ჩემი წიგნები და კინო-თერაპია

წესი N1- წიგნი წიგნია და მას ფილმი ვერ შეედრება.
წესი N2-ჯერ წიგნი წაიკითხეთ და შემდეგ უყურეთ მის ეკრანიზაციას.
წესი N3- წიგნი თუ ფილმი? იხ. წესი N1.

Elizabeth-and-Mr-Darcy-pride-and-prejudice-9831104-1024-768Pride and Prejudice- ჯეინ ოსტინის რომანის ,,სიამაყე და ცრურწმენის“ ეკრანიზაცია. ელიზაბეთ ბენეტის როლში- კირა ნაითლი, ხოლო დარსის როლში-მეთიუ მაკდაფიენი. წიგნი როგორ მიყვარს ამაზე ბევრჯერ დავწერე, მაგრამ წიგნის ეკრანიზაციაზეც რომ ვგიჟდები ეს არასდროს მითქვამს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ზეპირად ვიცი ყველა ფრაზა, ყველა კადრი, დარსის თითების მოძრაობაც კი, ცეკვა, წვიმაში სიყვარულის ახსნა და ა.შ. მაინც შემიძლია დაუსრულებლად ვუყურო და აღვფრთოვანდე. ჭეშმარიტად ჩემი ფილმია.

The Hours- ვირჯინია ვულფის რომანის ,,მისის დალოვეის“ ეკრანიზაცია. ,,Mrs Dalloway said she would buy the flowers herself “-ასე იწყება წიგნი, რომლის ძებნაშიც მთელი თბილისი შემოვიარე. მე ინგლისურად წავიკითხე, თუმცა ჩემი და ჩემი მეგობრების დიდი მცდელობის შემდეგ (ათასი ანკეტა შევავსეთ) ,,50 წიგნში“ მოხვდა და მოუთმენლად ველი ქართულ თარგმანს. ფილმი კი ის იშვიათი გამონაკლისია, როცა წესი N1 არ მოქმედებს. მერილ სტრიპი, ჯულიანა მური, ნიკოლ კიდმანი… შესანიშნავი სამეული. ნამცხვრის გაკეთება, სასტუმროში თვითმკვლელობის მცდელობა, ჩიტის სიკვდილი, ფანჯრიდან გადმოხტომა, ლიფტი, პალტოში ჩაწყობილი ქვები და მდინარეში შესვლა… ამ კადრების გახსენებაზე ახლაც მაჟრიალებს.hours

One Flew Over The Cuckoo`s Nest- კენ კიზის რომანის ,,ვიღაც გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ ეკრანიზაცია. მილოშ ფორმანის ოსკაროსან კინო-კლასიკას ჩემი დახასიათება ნამდვილად არ სჭირდება. რენდელ პატრიკის- მაკმერფის გმირს ჯეკ ნიკოლსონი ისე თამაშობს, როგორც მე წარმომედგინა. ეს ის შემთხვევა იყო, როცა წესი N2 დავარღვიე, თუმცა არ მინანია.

Oscar et la dame Rose- ერიკ ემანუელ შმიდტის ნოველის– ,,ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ ეკრანიზაცია. “უფალო ღმერთო, მე მქვია ოსკარი, ვარ ათი წლის.ცეცხლი წავუკიდე კატას, ძაღლსა და სახლს (მგონი, წითელი თევზებიც შიგ გამოვწვი) პირველად გწერ წერილს, რადგან აქამდე, სკოლის გადამკიდე, საკმარისი დრო არ მქონია’’. ასევე წარმატებით შემეძლო შემდეგი დამეწერა: ,,კვერცხთავას მეძახიან; რომ შემხედო, შვიდ წელზე მეტს არ მომცემ. საავადმყოფოში კიბოს გამო ვცხოვრობ. აზრადაც არ მომსვლია, გამოგლაპარაკებოდი, რადგან შენი არსებობის არც კი მჯერა.’’ სულისშემძვრელი ნოველის შემდეგ ფილმს სუნთქვაშეკრული ვუყურებდი. თუ როდისმე გადაწყვეტთ, რომ ოსკარვით ღმერთს წერილი მისწეროთ ეს ფილმი ნახეთ.

neverNever let me go-კაზუო იშიგუროს რომანის ,,არასოდეს გამიშვა“ ეკრანიზაცია. ფილმი-უტოპია, რომელშიც კირა ნაიტლი, კელი მალიგანი და ენდრიუ გარფილდი თამაშობენ. განსაკუთრებით გამოვყოფდი კერი მალიგანს, რომელმაც არაერთი პრიზი აიღო ამ როლისთვის, აი ტომის გმირი ყველაზე მეტად არ მომწონს. წიგნის და ფილმის სათაური აღებულია Judy Bridgewater-ის სიმღერიდან ,,Never Let Me Go“, რომელიც ჩემს ფლეილისტშია ამ წიგნის მერე და როცა ვუსმენ ვფიქრობ ფილმის საოცარ დასასრულზე…

