,,გზა” წიგნებისკენ…

გზა” წიგნებისკენ ჟურნალ ,,გზის” ახალი პროექტია. ჟურნალ ,,გზას “ სულ რაღაც 3 ლარად თან მოჰყვება წიგნი. როგორც ამ პროექტის ავტორმა განაცხადეს, ისინი ამ ,,გზით” (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ცდილობენ მკითხველი დაუბრუნონ წიგნს. ,,შესაძლოა, ზოგს ძველი წიგნის თარო შემორჩა, მაგრამ იქმნება ახალი ოჯახები, რომლებიც საოჯახო ბიბლიოთეკის გარეშე დარჩნენ.მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, “წიგნის თარო” თვითონვე შექმნან”- ამ კომენტარის წაკითხვის შემდეგ უნებურად გამახსენდა საბჭოთა საქართველო და ინტელიგენცია, რომელიც წიგნებს ყდების მიხედვით ირჩევდა- საბავშვო ლიტერატურა, მსოფლიო ლიტერატურა, საყმაწვილო ბიბლიოთეკა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიები, ქართული მწერლობა– ტომები მიყოლებით და ყველა სხვადასხვა ფერებით. ძალიან ხშირად არც კითხულობდნენ და ფურცლები გაუჭრელი იყო გადაუშლელობისგან. ,,ხალხი, რომელიც წიგნებს ყდების მიხედვით ალაგებს”. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წიგნები მხოლოდ წიგნის თაროს შესაქმნელად არ გამოცემულა და რომ მას მკითხველი ეყოლება. ოჯახის ერთი წევრი მაინც.
წიგნების ასარჩევად, თუ რა უნდა დაბეჭდილიყო ჩაატარეს გამოკითხვა და შეარჩიეს 50 წიგნი, რომელიც ადამიანმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ წიგნების არჩევა და წაკითხვა ეს ძალიან დელიკატური საკითხია. ზუსტად განსაზღვრა, რომ მაინცდამაინც ეს 50 წიგნი უნდა წაიკითხო თუ არადა გაუნათლებელ, უწიგნურ და უვიც პიროვნებად ჩაითვლები , არ მიმაჩნია სწორად. ყველას თავისი 50 წიგნი აქვს. ეს ძალიან ინდივიდუალურია.
თუმცა ,,გზა” ამ მწერლებს გაეხსნათ- პირველად გურამ დოჩანაშვილის კრებული დაიბეჭდა, შემდეგ – დავით კლდიაშვილი, ნოდარ დუმბაძე, ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, გურამ რჩეულიშვილი, ვაჟა-ფშაველა, ვასილ ბარნოვი, ლევან გოთუა, აკა მორჩილაძე და სხვა. უკვე 18 ტომზე მეტი გამოვიდა.
რაც შეეხება წიგნის ფასს, ისევ ,,საბჭოთა საქართველო” რომ გავიხსენოთ ( ეს ჩვენი უახლესი წარსულია, რომლისგანაც კიდევ დიდხანს ვერ გავთავისუფლდებით ჩვენდა სამწუხაროდ) წიგნები არცთუ ისე ძვირი ღირდა, ძვირი კი არა ფრიად ხელმისაწვდომი იყო მუშა-გლეხისთვის თუ ინტელიგენტისთვის. საკმაოდ სქელტანიან წიგნებს, რომლებიც სახლში მაქვს ფასი 2 მანეთი, 1 მანეთი, 70 კაპიკი აწერია. ეს რათქმაუნდა ხელს უწყობდა წიგნის მოყვარულთა საზოგადოების გაზრდას. თუმცა ,,საბჭოთა საქართველოს” გამომცემლობას ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა- ცენზურა. გამოსცემდა მხოლოდ ისეთ წიგნებს, რომლებიც საბჭოთა სოციალისტურ სამყაროს აწყობდა, სამაგიეროდ სამუდამოდ გზას უჭრიდა( ეს გზა მაშინაც აქტუალური იყო) ისეთ წიგნებს, სადაც არ აქებდნენ და ადიდებდნენ კომუნიზმს, დიდ ბელადს, კეთილ ძმას. ჯორჯ ორუელის შესანიშნავი წიგნი ,,1984″ მახსენდება. აკრძალული იყო ანდრე ჟიდი, ალბერ კამიუ და სხვა მრავალი როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მწერალი. მათი წიგნები ხელიდან ხელში ჩუმად გადადიოდა.
