თამაზ ბაძაღუა ,,მე მეშინია ჩემი სიფხიზლის – არაფრად ქცევის”

ერთ დღეს ჩემი მეგობარი აღფრთოვანებული მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ერთი ძალიან მაგარი პოეტი აღმოაჩინა- თამაზ ბაძაღუა. მე არ მქონდა გაგონილი ამ უცნობი პოეტის შესახებ, არც მისი ლექსები მქონდა წაკითხული, ამიტომ გავიღიმე და ჩემს მეგობარს ღიმილით ვუთხარი – კარგი რა, რა თამაზ ბაძაღუა, არარომანტიკული სახელი და გვარი აქვს, მის ლექსებს არ წავიკითხავ მეთქი. რათქმაუნდა ამ  ნათქვამმა ჩემი მეგობარი გაანაწყენა. თუმცა ჩვენი შემდეგი შეხვედრის დროსაც ისევ ისეთი აღფრთოვანებით იმეორებდა – თამაზ ბაძაღუა, თამაზ ბაძაღუა. უკვე შემაწუხებელი იყო, ამიტომ ვთხოვე მისი წიგნი მოეტანა ჩემთვის. გადაწყვეტილი მქონდა წამეკითხა რამდენიმე ლექსი და მეთქვა, რომ შეცდა, რომ  სულაც არ წერდა ბაძაღუა მაგარ ლექსებს.

წიგნს, რომელიც მეგობარმა მომიტანა ერქვა ,,ქვასა და სიტყვას შორის”. გადავშალე და პირველი ეს ლექსი იყო, რაც წავიკითხე:

ქარით გიყურებ და ყველაზე ჩუმი ვარსკვლავივით

გისმენ, ხეებით გესაუბრები

და ნისლით ვცდილობ გაღიმებას,

ხოლო ზაფხულით გეფერები და მისი ღელვა

ფორმას იძენს შენი მღვივანი მკერდის გარშემო.

გაზაფხული და შემოდგომა

ჩვენს უცვლელ დროში ვერ შემოდიან,

მაგრამ ზამთარი ჩემი გულია,

გული, რომელიც თეთრად სკდება.

რომელიც ჯერ არ დანებებია უიმედობას.

და თუკი მოგვისწრო თოვლმა. მე ვიტყვი,

რომ გადარჩენა არასოდეს არ არის გვიან,

რადგანაც როცა ვამბობ ,,თოვლი”-

მე ვგულისხმობ მუდამ სიყვარულს.

. . .

,,მზე იკაწრავდა საკუთარ სხეულს

სახეში გვცემდა სისხლის ნათელი

ძალიან ჩუმად ვიწექით ბნელში

სახეშეცვლილი და უდარდელი

რა უცნაური გვემოსა ფრთები!”

,,მე არ მაქვს იარაღი ჩემი ჭრილობები, რომ დავიცვა მძვინვარე არაფრისგან” ,,ჩემი მძიმე ნაფეხურები ჩემს წინ გარბიან, მე არსად ვდგავარ!” ,,მე მეშინია ჩემი სიფხიზლის, არაფრად ქცევის”

წაკითხვისთანავე მივხვდი, რომ თამაზ ბაძაღუა ჩემი პოეტი იყო. ძალიან ახლოს ჩემთან. იმ დღიდან ეს წიგნი ჩემთან არის, რადგან არ იყიდებოდა აღარც დამიბრუნებია. როგორც იტყვიან ძალით ვიჩუქე. ეს მგონი ერთადერთი წიგნია, რომელიც ასე დავიტოვე და სინდისი სულაც არ მაწუხებს.

თამაზ ბაძაღუას ბიოგრაფია საოცრად სულისშემძვრელი იყო, არანაკლები ვიდრე მისი ლექსები.

თამაზ ბაძაღუა დაიბადა 1959წელს. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ისწავლა იტალიური ენა და თარგმნიდა  ცნობილ  იტალიელ პოეტების ნაწარმოებს : ჯაკომო ლეოპარდის, პიერ პაოლო პაზოლინის, მიქელანჯელო ბუენაროტის, გიიომ აპოლინერის, რაინერ მარია რილკეს ლექსებს. მე განსაკუთრებით მისი პიერ პაოლო პაზოლინის ,,ჩემს დაუბადებელ ვაჟიშვილს” ეს თარგმანი მიყვარს.

1987 წლის 5 ნოემბერს კი საბედისწერო ავტოკატასტროფაში მეუღლესთან ნატო ჯალაღანიასთან ერთად დაიღუპა 28 წლის ასაკში.

