსისა და ლუკას ტ. შეუძლებელია არ შეგყვარებოდა ეს გამოგონილი ტყუპები, ფინალი კი იყო საოცრად მძაფრი.
მოგვიანებით აღმოვაჩინე ტრილოგიის მეორე და მესამე წიგნები – ,,მტკიცებულება” და ,,მესამე სიცრუე”. ყველაზე მეტად ამ სამ წიგნს შორის ,,მტკიცებულება” მომეწონა. ამ პერსონაჟების გამო – პატარა მათიასი, რომელმაც მხოლოდ 7 წელი იცხოვრა, მათიასი ცოდვის ნაყოფია, ფიზიკურად მახინჯი, ნაკლის მქონე, მაგრამ ყველაზე ძლიერი პერსონაჟი ამ ტრილოგიის. როცა ლუკასი მათიასის სუიციდის მერე მის გალურჯებულ სხეულს იპოვნის მათიასის ლურჯ რვეულში წერს: ,,მათიასისთვის ყველაფერი რიგზეა, ყოველთვის პირველია სკოლაში და აღარც კოშმარები აწუხებს”. (ისე ვტიროდი ამ ეპიზოდზე კითხვა ვერ გავაგრძელე).

კლარა, ქალი რომელსაც ქმარი დაუხვრიტეს, ერთ ღამეში თმა გაუთეთრდა. შემდეგ მივიდნენ და ბოდიში მოუხადეს, რადგან თურმე შეცდნენ და დაპირდნენ რომ აღარ გაიმეორებდნენ ასეთ შეცდომას. უძილო მოხუცი მიშელი, რომელსაც ივდითი უყვარს, რომელიც ვერ იძინებს და ყოველ ღამე კითხულობს ,,რომელი საათია?”, წიგნის მაღაზიის გამყიდველი ვიქტორი, რომელსაც წიგნის დაწერა სურს, მაგრამ არაფერი აქვს დასაწერი და საკუთარ დას კლავს მასზე რომ დაწეროს. როცა სიკვდილს მიუსჯიან ის მშვიდად ამბობს: ,,ერთი გვამის ნაცვლად ახლა ორი იქნება. ვის სჭირდება ეს? ღმერთს ნამდვილად არ სჭირდება, ისედაც სულ ჩვენი სხეულების კეთებაშია”.

და რათქმაუნდა მთავარი გმირები (ნამდვილი გმირები და არა უბრალოდ პერსონაჟები კლაუსი და ლუკასი, რომლებიც ერთმანეთისგან შორს მომაკვდინებელ მარტოობაში ცხოვრობენ და ყველაზე მთავარს მიხვდნენ ,,მას შემდეგ რაც აზროვნებას დაიწყებ ცხოვრებას ვერ შეიყვარებ”. ტრილოგიის სამივე ნაწილი მათი სევდიანი ისტორიის აღწერაა, თუმცა როგორც კრისტოფი წერს ,,რა ნაღვლიანიც არ უნდა იყოს წიგნი, ის მაინც ვერ იქნება ცხოვრებასავით სევდიანი”.
დაბოლოს, შესანიშნავი ტრილოგია ლუკასის მონათხრობით სრულდება: “მამაჩემის საფლავის გვერდით ახალი ორმოა ამოთხრილი. ჩემი ძმის კუბოს ნელა უშვებენ შიგ. საფლავის თავთან არჭობენ ჯვარს, რომელზეც აწერია ჩემი სახელი განსხვავებული ორთოგრაფიით. ყოველდღე მივდივარ სასაფლაოზე. ვუყურებ ჯვარს, რომელსაც აწერია “Claus T.” და ვფიქრობ, რომ სხვა ჯვარი უნდა გავაკეთებინო, რომელსაც ეწერება “ლუკასი”.
მატარებლის ბორბლები… კარგი აზრია!”
წაიკითხეთ… კარგი აზრია!

25 responses to “აგოტა კრისტოფი

  1. კარგი, მჯერა რომ რა პესიმიზმ-სუიციდით განმსჭვალულიც უნდა იყოს ეგ წიგნი, კარგი იქნება, მაგრამ ეს აგატა კრისტი რატოა იაფფასიანი მწერალი? :S
    მე გენიალურს უფრო ვუწოდებდი სიუჟეტის ჩახლართვისა და საინტერესო წიგნების შექმნის გამო. ამქვეყნად რა უნდა იყოს უფრო სასიამოვნო, ვიდრე 14-15 წლის ასაკში მყოფს რომ ხელში კრისტის გემრიელი დეტექტივი ჩაგივარდება :S

    Like

  2. ანნა იაფფასიანი აგატა კრისტი არ არის (ვაღიარებ:() რაც დეტექტივი წამიკითხავს ეგ ყველაზე საუკეთესოა, მაგრამ გენიალური ნამდვილად არ არის. ვაპროტესტებ: D იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემთვის როგორც ჟანრი – დეტექტივი არის იაფფასიანი.