დღეს კი წიგნების ფასი საშუალოდ 15-30 ლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია გამომცემლობასა და წიგნის პოლიგრაფიულ ხარისხზე. ხშირად წიგნებისგან ჩამოშორების მიზეზად (კომპიუტერის ეპოქაში) სწორედ წიგნის ფასს ასახელებენ. ჟურნალი ,,გზა” ამიტომ ცდილობს, რომ ფასი შესაბამისად ხელმისაწვდომი იყოს, სულ რაღაც სამი ლარი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტი საშინელი ქაღალდზეა დაბეჭდილი, თვალებს ტკენს და სულ ცოტა უფრო მეტი თანხის დამატება შეიძლებოდა ნორმალური წიგნის შესაქმნელად.
ჟურნალ ,,გზის” მიერ წამოწყებული პროექტი სხვა ჟურნალებმაც აიტაცეს.
თუ “გზა” ქართული პროზის საგანძურს გამოსცემდა და ყიდდა ჟურნალთან ერთად, თბილისელებმა მსოფლიო ლიტერატურის ბესტსელერების დაბეჭვდა გადაწყვიტა–გაბრიელ გარსია მარკესის ,,სიყვარული ჟამიანობის დროს”, ჰარუკი მურაკამი ,,ნადირობა ცხვარზე”, ჰერმან ჰესე ,,ტრამალის მგელი”. ჟურნალი ,,სარკე”  ქართულ პოეზიას გამოსცემს– ტერენტი გრანელი, ლადო ასათიანი, მირზა გელოვანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი.
ზოგადად კარგია ჩაწოლილმა ყვითელმა პრესამ ლიტერატურის დაბეჭვდა რომ გადაწყვიტა, მაგრამ სამწუხაროდ ეს მათ ხარისხზე, ფორმასა და შინაარსზე სულაც არ ასახულა. ჟურნალ ,,თბილისელების” ყველა ნომერში იბეჭდება  უცნობი გოგოების ფოტოები, სადაც თამამად ჩაცმულობის (თუ ჩაუცმელობის) გოგონა დიდი შემართებით გვარწმუნებს “ღრმად ფილოსოფიური” აზრების სისწორეში–  “ბიჭი უხეშად უნდა მომეპყრას, ნაზ ბიჭებს ვერ ვიტან”, “თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ განვიცდი, ერთი თაყვანისმცემელი ყოველდილას საჩუქარს მახვედრებს”
“მიყვარს ბიჭების წვალება”, კაცი შენს ჭკუაზე უნდა გაატარო”. ასევე   შეგიძლიათ წაიკითხოთ ვინ ვისი საყვარელია, რომელი ფერის საცვლებს ანიჭებს უპირატესობას ვიღაც ცნობილი სახე, რომელიც რატომაღაც სულ არ გეცნობა და მსგავსი ,,საინტერესო” და ,,შემეცნებითი” თემები. ყველა ეს ჟურნალი  წაუკითხავად ნაგავში უნდა გადაყარო, თუ რათქმაუნდა არ გსიამოვნებთ მსგავსი სტატიების წაკითხვა.
ალბათ სიმბოლურია, რომ  პროექტი ,,გზა წიგნებისკენ”  სწორედ გურამ დოჩანაშვილის ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” ამ წიგნით დაიწყო.
Pro captu lectore habent sua fata libelli – წიგნებს  თავისი ბედი აქვთ იმის კვალად, თუ როგორ მიიღებს მათ მკითხველი. სასურველია ,,გზის” წიგნებს კარგი გზა და უფრო კარგი ბედი ჰქონდეთ.

2 responses to “,,გზა” წიგნებისკენ…

  1. mec mivesalmebi am aqcias, tumca tbiliselebisa da sarkis mkitxvelebma sheidzleba es “tanmoyolili” wignebi gadaisrolon nagavshi waukitxavad😀

    Like

  2. კი ამის საფრთხე ნამდვილად არის, მაგრამ მაინც მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წიგნებს მკითხველი გამოუჩნდებათ:*

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s