Prozac Nation-ელიზაბეთ ვურთჰელის (Elizabeth Wurtzel) ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაცია. დიდი ხანია ამ წიგნს ვეძებ და იმედია ინგლისურად მაინც მივაგნებ ინტერნეტ მაღაზიებში. დეპრესია, ნარკოტიკები, სუიციდი, მარტოობა, ფსიქიკური პრობლემები- ძალიან საინტერესო წიგნი იქნება დარწმუნებული ვარ.

არსებობს ფილმები, რომლებიც უფრო პოპულარულები გახდნენ , ვიდრე თავად წიგნები. ასე დაემართა ჯოან როულინგის ,,ჰარი პოტერს“, სტეფან მეიერის ,,ბინდს“, მარიო პიუზოს ,,ნათლიას“ და ა.შ. და ა.შ.

57964a423169623248a9246f8601691bრადგან კინო-თერაპია ჰქვია ჩემს პოსტს არ შემიძლია არ დავწერო ურსულა ანტონიაკის ფილმზე -,,Nothing personal“- არაფერი პირადული. საერთოდაც ამ ფილმის გამო დავწერე ეს პოსტი. ეს ფილმი არ არის წიგნის ეკრანიზაცია, თუმცა ზუსტად ისეთი შეგრძნება დამიტოვა, როგორც ძალიან მაგარი წიგნის წაკითხვის შემდეგ დამრჩებოდა. ლოტე ვერბეკის პერსონაჟს სახელი არ აქვს, ის“ ,,YOU” ,,შენ“ არის, რომელიც გადის ცხოვრების ეტაპებს- The end of a reationship … Marriage… Alone. როგორიაო რომ მკითხოთ ვერ გიპასუხებთ. ეს შეგრძნებების ფილმია. ცხოვრებაში პირველად მინდა გავჩუმდე, ხმა არ ამოვიღო და შიგნით რაც შეგრძნებები მაქვს ჩემში დარჩეს. ეს ფილმი ყველასთვის არ მემეტება, მხოლოდ ძალიან ჩემიანებს ვუთხარი და რადგან ჩემს ბლოგს კითხულობთ ე.ი. ეს ფილმი თქვენთვისაა.

და ბოლოს ჩემი კინო-თერაპიის 10 ფილმი, რომლებიც მართალია წიგნის გარეშე, მაგრამ ღირსეულად ცხოვრობენ-
Nothing personal ( Urszula Antoniak)
Blue- White- Red (Krzysztof Kieślowski)
Spring, Summer, Fall, Winter… and Spring (Ki-duk Kim)
Talk to Her (Pedro Almodóvar)
Pretty Woman (Garry Marshall)
Notting Hill (Roger Michell)
The Pianist (Roman Polanski)
La Strada (Federico Fellini)
Legends of the Fall (Edward Zwick)
Viridiana (Luis Buñuel)
video_still_Three_Reasons_BLUE_Still

16 responses to “ჩემი წიგნები და კინო-თერაპია

  1. ყველა ზემოთჩამოთვლილი ფილმი მომეწონა მეტ-ნაკლებად, მაგრამ “გუგულის ბუდე” შეუდარებელია… და მისტერ დარსი <3 :)

    • Kejeradze დარსი ჩემი შეყვარებულია:)))

      tendernessannie – მადლობა, წარმატებები:)))

  2. სალომეა რა კარგი ხარ, მიყვარს შენი პოსტები <3 გამიხარდება თუ შემომივლი ხოლმე :)

  3. Pride and Prejudice და The Hours კარგი ფილმებია,შესანიშნავი ქასთით და წიგნებსაც წავიკითხავ უახლოეს მომავალში.
    One Flew Over The Cuckoo`s Nest – ფილმი – ლეგენდა <3
    Oscar et la dame Rose – წიგნი ისე მიყვარს, რომ ეკრანიზაციას ყურება არ მინდა. არ მინდა წარმოდგენა შემეცვალოს წიგნზე. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესია<3
    Never let me go – დიდად არც წიგნი მიზიდავს და ვერც ფილმი უქნია ღმერთს. თუმცა ცუდი არ იყო.
    დანარჩენ ორს ჩავამატებ ჩემს სიაში)
    ჯამში პოსტი ძალიან მომეწონა :*

    • მიხარია, რომ მოგეწონა ჩემი პოსტი : )

      Never let me go-წიგნი მეც ძალიან ნელა და უგემურად წავიკითხე, მაგრამ როცა ფილმი ვნახე, განსაკუთრებით კელი მალიგანის პერსონაჟი, მივხდი, რომ ღირდა წიგნიც და ფილმიც, თუნდაც მარტო დასასრულის გამო…

  4. და მაინც გააჩნია წიგნს და გააჩნია ფილმს. :)

    ნათებაც ძალიან მაგარი ეკრანიზაციაა. დასაქოქი ფორთოხალი შეიძლება სჯობს კიდეც წიგნს.
    ნათლია კიდე 100% სჯობს ფილმი წიგნს.