    Like

  3. sal, ise agwere es wignebi, rom axlave daviwyebdi kitxvas da sulmoutqmelad wavikitxavdi, ramdenime gamis shewrivac rom damchriveboda. aseti shtabechdileba tu moaxdina dzalian mdzafri iqneba martlac. xom ar ici, internetshi qartul enaze sad sheidzleba vnaxo es wignebi?🙂

    Like

  4. nimpa ინტერნტეში არ არის, როგორც მე ვიცი. მაგრამ ყველა წიგნის მაღაზიაში იყიდება. მოგეწონება ასე მგონია:*:*

    Like

  5. მე მაინც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ბებია აგოტა მკითხველს მაგრად ეღადავა, რაები მოიგონა გავგიჟდი.

    Like

  6. mateus მე სულ შენი ეს კომენტარი მახსენდება
    ,,არ მეგონა რამე ნაწარმოები თუ ასე გამიგდებდა წიხლქვეშ. შოკია!!!”. ძალიან მძაფრად გამოხატე შენი ემოცია და მომეწონა. ჰო ბებო აგოტამ ნამდვილად გააგიჟა ყველა, მენტალური და ლიტერატურული შოკი ერთად მიაღებინა მკითხველს:)

    Like

  7. აგოტას წაკითხვამდე ვიყავი ჩემთვის მშვიდად და უცებ ბრაააააააახ ! თითქოს თავში დამეცა. ასეთი განცდა არასდროს მქონია,სახეში გამილაწუნა.

    Like

  8. არამც და არამც აგატა.
    თუმცა, ყველა დეტექტივი იაფფასიანი არაა. იმჰო.
    საერთოდ არც ერთი ჟანრი არ არის უნიჭო ან იაფფასიანი.
    უნიჭო და იაფფასიანი მწერლები კი არსებობენ.

    Like

  9. ყველას ეს ფრაზა არ მოეწონა:) მე დეტექტივი არ მიყვარს და ამიტომ ვთვლი, რომ იაფფასიანია. ნუ ძალიან სუბიექტურად ვფიქრობ:) თუმცა აგატა კრისტიც არ წერდა ცუდად:) მისი დეტექტივები ღრმა ბავშვობაში წამიკითხავს.
    მაგრამ მაინც დეტექტივი ღირებული ნამდვილად არ არის ჩემთვის. აგოტა კი უბრალოდ შესანიშნავია

    Like

    • ყველას ეს ფრაზა არ მოეწონა

      უყვარს ხალხს დეტექტივები და გული დაუწვი.🙂

      ნობელი რომ არ მიუღია არც ერთ დეტექტივისტს, არც ერთ ფანტასტს, არც ერთ საბავშვო მწერალს – უბრალოდ კომიტეტის სნობიზმია იმჰო.

      მართალია, კრისტი არ მიყვარს მაინცადამაინც, მაგრამ არის ეკო (იტალიელი ეკო, ჩვენი არა), არის პერეს-რივიერტე, ჟაპრიზო… სხვებიც არიან.

      და ეს კაცია ბოლოს და ბოლოს – http://wp.me/pBTza-Nd

      Like

  10. ჩვენი ეკო და მისი ,,საიდუმლო ***** “მართლა სასაცილოა და დეტექტივი კი არა ყველაფერი სჯობს:)) ოოჰ სერ არტური წაკითხული მაქვს, მაგრამ ვერც მან შეძლო ჩემი დეტექტივით დაინტერესება. არადა იურისტი ვარ და გავრცელებული შეხედულების თანახმად( რომელსაც მე არ ვეთანხმები) იურისტებს უყვართ დეტექტივიო და რეავიცი:)

    Like

  11. მე არ ვარ იურისტი, მაგრამ დეტექტივები მიყვარს.🙂
    თუმცა, დეტექტივები კი არა – ზოგადად კარგი ლიტერატურა მიყვარს. ფორმას და ჟანრს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა.

    ისე, ფოლკნერსაც აქვს დეტექტივები დაწერილი.🙂 პოს და დოილის გავლენით.

    Like

  12. ქართულად მოიპოვება სადმე ფოლკნერის დეტექტივები თუ იცით?
    (მე ერთი მოთხრობა მაქვს მარტო ნანახი, მაგრამ თუ არსებობს სიამოვნებით გავეცნობოდი გევინ სტივენსის ნატიფ მეთოდებს)

    Like

    • არ ვიცი😦
      ფოლკნერის მოთხრობები საერთოდ ნათარგმნია ქართულად? რომანები რომ არის კი ვიცი.
      საერთოდ სულ უფრო და უფრო ვშორდები ნაბეჭდ წიგნს, შესაბამისად, ვერც თვალს ვადევნებ რა გამოდის.