ერთ დღეს, ეს ,,ერთი დღეები” შემთხვევითი არ იყო, ფორუმზე უცნობმა ბიჭმა მომწერა  და მითხრა, რომ რადგან თამაზ ბაძაღუა ასე ძალიან გიყვარს, მის წიგნს გაჩუქებო. მე მადლობა გადავუხადე, მაგრამ რათქმაუნდა უარი ვუთხარი. გავიდა სამი თუ ოთხი თვე და ისევ მომწერა – ეს ბიჭი თამაზ ბაძაღუას დისშვილი აღმოჩნდა. თამაზ ბაძაღუას 50 წლისთავისთვის ერთ კრებულად გამოცემული 50 ლექსისა და 50თარგმანის  ჩუქებას დამპირდა. ეს წიგნი არ იყიდებოდა. ამჯერად უარი აღარ მითქვამს. მივხვდი, რომ ეს ჩემი მხრიდან გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა. ასე მეგონა ეს წიგნი თავად თამაზ ბაძაღუამ გამომიგზავნა მისი ლექსების უსაზღვრო სიყვარულის გამო. იმავე ღამეს წავიკითხე სუნთქვის შემკვრელი ლექსები, საყვარელი ფრაზები გავხაზე, ძველი თუ ახალი ლექსები მოვნიშნე.

სულ ახლახანს კი ისევ მე და ჩემი მეგობარი ტაქსით ვმგზავრობდით, ვსაუბრობდით როგორც ყოველთვის ლიტერტურაზე და თამაზ ბაძაღუაც ვახსენეთ. უცებ ტაქსის მძღოლი მოგვიტრიალდა და გვითხრა, რომ სიცოცხლეში იცნობდა თამაზ ბაზაღუას. თქვენ იცნობდით?- გაოცებისგან ორივე ერთდროულად ვყიროდით – შევაშინეთ მგონი. თამაზის გარდაცვალების ამბავი მოგვიყვა. გვინდოდა საკონტაქტო ინფორმაცია გამოგვერთმია, რომ კიდევ გვეკითხა ბაძაღუას შესახებ, მაგრამ მოგვერიდა და აღარ გამოვართვით.

თამაზ ბაძაღუას ლექსები სხეულშია, თვალებში, სულის არ გათვლილ ნაწილებში, არ აქვს მნიშნელობა სად ხარ – ქუჩაში, სახლში, უნივერსიტეტში…

,,აღსარება ქრისტეს ჯვარცმასთან”, ,,კარმენი”, ,,აღმოსავლეთის ვარსკვლავი”, ,,მე უკვე ვეღარ მიხსნის ვერავინ,  ,,მე ჩვეულებრივ დღეებით ვიქრობ” ,,მზე იკაწრავდა საკუთარ სხეულს” ,,ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო” – შეუძლებელია ამ ლექსების დავიწყება და არ მოწონება.

თამაზ ბაძაღუას 50 წელი შეუსრულდებოდა, თუმცა ის თავისი ლექსებით ყოველდღე ხვდება მათ, ვისაც მისი შემოქმედება უყვართ

როცა გაბრუებს მთვარის სხივი, ვით ძველი ღვინო

და სიბნელეში ღამეული ხმები ჩაგესმის

საითკენ ილტვის შენი ფიქრი, რომელ ვარსკვლავებს

ეხლება შენი ცხელი სურვილი?

იქ, მაღლა, მაღლა სინათლეში ლივლივებს ჩვენი

წმინდა სიზმარი და მიხარია

სიზმარში მაინც სიხარულით გვითრთის თითები

სიზმარში მაინც შემიძლია, გითხრა ,,მიყვარხარ”

p.s. გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა თამაზ ბაძაღუას ,,100 ლექსი”, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნის მაღაზიებში და ეზიაროთ მის საოცარ პოეზიას.