    • ,,მექანიკური ფორთოხალი” წიგნი ძალიან მომეწონა, ფილმი გადმოვწერე, მაგრამ რაღაცნაირად უხამსად იყო გადაღებული და აღარ ვუყურე. შეიძლებოდა იმ კადრების ცოტა ესთეტიკურად გადაღება, თუმცა ვიცი, რომ წიგნი არავის ახსოვდა და ფილმის შემდეგ აღიარეს.
      ,,ტარანტული” არც ფილმი ვიცი და არც წიგნი, ასერომ ვერაფერს ვიტყვი:)

      • მაგდენი არ ვიცი… დღეს მე-20 საუკუნის 100 საუკეთესო ნაწარმოებთა სიაში როა ეგ კი ვიცი.

        ფილმს ტარანტული არ ქვია – კანი რომელშიც ვცხოვრობ. ბოლო ფილმია ალმოდოვარის. წიგნს ქვია ტარანტული და მართლა არ იყო საფრანგეთს გარეთ ისე ცნობილი ახლა ფილმმა უფრო გააპიარა. თუმცა ძაან მაგარი წიგნია.

  5. ჰო… და კიდევ არის, როცა ფილმი ყველას ჰგონია გენიალური და აღფრთოვანებულია… არადა სინამდვილეში არის კატასტროფა წიგნთან შედარებით.
    მაგალითად ალმოდოვარმა აიღო ტიერი ჟონკეს გენიალური ფსიქო-ტრილერი “ტარანტული” და გააფუჭა საშინლად… არადა ეს საწყალი ჟონკე წაკითხული აქვს 10% ამიტომ, 90% არ იცის, თუ როგორ გააფუჭა სინამდვილეში წიგნი.

  6. გეთანხმები, პირველად წიგნის წაკითხვა და შემდეგ ყურებას არაფერი შეედრება:) ფილმს რომ ვუყურებ, რომლის წიგნიც წაკითხული მაქ, ვრწმუნდები რომ ლიტერატურას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს და ყველას ფანტაზიაში სხვდასხვანაირები არიან გმირები:) ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი ძალიან მიყვარს, მაგრამ ფილმი არ მაქვს ნანახი. ვუყურებ აუცილებლად:)

  7. Lord Vader- ,,კანი რომელშიც ვცხოვრობ” ამ ფილმზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ ჩემს მეგობრებს.. ნაწილი აღფრთოვანდა, ნაწილმა თქვა, რომ სისულელეაო.მე პირადად არ მინახავს:)))

    Marita – იდეალური შემთხვევაა, როცა შენი წიგნის პერსონაჟი ემთხვევა რეჟისორის მიერ შექმნილ გმირს და სწორედ ასეთი ფილმები ჩამოვთვალე აქ:))))

  8. Nothing personal – საშინლად მაინტერესებს. ვერსად ვერ ვნახე..საიდან გადმოვწერო? ყველა დანარჩენი ფილმი ნანახი მაქვს და ყოჩაღ. ზუსტად ის ფილმებია, რომელიც არასოდეს ამოფრინდება ჩემი გონებიდან :*

    • iameosi – მადლობა:)))
      მე youtube-ზე ვუყურე.
      შთაბეჭდილებები მომწერე როცა ნახავ:)

  9. salome sheni blogi axla agmovachine facebookis ckalobit,thanks mark:)zalian mixaria rom chemnairi gemovneba sxva adamianebsas koniat,ak namdvilad vnaxe bevri aseti adamianis komentari.mec shensavit vgijdebi pride and prejudice-ze samcuxaror cigni ar makvs cakitxuli axla vapireb vcado inglisuri adaptirebuli versiis cakitxvas. amieridan shemi ertguli mkitxveli viknebi aucileblad!:)

    • ძალიან მიხარია ჩემი ბლოგის და პოსტების მოწონება:))) matthew macfadyen – MR. Darcy საქართველოშია♥ ჩამოსული და ვიხვეწები გამაცანით მეთქი:))) მაგრამ თუ თავის პერსონაჟს არ ჰგავს, მაშინ არ მინდა:)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s