      ისე, “აბესალომ, აბესალომიც” რაღაცა გაგებით დეტექტივია.
      “რექვიემი” ხომ მით უფრო.🙂

      Like

  13. ოოჰ ეხლა ისეთ შეშფოთებას და აღშფოთებას გამოვთქვამ, რომ ევროკავშირი მონაგონი იქნება:) ,,აბესალომ, აბესალომ” დეტექტივი არ არის. არამც და არამც. ამ წიგნზე მიწერია ჩემს პოსტში Summer Books (part I). ჰოდა გადახედე აბა:)

    Like

    • აღშფოთება საჭირო არაა… შეშფოთება – ზომიერ ფარგლებში.🙂
      ეგ პოტი წაკითხული მაქვს🙂 თუმცა, მანდ ისეთი არაფერი გიწერია, რაც უარყოფს “აბესალომის” დეტექტივობას.
      თან, ტყუილად ფიქრობ, რომ ადამიანს თუკი დეტექტივი უყვარს, “აბესალომ აბესალომი” არ აქვს წაკითხული. წაკითხული მაქვს. თუმცა, ეგ არ არის ჩემი საყვარელი ფოლქნერი. სხვა ფოლკნერი უფრო მიყვარს. უბრალოდ მე ძალიან “გაშლილი” გემოვნება მაქვს და ძალიან განსხვავებული რაღაცეები მიყვარს ზოგადად.
      http://wp.me/pBTza-ko

      “აბესალომ აბესალომს” რაც შეეხება – როცა ქონან დოილზე პოსტს ვწერდი, რაღაც-რაღაცეებს გადავხედე და ამერიკული ლიტერატურის არაერთ მკვლევართან და ფოლქნეროლოგებთანაც ვნახე მსგავსი აზრი. “აბესალომ, აბესალომს” უწოდებენ მოდერნისტულ დეტექტივს და “მაგრად მოხარშული” დეტექტივის ჟანრს განაკუთვნებენ – Hardboiled. მაგ რომანს პატარა მოთხრობა უდევს საფუძვლად, სადაც უოშის მიერ სათფენის მკვლელობა იყო აღწერილი და მიზეზების კვლევა. მაქედან გამოვიდა მერე დიდი რომანი.
      და თავად ფოლქნერიც უწოდებს ამ რომანს – დეტექტივს.🙂
      თუმცა ჰარდბოილები ბევრია და ფოლქნერი ერთი.

      Like

  14. ფოლკნერი ძალიან ჩემია. დავწერ მასზე პოსტს და იქ ვისაუბროთ. მგონი აგოტას ძალიან დავშორდით და დეტექტივებისკენ ავირეთ გზა თუ გეზი. ეწყინება აგოტას:D

    Like

  15. რა კარგად დაწერე… ისე მომინდა წაკითხვა… იცი ნაწყვეტებზეც კი ამიჩუყდა გული და წარმომიდგენია წიგნის წაკითხვისას რა იქნება… ქართულად ნათარგმნია?

    Like

    • აგატა კრისტი იაფფასიან დეტექტივებს წერდა (ნუ ჩემთვის დეტექტივი იაფფასიანია) კომენტარებში მიწერია ბევრი და აღარ გავიმეორებ:))) იხ.კომენტარები (ც)

      Like

      • ჰო, წავიკითხე კომენტარები, ოღონდ, შენთვის რომ დეტექტივი იაფფასიანია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრისტი იაფფასიან დეტექტივებს წერდა და საერთოდ, იაფფფასიანი და ძვირფასი ჟანრი არ არსებობს. იაფფასიანი მწერალი შეიძლება იყოს.

        Like

  16. მოლი კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო- მშვენიერი ქართული ანდაზა ასე გვამცნობს:)))

    Like

    • არ ვიცი, იქნებ ცუდი გამგონეც ვარ და სიღრმეს ვერ ჩავწვდი, მაგრამ კომენტარები გადავათვალიერე და სხვასაც ასე გაუგია. პრინციპში, შენი საქმეა, კრისტის ამით არაფერი აკლდება.

      Like

  17. ყველამ ისე გაიგო, როგორც წერთ. აგატა კრისტი იაფფასიან დეტექტივებს ნადვილად არ წერდა. დეტექტივი არის ლიტერატურის ის ჟანრი, რომელიც ლოგიკური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს და ამიტომაც ჩემი აზრით დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია ადამიანისათვის, თუ რათქმაუნდა ხარისხიან დეტექტივს კითხულობ.

    Like

    • თქვენს აზრს ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც ჩემსას : ))))

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s