16 responses to “თამაზ ბაძაღუა ,,მე მეშინია ჩემი სიფხიზლის – არაფრად ქცევის”

  1. დაუბერა ქარმა და შენი პაწაწუნა გადმოაგდო სალომეას სულის გამოძახილის ფურცლებში = ) ხოდა რადგან აქ მოხვდა, ახლა სულ დაირბენს ხოლმე თავისი პატარა ფეხებით და ნაკვალევ დაამჩნევს :ფეხშიშველა კაბიანი გოგონა, ყვავილებით ხელში სალომეასთვის:

    Like

  2. მიხარია თუ წაიკითხავ ჩემს პოსტებს:* ჩემი პაწაწუნა:*

    Like

  3. კარმენი იყო ბაძაღუას პირველი ლექსი, რომელიც ვნახე… საოცრება იყო, ერთბაშად ჩავარდი ამ პოეზიაში თითქოს და ვეღარც ვერასდროს დააღწევ თავს. სტინგმა მანახა პირველად მისი ლექსები.
    მერე იყო ეგ კრებული _ ,,ქვასა და სიტყვას შორის”, ლამის დავიზეპირე😀

    მეც აღმოვაჩინე შემდეგ ბაძაღუას პირადი ნაცნობები, ერთ-ერთ მათგანს მაინცდამაინც კარგი მოგობებებიც არ ქონდა თამაზზე😀
    მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.
    გასაოგნებელია რომ ასეთი პოეტი გვყავს და წიგნის თაროებშია ჩაკარგული. კაცი რომელმაც განუმეორებელი რაღაც შექმნა ქართულ ლიტერატურაში, სიტყვების საოცარ ძალას მიაგნო და მათი ისე დალაგება შეძძლო რომ შიშველ ემოციებად და შეგრძნებებად აქცია… და ეს პოეტი სკოლაში არ ისწავლება როგორც ქართული ლიტერატურის ნაწილი.

    Like

  4. მართალი ხარ, ეს პოეტი უნდა ისწავლებოდეს სკოლაში😦 კარგად თქვი, მართლა შიშველი ემოციაა შიშველი გრძნობები, გაშიშვლებული სული და სულ იქით არაფერი
    სტინგის საყვარელი პოეტია ეს მახსოვს:*

    Like

  5. შიშველი ემოცია – რა შესაფერისი გამონათქვამია :)) ათასჯერ და კიდევ უფრო ბევრჯერ შემიძლია გავიმეორო ”ნეტავი დიდხანს ითოვოს ღმერთო…” სამწუხაროდ, მისი ლექსები მხოლოდ ფორუმიდან ვიცი… ისიც სალ, შენი პოსტებიდან დავინტერესდი, და მადლობას გიხდი ამისთვის :))) კარგა ხანს ვეძებდი მის წიგნს, მაგრამ ვერ ვიშოვე😐

    შენ კიდე, სალ, ასე გააგრძელე, კარგი ბლოგია, +1 მკითხველი ჩემი სახით :*🙂

    Like

  6. დიდი მადლობა გვანცა:* მიხარია, თუ ჩემი პოსტით უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს და შეიყვარებს მის პოეზიას:*

    Like

  7. როცა შენმა თვალებმა მკითხეს_
    რა საიდუმლო გადამალეს შემოდგომის ყვითელ ღამეში
    მოცახცახე ხელისგულება
    რა სინანულზე ჩურჩულებდნენ ეს სუსტი და მორცხვი თითები
    მე წყვდადისკენ შებრუნებულ მთვარეს ავძახე
    ჩემი ხელები ჩემი სულის გაგრძელებაა…

    :*:*:*

    Like

  8. <3<3<3 ბუნებრივი ემოციებით სავსე შემოქმედება აქვს … მისი მეუღლე მამიდაჩემი იყო და სამწუხაროდ ვერცერთ მათგანს ვერ მოვესწარი (((❤

    Like

  9. ჩემი საყვარელი პოეტების სამეულში შედის თამაზ ბაძაღუა:))

    Like

  10. თამაზის წიგნი სად იყიდება ხომ არ იცით რომელიმემ?

    Like

  11. ძალიან გამიხარდა, რომ თამაზ ბაძაღუა გიყვარს, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტია და ძალიან მწყდება გული, რომ არავინ იცნობს, ისეთი სახელი და გვარი აქვს, სულ ღიმილს იწვევს, როცა ვახსენებ ))

    Like

    • სიმართლე გითხრა სანამ ლექსებს წავიკითავდი, მეც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ლექსების წაკითხვის მერე მივხვდი, რომ საშინლად ვცდებოდი. ასე რომ მე უკვე აღარ ვიმჩნევ დამცინავ კითხვებს ,,ეგ ვინღაა” და მშვიდად ვპასუხობ- ,,უბრალოდ წაიკითხეთ” : ))))

      Like

  12. ჩემი უძვირფასესი პოეტი. მუდამ რა სასიამოვნა მისი აღმოჩენა….სადაც არ უნდა იყოს. ბლოგებზე , სოციალურ ქსელებზე, წიგნების თაროებზე …<3

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s